Magdalena Posted March 15, 2025 Posted March 15, 2025 AMD-მ გამოაცხადა ახალი Ryzen 9 9900X3D და Ryzen 9 9950X3D პროცესორების საერთაშორისო გამოშვების შესახებ. 12-ბირთვიანი მოდელის სარეკომენდაციო საცალო ფასია 599 აშშ დოლარი, ხოლო 16-ბირთვიანი მოდელის - 699 აშშ დოლარი. უფროსი ჩიპი 100 აშშ დოლარით ძვირია ჩვეულებრივ Ryzen 9 9950X-თან შედარებით. ხოლო Ryzen 9 9900X3D 130 აშშ დოლარით უფრო ძვირია, ვიდრე Ryzen 9 9900X მოდელი. ფოტოს წყარო: TechPowerUp 16-ბირთვიანი და 32-ნაკადიანი Ryzen 9 9950X3D-ის საბაზისო სიხშირეა 4.3 გჰც, ხოლო მაქსიმალური - 5.7 გჰც (ერთ ბირთვზე). L2, L3 და 3D V-Cache მეხსიერების საერთო მოუცლობაა 144 მბ. ჩიპის ნომინალური TDP 170 ვატს შეადგენს. 12-ბირთვიანი, 24-ნაკადიანი Ryzen 9 9900X3D-ის საბაზისო სიხშირეა 4.4 გჰც და მაქსიმალური - 5.5 გჰც (ერთი ბირთვისთვის). მთლიანობაში, პროცესორი გვთავაზობს 140 მბ ქეშ-მეხსიერებას. ნომინალური ენერგიის მოხმარებაა 120 ვატი. ორივე ჩიპს აქვს ინტეგრირებული Radeon გრაფიკა, რომელიც დაფუძნებულია ორ EU ბლოკზე, რომლებიც მუშაობენ 2.2 გჰც სიხშირეზე. ორივე პროცესორის ეფექტური გაგრილებისთვის AMD-ს რეკომენდაციაა გამოიყენოთ თხევადი გაგრილების სისტემა. უფროსი 16-ბირთვიანი Ryzen 9 9950X3D უკვე მოხვდა მიმომხილველების ხელში. მათ შეაქეს ჩიპი და აღნიშნეს, რომ პროცესორი უზრუნველყოფს არა მხოლოდ გეიმინგის ძალიან მაღალ დონეს, არამედ პროდუქტიულ მაღალ წარმადობასაც. სხვადასხვა სამუშაო დატვირთვაში, როგორიცაა 3D რენდერინგი, ვიდეო რედაქტირება და სხვა კრეატიული აპლიკაციები, Ryzen 9 9950X3D უფრო სწრაფია, ვიდრე ნებისმიერი დესკტოპ პროცესორი. ის აღემატება Intel-ის ამჟამინდელ ფლაგმან Core Ultra 9 285K-ს დაახლოებით 6-7%-ით და მის წინამორბედ Core i9-14900K-ს 12-13%-ით. წინამორბედ Ryzen 9 7950X3D-თან შედარებით ახალი Ryzen 9 9950X3D საშუალოდ 11-12%-ით უფრო სწრაფია და მისი უპირატესობა Ryzen 9 9950X-თან შედარებით 4-5%-ს აღწევს. თამაშებში ახალი ჩიპი მეორე ადგილზეა Ryzen 7 9800X3D-ის შემდეგ - განსხვავება დაახლოებით 2-5%-ია უმცროსი მოდელის სასარგებლოდ. მიმომხილველები თანხმდებიან, რომ თუ კომპიუტერი განკუთვნილია მხოლოდ გეიმინგისთვის, Ryzen 7 9800X3D საუკეტესო ვარიანტია დაბალი ენერგომოხმარების გამო. თუმცა, თუ სამუშაო აპლიკაციებში მაღალი წარმადობა ასევე მნიშვნელოვანია, მაშინ უმჯობესია ახალი Ryzen 9 9950X3D მისი 16 Zen 5 ბირთვის წყალობით. https://tinyurl.com/mr2fhvnb Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.