Jump to content

Recommended Posts

Posted

OpenAI-მ დაბლოკა მომხმარებლების ანგარიშები ჩინეთიდან და ჩრდილოეთ კორეიდან, რომლებიც სავარაუდოდ იყენებდნენ კომპანიის ტექნოლოგიას მავნე მიზნებისთვის, მათ შორის თვალთვალისა და საზოგადოებრივ აზრზე გავლენის კამპანიებისთვის. OpenAI-ის განცხადებაში ნათქვამია, რომ ავტორიტარულმა რეჟიმებმა შესაძლოა გამოიყენონ ხელოვნური ინტელექტი შეერთებული შტატებისა და საკუთარი მოქალაქეებისთვის ზიანის მიყენები მიზნით. აღნიშნულია, რომ საეჭვო აქტივობის დასადგენად გამოიყენეს სპეციალური AI ალგორითმი. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Dima Solomin / unsplash.com 

კომპანიას არ გამოუცხადებია, რამდენი ექაუნთი დაიბლოკა ან რამდენი ხანია ეძებს ანგარიშებს, რომელთა მფლობელები პოტენციურად დაკავებულნი არიან მავნე საქმიანობით. განცხადებაში ნათქვამია, რომ ერთ-ერთ ასეთ შემთხვევაში ChatGPT-ის მომხმარებელმა შექმნა ახალი ამბების სტატიები ესპანურად, შეერთებული შტატების შეურაცხყოფის მიზნით. ეს მასალები შემდგომში გამოქვეყნდა ლათინური ამერიკის საინფორმაციო გამოშვებებში ჩინური კომპანიის სახელით. 

მეორე შემთხვევაში, ჩრდილოეთ კორეასთან სავარაუდო კავშირების მქონე თავდამსხმელებმა გამოიყენეს ხელოვნური ინტელექტი ფიქტიური სამუშაოს მაძიებლების რეზიუმესა და ონლაინ პროფილების შესაქმნელად დასავლურ კომპანიებში დასაქმების უზრუნველსაყოფად. ასევე იდენტიფიცირებულია ანგარიშების ჯგუფი, რომელიც ეკუთვნის კამბოჯის მომხმარებლებს და დაკავშირებულია ფინანსურ თაღლითობასთან. მათ იყენებდნენ სხვადასხვა სოციალურ ქსელში, მათ შორის X-სა და Facebook-ზე კომენტარების თარგმნისა და განთავსებისთვის. 

აშშ-ხელისუფლებამ გამოთქვა შეშფოთება იმის გამო, რომ ჩინეთი, სავარაუდოდ, იყენებს ხელოვნურ ინტელექტს ქვეყანაში საზოგადოებრივი აზრის გასაკონტროლებლად, ასევე დეზინფორმაციის გასავრცელებლად და აშშ-სა და მისი მოკავშირეების უსაფრთხოების შერყევისთვის. შეგახსენებთ, OpenAI-ს ChatGPT არის ყველაზე პოპულარული AI ბოტი, ყოველკვირეულად 400 მილიონი აქტიური მომხმარებელით. კომპანია აწარმოებს მოლაპარაკებებს 40 მილიარდამდე აშშ დოლარის მოზიდვაზე OpenAI-სთვის, რომელიც 300 მლრდ აშშ დოლარად ფასდება და ეს კერძო კომპანიისთვის რეკორდული დაფინანსების რაუნდი იქნება. 

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.