Magdalena Posted April 17, 2025 Posted April 17, 2025 Asus-მა წარადგინა მსოფლიოში პირველი 610 ჰც გეიმინგ მონიტორი ROG XG248Q5G-P Asus-მა წარმოადგინა ორი გეიმინგ მონიტორი - ROG XG248Q5G-P და ROG XG32UCG. პირველი მთგანი გვევლინება, როგორც გადაწყვეტილება კიბერისთვის და აქვს კადრის განახლების ძალიან მაღალი სიხშირის - 610 ჰერცის მხარდაჭერა. მეორე გთავაზობთ ორი სამუშაო რეჟიმის მხარდაჭერას: 4K 160 ჰერცზე და Full HD - 320 ჰერცზე. ფოტოს წყარო: Asus ულტრა სწრაფ ROG XG248Q5G-P-ს აქვს 24.1-დუიმიანი Super TN პანელით. ხელმისაწვდომია კადრის განახლების სიხშირის სამი რეჟიმი: 240H ჰც, 480 ჰც და 610 ჰც Overdrive რეჟიმში. მონიტორს აქვს 1920 × 1080 პიქსელი გაფართოებია მხარდაჭერა და მატრიცის რეაგირების დრო 0.1 მწ. წარმოდგენილია 90%-იანი DCI-P3 ფერთა გამის დაფარვა, NVIDIA G-Sync თავსებადობა და AMD FreeSync Premium-ის მხარდაჭერა. ROG XG248Q5G-P-ის დამატებითი საინტერესო მახასიათებელია კომპლექტაციაში წარმოდგენილი სადგამი, რომელიც არის მაქსიმალურად ერგონომიული. ხელმისაწვდომია HDMI 2.1 და DisplayPort 1.4 კონექტორები, ასევე - 3.5 მმ აუდიო კონექტორი. ამჟამად ჩინეთში მონიტორის ფასია 7999 იუანი (1100 აშშ დოლარი) და მისი მიწოდება მომდევნო თვეში დაიწყება. Asus ROG XG32UCG მოდელი აგებულია 31.5-დუიმიან IPS მატრიცაზე. მხარდაჭერილია 4K გაფართოება კადრის განახლების სიხშირით 160 ჰერცი, ასევე Full HD გაფართოება - 320 ჰერცით. მატრიცის რეაგირების დროდ მითითებულია 0.3 მწ. მონიტორს აქვს 95%-იანი DCI-P3 ფერთა გამის დაფარვა, NVIDIA G-Sync-თან თავსებადობა და AMD FreeSync Premium-ის მხარდაჭერა. მონიტორზე ხელმისაწვდომია DisplayPort 1.4, HDMI 2.1, USB Type-C და 3.5 მმ აუდიო კონექტორები. ამ მოდელსაც აქვს ერგონომიული სადგამი. ROG XG32UCG გაყიდვაში ჩინეთში მომავალ თვეში გამოვა. მისი სარეკომენდაციო ფასია 3999 იუანი (550 აშშ დოლარი). https://tinyurl.com/yww7ykea Quote
Magdalena Posted July 1, 2025 Posted July 1, 2025 HDMI 2.2-ს ექნება 16K @ 60ჰც-ის და 96 გბ/წმ-მდე სიჩქარის მხარდაჭერა - საბოლოო მახასიათებლები დამტკიცებულია HDMI 2.2-ის მახასიათებლები პირველად CES 2025-ზე დაანონსდა, ამჟამად კი HDMI Forum-ზე მისი ზუსტი პარამეტრები გამოქვეყნდა. ძნელია იმის პროგნოზირება, თუ რამდენი დრო დასჭირდება მწარმოებლებს შესაბამისი მოწყობილობების გამოშვებისთვის, მაგრამ პირველი Ultra96 HDMI სადენები 96 გბ/წმ სიჩქარით შესაძლოა წელს გახდეს ხელმისაწვდომი. ფოტოს წყარო: HDMI Forum აქტუალური HDMI 2.1 და მისი შესაბამისი ულტრამაღალი სიჩქარის HDMI სადენები უზრუნველყოფენ მაქსიმალურ 48 გბ/წმ-მდე სიჩქარეს, რაც საშუალებას იძლევა გადაიცეს ვიდეო სიგნალები 10K გაფართოებით და გაეშვას 4K კონტენტი 120 ჰც-მდე კადრის განახლების სიხშირით. HDMI 2.2 და ახალი Ultra96 სადენები კიდევ უფრო მაღალი გაფართოებისა და კადრის განახლების სიხშირის მიღწევას უზრუნველყოფს, მათ შორის 4K 480 ჰერცზე, 8K 240 ჰერცზე, 10K 120 ჰერცსა და 16K 60 ჰერცზე. ასევე გამოცხადებულია არაკომპრესირებული ვიდეო ფორმატების მხარდაჭერა 10- და 12-ბიტიანი ფერის სიღრმით და 8K გაფართოებით 60 ჰერცზე, ასევე 4K 240 ჰერცზე. 8K გაფართოების დაბალი პოპულარობისა და კონტენტის შეზღუდული რაოდენობის გათვალისწინებით ნაკლებად სავარაუდოა, რომ მომწოდებლები უახლოეს მომავალში აქტიურად დაიწყებენ 16K-ს პოპულარიზაციას. 2017 წლიდან არსებული HDMI 2.1-იც კი ჯერ კიდევ სრულად არ არის დანერგილი მოწყობილობების მწარმოებლების მიერ, ამიტომ HDMI 2.2 საკმაოდ შორეული მომავლის პერსპექტივად შეიძლება ჩაითვალოს. HDMI Forum-ის შემდეგ მოიაზრება, რომ ახალი სპეციფიკაცია სწორი სადენის არჩევას გაამარტივებს. HDMI სადენების არსებული სახელწოდებები - Standard, High Speed, Premium High Speed და Ultra High Speed - არაინფორმაციული ხასიათისაა და არ ასახავს მონაცემთა გადაცემის მაქსიმალურ სიჩქარეს. Ultra96 სახელწოდება კი ცალსახად მიუთითებს 96 გბ/წმ-მდე სიჩქარეზე. HDMI 2.2-ის მახასიათებლები ასევე მოიცავს ახალ შეყოვნების ინდიკაციის პროტოკოლს (LIP). იგი შექმნილია აუდიო და ვიდეო სინქრონიზაციის გასაუმჯობესებლად, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სიგნალი ტელევიზორამდე ან პროექტორამდე მიღწევამდე გადის საუნდბარში ან AV რესივერში. https://tinyurl.com/unrj5436 Quote
vechny Posted July 28, 2025 Posted July 28, 2025 ისე მაკებს რაც ეკრანი აქვთ ეგეთი IPS მონიტორებირატო რატო არ გამოდის? ips-დან სასწაული ქნა ეფლმა. Oled-ია ეხლა ჰაიპში Quote
George Posted July 29, 2025 Posted July 29, 2025 ფასი ექნება ალბათ მაღალი და მაგიტომ, ერთ-ერთი მიზეზი ეგ იქნება, მეორე ალბათ ისაა რომ ცალკე გეიმინგში ეგ ყველაფერი დიდ გავლენას არ ახდენს და ეგეთ მატრიცაზე სერიოზული მაჩვენებლებით კიდე მაღალი გერცოვკა თუ დაამატე ალბათ ეხლანდელ ოლედებზე კიდე უფრო ძვირი დაჯდება უკვე ეგეთი იდეალური იპს Quote
Magdalena Posted December 27, 2025 Posted December 27, 2025 Samsung-მა წარადგინა მსოფლიოში პირველი 1040-ჰერციანი მონიტორი, ასევე 6K მოდელი სათვალის გარეშე 3D ფუნქციით Samsung-მა Odyssey სერიის გეიმინგ მონიტორების განახლებული ხაზი დააანონსა, რომლის გამოშვება 2026 წელს არის მოსალოდნელი. მის სათავეში Odyssey G9 მოდელია - მსოფლიოში პირველი მონიტორი, რომელსაც 6K 3D-ს მხარდაჭერა აქვს სპეციალური სათვალის გარეშე. კომპანიამ ასევე წარადგინა ახალი Odyssey G6 მონიტორი, რომელიც 1040 ჰერც კადრის განახლების სიხშირეს უჭერს მხარს და Odyssey G8-ის სამი მოდელი. ფოტოს წყარო: Samsung 32-დუიმიანი Odyssey 3D-ის (G90XH) მთავარი მახასიათებელია 6K გაფართოების (6144 × 3456 პიქსელი) და 3D გამოსახულების მხარდაჭერა სპეციალური სტერეოსკოპული სათვალის საჭიროების გარეშე. „რეალურ დროში თვალის მიმართულების თვალყურის დევნების საშუალებით ეკრანი არეგულირებს სიღრმეს და პერსპექტივას მაყურებლის პოზიციის მიხედვით, რაც ქმნის მოცულობის მრავალშრიან შეგრძნებას დინამიური და შეუფერხებელი გეიმინგ გამოცდილებისთვის“, - ნათქვამია კომპანიის პრეს-რელიზში. მონიტორი იყენებს IPS პანელს 165 ჰც კადრის განახლების სიხშირით 6K რეჟიმში და 330 ჰც 3K გაფართოებისას. დისპლეის რეაგირების დროა 1 მილიწამი (GtG). Samsung აღნიშნავს, რომ სტერეოსკოპული გამოსახულების მხარდაჭერა დაემატება ისეთ თამაშებს, როგორიცაა The First Berserker: Khazan, Lies of P: Overture და Stellar Blade. ეს გააუმჯობესებს ლანდშაფტის რენდერინგს, მანძილის აღქმას და ობიექტების გამოყოფას სტანდარტული 2D გეიმპლეის მქონე ჩვეულებრივ მონიტორებთან შედარებით. Odyssey 3D (G90XH) აღჭურვილია HDMI 2.1 და DisplayPort 2.1 პორტებით. განახლებული Odyssey მონიტორების ხაზში ასევე შედის Odyssey G8 (GH80HS), რომელიც G90XH-ის მსგავს ფუნქციებს გვთავაზობს, მაგრამ სტერეოსკოპული დისპლეის გარეშე. მონიტორს გააჩნია Nvidia G-Sync და AMD FreeSync Premium დისპლეის სინქრონიზაციის ტექნოლოგიების მხარდაჭერა. ახალი 27-დუიმიანი Odyssey G6 (G60H) გამოირჩევა, როგორც პირველი გეიმინგ მონიტორი, რომელიც მხარს უჭერს 1040 ჰერც კადრის განახლების სიხშირეს. მონიტორს აქვს ორმაგი გაფართოების და კადრის განახლების სიხშირის მხარდაჭერა: HD გაფართოების შემთხვევაში მითითებულია 1040 ჰერცი. QHD გაფართოების რეჟიმში (2560 × 1440 პიქსელი) მონიტორი მხარს უჭერს 600 ჰერც კადრის განახლების სიხშირეს. მონიტორში გამოყნებულია IPS პანელი Nvidia G-Sync და AMD FreeSync Premium გამოსახულების სინქრონიზაციის ტექნოლოგიების მხარდაჭერით. ასევე მონიტორს აქვს HDR10+ კონტენტის მხარდაჭერა. ახალი მოდელი აღჭურვილია HDMI 2.1 და DisplayPort 2.1 პორტებით. 27-დუიმიანი Odyssey G8 (G80HF) მონიტორი, რომელიც განახლებული ხაზის ნაწილია, მხარს უჭერს გამოსახულების ორმაგ რეჟიმს: 5K გაფართოებას 180 ჰერცზე და QHD-ს - 360 ჰერცზე. მონიტორს აქვს IPS პანელი Nvidia G-Sync და AMD FreeSync Premium ეკრანის სინქრონიზაციის ტექნოლოგიების, ასევე HDR10+ მხარდაჭერით. 32-დუიმიან Odyssey G8-ს (G80SH) აქვს 4K (3840 x 2160 პიქსელი) გაფართოების მხარდაჭერა. გამოყენებულია QD-OLED პანელი 240 ჰერცი კადრის განახლების სიხშირით და 300 კდ/მ² ტიპური სიკაშკაშით. მონიტორს აქვს VESA DisplayHDR True Black 500 სერტიფიკატი და აღჭურვილია 80 გბ/წმ სიჩქარის DisplayPort 2.1 (UHBR20) კონექტორით. გეგმავს განახლებული Odyssey მონიტორების ხაზის წარდგენას კომპანია CES 2026-ზე იანვრის დასაწყისში გეგმავს. https://tinyurl.com/43u3dhvt Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.