Jump to content

Recommended Posts

Posted

მონიტორები - სიახლეები

Posted

Asus-მა წარადგინა მსოფლიოში პირველი 610 ჰც გეიმინგ მონიტორი ROG XG248Q5G-P 

Asus-მა წარმოადგინა ორი გეიმინგ მონიტორი - ROG XG248Q5G-P და ROG XG32UCG. პირველი მთგანი გვევლინება, როგორც გადაწყვეტილებ კიბერისთვის და აქვს კადრის განახლების ძალიან მაღალ სიხშირს - 610 ჰერცის მხარდაჭერა. მეორე გთავაზობთ ორი სამუშაო რეჟიმის მხარდაჭერას: 4K 160 ჰერცზე და Full HD - 320 ჰერცზე. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Asus 

ულტრა სწრაფ ROG XG248Q5G-P-ს აქვს 24.1-დუიმიანი Super TN პანელით. ხელმისაწვდომია კადრის განახლების სიხშირის სამი რეჟიმი: 240H ჰც, 480 ჰც და 610 ჰც Overdrive რეჟიმში. მონიტორს აქვს 1920 × 1080 პიქსელი გაფართოებია მხარდაჭერა და მატრიცის რეაგირების დრო 0.1 მწ. წარმოდგენილია 90%-იანი DCI-P3 ფერთა გამის დაფარვა, NVIDIA G-Sync თავსებადობ და AMD FreeSync Premium-ის მხარდაჭერა. 

image.jpeg 

ROG XG248Q5G-P-ის დამატებითი საინტერესო მახასიათებელია კომპლექტაციაში წარმოდგენილი სადგამი, რომელიც არის მაქსიმალურად ერგონომიული. ხელმისაწვდომია HDMI 2.1 და DisplayPort 1.4 კონექტორები, ასევე - 3.5 მმ აუდიო კონექტორი. ამჟამად ჩინეთში მონიტორის ფასია 7999 იუანი (1100 აშშ დოლარი) და მისი მიწოდება მომდევნო თვეში დაიწყება. 

image.jpeg 

Asus ROG XG32UCG მოდელი აგებულია 31.5-დუიმიან IPS მატრიცაზე. მხარდაჭერილია 4K გაფართოება კადრის განახლების სიხშირით 160 ჰერცი, ასევე Full HD გაფართოება - 320 ჰერცით. მატრიცის რეაგირების დრო მითითებულია 0.3 მწ. მონიტორს აქვს 95%-იანი DCI-P3 ფერთა გამის დაფარვა, NVIDIA G-Sync-თან თავსებადობა და AMD FreeSync Premium-ის მხარდაჭერა. 

image.jpeg 

მონიტორზე ხელმისაწვდომია DisplayPort 1.4, HDMI 2.1, USB Type-C და 3.5 მმ აუდიო კონექტორები. ამ მოდელსაც აქვს ერგონომიული სადგამი. ROG XG32UCG გაყიდვაში ჩინეთში მომავალ თვეში გამოვა. მისი სარეკომენდაციო ფასია 3999 იუანი (550 აშშ დოლარი). 

  • 2 months later...
Posted

HDMI 2.2-ს ექნება 16K @ 60ჰც-ის და 96 გბ/წმ-მდე სიქარის მხარდაჭერა - საბოლოო მახასიათებლები დამტკიცებულია 

HDMI 2.2-ის მახასიათებლები პირველად CES 2025-ზე დაანონსდა, ამჟამად კი HDMI Forum-ზე მისი ზუსტი პარამეტრები გამოქვეყნდა. ძნელია იმის პროგნოზირება, თუ რამდენი დრო დასჭირდება მწარმოებლებს შესაბამისი მოწყობილობების გამოშვებისთვის, მაგრამ პირველი Ultra96 HDMI სადენები 96 გბ/წმ სიჩქარით შესაძლოა წელს გახდეს ხელმისაწვდომი. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: HDMI Forum 

აქტუალური HDMI 2.1 და მისი შესაბამისი ულტრამაღალი სიჩქარის HDMI სადენები უზრუნველყოფენ მაქსიმალურ 48 გბ/წმ-მდე სიჩქარეს, რაც საშუალებას იძლევა გადაიცეს ვიდეო სიგნალები 10K გაფართოებით და გაეშვას 4K კონტენტი 120 ჰც-მდე კადრის განახლების სიხშირით. 

HDMI 2.2 და ახალი Ultra96 სადენები კიდევ უფრო მაღალი გაფართოებისა და კადრის განახლების სიხშირის მიღწევას უზრუნველყოფს, მათ შორის 4K 480 ჰერცზე, 8K 240 ჰერცზე, 10K 120 ჰერცსა და 16K 60 ჰერცზე. ასევე გამოცხადებულია არაკომპრესირებული ვიდეო ფორმატების მხარდაჭერა 10- და 12-ბიტიანი ფერის სიღრმით და 8K გაფართოებით 60 ჰერცზე, ასევე 4K 240 ჰერცზე. 

8K გაფართოების დაბალი პოპულარობისა და კონტენტის შეზღუდული რაოდენობის გათვალისწინებით ნაკლებად სავარაუდოა, რომ მომწოდებლები უახლოეს მომავალში აქტიურად დაიწყებენ 16K-ს პოპულარიზაციას. 2017 წლიდან არსებული HDMI 2.1-იც კი ჯერ კიდევ სრულად არ არის დანერგილი მოწყობილობების მწარმოებლების მიერ, ამიტომ HDMI 2.2 საკმაოდ შორეული მომავლის პერსპექტივად შეიძლება ჩაითვალოს. 

image.jpeg 

HDMI Forum-ის შემდეგ მოიაზრება, რომ ახალი სპეციფიკაცია სწორი სადენის არჩევას გაამარტივებს. HDMI სადენების არსებული სახელწოდებები Standard, High Speed, Premium High Speed და Ultra High Speed - არაინფორმაციული ხასიათისაა და არ ასახავს მონაცემთა გადაცემის მაქსიმალურ სიჩქარეს. Ultra96 სახელწოდება კი ცალსახად მიუთითებს 96 /წმ-მდე სიჩქარეზე. 

HDMI 2.2-ის მახასიათებლები ასევე მოიცავს ახალ შეყოვნების ინდიკაციის პროტოკოლს (LIP). გი შექმნილია აუდიო და ვიდეო სინქრონიზაციის გასაუმჯობესებლად, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სიგნალი ტელევიზორამდე ან პროექტორამდე მიღწევამდე გადის საუნდბარში ან AV რესივერში. 

  • 4 weeks later...
Posted

ისე მაკებს რაც ეკრანი აქვთ ეგეთი IPS მონიტორებირატო რატო არ გამოდის? 
ips-დან სასწაული ქნა ეფლმა.
Oled-ია ეხლა ჰაიპში

Posted

ფასი ექნება ალბათ მაღალი და მაგიტომ, ერთ-ერთი მიზეზი ეგ იქნება, მეორე ალბათ ისაა რომ ცალკე გეიმინგში ეგ ყველაფერი დიდ გავლენას არ ახდენს და ეგეთ მატრიცაზე სერიოზული მაჩვენებლებით კიდე მაღალი გერცოვკა თუ დაამატე ალბათ ეხლანდელ ოლედებზე კიდე უფრო ძვირი დაჯდება უკვე ეგეთი იდეალური იპს

  • 4 months later...
Posted

Samsung-მა წარადგინა მსოფლიოში პირველი 1040-ჰერციანი მონიტორი, ასევე 6K მოდელი სათვალის გარეშე 3D ფუნქციით 

Samsung-მა Odyssey სერიის გეიმინგ მონიტორების განახლებული ხაზი დააანონსა, რომლის გამოშვება 2026 წელს არის მოსალოდნელი. მს სათავეში Odyssey G9 მოდელია - მსოფლიოში პირველი მონიტორი, რომელსაც 6K 3D-ს მხარდაჭერა აქვს სპეციალური სათვალის გარეშე. კომპანიამ ასევე წარადგინა ახალი Odyssey G6 მონიტორი, რომელიც 1040 ჰერც კადრის განახლების სიხშირეს უჭერს მხარს და Odyssey G8-ის სამი მოდელი. 

image.png 

ფოტოს წყარო: Samsung 

32-დუიმიანი Odyssey 3D-ის (G90XH) მთავარი მახასიათებელია 6K გაფართოების (6144 × 3456 პიქსელი) და 3D გამოსახულების მხარდაჭერა სპეციალური სტერეოსკოპული სათვალის საჭიროების გარეშე. „რეალურ დროში თვალის მიმართულების თვალყურის დევნების საშუალებით ეკრანი არეგულირებს სიღრმეს და პერსპექტივას მაყურებლის პოზიციის მიხედვით, რაც ქმნის მოცულობის მრავალშრიან შეგრძნებას დინამიური და შეუფერხებელი გეიმინგ გამოცდილებისთვის, - ნათქვამია კომპანიის პრეს-რელიზში. მონიტორი იყენებს IPS პანელს 165 ჰც კადრის განახლების სიხშირით 6K რეჟიმში და 330  3K გაფართოებისას. დისპლეის რეაგირების დროა 1 მილიწამი (GtG). 

image.png 

Samsung აღნიშნავს, რომ სტერეოსკოპული გამოსახულების მხარდაჭერა დაემატება ისეთ თამაშებს, როგორიცაა The First Berserker: Khazan, Lies of P: Overture და Stellar Blade. ეს გააუმჯობესებს ლანდშაფტის რენდერინგს, მანძილის აღქმას და ობიექტების გამოყოფას სტანდარტული 2D გეიმპლეის მქონე ჩვეულებრივ მონიტორებთან შედარებით. Odyssey 3D (G90XH) აღჭურვილია HDMI 2.1 და DisplayPort 2.1 პორტებით. 

image.png 

განახლებული Odyssey მონიტორების ხაზში ასევე შედის Odyssey G8 (GH80HS), რომელიც G90XH-ის მსგავს ფუნქციებს გვთავაზობს, მაგრამ სტერეოსკოპული დისპლეის გარეშე. მონიტორ გააჩნია Nvidia G-Sync და AMD FreeSync Premium დისპლეის სინქრონიზაციის ტექნოლოგიების მხარდაჭერა. 

image.png 

ახალი 27-დუიმიანი Odyssey G6 (G60H) გამოირჩევა, როგორც პირველი გეიმინგ მონიტორი, რომელიც მხარს უჭერს 1040 ჰერც კადრის განახლების სიხშირეს. მონიტორს აქვს ორმაგ გაფართოების და კადრის განახლების სიხშირის მხარდაჭერა: HD გაფართოების შემთხვევაში მითითებულია 1040 ჰერცი. QHD გაფართოების რეჟიმში (2560 × 1440 პიქსელი) მონიტორი მხარს უჭერს 600 ჰერც კადრის განახლების სიხშირეს. 

მონიტორში გამოყნებულია IPS პანელ Nvidia G-Sync და AMD FreeSync Premium გამოსახულების სინქრონიზაციის ტექნოლოგიების მხარდაჭერით. ასევე მონიტორს აქვს HDR10+ კონტენტის მხარდაჭერა. ახალი მოდელი აღჭურვილია HDMI 2.1 და DisplayPort 2.1 პორტებით. 

image.png 

27-დუიმიანი Odyssey G8 (G80HF) მონიტორი, რომელიც განახლებული ხაზის ნაწილია, მხარს უჭერს გამოსახულების ორმაგ რეჟიმს: 5K გაფართოებას 180 ჰერცზე და QHD-ს - 360 ჰერცზე. მონიტორს აქვს IPS პანელი Nvidia G-Sync და AMD FreeSync Premium ეკრანის სინქრონიზაციის ტექნოლოგიების, ასევე HDR10+ მხარდაჭერით. 

image.png 

32-დუიმიან Odyssey G8-ს (G80SH) აქვს 4K (3840 x 2160 პიქსელი) გაფართოების მხარდაჭერა. გამოყენებულია QD-OLED პანელ 240 ჰერცი კადრის განახლების სიხშირით და 300 კდ/² ტიპური სიკაშკაშით. მონიტორს აქვს VESA DisplayHDR True Black 500 სერტიფიკატი და აღჭურვილია 80 გბ/წმ სიჩქარის DisplayPort 2.1 (UHBR20) კონექტორით. 

გეგმავს განახლებული Odyssey მონიტორების ხაზის წარდგენას კომპანია CES 2026-ზე იანვრის დასაწყისში გეგმავს. 

  • 2 weeks later...
Posted

 

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.