Magdalena Posted March 11, 2025 Posted March 11, 2025 AMD-მ განაცხადა, რომ მისი უმძლავრესი გეიმინგ პროცესორები, Ryzen 9 9950X3D და Ryzen 9 9900X3D, გაყიდვაში 12 მარტს გამოვა. მწარმოებელმა უფროსი ჩიპი 699 აშშ დოლარად, ხოლო უმცროსი მოდელი 599 აშშ დოლარად შეაფასა. ფოტოს წყარო: AMD ორივე პროცესორი დაანონსდა CES 2025-ზე, მაგრამ იმ დროს კომპანიას არ გამოუცხადებია გაყიდვების დაწყების თარიღი და ფასი. გასული წლის ნოემბერში გამოშვებული 479 აშშ დოლარიანი Ryzen 7 9800X3D იმდენად პოპულარული აღმოჩნდა გეიმერებში, რომ მალევე გაჩნდა დეფიციტი. ახალი Ryzen 9 9950X3D-ისა და Ryzen 9 9900X3D-ის გაშვებამ უნდა გააფართოოს Ryzen 7 9800X3D-ის ასორტიმენტი და ხელმისაწვდომობა. პროცესორ Ryzen 9 9950X3D-ის ფასი 699 აშშ დოლარი იგივეა, რაც მის წინამორბედ Ryzen 9 7950X3D-ის ღირებულება. დიდია ალბათობა იმისა, რომ ახალი ჩიპი გახდება ერთ-ერთი საუკეთესო გეიმინგ გადაწყვეტილება ბაზარზე. Ryzen 7 9800X3D, რომელიც უკვე აჭარბებს Intel-ს გეიმინგ დატვირთვით, შესანიშნავ შედეგებს აფიქსირებს, თუმცა 16-ბირთვიან Ryzen 9 9950X3D-ს აქვს პოტენციალი - უზრუნველყოს კიდევ უფრო მეტი წარმადობა, განსაკუთრებით მაღალი წარმადობის ამოცანებში. AMD-ს ჯერ კიდევ არ გამოუცხადებია ახალი Ryzen 9 9950X3D-ის და Ryzen 9 9900X3D-ის საბაზისო სიხშირეები, მაგრამ ცნობილია, რომ უფროსი მოდელის მაქსიმალური სიხშირეა 5.7 გჰც, ხოლო უმცროსის - 5.5 გჰც. 16-ბირთვიან მოდელს აქვს 144 მბ ქეშ-მეხსიერება, 12-ბირთვიან პროცესორს - 140 მბ. ახალი პროდუქტების ენერგომოხმარებაა 170 და 120 ვატი, შესაბამისად. AMD-ს განცხადებით Ryzen 9 9950X3D 20%-ით უფრო სწრაფია ფლაგმანურ Intel Core Ultra 9 285K-სთან შედარებით 1080p გაფართოებაზე გეიმინგ ტესტებში და 8%-ით უფრო სწრაფი - წინამორბედ Ryzen 9 7950X3D-სთან შედარებით. გარდა ამისა, AMD აცხადებს 10%-იან უპირატესობას Core Ultra 9 285K-სთან შედარებით პროფესიონალურ აპლიკაციებსა და მაღალი წარმადობის ტესტებში. AMD-ის ლაბორატორიული ტესტების მიხედვით თამაშებში სხვაობამ შეიძლება მიაღწიოს 64%-ს (მაგალითად, Watch Dogs: Legion), ხოლო პროფესიონალურ პროგრამულ უზრუნველყოფაში - 47%-ს (მაგალითად, Adobe Photoshop-ში). https://tinyurl.com/ysnnsfcj Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.