Jump to content

Recommended Posts

Posted

Steam-ის თებერვლის უახლესი სტატისტიკის მიხედვით ვიდეო ბარათი GeForce RTX 4060 გახდა ყველაზე პოპულარული გეიმინგ პლატფორმაზე. მან ჩაანაცვლა GeForce RTX 3060, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში პირველ ადგილზე იყო. ეს შეიძლება ნაწილობრივ იმით იყოს განპირობებული, რომ პლატფორმაზე ჩინელი მომხმარებლების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა ბოლო ერთი თვის განმავლობაში. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: VideoCardz 

პლატფორმის მიხედვით მომხმარებელთა 8.57% ფლობს GeForce RTX 4060-ს. ერთი თვის განმავლობაში ბარათის პოპულარობა 3.97 პროცენტით გაიზარდა. GeForce RTX 3060-ის მფლობელების წილი 6.87%-ია. მანაც დააფიქსირა ზრდა თებერვალში, მაგრამ მხოლოდ 1.67 პროცენტული პუნქტით. მესამე ადგილზე 6.56%-იანი წილით არის GeForce RTX 4060 Ti, რომელსაც დამატა 3.11% გასულ თვეში. ყველაზე პოპულარული ვიდეო ბარათების ხუთეულს ავსებს GeForce RTX 4070 და GeForce RTX 3070. პირველ მათგანზე მოდის მომხმარებელთა 5.43% (+2.54% თვეში), ხოლო მეორეზე - 4.27% (+1.33% თებერვალში). 

image.jpeg 

AMD-ის ვიდეო ბარათები ჯერ კიდევ ვერ მოხვდა რეიტინგის ზედა ხაზებში. პორტატული Steam Deck კონსოლის პოპულარობაც კი, რომელიც აღჭურვილია Radeon გრაფიკით, სიტუაციას ვერ ცვლის. რეიტინგში ყველა მოწინავე ადგილ იკავებს GeForce RTX და უკან ტოვებს GeForce GTX მოდელებს. მეათე ადგილზეა GeForce GTX 1650, თუმცა ერთი თვის განმავლობაში მისი წილი პლატფორმაზე 2.51%-მდე შემცირდა (-1.05%). 

საერთო ჯამში, Steam-ის პლატფორმაზე ყველაზე პოპულარული ვიდეო ბარათები კვლავ არის xx60 და xx70 კლასის ამაჩქარებლები. პლატფორმის სტატისტიკა შეიძლება საკმაოდ საინტერესო იყოს უახლოეს თვეებში, როდესაც Radeon RX 9070 და RX 9060 სერიების ვიდეო ბარათები გამოვა ბაზარზე. ყველაზე პოპულარული Radeon ბარათი ამჟამად არის RX 6600. 

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.