Jump to content

Recommended Posts

Posted

პორტალი VideoCardz წერს, რომ AMD-მ გამართა დახურული ბრიფინგი ჟურნალისტებისთვის, სადაც გააზიარა Radeon RX 9070 XT და RX 9070 ვიდეო ბარათების წარმადობის ოფიციალური მაჩვენებლები. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: VideoCardz 

სანამ ახალი პროდუქტების სიჩქარის მონაცემებს ჩავუღრმავდებით, უნდა აღინიშნოს, რომ თავად AMD- თანახმად, Radeon RX 9070 XT-ის და RX 9070-ის უახლესი ტესტირების დროს კომპანიას არ ჰქონდა GeForce RTX 5070 Ti ვიდეო ბარათები შედარებისთვის, ამიტომ იგი არ შედის შედარების ცხრილში. შესაძლოა AMD-მ შეძლოს 28 თებერვლამდე მოიპოვოს GeForce 50 სერიის უკიდურესად იშვიათი ბარათები და ახალი ტესტები ჩაატაროს. 

ამავდროულად, AMD-მ დაადასტურა, რომ Radeon RX 9070 სერიის ვიდეო ბარათები კონკურენციას გაუწევს GeForce RTX 4070 და RTX 4080 მოდელებს და უზრუნველყოფს ღირსეულ წარმადობას RTX 50 სერიის ბარათების წინააღმდეგ, თუმცა კომპანია კონკრეტულ დეტალებზე არ საუბრობს. ოფიციალური ინფორმაცია, რომელსაც გეიმერები ელოდნენ: Radeon RX 9070 XT იქნება საშუალოდ 42%-ით უფრო სწრაფი Radeon RX 7900 GRE მოდელთან შედარებით. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: AMD / VideoCardz 

რასტრული გრაფიკიგეიმინგ ტესტების საორიენტაციო მონაცემების გარდა ქვემოთ მოყვანილი ცხრილი წარმოადგენს წარმადობის შედეგებს რეითრეისინგით. ოფიციალურად, Radeon RX 9070 XT მნიშვნელოვნად უფრო სწრაფია RX 7900 GRE-სთან შედარებით. ბარათებს შორის წარმადობის სხვაობა იმდენად დიდია, რომ საინტერესოა, რატომ შეადარა AMD-მ ისინი ერთმანეთს. Radeon RX 7900 GRE დამყარებულია RDNA 3 არქიტექტურაზე და გააჩნია 16 გბ მეხსიერება. მეხსიერების იგივე მოცულობა უზრუნველყოფილი იქნება Radeon RX 9070 XT და RX 9070 ბარათებში, ალბათ, ეს იყო პირდაპირი შედარების მთავარი მიზეზი. ასევე შეიძლება ვივარაუდოთ, რომ RX 9070 XT წარმოდგენილი იქნება იმავე საფასო დიაპაზონში, როგორც მისი წინამორბედი. თუმცა ამის შესახებ ოფიციალური განცხადების დროს გახდება ცნობილი. 

AMD-მ ჩაატარა ახალი ბარათების 30-ზე მეტი გეიმინგ ტესტი. მათი შედეგების მიხედვით თამაშებში 2560 × 1440 გაფართოების და „ულტრა“ მაღალი წარმადობის პარამეტრების პირობებში RX 9070 XT 38%-მდე უფრო სწრაფია RX 7900 GRE-სთან შედარებით; 3840 x 2160 გაფართოების და „ულტრა“პარამეტრები შემთხვევაში ახალი მოდელი 42%-მდე უფრო სწრაფია ვიდრე RX 7900 GRE. ასევე, RX 9070 XT 3840 x 2160 გაფართოების და „მაქსიმალური პარამეტრების“ პირობებში 51%-მდე უფრო სწრაფი RX 6900 XT-თან შედარებით. 

რაც შეეხება Radeon RX 9070-ს, იგი 21%-მდე სწრაფია თამაშებში 2560×1440 გაფართოებით და „ულტრა პარამეტრებით“, 21%-მდე უფრო სწრაფია 3840×2160-ზე იმავე პირობებში და 38%-მდე უფრო სწრაფი, ვიდრე RX 6800 XT მოდელი 3840×2160-ისა და „მაქსიმალური“ წარმადობის პარამეტრების პირობებში. 

ქვემოთ მოცემულია ცხრილი, რომელიც გვიჩვენებს RX 7900 GRE-სთან წარმადობის განსხვავებებს ახალ ბარათებს შორის თამაშებში რეითრეისინგით და მის გარეშე. Nvidia-სგან განსხვავებით AMD თავის ტესტებში აქცენტს უფრო მეტად აკეთებს სუფთა (რასტრულ) და RT-წარმადობაზე, ვიდრე კადრების გენერატორებთან ან აპსკეილერებთან მუშაობაზე. 

image.jpeg 

გამოვლენილ მონაცემებზე დაყრდნობით Reddit-ის მომხმარებლებმა შეადგინეს ახალი პროდუქტების საშუალო 4K წარმადობის სავარაუდო გრაფიკი კონკურენტების სრული სიის წინააღმდეგ. ბარათების შედარებითი მუშაობის გამოსათვლელად გამოიყენე მონაცემები YouTube-არხ Hardware Unboxed-ის ტესტებიდან. 

image.png 

შეგახსენებთ, Radeon RX 9070 XT და RX 9070 ვიდეო ბარათებს AMD 28 თებერვალს წარადგენს. 

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.