Jump to content

Recommended Posts

Posted

Binance ახალ კენჭისყრას ჩაატარებს 17 ტოკენის დელისტინგის შესახებ  

image.jpeg 

კრიპტო ბირჟა Binance აგრძელებს კამპანიას „Vote to Delist – „მიეცი ხმა დესლიტინგს“. ამჯერად პლატფორმის მომხმარებლებს სთხოვეს ხმის მიცემა 17 ტოკენის სიიდან ამოღებაზე, ესენია: FTT, JASMY, VOXEL, GPS, ZEC, STPT, ARK, ARDR, MBL, PERP, NKN, WING, LTO, FLM, BSW, ALPACA და PDA. 

ხმის მიცემა ჩატარდება Binance Square-ზე (NYSE:XYZ) 10 აპრილიდან 16 აპრილამდე  პერიოდში. ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად მომხმარებლებს უნდა ჰქონდეთ დამოწმებული Binance ანგარიში და ფლობდნენ მინიმუმ 0.01 BNB-ს. თითოეულ მათგანს შეუძლია ხუთ ტოკენზე ხმის მიცემა, თითო ხმა თითო პროექტზე. 

მიუხედავად იმისა, რომ Binance გაითვალისწინებს საზოგადოების უკუკავშირს, მათი ხმის მიცემის შედეგი არ იქნება გადამწყვეტი ფაქტორი. საბოლოო გადაწყვეტილებაზე დელისტინგის შესახებ ასევე გავლენას მოახდენს სხვა ასპექტები, როგორიცაა პროექტის აქტივობა, ლიკვიდობა, გუნდის ეფექტურობა და სხვა რისკები. 

პირველი კენჭისყრის შემდეგ კრიპტო ბირჟები შეწყვეტენ ერთდროულად 14 ტოკენის მხარდაჭერას, მათ შორის იქნება BAL, CREAM, SNT, HARD, TROY, UFT და FIRO. ყველა მათგანი 16 აპრილიდან მომხმარებლებისთვის მიუწვდომელი გახდება. Binance-ის წარმომადგენლებმა ჩამონათვალიდან ამოღების მიზეზებს შორის დაასახელეს პროექტების ნელი განვითარება და დაბალი სავაჭრო აქტივობა. 

  • Replies 200
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Posted

Bitcoin ჩამორჩა შვეიცარულ ფრანკს და ოქროს დამცავი აქტივის სტატუსში 

image.jpeg 

საფონდო ბირჟებზე არსებული არეულობისგან დანაზოგების დასაცავად ინვესტორები სულ უფრო ხშირად იყენებენ შვეიცარიულ ფრანკს და ოქროს. და ეს გასაკვირი არ არის. 

ბოლო 24 საათის განმავლობაში აშშ დოლარი ფრანკთან მიმართებაში 0.8100-მდე დაეცა, რაც 12%-ით ნაკლებია 2024 წლის მაქსიმალურ მაჩვენებელთან შედარებით. ამან შვეიცარიული ფრანკი 2025 წლის ერთ-ერთ საუკეთესო პერსპექტიულ ვალუტად აქცია. ხოლო აშშ დოლარი რთულ პერიოდებში გადის და იგი 2018 წელლს არსებულ დონემდე ჩამოვიდა. 

ფრანკის წარმატება შეიძლება მიეწეროს შვეიცარიის ნეიტრალიტეტისა და საბანკო საიდუმლოების კანონებს, რაც ქვეყანას ყოველთვის უსაფრთხო თავშესაფრად აქცევდა. შვეიცარიის ეროვნული ბანკი არის მთავარი ინვესტორი აშშ-ს ბაზრებზე და ფლობს მნიშვნელოვან წილებს ბევრ წამყვან ამერიკულ კომპანიაში, მათ შორისაა ისეთი ცნობილი ორგანიზაციები, როგორიცაა Apple (NASDAQ:AAPL), Microsoft (NASDAQ:MSFT), Amazon (NASDAQ:AMZN) და Alphabet (NASDAQ:GOOGL). ის ასევე არის აშშ-ს სახაზინო ობლიგაციების სიდიდით მეათე მფლობელი. 

ოქრო ასევე გახდა საიმედო აქტივი, მისი ფასი გაიზარდა რეკორდულ 3.240 აშშ დოლარამდე. პანდემიის დაწყებიდან მისი ღირებულება 125%-ით გაიზარდა, 2024 წელს კი - 24%-ით. ამავდროულად, S&P 500 და Nasdaq 100 ინდექსები ორნიშნა რიცხვით შემცირდა. 

ოქრომ და შვეიცარიულმა ფრანკმა ასევე გადაუსწრო Bitcoin-ს ყველაზე მომგებიენი დამცავი აქტივების სტატუსში. მიმდინარე წელს ფლაგმანურკრიპტოვალუტის კურსი წლის მაქსიმალური 109.300 აშშ დოლარიანი მაჩვენებლიდან ამჟამინდელ 85 ათას აშშ დოლარამდე შემცირდა. 

 

Posted

ნუ 76000$ ბიტკოინის დაცემის შემდეგ 109000$-ან ეგ კარგი ჯერ ბაზარზე დიდათ არაფერი არ ხდება ტრამპის ტარიფების გამო, თან ისიც გასათვალისწინებელია რომ ეხლანდელი დროებითი გაზრდები უკავშირდება უფრო ტრამპის ტარიფების 90 დღიან პაუზას, მერე ისევე გაძვრესო შეიძლება ყველაფერს სული, ნუ ასე 84000$ ადვილათ ავიდა ბიტკოინის კურსი, მერე ისევ დაატორმუზა და დგას ერთ ადგილას, თვითონ დოუს ინდექსიც 45000 რომ იყო წინა წლის ბოლოს ასული 37700 დაცემის შემდეგ ლამის 41000 აარტყა და მერე ისევ ჩამოცდა ხელმეორეთ 40000 ატმეტკას, დღეს მაგალითათ გაჩერებულია 39000 ფარგლებში, ანუ ისევ ყვინთაობს რახან ჩინური ტარიფები არ გაუუქმებია ტრამპს, მანდ დარჩა მაღალი ტარიფები ორივე მხრიდან რაც იწვევს აქციების დაგდებას და სული ძვრება ბიტკოინსაც, პირდაპირ კავშირშია ფაქტიურათ ბიტკოინის კურსი დოუ ჯონსის ინდექსთან, შეიძლება ადვილათ მაგის გადამოწმება მინიმუმ ეგრევე თუ არა ძალიან მალე ფიქსირდება კორექცია ბიტკოინზეც დოუ ჯონსი რომ იწყებს აწევა-დაწევას და განსაკუთრებით სერიოზული ცვლილებები როცაა, როგორც ეხლა მოხდა ბოლო თვეებში, აი ოქროს კურსი კი ახალ რეკორს უახლოვდება 3100 გაცდენის შემდეგ კი ჩამოცდა ისევე 3000$ ატმეტკას ყველაფერმა რომ ჩაყვინთა მაგ პერიოდში, მაგრამ მაგის შემდეგ სერიოზულათ დაგაზა და უკვე გაცდა 3300$-აც, დღეს გაჩერებულია 3297$, ეგ კი ძალიან ბევრ რამეზე მეტყველებს, სერიოზული ეკონომიკური კრიზისების და ომების დროს იცის ეგრე ოქრომ გაზრდა მარტო, ნავთობის ფასიც დაეცა 83$ რო იყო იანვარში, ჩამოცდა ლამის 60$ ატმეტკას, თუმცა მოასწრო გაზრდა მაგის შემდეგ და ეხლა უფრო 64$ ქვემოთაა გაჩერებული 

The chip industry just got a much-needed boost as Trump tariffs loom large https://www.businessinsider.com/tsmc-stock-price-q1-earnings-chipmakers-nvda-avgo-trump-tariffs-2025-4

ისე 80000$ ატმეტკიდან უკვე რამდენჯერმე მიუახლოვდა 86000-88000$ ბიტკოინის კურსი მანამდე, მაგრამ ბოლო პერიოდში უფრო 85000$ ქვემოთაა გაჩერებული, მაგრამ 80000$ ქვევით დროებით აღარ დაუგდიათ მეტი, მაღალი ოქროს კურსი შველის ბიტკოინსაც, მაგრამ უფრო ნაკლები ეფექტი აქვს, ანუ დოუ ჯონსის ინდექსი თუ გაიზარდა სერიოზულათ ბიტკოინიც ავარდეს მაგ შემთხვევაში ძალზე მაღალზე შეიძლება, უფრო წლის ბოლოს მგონია ეგ მოხდეს, მანამდე ეგრე იხტუნავებს ვაბშე სული თუ არ გააძრეს უფრო მეტათაც, სეროოზულ მანიპულაციებსაც ქონდესო შეიძლება ადგილი ბაზარზე, ვიღაცეებმა მილიარდები იშოვეს სხვა ინვესტორების ხარჯზე შეიძლება, მერე გააუქმებს ტრამპი მაგ ტარიფებს და გავარდება ყველაფერი მაღლა, შეუძლია მაგის გაკეთებაც და სულ სხვანაირათ აჭიკჭიკდება მაგის შემდეგ, რახან ხშირათ უყვარს ტრამპს კარდინალურათ აზრის შეცვლა, განსაკუთრებით ზოგიერთ საკითხებზე, ჩინეთი ეგრე ადვილათ არ დანებდება და აქვს საკმარისი თანხები ტარიფების ომის გასაგრძელებლათ უფრო გრძელვადიან პერიოდშიც, მაგი კი სერიოზულ კრიზისებს გამოიწვევს გლობალურ ეკონიმიკაში, ნუ ტრამპის მიზანი იყო შტატების უზარმაზარი ტრილიარდიანი ვალის შემცირება და მაგ აგრესიული პოლიტიკით მეეჭვება რამეს მიაღწიოს, თუმცა ტარიფების გარდა ბლომათ ორგანიზაციები დაახურინა უკვე მილიარდები რაზეც იხარჯებოდა ან რეზკათ შეამცირა ბიუჯეტი, ერთადერთი რისი შემცირებასაც არ აპირებს ეგ შეირაღებაა, მაგას შეკვეცები დიდათ არც შეხებია

Posted

საინტერესო ტრენდია დაწყებული ეხლა კრიპტობაზარზე, დოუ ჯონსი განაგრძობს დღესაც ჩაყვინთვას, მაგრამ ალბათ იმის ხარჯზე რომ ოქრომ უბედურათ აიწყვიტა და 3000 დაცემის შემდეგ უკვე ლამის 3430 უახლოვდება ბიტკოინიც გამოცოცხლდა და ჩაყვინთვის შემდეგ დღეს 88000$ გაცდა ისევე, ნუ 76000$ კი ჯობია მაინც რაც არ უნდა იყოს, მაგრამ ეგრე თუ გააგრძელა ოქრომ გაზრდა ბიტკოინიც დაგაზავს მგონია, განსაკუთრებით თუ შეძლებენ დოუ ჯონსის ვარდნის შეჩერებას

Trump's world of tariffs is shaking up time-tested investing strategies https://www.businessinsider.com/trump-tariffs-stock-market-investing-strategies-60-40-portfolio-inflation-2025-4

Why a top economist thinks the odds of a tariff-fueled recession have climbed to 90% https://www.businessinsider.com/recession-2025-outlook-economy-downturn-trump-tariffs-china-small-business-2025-4

The 'sell America' trade is roaring in markets as Trump butts heads with the Fed https://www.businessinsider.com/stock-market-today-selloff-sell-america-trump-fed-independence-bonds-2025-4

Posted

სენატმა SEC-ის ხელმძღვანელად პოლ ატკინსი დაამტკიცა 

image.jpeg 

აშშ-ს სენატმა მხარი დაუჭირა პოლ ატკინსის დამტკიცებას ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიის (SEC) თავმჯდომარედ. 

მხარი დაუჭირა 52-მა სენატორმა, წინააღმდეგი მისცა პალატის 44 წევრმა, 4-მა კი პროცედურაში მონაწილეობა არ მიიღო. 

დონალდ ტრამპმა ატკინსი SEC-ის ხელმძღვანელად 2024 წლის დეკემბერში დაასახელა. კრიპტო ინდუსტრიაში ბევრმა მიიჩნია იგი შესაფერის კანდიდატად, ხსენებულ სფეროში მისი გამოცდილების გათვალისწინებით. 

ატკინსი 2002 წლიდან 2008 წლამდე მუშაობდა SEC-ის კომისარად და მოგვიანებით დააარსა საკონსულტაციო ფირმა Patomak Global Partners, რომლის მომხმარებლებს შორის იყვნენ კრიპტო ბირჟები და DeFi პროექტები. 

ატკინსის კანდიდატურა დაამტკიცა სენატის საბანკო კომიტეტმა. მოსმენამდე ჟურნალისტებმა გაარკვიეს, რომ მარეგულირებლის პოტენციური ხელმძღვანელი ფლობს წილებს სამ კრიპტო კომპანიაში, ესენია: Securitize, Anchorage Digital და Off the Chain Capital. 

დებატების დროს ზოგიერთმა დემოკრატმა სენატორმა გააკრიტიკა ატკინსი გაკოტრებულ ბირჟა FTX-თან კავშირის გამო. მედიის ცნობით, Patomak Global Partners-მა გააფორმა კონტრაქტი კრიპტო პლატფორმასთან საკონსულტაციო სერვისების გაწევის მიზნით 2022 წლის დასაწყისში. 

2022 წლის ნოემბერში FTX-მა განაცხადა გაკოტრების შესახებ. ბირჟის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი სემ ნკმენ-ფრიდი დამნაშავედ ცნეს შვიდ დანაშაულში. მას 25 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. 

რესპუბლიკელმა სენატორმა ტიმ სკოტმა სხდომაზე განაცხადა, რომ იმედოვნებს, რომ ატკინსის დროს "SEC დაუბრუნდება თავის ძირითად მისიას და უზრუნველყოფს, რომ ჩვენი ბაზრები იწვევდეს მსოფლიოს შურ". 

სააგენტოს წინა ხელმძღვანელი გრი გენსლერი თანამდებობიდან გადადგა 20 იანვარს და დაბრუნდა მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის (MIT) მენეჯმენტის პროფესორად. 

გენსლერის გადადგომის შემდეგ სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი დროებით მარკ უედა გახდა. მისი ხელმძღვანელობით SEC-მა შექმნა კრიპტო სამუშაო ჯგუფი, რომელსაც ხელმძღვანელობდა ჰესტერ პირსი. კომისიამ შეაჩერა გამოძიება და სამართალწარმოება ინდუსტრიის რიგი კომპანიების მიმართ და ასევე შეარბილა თავისი პოზიცია ციფრული აქტივების და DeFi სერვისების რეგულირების მიმართ. 

შეგახსენებთ, უედამ გასცა ბრძანება, გადახედილიყო SEC-ის წინა თანამშრომლების განცხადებები კრიპტოვალუტებზე, რომლებიც უნდა „შეცვლილიყო ან გაუქმებულიყო სააგენტოს ამჟამინდელი პრიორიტეტების შესაბამისად“. 

Posted

ისეთ დაგაზა ოქრომ რომ ბიტკოინიც მიყვება ჯერ-ჯერობით და გაცდა პირველათ 76000$ დაცემის შემდეგ კურსი უკვე 91000$+ დღეს, ანუ რაც ტრამპის ტარიფები დააწესეს (მართალია ამ ეტაპზე 90 დღიან პაუზაზეა ჯერ ბევრი ტარიფი დროებით) 91000$ პირველათ ავიდა ბიტკოინი, მანდ გასაკვირი არაფერია რახან ძალიან დიდზე გაიზარდა ოქროს კურსი და ვისაც ახსოვს ოქროს კურსის გაზრდებმა დაიწყო სულ თავიდან ძალზე დაბალი კურსი რომ იყო ბიტკოინის დაპამპვა, ეგ დაჟე სანამ სეკმა BTC-ETF დაამტკიცა ოფიციალურათ მანამდე ჯერ კიდევ, მაშინაც სერიოზული გაზრდა წავიდა ოქროს კურსის მოულოდნელათ 200-300$ და მაგან სერიოზულათ გაზარდა ბიტკოინიც, ეხლაც იგივე მეორდება, რახან ცალკე დოუ ჯონსი ისევ დაბალზეა საკმაოთ, 41000 ვერ ავიდა ჯერ რაზეც მანამდე მოასწრო ცოტა ხნით გაზრდა და ვისაც ახსოვს 44000-45000 ფარგლებში როცა იდგა დოუს ინდექსი მაშინ იყო ბიტკოინიც 110000$-მდე ასული, მეორე მხრივ 38000-ან ფაქტიურათ 39000 გაცდა დღეს დოუ ჯონსიც, მაგან გამოიწვია ბიტკოინის გაზრდაც 91000$ ლამის უკვე, ისე იძახიან თუ გაძვრაო შტატების ეკონომიკას სული და დაიწყო სერიოზული რეცესია ან სტაგნაცია, ტრამპი პაუელს დააბრალებსო ყველაფერს, დროულათ რომ არ დაწია interest rate, თუმცა იძახიან ეგ რომ ძალით ჩაერიოსო უარესათ გაძვრებაო ყველაფერს სული ნაადრევათ თუ დაიწყო interest rate დაწევა იფნლიაცია დაიწყებაო მაგ შემთხვევაში სერიოზული და ამაზე უფრო ცუდი სიტუაცია იქნება მაშინ ბაზარზე

Firing or not, Trump may be setting up Powell as the fall guy if the economy tanks https://www.businessinsider.com/trump-fire-powell-fed-interest-rates-tariffs-recession-economy-outlook-2025-4

Posted

QCP Capital: Bitcoin-ს უბრუნდება ინვესტორების ნდობა 

image.jpeg 

Spot Bitcoin ETF-ებში თანხების შემოდინების დინამიკა დადებითი აღმოჩნდა გასულ კვირას. ფონდებმა 14-დან 17 აპრილამდე მიიღეს დამატებით 15.85 მლნ აშშ დოლარი, რაც მკვეთრად განსხვავდება კაპიტალის გადინებისგან, რომელიც თვის დასაწყისიდან გრძელდებოდა. 

ანალიტიკოსების თქმით, Risk reversals - საბაზრო განწყობის საზომი, რომელიც ზომავს ფასებში განსხვავებას აქტივების ზრდისა და დაცემის ოფციონებს შორის, გათანაბრდა იმ გადახრასთან შედარებით, რომელიც დომინირებდა გასულ თვეში. 

ინდიკატორის გაწონასწორება Bitcoin-ისთვის ნიშნავს იმას, რომ ტრეიდერები აღარ ელიან პირველი კრიპტოვალუტის კურსის მკვეთრ ვარდნას. QCP Capital-ის ექსპერტების აზრით ეს მიუთითებს ბაზრის მონაწილეთა მზარდ ოპტიმიზმზე. თუ მსგავსი დინამიკა გაგრძელდება, მათ მიაჩნიათ, რომ ეს შეიძლება დამატებითი იმპულსი იყოს Bitcoin-ში ინსტიტუციური ინვესტირებისთვის წლის მეორე კვარტალში. 

ამჟამად, ფასი 88 ათასი აშშ დოლარი, რჩება აქტივის წინააღმდეგობის მთავარ დონედ. სანამ Bitcoin არ გადალახავს მას და არ გამყარდება, ნაადრევია საუბარი ახალი ზრდის ტენდენციის დაწყებაზე, ამბობენ ანალიტიკოსები. Bitcoin-ისა და ოქროს სინქრონული ზრდა საფონდო ბირჟების დაცემის ფონზე ახალ სურათს ქმნის. თუ ასეთი ნიმუში, პატერნი გახდება მდგრადი, ეს შეიძლება მიუთითებდეს „პირველი კრიპტოვალუტის უფრო ფართო, ინსტიტუციურ მიღებაზე“, განმარტავენ ექსპერტებმა. 

ადრე QCP Capital-ის ექსპერტებმა განაცხადეს, რომ აშშ-ს ფედერალური სარეზერვო სისტემის (FRS) პოლიტიკის ცვლილებამ და ჩინეთისა და ევროკავშირის სტიმულირების ახალმა ზომებმა შეიძლება გამოიწვიოს Bitcoin-ის კურსის ზრდა კორექტირების შემდეგ. 

Posted

ამასობაში ტრამპკოინიც დაიპამპა ბოლო 1 კვირის მანძილზე ლამის 80%, ერთ-ერთი მიზეზი ბიტკოინის გაზრდის გარდა აი ეს ყოფილა:

$Trump coin is surging again on plans for a dinner with the president and the token's top holders https://www.businessinsider.com/trump-meme-coin-soars-s-president-host-dinner-top-holders-2025-4 ეგ კოინი ლამის 75$ ასვლის შემდეგ დაეცა ლოლ 7$-ზე, მე 60$ მაქვს ნაყიდი, მაგრამ მაგის შემდეგ 7$-ან ავარდა გუშინ უკვე უცბათ 19$-მდე, ნუ 9$ ავიდა და მაქედან ისკუპა ცოტა ხნით 19$, ეხლა ისევ 12$-ზეა, მაგრამ ძალიან გაჭირვებულ დღეში იყო, ზოგადათ მემეკოინებს ჩვევია როცა ძლიერდება ბიტკოინი ექვსმაგი და დაჟე მეტი მატებაც, მანდ ბანალურათ ბევრათ ნაკლებია კაპიტალიზაცია და არაა ძალზე რთული რამდენიმე დიდმა ვეილსმა დროებით ძალზე მოშნათ დაპამპოს რომელიმე პოპულარული მემეკოინი, მასეთ რაღაცას ეთერეუმზე და ბიტკოინზე ნამდვილათ ვერავინ ვერ განახორციელებს, ამიტომ იზრდება ხოლმე ძალზე მოშნათ მემეკოინებიც ბიტკოინის გაძლიერების პერიოდში, თვითონ ბიტკოინი მეტზე აღარ გაუზრდიათ, მაგრამ ლამის 94000$ აარტყა 76000$ დაცემის შემდეგ უკვე რაც ტარიფები გაეშვა მაგ პერიოდის შემდეგ ყველაზე მაღლა აწიეს ბიტკოინი, თუმცა ისიც გასათვალისწინებელია რომ ტარიფები დაპაუზებულია დროებით 90 დღიანი ვადით და ეგ ვადა ნელ-ნელა იწურება უკვე, მანდ საინტერესო ისაა რომ ეგ გაზრდა ბიტკოინ-მემეკოინებზე (მათ შორის ტრამპკოინზე) მოხდა მარტო იმის შემდეგ ოქრომ რომ გაცდა 3400$ და მერე ლამის 200$+ დაეცა ისევე, აი მაგის შემდეგ ძალიან დაგაზა ყველაფერმა კრიპტოშიც, ნუ უფრო ბიტკოინმა და რამდენიმე მემეკოინმა ალბათ მაინც, სხვა ალტკოინები ეგეთი სისწრაფით არ იზრდება ჯერ

Posted

Circle აამოქმედებს ტრანსსასაზღვრო გადახდების ქსელს Stablecoin-ების ბაზაზე  

image.jpeg 

Circle Internet Group Inc., Stablecoin-ების მსოფლიოში სიდიდით მეორე პროვაიდერი, გეგმავს საგადახდო ქსელის გაშვებას, რომელიც შესაძლებელს გახდის ტრანსსასაზღვრო ტრანზაქციებს stablecoin-ების გამოყენებით. ინფორმაცია Bloomberg-მა გააზიარა წყაროებზე დაყრდნობით, რომლებმაც ანონიმურად დარჩენა არჩიეს, რადგან განიხილავდნენ არასაჯარო გეგმებს. 

ხსენებული ქსელი მუშავდება ფინანსური ინსტიტუტებისა და ტექნოლოგიური კომპანიების დასაკავშირებლად. იგი მოიცავს გადახდის სერვისის პროვაიდერებს, ციფრული საფულეების კომპანიებს და საბანკო აპლიკაციების პროვაიდერებს. მიზანია შესაძლებელი გახდეს ტრანსსასაზღვრო გადახდების რეალურ დროში შესრულება. 

ინფორმაცია Circle Payments Network-ის გაშვების შესახებ პირველად Coindesk-მა გაავრცელა. Circle-ის გეგმები ხაზს უსვამს მზარდ ტენდენციას, როგორც კრიპტოვალუტის, ისე ტრადიციულ ფინანსურ კომპანიებს შორის, გამოიყენონ stablecoin-ები ფულის უფრო სწრაფად და ეკონომიურად გადარიცხვისთვის. 

დღესდღეობით ტრანსსასაზღვრო გადახდები ჩვეულებრივ ეყრდნობა კორესპონდენტურ საბანკო სისტემას. ეს სისტემა ხშირად იწვევს ანგარიშსწორების შეფერხებას და დამატებით ხარჯებს შუამავლების ჩართულობის გამო. Circle-ის ახალი ქსელი მიზნად ისახავს ამ პრობლემების გადაჭრას stablecoin-ების უპირატესობების გამოყენებით. 

Posted

Coinbase იკვლევს საბანკო ლიცენზიის მოპოვების შესაძლებლობას აშშ-ში 

image.jpeg 

აშშ-ს წამყვანი ცენტრალიზებული კრიპტო ბირჟა (CEX) Coinbase (NASDAQ:COIN) განიხილავს განაცხადის შეტანას აშშ-ს საბანკო ლიცენზიაზე. მედიისთვის გავრცელებულ განცხადებაში კომპანიის წარმომადგენლებმა განმარტეს, რომ ამ საკითხს აქტიურად სწავლობენ, თუმცა ოფიციალური გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ. 

მანამდე მედიამ შეიტყო, რომ მსგავსი გეგმები აქვთ stablecoin-ის ემიტენტ Circle-სა და Paxos-ს, ასევე კრიპტო პროვაიდერ BitGo-ს. 

საბანკო ლიცენზია კრიპტო კომპანიებს საშუალებას მისცემს იმოქმედონ ტრადიციული ფინანსური ინსტიტუტების მსგავსად, მიიღონ დეპოზიტები და გასცენ სესხები. თუმცა, საბანკო ლიცენზიის მქონე კომპანიები ექვემდებარებიან უფრო მკაცრ ანგარიშგებას და ზედამხედველობას. 

ერთ-ერთი ასეთი ლიცენზიის მქონე კრიპტო კომპანიაა Anchorage Digital. მიუხედავად ლიცენზიისა, კომპანია ექვემდებარებოდა გამოძიება აშშ-ს შიდა უსაფრთხოების სამინისტროს საგამოძიებო ჯგუფ El Dorado Task Force-ის მიერ. 

STABLE ჩაატარებს ორწლიან მორატორიუმს Stablecoin-ების გამოშვებაზე დამოუკიდებლად გამოშვებული ციფრული აქტივების უზრუნველყოფით და ასევე მოითხოვს რეზერვების შენარჩუნებას ბიზნეს რესურსებისგან განცალკევებით. 

GENIUS შექმნის საკანონმდებლო ბაზას stablecoin-ებით გადახდებისთვის და ხელს შეუწყობს აშშ-ის ემიტენტების მოზიდვას დოლარის გლობალური დომინირების გასაძლიერებლად. იგი ასევე გააძლიერებს AML წესებს, სარეზერვო სტანდარტებს, ლიკვიდურობისა და სანქციების შესაბამისობის შემოწმებას. იგი ემიტენტებს ფინანსურ დაწესებულებებად ასახელებს. 

Posted

Bitcoin შევიდა ტოპ 5 უმსხვილეს აქტივების რიცხვში და გაუსწრო Google-, Silver- და Amazon- 

image.jpeg 

Bitcoin-ის საბაზრო კაპიტალიზაცია 1.87 ტრლნ აშშ დოლარამდე გაიზარდა და გადააჭარბა Alphabet-ის (NASDAQ:GOOGL) (Google-ის მშობელი კომპანია) 1.859 ტრლნ აშშ დოლარიან მაჩვენებელს. BTC ახლა ჩამორჩება მხოლოდ ოქროს, Apple-ის (NASDAQ: AAPL), Microsoft-ის (NASDAQ: MSFT) და Nvidia-ს (NASDAQ: NVDA). 

Bitcoin-სა და აშშ-ის მსხვილი ტექნოლოგიური კომპანიების აქციებს შორის კორელაცია ბოლო წლებში მნიშვნელოვნად შემცირდა. ეს განსაკუთრებით შესამჩნევია აპრილის ბოლოს, როდესაც BTC-ის ფასი 15%-ით გაიზარდა, მიუხედავად იმისა, რომ Nasdaq 100 ინდექსი იმავე პერიოდში 4.50%-ით გაიზარდა. 

ასეთი დაყოფა თვეების განმავლობაში კრიპტოვალუტის მოყვარულთა იმედგაცრუების შემდეგ მოხდა, რომლებიც აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ უფრო მეტ მოგებას ელოდნენ. 

თუმცა, აპრილში ზრდის გათვალისწინებითაც კი, Bitcoin-ის ფასი კვლავ 16%-ით დაბალია იანვარში დაფიქსირებულ მაქსიმალურ 109 ათას აშშ დოლართან შედარებით, როდესაც ტრამპი ოფიციალურად დაბრუნდა თეთრ სახლში. 

Alphabet-იც რთულ პერიოდს გადის. კომპანიას რეგულაციების გამკაცრების, ანტიმონოპოლიური შეშფოთებისა და ციფრული რეკლამის შემოსავლების შემცირების გამო სირთულეები ექმნება. ხელოვნურ ინტელექტზე ორიენტირებული კონკურენტების ზრდამ და ზრდის პროგნოზების შემცირებამ ასევე უარყოფითად იმოქმედა Google-ის ბაზარზე დომინირებაზე. 

Posted

კრიპტო ბირჟებზე Bitcoin-ის მარაგები 2018 წლის ნოემბრის დონემდე შემცირდა 

 

image.jpeg

Fidelity Digital Assets-ის მონაცემებით, კრიპტოვალუტის ბირჟებზე Bitcoin-ის მარაგები ბოლო ექვს წელზე მეტი ხნის განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა, რადგან საჯარო კომპანიები აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ფლაგმანური აქტივის დაგროვების მასშტაბებს ზრდიან. 

„ჩვენ ვხედავთ Bitcoin-ის მიწოდების შემცირებას ბირჟებზე საჯარო კომპანიების მიერ განხორციელებული შესყიდვების გამო და ველით, რომ ეს პროცესი უახლოეს მომავალში დაჩქარდება“, - განაცხადეს Fidelity-ის ანალიტიკოსებმა. 

ბირჟებზე Bitcoin-ების რაოდენობა დაახლოებით 2.6 მილიონ Bitcoin-ამდე შემცირდა, რაც 2018 წლის ნოემბრის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ამ თვიდან მოყოლებული, სავაჭრო პლატფორმებიდან 425 ათასზე მეტი Bitcoin იქნა გატანილი, რაც ხშირად გრძელვადიანი ინვესტიციის ნიშნად აღიქმება და არა მოკლევადიანი ვაჭრობის. 

Fidelity-ს განცხადებით, ამ პერიოდში კომპანიებმა თითქმის 350 ათასი BTC შეიძინეს. ყველაზე დიდი ინვესტიცია კომპანია Strategy-მ განახორციელა. ნოემბრიდან მოყოლებული, მაიკლ სეილორის კომპანიამ 285.980 BTC შეიძინა, ანუ შეძენილი აქტივების 81%. 

აშშ- ფარგლებს გარეთ აზიური საჯარო კომპანიებიც აქტიურად ახორციელებენ ინვესტიციებს Bitcoin-ში - Metaplanet-ს ამჟამად 5 ათასი BTC აქვს და აღმასრულებელმა დირექტორმა სიმონ გეროვიჩმა განაცხადა, რომ ხელმძღვანელობის მიზანია წელს Bitcoin-ის ბალანსის გაორმაგება. 

Posted

Mastercard Circle-სა და Paxos-თან პარტნიორობით აფართოებს Stablecoin-ით გადახდების მხარდაჭერას 

 

image.jpeg

Mastercard (NYSE: MA) საკუთარ ქსელში 150 მილიონ ტრეიდერს საშუალებას მისცემს გადახდები მიიღონ Stablecoin-ებით მყიდველის გადახდის მეთოდის მიუხედავად. ინიციატივა ხორციელდება გადახდების დამუშავების კომპანია Nuvei-სთან და Stablecoin-ების ემიტენტებთან, Circle-სა და Paxos-თან პარტნიორობით. გარდა ამისა, საგადახდო გიგანტმა წამყვან კრიპტო ბირჟა OKX-თან დაიწყო პარტნიორობა, რათა შექმნას კრიპტო-მხარდაჭერის მქონე საბანკო ბარათი, რომელიც სრულად დაუჭერს მხარს Stablecoin-ებს და შექმნის უწყვეტ ეკოსისტემას. 

OKX-თან პარტნიორობის მიზანია კრიპტოვალუტების მომხმარებლებისთვისმათ თანხებზე მარტივი წვდომისუზრუნველყოფა და Stablecoin-ების ყოველდღიურ ტრანზაქციებში ინტეგრირება. 

ბანკი Citi მიიჩნევს, რომ მზარდი მარეგულირებელი მხარდაჭერისა და ფინანსური ინსტიტუტების მიერ მათი მიღების კომბინაციამ საფუძველი ჩაუყარა Stablecoin-ების ბაზარს, რომელიც 2030 წლისთვის 3.7 ტრლნ აშშ დოლარამდე გაიზრდება. 

Posted

2021 წლიდან გამოშვებული კრიპტოვალუტების ნახევარზე მეტი წარუმატებელი აღმოჩნდა 

CoinGecko-ს კვლევის თანახმად ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში დეცენტრალიზებულ ბირჟებზე მოვაჭრე კრიპტოვალუტების ნახევარზე მეტი კრახით დასრულდა. 2021 წლიდან პლატფორმა GeckoTerminal-ზე თითქმის 7 მილიონი კრიპტოვალუტა დარეგისტრირდა - აქედან 3.7 მილიონი ვაჭრობიდან ამოიღეს და ამჟამად წარუმატებელ პროექტებად ითვლება. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: coingecko.com 

ანგარიშში შეტანილი კრიპტოვალუტების 52.7% გაკოტრდა, რაც უმეტესად 2024 წელს და 2025 წლის დასაწყისში მოხდა - 2025 წლის პირველ კვარტალში 1.8 მილიონი პროექტი გაკოტრდა, რაც სრული ჯამური გაკოტრების 49.7%-ს შეადგენს. კვლევის ავტორები მაღალი წარუმატებლობის მაჩვენებელს ბაზრის ზოგად არასტაბილურობას მიაწერენ, რომელიც დონალდ ტრამპის აშშ-ის პრეზიდენტის თანამდებობაზე მოსვლის შემდეგ კიდევ უფრო გაძლიერდა. 

image.jpeg 

მეორე მხრივ, კრიპტოვალუტის პროექტების საერთო რაოდენობაც მკვეთრად გაიზარდა: 2021 წლის მონაცემებით პლატფორმაზე 428.383 პროექტი იყო, ხოლო 2025 წლისთვის მათმა რიცხვმა თითქმის 7 მილიონს მიაღწია. ამას ხელი შეუწყო pump.fun memecoin-ის შექმნის სერვისის გაჩენამ, რომელიც საშუალებას გაძლევთ მინიმალური ძალისხმევით აამოქმედოთ პროექტები. 2024 წელს მათი ყველაზე დიდი რაოდენობა - 3 მილიონი - გამოვიდა; იმ დროს, მათგან 1.4 მილიონი, ანუ ყველა წარუმატებელი პროექტის 37.7%, წარუმატებლად დასრულდა. pump.fun პლატფორმაც 2024 წელს გამოჩნდა - მანამდე წარუმატებელი კრიპტოვალუტის პროექტების რაოდენობა ექვსნიშნა ციფრით იყო გამოხატული; 2021 წლიდან 2023 წლამდე კრიპტოვალუტების მხოლოდ 12.6%-მა განიცადა გაკოტრება. 

image.jpeg 

კვლევაში შედიოდა ყველა კრიპტოვალუტა, რომელიც ოდესმე იყო რეგისტრირებული GeckoTerminal-ზე, მაგრამ შეწყვიტა ვაჭრობა - ისინი ვაჭრობის დასრულების შემდეგ წლების მიხედვით დაჯგუფდნენ. მონაცემები შეგროვდა 2021 წლის 1 ივლისიდან 2025 წლის 31 მარტამდე პერიოდისთვის. გათვალისწინებული იქნა მხოლოდ ის აქტივები, რომლებიც მათი გაკოტრებამდე ერთხელ მაინც გაიყიდა. 

 

Posted

Tether-ის ხელმძღვანელმა აშშ-ში ახალი Stablecoin-ის გამოშვების შესახებ ისაუბრა 

image.jpeg 

პალო არდოინომ განაცხადა, რომ აშშ-ში Stablecoin-ების შესახებ მოქმედი კანონები შეიცავს Tether-ისთვის ხელსაყრელ დებულებებს, მათ შორის ქვეყანაში ოპერირების შესაძლებლობას, თუ ის ხელისუფლებასთან ითანამშრომლებს: 

„ამერიკული Stablecoin ფუნდამენტურად განსხვავებული იქნება საერთაშორისოსგან. ეს დამოკიდებულია კანონების ძალაში შესვლის ვადებზე. ჩვენი ინსტრუმენტები გაცილებით უკეთესია, ვიდრე ტრადიციული ფინანსური სისტემის ინსტრუმენტები და ამას ყოველდღიურად ვამტკიცებთ.“ 

Tether-ის გენერალურმა დირექტორმა აღნიშნა, რომ კომპანიას ამჟამად შესანიშნავი ურთიერთობები აქვს ვაშინგტონის ბევრ ოფიციალურ პირსა და სამართალდამცავ ორგანოებთან. 

მან იმედი გამოთქვა, რომ ახალი კანონმდებლობის წყალობით შეერთებული შტატები ლიდერი გახდება იმ კომპანიების მოზიდვაში, რომელთაც სურთ საკუთარი საგადახდო სისტემებისა და მონეტების შემუშავება. 

ადრე პაოლო არდოინომ განაცხადა, რომ კომპანია არ დარეგისტრირდებოდა ევროპის მარეგულირებლებთან MiCA-ს მოთხოვნების შესაბამისად. 

Posted

მოკლეთ რაც დაეცა ბიტკოინი 109000$-ან ფაქტიურათ 76000$-მდე, მაგის შემდეგ დღეს პირველათ გაცდა 100000$ უკვე ბიტკოინის კურსი და აარტყა თითქმის 105000$, ელოდებიან ლამის 170000$ წლის ბოლომდე, პროგნოზები თითქოს ეხლა ეგეთია, სხვათაშორის ჩაფუშული ტრამპკოინიც ნელ-ნელა იზრდება ისევე 75$-ან რომ ჩამოვიდა ლოლ 7$-მდე მაგის შემდეგ 16$ ასვალც მოასწრო, დღეს იყო უკვე ისევ 10$ რომ ჩამოვიდა 14.5$-ზეც ანუ ნე-ნელა მოდის ეგეც ფორმაში, პეპე და დოჯკოინიც იზრდება, მაგრამ მემეკოინებზე თავის გაგიჟება უფრო წლის ბოლოს იციან ხოლმე როცა ძალიანაა გაძლიერებული ყველაფერი და მათ შორის ბიტკოინიც, მაშინ უყვართ ათმაგების დადება ზოგ მემეკოინზე და იყო უკვე ეგრე თუნდაც წინა წელიწადს პეპეკოინი რომ 1200% გაიზარდა წლის ბოლოს, დოჯკოინზე კი 10 ცენტიდან 48 ცენტამდე ავარდა კურსი, რაც შეეხება ცალკე ოქროს კურსს, ეგ მანამდეც ძალზე მოშნათ იზრდებოდა, თუმცა ეხლა შედარებით დაცემულია, ოქროს კურსი იყო ლამის 3500-ზეც ასული იმის შემდეგ რაც ჩამოცდა 3000$ კი ცოტა ხნით 1.5 თვის უკან სადღაც, თუმცა ეხლა დგას 3310$-ზე კურსი, აი დოუ ჯონსი კი გაიზარდა 45000-ან რაც დაეცა ლამის 37000-მდე თითქმის დღეს უკვე 41360-მდე, არაა ეგ ცუდი ფორმა, განსაკუთრებით თუ შეძლო 42000$ გაცდენა ჩემი აზრით აქვს ბიტკოინსაც შანსები მინიმუმ 120000$ ასვლის ამ ზაფხულში, ეგ იქნება პირველი პაპიტკა ბიტკოინის გაძლიერების ალბათ, მეორე კი უკვე წლის ბოლოს, ანუ არც ისე ცუდათაა საქმეები მემგონი, თორე წერდენ პოლნი კრახს ლამის ტრამპის ტარიფების შემდეგ და მესამე მსოფლიოს დაწყებას, ჯერ მაქამდე ბევრი გვაცილებს იმედია, თან პაული გააკრიტიკა ტრამპმა რომ არ დაწია interest rate

Trump is bashing Jerome Powell again after the Fed keeps interest rates steady https://markets.businessinsider.com/news/stocks/trump-powell-interest-rates-tariffs-inflation-economy-stagflation-federal-reserve-2025-5 ჩემი აზრით მაქსიმალურათ ცდილობს ეგ ვეტერანი ფინანსისტი არ დაუშვას სერიოზული შეცდომა, მანდ არ შეიძლება არც დიდი პაუზის გაკეთება და ყოყმანი და არც სიჩქარე, ძალიან ცუდათ განვითარდეს მაგის შემდეგ შეიძლება მოვლენები და პაუელის ჩარევები ვეღარაფერს უშელის უკვე უბედური სტანგაცია, აქციების კრახი ან მოშნი ინფლიაცია თუ დაიწყო, მაგას ვეღარ მოერევა პაუელის ჩარევები დიდათ უკვე, ამიტომ აკვირდება ეგ კაცი რაც ხდება ამ ეტაპზე და მაგის მიხედვით აკეთებს შემდგომ ხოდებსაც, ამ ეტაპზე აღარ დაუკლია interest rate, მაგრამ მაგის გარეშეც კი მოახერხეს ბიტკოინის 100000$ გაცდენა უკვე

Bitcoin just hit $100,000 for the first time in 3 months https://www.businessinsider.com/bitcoin-price-crypto-tariffs-cryptocurrency-fed-trade-deal-btc-2025-5 ეგ რამე უბრალო კურსი არაა, რაც ტრამპმა დააწესა მოშნი ტარიფები გლობალურათ პირველათ გაცდა ბიტკოინი 3 თვის მანძილზე 100000$ ატმეტკას, ანუ ეგ უკვე დიდი მიღცევაა ჩემი აზრით მაინც და სიმბოლური მატება ნამდვილათ არაა, თუმცა შეიძლება დროებითი დაბუსტვასაც ქონდეს ადგილი და მერე უბედურათ ჩაისვაროს ყველაფერმა ისევე

ისე უკრაინაში ომის შეჩერებაც აწევსო აქციების ფასებს, მაგრამ დღეს ამანს შეუწყოო ხელი აქციების ზრდას :

There are 2 distinct forces driving stocks higher today https://markets.businessinsider.com/news/stocks/trade-deal-trump-tariffs-us-uk-stock-market-today-2025-5

Posted

Tether ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ პროდუქტს ქმნის 

 

image.jpeg

წამყვან Stablecoin USDT-ის ემიტენტი Tether აფართოებს მოქმდების არეალს Tether AI პროექტის გამოშვებით, განაცხადა გენერალურმა დირექტორმა პაოლო არდოინომ. 

არდოინოს თქმით, კომპანია მუშაობს ღია კოდის ხელოვნური ინტელექტის მქონე სივრცის გამოშვებაზე, რომელიც იმუშავებს ნებისმიერ აპარატურაზე ან მოწყობილობაზე და დაინტეგრირდება კრიპტო გადახდებთან Tether Wallet Development Kit-ის (WDK) მეშვეობით. 

არდოინომ აღწერა პროდუქტი, რომელიც წარმოადგენს სრულად ღია კოდის ხელოვნური ინტელექტის მქონე სივრცეს, რომელსაც შეუძლია ადაპტირება და განვითარება ნებისმიერ აპარატურასა და მოწყობილობაზე, არ აქვს API გასაღებები, ცენტრალური უარყოფის წერტილი, არის სრულად მოდულური და სტრუქტურული და აქვს WDK მხარდაჭერ USDT-ით და Bitcoin-ით გადახდებისთვის. 

Tether AI ტექნოლოგია საშუალებას იძლევა შეიქმნას მილიარდობით AI აგენტისგან შემდგარი უწყვეტი peer-to-peer ქსელი. 

ხელოვნური ინტელექტის აგენტები ამჟამად სულ უფრო ხშირად გამოიყენება კრიპტო გადახდების განსახორციელებლად და ბუნებრივი ენის დასამუშავებლად, რათა გაანალიზდეს ბაზრის ტენდენციები და მონაცემებრეალურ დროში.  

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში Tether-მა მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა ხელოვნური ინტელექტის სფეროში. კომპანიამ ინვესტიცია გერმანულ მონაცემთა ცენტრის ოპერატორ Northern Data-ში ჩადო. 2023 წლის ნოემბერში Tether-მა Northern Data-ს დაფინანსება 610 მლნ აშშ დოლარამდე გაზარდა. 

Posted

მე ჰოუგანი: მომდევნო სამი თვე კრიპტო ბაზრისთვის რთული იქნება 

image.jpeg 

მე ჰოგანის თქმით, თეთრი სახლის მიერ კრიპტო ბაზრის მხარდაჭერის მიუხედავად ყველა მიღწევის გაუქმება შემდეგ ადმინისტრაციას ადვილად შეუძლია. კრიპტოაქტივების უმეტესობას შეუძლია განაახლოს თავისი მაქსიმუმი, ხოლო Bitcoin-მა შესაძლოა წლის ბოლომდე 200 აშშ დოლარის ნიშნულს გადააჭარბოს. მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ახალი კანონები შემოვა: 

„თუ კონგრესი თუნდაც ერთ კანონპროექტს დაამტკიცებს, აღმავალი იმპულსი შეუჩერებელი იქნება.“ 

საინვესტიციო დირექტორმა განაცხადა, რომ კრიპტოინდუსტრიის მარეგულირებელი კანონების მიღების შეფერხება მის შემდგომ არსებობას საფრთხეს უქმნის. ჰოუგანი მიიჩნევს, რომ ლობისტების მცდელობები - გააერთიანონ Stablecoin-ების სექტორი და უფრო ფართოდ მოახდინონ რეფორმირება ბაზრის შესახებ, კარგ შედეგს არ მოიტანს. 

ამჟამად ბაზარზე ფასების მკვეთრი ნახტომი არ შეინიშნება და ციფრული აქტივების ღირებულება ვიწრო დიაპაზონში მერყეობს მოძრაობის მკაფიო მიმართულების გარეშე. ოფციონებით მოვაჭრეები უახლოეს მომავალში ფასების მნიშვნელოვან ცვლილებას არ ელიან, თუმცა Bitwise-ის ერთ-ერთი წამყვანი აღმასრულებელი დირექტორის თქმით სიღრმისეული კორექტირება მაინც შესაძლებელია. 

ადრე საკონსულტაციო კომპანია BRN-ის ექსპერტმა ვალენტინ ფურნიემ (Valentin Fournier) განაცხადა, რომ აშშ-ში ინფლაციასთან დაკავშირებული შეშფოთების შემცირება და ფედერალური სარეზერვო სისტემის (FRS) მიერ განაკვეთის შემცირების იმედი კრიპტოვალუტების ბაზრისთვის დადებითი ფაქტორებია. 

Posted

მოსაზრება: აშშ-ის ეკონომიკური შენელება კრიპტო ბაზრისთვის სასარგებლოა 

image.jpeg 

ანალიტიკოსმა ვალენტინ ფურნიემ აღნიშნა, რომ Bitcoin-ზე დაფუძნებული საბირჟო ვაჭრობის ფონდების (ETF) ზრდის წინა მამოძრავებელი ძალა ტრადიციული აქტივების სექტორიდან კაპიტალის როტაცია იყო. 

„ინფლაცია ფედერალური სარეზერვო სისტემის 2%-იან სამიზნეს უახლოვდება, იზრდება საპროცენტო განაკვეთის მრავალჯერადი შემცირების მოლოდინები. ამან შეიძლება გამოიწვიოს ლიკვიდურობის ინექციების ახალი ტალღა, რაც აქციებთან შედარებით უფრო მეტად წაადგება ალტერნატიულ რისკის აქტივებს, როგორიცაა კრიპტოვალუტები, რომლებსაც შესაძლოა სირთულეები შეექმნათ შენელებული ეკონომიკის პირობებში“, - განაცხადა ფურნიემ. 

მისი თქმით, ბაზარი განაწილების ფაზას ასრულებს, რადგან ETF-ებში წმინდა შემოდინება ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში შენელება დაიწყო. უახლოეს მომავალში უნდა ველოდოთ ძირითადი კრიპტოვალუტების კოტირებების ზრდას, თუმცა მოსალოდნელია მოკლევადიანი კორექტირების პერიოდებიც, დაასკვნა ანალიტიკოსმა. 

ადრე აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ფინანსური მომსახურების კომიტეტის ყოფილ ხელმძღვანელ, კონგრესმენ პატრიკ მაკჰენრი (Patrick McHenry) აშშ-ის კონგრესის კანონმდებლებს „ცხელ კრიპტო ზაფხულ“ დაჰპირდა. 

Posted

Binance: Bitcoin-ის დომინირებამ ოთხწლიან მაქსიმუმს მიაღწია 

image.jpeg 

Binance Research-ის აპრილის კრიპტო ბაზრის ანგარიშის თანახმად Bitcoin-ის დომინირებამ ოთხწლიან მაქსიმუმს, 63%-ს მიაღწია. 

ანალიტიკოსების აზრით, „BTC-ის, როგორც სტრატეგიული რეზერვისა და ციფრული ოქროს, მზარდმა პოპულარობამ გაზარდა მისი მიმზიდველობა ინვესტორებისთვის“. 

Bitcoin-ის დომინირების შემცირების პერიოდები ხშირად ემთხვეოდა უფრო მასშტაბურ ხარულ ბაზრებს“ (bull market), რომელთაგან ბოლო 2024 წლის ბოლოს დაფიქსირდა. თუმცა, აპრილში ზრდა იმაზე მიუთითებს, რომ BTC-ის მიმართ დამოკიდებულება იცვლება, რადგან აქტივი უფრო პოპულარული ხდება. 

Bitcoin-ის ზრდასთან ერთად ერთ-ერთი ტენდენცია ფულის მასის მკვეთრი ზრდა იყო. ამგვარად, G4 ქვეყნებისთვის იგი რეკორდული 93 ტრლნ აშშ დოლარით გაიზარდა. Binance Research-ის ცნობით აშშ-ში, იაპონიაში, ჩინეთსა და ევროპაში ინდიკატორის ეს ზრდა დადებითად კორელაციაშია პირველი კრიპტოვალუტის ფასთან. 

Bitcoin-ის კრიპტო ბაზრებისგან პოტენციური გამოყოფის გარდა Binance Research-მა ასევე აღნიშნა ცენტრალიზებული ფინანსების (CeFi) ახალი ტენდენცია. 

CeFi კომპანიების მიერ მოზიდული თანხების ოდენობა ბოლო ორი თვის განმავლობაში მკვეთრად გაიზარდა. ანალიტიკოსების აზრით ისინი ინვესტორებისთვის უფრო მიმზიდველი გახდნენ შეერთებულ შტატებში კრიპტო კანონმდებლობაში მიმდინარე ცვლილებების გამო. 

Posted

Bitcoin-ის მფლობელების 97%-მა მიაღწია „მოგებისა“ და წაუგებლობის“ სტატუსს 

image.jpeg 

Bitcoin-ის (BTC) ფასის 100 ათას აშშ დოლარზე მეტი ზრდის გამო მისმა ყველა მფლობელმა მომგებიანობას ან სულ მცირე, წაუგებლობის ზღვარს მიაღწია. 

კრიპტოანალიტიკურ პლატფორმ IntoTheBlock-ის მონაცემების თანახმად Bitcoin-ის მფლობელების მოგების წილის საზომი აჩვენებს, რომ მფლობელების 97% ამჟამად მოგების სტატუსშია, საიდანაც 2% წაუგებლობის შესაძლებლობებს აღწევს. 

„მფლობელის დროის წილის“ მონაცემები აჩვენებს, რომ Bitcoin-ის მფლობელთა დაახლოებით 75% ინარჩუნებს პოზიციებს ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, 21% -1-დან 12 თვემდე და მხოლოდ 4% - ერთ თვეზე ნაკლები დროის განმავლობაში. 

თითქმის 100%-იანი მომგებიანობა ნიშნავს იმას, რომ მფლობელთა უმეტესობამ პოზიციები მნიშვნელოვნად დაბალი ფასებით გახსნა, რაც დაგროვდა დათვურ ბაზრებზე ან ადრეულ ციკლებში, როდესაც Bitcoin 50 ათას აშშ დოლარზე ნაკლებ ფასად იყიდებოდა, მაგალითად, 2024 წლის დასაწყისში. 

აღსანიშნავია, რომ ბევრი მათგანი მოგებას ან ზარალის ანაზღაურებას ინარჩუნებდა, მიუხედავად იმისა, რომ წელს დაფიქსირებული ნიშნული ყველა დროის მაქსიმალურ 109 ათას აშშ დოლართან შედარებით მცირედით შემცირდა. 

დადებით შემოსავლებს ასევე შეუწყო ხელი ფასების ზრდამ, რაც დიდწილად დონალდ ტრამპის  არჩევნებში გამარჯვების შემდგომი ოპტიმიზმით იყო განპირობებული. 

1000 აშშ დოლარის დიაპაზონში მერყეობის შემდეგ 14 მაისის საღამოს BTC-ის ფასი კვლავ 103 000 აშშ დოლარამდე ჩამოვიდა, რაც 24 საათში 2.1%-ით შემცირებას ნიშნავს. 

Posted

JPMorgan: Bitcoin- წლის მეორე ნახევარში ზრდის უკეთესი შანსი აქვს, ვიდრე ოქროს 

 

image.jpeg

JPMorgan-ის ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ Bitcoin-ს წლის მეორე ნახევარში ზრდის უფრო მეტი პოტენციალი აქვს ოქროსთან შედარებით. გარდა ამისა, მათ განაცხადეს, რომ ბოლო დროს ერთი აქტივი მეორის ხარჯზე იზრდება. 

თებერვლის შუა რიცხვებიდან აპრილის შუა რიცხვებამდე ოქროს ფასი პირველი კრიპტოვალუტის გამო გაიზარდა, ბოლო სამი კვირის განმავლობაში კი საპირისპირო ტენდენცია შეინიშნებოდა, ანუ Bitcoin-ის ღირებულება ოქროს გამო იზრდება. 

საერთო ჯამში, ჩვენ გვჯერა, რომ ფლაგმანურ კრიპტოვალუტას წლის მეორე ნახევარში უფრო მეტი ზრდა ექნება, ვიდრე ძვირფას ლითონს, წერენ JPMorgan-ის ანალიტიკოსები მმართველი დირექტორის ხელმძღვანელობით. 

22 აპრილის პიკის შემდეგ ოქროს ფასი თითქმის 8%-ით დაეცა, ხოლო Bitcoin-ის ფასი იმავე პერიოდში 18%-ით გაიზარდა. ანალიტიკოსების თქმით ცვლილება ასევე თვალსაჩინოა ფონდების ნაკადებში, რადგან ბოლო სამი კვირის განმავლობაში ფული ოქროს ბირჟაზე მოვაჭრე ფონდებიდან Bitcoin-ისა და კრიპტო ფონდებში გადავიდა. 

ფიუჩერსული მონაცემები მსგავს ტენდენციას აფიქსირებს: ოქროს პოზიციები ეცემა, ხოლო BTC ფიუჩერსები იზრდება. ადრე სიტუაცია საპირისპირო იყო. 

ანალიტიკოსების აზრით BTC-ის კურსის ბოლოდროინდელი ზრდა არა მხოლოდ ძვირფასი ლითონის შესუსტებას, არამედ სხვა კატალიზატორებსაც უკავშირდება. მაგალითად, ისეთი მსხვილი კომპანიები, როგორიცაა Strategy (ყოფილი MicroStrategy) და Metaplanet, უფრო მეტ Bitcoin-ს ყიდულობენ. ამასთანავე, აშშ-ის ზოგიერთ შტატს სურს, რომ ფლაგმანური კრიპტოვალუტა საკუთარ რეზერვებში დაამატოს. 

Posted

Fireblocks: Stablecoin-ები ფინანსური ბაზრის მოდერნიზაციის მთავარ გზად იქცა 

image.jpeg 

ციფრული აქტივების პლატფორმის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ბანკები, ფინტექ კომპანიები და საგადახდო სერვისები Stablecoin-ების ინტეგრირებას ახდენენ, რათა აღადგინონ საზღვართშორისი გადარიცხვების მოცულობა, აღადგინონ კონკურენტული პოზიციები და გაზარდონ მარჟინალობა. 

Stablecoin-ების არსებულ სახაზინო პროცესებში ინტეგრირება უფრო ადვილია. ისინი საშუალებას გაძლევთ მოიპოვოთ ბაზრის წილი ფინტექ კომპანიებისგან და შეამციროთ თქვენი საბრუნავი კაპიტალის საჭიროებები. Stablecoin-ების რბოლა დროის საკითხად იქცა, რადგან მომხმარებელთა მოთხოვნა იზრდება და გამოყენების შემთხვევები მწიფდება“, - განაცხადა Fireblocks-მა. 

ექსპერტების აზრით Stablecoin-ების მიმართ ნდობა გაიზარდა მნიშვნელოვანი ბიუროკრატიული ბარიერების მოხსნის შემდეგ. Fireblocks-მა აღნიშნა, რომ ეს ცვლილება ფულის გათეთრების საწინააღმდეგო გაუმჯობესებულ ინსტრუმენტებსა და საერთაშორისო სტანდარტების ზრდას ასახავს. 

ექსპერტების დასკვნით Stablecoin-ების წყალობით ბიზნესები ამცირებენ საბრუნავი კაპიტალის საჭიროებას, შეუძლიათ ლიკვიდურობის ოპტიმიზაცია და მომხმარებლების მოლოდინების დაკმაყოფილება. 

მანამდე, PayPal-ის (NASDAQ:PYPL) ციფრული აქტივების უფროსმა ვიცე-პრეზიდენტმა ხოსე ფერნანდეს და პონტემ განაცხადა, რომ Stablecoin-ების სრული პოტენციალის რეალიზება მხოლოდ საბანკო ინსტიტუტების მონაწილეობით არის შესაძლებელი. 

Posted

აშშ-ის საკრედიტო რეიტინგის დაქვეითებამ შესაძლოა დადებითი გავლენა მოახდინოს Bitcoin-ის კურსზე 

image.jpeg 

სააგენტო Moody's-მა შეერთებული შტატების გრძელვადიანი საკრედიტო რეიტინგი Aaa-დან Aa1-მდე შეამცირა, რითაც ქვეყანას ისტორიაში პირველად ჩამოართვა უმაღლესი რეიტინგი. 

რეიტინგის დაქვეითების მიზეზები იყო ის ფაქტი, რომ ბოლო ათწლეულის განმავლობაში გაიზარდა სახელმწიფო ვალის დონე, გაიზარდა საპროცენტო განაკვეთები და პოლიტიკოსებმა ვერ შეძლეს ბიუჯეტის დეფიციტზე ეფექტური კონტროლის დაწესება. 

Moody's-ის მონაცემებით,აშშ-ის დეფიციტი მომდევნო წლებში მკვეთრად გაიზრდება და პოტენციურად 2035 წლისთვის მშპ-ს 9%-ს მიაღწევს 2024 წლის 6.4%-თან შედარებით, რადგან ხარჯების ვალდებულებები იზრდება და პროცენტები ფედერალური ბიუჯეტის დიდ ნაწილს შთანთქავს. 

ანალიტიკოსების აზრით აშშ-ის რეიტინგის დაქვეითებამ შესაძლოა Bitcoin-ის, როგორც უსაფრთხო თავშესაფრის აქტივის, პოზიცია გაამყაროს. მაკროეკონომიკური გაურკვევლობის ფონზე ფლაგმანურკრიპტოვალუტა მდგრადია და უკვე გარკვეული პერიოდია მისი ღირებულება 100 ათას აშშ დოლარს აჭარბებს. ეს მკვეთრად ეწინააღმდეგება კრიპტოვალუტების, როგორც სარისკო აქტივების ისტორიულ შეხედულებას და მიუთითებს, რომ ახლა უფრო მეტი ინვესტორი მიიჩნევს Bitcoin-ს უსაფრთხო თავშესაფრად. 

 

Posted

ამასობაში ახალი რეკორდი დაიდო დღეს ბიტკოინის კურსის, ასულა უკვე წინა 109000$ შემდეგ 111000$-მდე, ეგ 75000$ დაცემის შემდეგ ფაქტიურათ და მაგდენზე დაეცა აპრილში ჯერ კიდევ, ნუ 7 აპრილს დაჟე ცოტა ხნით ჩამოცდა 75000$ ბიტკოინის კურსი, თუმცა მალევე გაიზარდა მაგის შემდეგ უფრო მაღალზე, სხვა კოინებს ეგეთი კარგი სკალირება ჯერ არა აქვთ მოშნი სელაუტების შემდეგ, თუმცა არც ისაა ცნობილი რამდენი ხანი დარჩება ბიტკოინი მაღალზე და შეძლებს თუ არა უფრო სერიოზულათ გაზრდას ამჯერათ, რაღაც ნუანსებზე იქნენება ისევე ეგ დამოკიდებული, თუნდაც დოუ ჯონსი-ოქროს კურსის ფორმაზე, მანდ არ უნდა დაგვავიწყდეს რომ ცუდ პერიოდში ყველაფერს რომ სული ძვრებოდა დაანონსდა აგრეთვე შტატებში კრიპტორეზერვებიც, შეიძლება მანდაც შეყარეს მილიარდები უკვე ნელ-ნელა, მოკლეთ შემოვიდა ისევე დობრათ კაპიტალი კრიპტოში და სხვა კოინებიც მოიხოდება ან ეხლა ან უფრო შეიძლება წლის ბოლოსთვის, მითუმეტეს მართლა თუ შეძლო ბიტკოინმა 170000$ გაზრდა მაინც მაგ მომენტისთვის

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.




×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.