Jump to content

Recommended Posts

Posted

ციტატა navigator.ge–დან

"საქართველოში პროგრამული უზრუნველყოფი მეკობრეობის შემცირებისთვის სპეციალური საბჭო შეიქმნა

ბიზნეს სოფტვეარ ალიანსი” საქართველოში პროგრამული უზრუნველყოფის მეკობრეობის წინააღმდეგ ბრძოლას იწყებს. სპეციალურ შეთანხმებას ხელი მოეწერა დღეს გამართულ კონფერენციაზე, სადაც ესწრებოდნენ ირაკლი ღვალაძე (საქპატენტი), Georg Herrnleben (BSA), ალექსანდრე ბოლქვაძე (BSA Local Legal Council), David Lee (AmCham President), დავით ასათიანი (Microsoft საქართველო), John Bass (US Ambassador). როგორც ცნობილია, საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, შეიქმნა სპეციალური საბჭო, რომელიც სწორედ პროგრამული უზრუნველყოფის მეკობრეობის შემცირებისთვის იმუშავებს. აღსანიშნავია, რომ IDC-ს კვლევების თანახმად, პროგრამული უზრუნველყოფის მეკობრეობის დონე საქართველოში მსოფლიოში ყველაზე მაღალია და 95%-ს შეადგენს. ”ბიზნეს სოფტვეარ ალიანსი” ინტელექტუალური საკუთრების დასაცავად, სამართლებრივი მიმარუთლებით გარკევულ სამუშაოებს ჩაატარებს. "

რას იტყვით?95% მაგარია ხოო? :xelitavi: რეალურად შეუძლია ამ სახის საბჭოს რაიმის შეცვლა?მე ვფიქრობ რომ ნაკლებად :user: ორგანიზაციებს დაუვლიან ალბათ თორე ჩვენ უბრალო მოკვდავებს რაუნდა გვიყონ აბა? :xeli: თუარადა მოვიდნენ უბუნტუს დისკი მაქვს 5 წუთი უნდა დაყენებას :dwarf:

Posted

უბუნტუს მეც დავაყენებ, მაგრამ ლიცენზიურ არხიკადს და მაქსს ვერ დავაყენებ ცხადია.

Posted

GDP Per capita $5,057

და ამის ფონზე აპირებენ მეკობრეობის შემცირებას? :SNEMOTICON13:

Posted

კარდაკარ ჩამოივლიან და აგიკრძალავენ თU რა ხდება

Posted (edited)

მაგის აკრძალვის ერთადერთი საშუალებაა ვარეზებს დაუარონ და გლობალი გათიშონ, სხვანაირად ვერაფერს ვერ იზამენ

უცხოური ტორენტების აკრძალვის საშუალება ააქვთ?

Edited by sauron
Posted

უცხოური ტორენტების აკრძალვის საშუალება ააქვთ?

ფეხებს ვერ მოჭამენ ტორენებს :spiteful:

მარა თუ დაგიბლოკეს თითონ ვინც გაწვდის ნეტს მერე გვერხევის და დაიწყება მასიური საპროტესტო აქციები :გივი: :ugly004:

Posted

არა,ნეტს რაუნდა უყუნ კაცო :shuatiti: ნუ რავი როგორც დავწერე ორგანიზაციების დონეზე გააკეთებენ ალბათ რავი <_< აბა მართლა სახლებში ხოარ ჩამოივლიან?

Posted

ამათი დედა.. ერთი ორი ორგანიზაციის ზუბი აქვთ :) ეხლა დაუვლიან იმათ დახურავენ ესაო ისაო და ვსო ეგ საქმეც ჩაკვდება როგორც ხდება ხოლმე რა :)

მოკლედ რომ ვთქვათ არავის Central Processing Unit-ზე არ დაასკდნენ რა :)

Posted

ც. ევროპის ბევრ ქვეყანაში კდიევ აქტიურად არის გამოყენებაში არალიცენზირებული პროგრამებივ ინდოუსის თამადობით ნუ გააჩნია ორგანიზაციის დონეს:)

ერთი პერიოდი ამაზე მეწც შევწუხდი რადგან მეც პირდაპირ შემეხო... მაგრამ რომ დავფიქრდი ეგეც არ არის პრობლება მაგ. მაღაზიებში სადაც კომპიუტერები იყიდება-იწყობა იქნება სურვილის მიხედვით, თუ უნდა მომხმარებელს იყიდის ჩაწერილ ვინდოუს თუ არადა მოუწევს დამატებითი თანხის გადახდა ვინდოუსიდან დაწყებული დამთავრებული სხვა ფასიან პროგრამებამდე.

აქედან გამომდინარე ძნელი არაა ვივარაუდოთ რომ ტოტალურად გაიყიდება ვინდოუსის ჩაუწერავად და აქ მხოლოდ მაღაზიები იხეირებენ ;)

Posted

არ დაგავიწყდეთ რომ ალტას და ალგორითმას აქვთ ეხლა პროექტი ან ლიცენზირებულ სისტემებთან დაკავსირებით.... სუფთა მაგათი საქმე კეთდება რათ უნდა ეხლა მაგას ლაპარაკი. თან ერთი ორ ორგანიზაციასად მიხურავენ და ეგაა...

ჩემი ბუნაგი მაინც იმუშავებს მგელივით!!!!!

http://compservice.ge/

Posted

კომპანიებმა იკითხონ თორე ჩვენ არ გადაგვიღუნონ Full tower ქულერები რა :givi:

კომპის ყიდვას ვინც დააპირებს ლინუქსიანს აიღებს და დააყენებს მერე თვითონ ვინდოუსს , შეიძლება თავიდან ბევრმა "მიქაროს" და იყიდოს ლიცენზირებული , მაგრამ ცოტა ხანში "აბობოქრდება" 20 ლარიანი ვინდის ბიზნესები და მაგარ მაყუთსაც გააკეთებენ

კაცურად ხო ერთი 200$ ღირს ის OEM ვინდები რაც კომპანიებს აქვთ >?

Posted

ნეტამც არ მინდა ვინმემ მითხრას რატომ გიყენია პირატული ვინდიო :D

თქვენ გგონიათ მანდ ვინ არიან ეგენი მიხვდებიან ყველა შემთხვევაში რომ პირატული OS უყენია ვინემს ?

აბა მოვიდნენ ჩემთან ბიოსში ჩაკარებული CD Kay მექნება და ძალინ არ გაგიგონ რომ პირატული ვინდი მაქვს :dabolili:

Posted

კაცურად ხო ერთი 200$ ღირს ის OEM ვინდები რაც კომპანიებს აქვთ >?

გააჩნია რომელი ვერსიის რომელი ვერსია ვინდოუსია :D

ანუ შეიძლება ქონდეთ 200$-ად ნაყიდი ვინ 7-ის კორპორაციული ვერსია რომელიც სიტყვაზე შეგიძლია 10 კომპზე დააყენო

Posted

სუფთა მაგათი საქმე კეთდება რათ უნდა ეხლა მაგას ლაპარაკი. თან ერთი ორ ორგანიზაციასად მიხურავენ და ეგაა...

პირველ რიგში მაიკროსოფტის საქმე კეთდება!

ვილმეს მიხურვა თუ უნდათ კიდე არც ისე უკანკალდებოდათ ხელებიbabu.gif

Posted

გააჩნია რომელი ვერსიის რომელი ვერსია ვინდოუსია :D

ანუ შეიძლება ქონდეთ 200$-ად ნაყიდი ვინ 7-ის კორპორაციული ვერსია რომელიც სიტყვაზე შეგიძლია 10 კომპზე დააყენო

ჰოო და ისენი შენ გამოგართმევენ მერე იმ 200$ და 200$-ად 10ზე დააყენებენ :D

Posted

ჰოო და ისენი შენ გამოგართმევენ მერე იმ 200$ და 200$-ად 10ზე დააყენებენ :D

ხო კომპ მაღაზიები თავისუფლად შეძლებენ მაგის გაკეთებას :)

Posted

სისულელეა რა, ერთხელ ხომ ვითომდა დაიჭირეს piratebay-ს ავტორები, მარა რა ფეხები მოჭამეს? :D ისევ მშვენივრად მუშაობს საიტი.

rutracker და piratebay, ასევე ქართულებიდან crack.ge. სხვა ნაკლებად მაინტერესებს.

Posted

ხო კომპ მაღაზიები თავისუფლად შეძლებენ მაგის გაკეთებას :)

ჰოდა 1ის ფასად (ვთქვათ ამაზონზე) მაგენი 9მაგ მოგებას ნახავენ :SNEMOTICON13:

Posted

კომპანიებმა იკითხონ თორე ჩვენ არ გადაგვიღუნონ Full tower ქულერები რა

ბოლო ჯამში მასე იქნება...

თუ კერძო პირებს უნდათ რომ აუკრძალონ პირატულების დაყენება ეგ ჯერ შორიდან არის გასაკეთებეი და არა ამ პიონერებიდან ;)

მაიკროსოფტს რომ უნდოდეს დარწმუნებული ვარ ისეთ ო.ს. გამოუშვებდა რომელსაც ვერავინ გატეხავდა მაგრამ ესმის კაცს მუღამი 3895.gif

  • 3 weeks later...
Posted

გამარჯობა,

http://www.myvideo.ge/?video_id=1327704 სანქციებიც დააწესეს : )) შეგიძლიათ ვინმემ ამიხსნათ რას გულისხმობენ? რაზე არის დაწესებული სანქციები, მარტო ფილმებზე თუ პროგრამებზეც? ან რომ გვიკრძალავენ,ფასიანი ალტერნატივა სად არის? ანუ რომელი საიტი ან სერვისი გვთავაზობს ლიცენზირებულ ფილმებს?

მაშინ წესით უნდა დაიხუროს ყველა ქართული "გიგანტი" ვარეზი, არსებობა მაგათთვის ზარალია უბრალოდ და ფასიანი და ლიცენზირებული პროგრამები მემგონი საქართველოს არცერთ მაღაზიაში არ იყიდება(ან თუ იყიდება იქნებ მითხრათ სად).

და მოკლედ ფილმების გადმოწერა საშიშია უკვე?

მადლობა წინასწარ!

გადმოწერა საშიში არაა , გავრცელება ჯერ არა მარა მალე იქნება.... (შეიძლებ უკვეც ...)

სუზტადაც მაგ ვარეზებს მოუღება ბოლო პირველ რიგში

ფასიანი პროგრამები , მაგალითად ანტივირუსები ბევრ კომპ მაღაზიაში აქვთ...

პ.ს ისე მაგ ვიდეოში მონიტორინგს რო აწარმოებენ ვითომ ურჩევნიათ ჯერ ლიცენზირებული ვინდოუსები დაიყენონ :chojinfc:

ფასიანი პროგრამები არის, მაგრამ ლიცენზირებულია? ან ნორმალურ ფასებში?

და ვიდეოში რომ თქვეს გადმომწერიც დაჯარიმდებაო? უცხოურ ფილმებზე რამე ალტერნატივა არსებობს?

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.