Jump to content

Recommended Posts

Posted

პროფილში რა სისტემაც მაქვს უბრალოდ SSD მიყენია, მეცოდება უბრალოდ ხო არ გადავაგდებ, დაიწყო მოულოდნელად დარესტარტება.

გინდა ვინდოუსში, გინდა რამე თამაშის დროს, რაც გასაკვირია BIOS შიც გააკეთა, უცებ შავდება ეკრანი ითიშება და რესტარტდება ასე 5-10 წუთში (ლურჯი ეკრანი, შეცდომა ეგეთს არაფერს არ წერს)

რა ღონისძიებები ჩავატარე:

1. RAM -ის გამოცვლა (არ უშველა)

2. SSD გამოცვლა (არ უშველა)

3. ვინდოუსის გადაყენება არ უშველა, თავიდან იმუშავა და სახლში რომ მივიტანე ჩავრთე იგივე დაიწყო.

4. Furmark გავუშვი ვიდეოს ტემპერატურა მაქსიმუმ 75-80 გრადუსია

5. მაზერბორდის ელემენტიც გამოცვალე :)

 

არ ვიცი აი ახლობელთან მქონდა მიტანილი იქ არ შვება მერე მაინცდამაინც ჩემთან სახლში იწყებს.))))

სად წავიღო ვის შევამოწმებინო მიშველეთ :)

 

Posted

კვების ბრალიც იყოს შეიძლება ან სხვა შტეფსელზე ცადე მიერთება კიდე, დენის ფილტრზე გაქვს თუ პირდაპირ მიერთებული შტეფსელზე ეხლა, ეგეთ რაღაცეებს მიაქციე ყურადღება, იქ შენ კვებაზე დატესტეთ თუ იმისაზე ეგ ძველი სბორკა

  • Upvote 1
Posted

გიო აი ეხლა ქვედა პოსტს ვკითხულობდი ) იქ ეწერა დენის ფილტრმა უშველაო

 

1 ჩეულებრივი კარფურის დამაგრძელებელია რომელიც უკავშირდება მეორე კარფურის დამაგრძელებელს ))) და მერეა შეერთებული

 

როგორც ვცადო ანუ პირდაპირ შტეფცელზე მიერთება?

 

იქ ჩემ კვებაზე ჩვეულებრივად

ეხლა დამარტყა თავშ რომ იქ რომ მივიტანე არაფერი დაურესტარტებია, მერე ვიდნოუსი გადამიყენა და წამოვიღე ჩემთან ისევ ქნა

Posted

ნუ ვინდოუსის ბრალიც იყოს შეიძლება, მაგრამ ბიოსშიც თუ ატრაკებდა ეგ სხვა რაღაცის ბრალია, მათ შორის შტეფსელის ან დენის ფილტრის თუნდაც, რაღაცა ახურებს ეტყობა და კარგავს სტაბილურობას, არ იმუშავება იმასთან თუ თვითონ მაზერი ურიკინებს, მოკლეს ხომ არ აკეთებს კიდე სადმე, მაგანაც იცის ეგეთი გაბერვები, დენის კაბელებიც გადაამოწმე კარგათ კეისიდანაც ამოღება არ აწყენდა და მასე დატესტვა, რაღაცა ახურერებს ეტყობა და სათითაოთ უნდა დატესტვა ყველაფერს, ისე რის შემდეგ დაეწყო ეგეთი გაბერვები

  • Upvote 1
Posted

ხო აი ბიოსში რომ გამიკეთა , თან ვინოუსი 2 ჯერ დავაყენე სხვადასხვა SSD ზე

დენის ამბებმა დამაეჭვა, რადგან სადამ ქონდა წაღებული იქ არცერთხელ დაურესტარტებია.

ჩემი ძალებით რა შემიძლია გავაკეთო? შტეფცელში შევაერთო, დამაგრძელებლი გამოვცვალო ხომ? ეს დენის ფილტრიანი დამაგრძელებელი მაგალითისთვის ხომ არ შეგიძლია დამილინკო?

დანარჩენს ჩემით ვეღარ ვიზავ, აი რო დავშალო, პინები, თერმოპასტა და ა.შ. ჩემი მაქსიმუმია რამები ამოვიღო ჩავდო :))

პ.ს. თუ ამან არ უშველა იქნება რამე სახელოსნო მირჩიოთ

Posted
55 minutes ago, koSTARica said:

შტეფცელში შევაერთო, დამაგრძელებლი გამოვცვალო ხომ? ეს დენის ფილტრიანი დამაგრძელებელი მაგალითისთვის ხომ არ შეგიძლია დამილინკო?

სხვა შთეფსელიც სცადე სხვა დამაგრძელებელიც და სხვა კვების კაბელიც

  • Upvote 1
Posted

სხვა კვების კაბელითაც ვცადო? ისე რომ წავიღე ვინოუსის გადასაყენებლად ჩემი კაბელი არ წამიღია კვების მარტო ქეისი იმან თავისი შეაერთა

Posted

2 დამაგრძელებელი თუ გაქვს ერთმანეთზე გადაბმული დიდი შანსია მაგის ბრალი იყოს.ძალიან წვრილი კვეთი აქვს უბრალო დამაგრძელებლებს და დიდ მანძილზე წვრილ კვეთზე დენი ძალას კარგავს.

  • Upvote 1
Posted

მადლობა, აბა ვცდი ამ ვარიანტებს, პირდაპირ შტეფცელშიც და კვების კაბელსაც სხვას ვცდი მაინც.

დროებით იყოს ეს თემა აბა თუ მოვაგვარე დავწერ დიდი მადლობა

Posted

ნორმალური დენის ფილტრი თუ გაქვს და არ ახურებს პირდაპირ ფილტრშიც შეგიძლია შეართო, მაგრამ გადაბმის გარეშე უკვე, იყოს შეიძლება მაგის ბრალიც მართლა, ანუ შტეფსელში შეარჭე მარტო ერთი დენის ფილტრი და მანდ მიაერთე შენი სისტემაც მონიტორ-სპიკერებიანათ თუნდაც, მასე არასდროს გაუხურებია ჩემთან, დაჟე მაინინგზე არ მისტუკებდა ადრე როცა მქონდა გაშვებული ჩემ კეისში ერთ კარტაზე მაინინგიც, გაფუჭებული თუა რომელიმე დამაგრძელებელი მაგანაც იცის ეგეთები, როგორც ძალიან გრძელმა დენის კაბელმა უკვე, არც ეგაა კარგი, რომ გაუბერა დენის ფილტრმა ადრე მითიშავდა მეც მაინინგ რიგს, რომ გამოვცვალე მომენტალურათ გასწორდა ეგ პრობლემა, ცადე დენის ფილტრის გარეშეც და მაგითაც, მაგრამ გადაბმის გარეშე რას იზამს უკვე

  • Upvote 1
Posted

ჯორჯ, ფილტრს რას ეძახი? ე.წ. ტრაინიკები რომაა? 

Posted
12 hours ago, koSTARica said:

ე.წ. ტრაინიკები რომაა? 

ზოგი ფილტრიანია ზოგიც არა

10 ლარიანში რო არანაირი ნორმალური ფილტრი არ იქნება ეგ გასაგებია, ნორმალურებში რომელიც 60-80 ლარი ღირს უკვე რაღაც ფილტრისმაგვარი არის

  • Upvote 1
Posted

დიდი მადლობა აბა ამ ვარიანტებს ვცდი გაიხარეთ

Posted

ნუ მინიმუმ რამე ასეთს მაინც: https://holst.ge/ge/product/1661/ ამპერაჟია მთავარი და გემბერდებს უნდა მოერიდო კიდე ან სხვა ჩინური ბრენდის დენის ფილტრებს, მალე ფუჭდებიან ეგენი, რუსულები ბევრი მქონდა და წლები გამიძლო სუყველამ, გაფუჭებით არცერთი ფაფუჭებულა რუსულებიდან, არც ლინუსი ეგეთი და არც მეორე რომაა კიდე volsten ნუ დაახლოებით ესეთი თუნდაც https://volsten.ru/catalog/udliniteli/udliniteli/setevye-filtry/item/sp-6x3.html?category_id=32 ნუ მაგ ბოლოს შოვნა ეხლა გაგიჭირდება, მაგრამ პირველი ვარიანყი ყრია ყველგან, თუმცა არის სხვა მოდელებიც უფრო სერიოზული, აი ეს ჩანს კარგი ძალიან მემგონი https://www.citrus.ge/product/damagrdzelebeli-sven-qselis-damtsavi-18m-8-3680w-black-sv-021603 ესეც გეყოფა ყელამდე https://www.citrus.ge/product/damagrdzelebeli-linus-5m-damitsebit-denis-filtrit ბევრია ეხლა მაგ ფასათ, მაგრამ მე 15 ლარიანი ლაინუსი მაქვს დაახლოებით რაც დაგილინკე ეგეთი და წლებია ხოშიანათ უბერავს, ეხლაც პლიტა მაქვს მიერთებული ,სპიკერები და სისტემა და არაფერი არ უბერავს, ცხელდება ან ითიშება საერთოდ რამდენი ხანიც არ უნდა მქონდეს ჩართული, ეს რა ბრენდია არ მსმენია მაგრამ მაჩვენებლები კარგი აქვს მაგასაც https://www.citrus.ge/product/damagrdzelebeli-virone-5-3m-3-15mm2-schuko-amomrtveli-shavi დაჟე მაინერსაც ამუშავებს ეგეთი ვატების მხრივ, გამძლეობა არ ვიცი ერთადერთი, აი რუსულები მართლა მაქვს და არ დაუსტუკებია აშკარათ, ნუ რამე ჩაჯო თუ იწყება მაგ ლამპოჩკას უთიშავ მომენტალურათ და დენი აღარ შედის უკვე საერთოდ, ამიტომ შედარებით მეტია შანსები გადაარჩინო რაც მიერთებული გაქვს ყველაფერი რამე სერიოზული თუ შეემთხვევა, თუნდაც ცეცხლი თუ გაუჩნდა კაბელს პერეგრუზკის გამო, თუმცა არაფერი მსგავსი მე არ მქონია ჯერ ეგეთებზე და ნაგრუკზაც საკმარისი მქონდა მიერთებული, მაგალითათ volsten თავისუფლათ იჭერდა მინიმუმ 750 ვატამდე 24 საათიან რეჟიმში 40 გრადუსიან სიცხეშიც კი ეგ, არც კი ხურდებოდა დაჟე, ანუ მაგაზე მაღალ ნაგრუზკაზე შეუძლია ეგეთს მუშაობა და 30 ლარზე ძვირი არც ეხლა არ ჯდება ეგეთი ვარიანტი 3500 ვატი აქვს ნაგრუზკა და 16 ამპერზე მუშაობს, მასეთ აბაროტებზე მუშაობა კარგ შტეფსელზეც არ ღირს მაინც, მაგრამ ასე მაგის მესამედს მშვენივრათ უძლებს, დაჟე კარგი ზაპასიც კი რჩება თან

  • Upvote 1
Posted

George, ძალიან დიდი მადლობა!

პ.ს. გთხოვთ არ დახუროთ ჯერ თემა აბა დავწერ რა გამოვა )

Posted

მე ეს მაქვს რუსულია დეფენდერის საკმაოდ კარგი გამოდგა ზუსტად ეგ მოდელია, არაფერი არ გაუხურია , იაფი მაქვს მიცემული რამოდენიმე წლის წინ.

https://defender.ru/catalog/surge-protectors-1/es-1-8-1-8m-black-5-outlets

  • Like 1
Posted
4 minutes ago, Archili1997 said:

მე ეს მაქვს რუსულია დეფენდერის საკმაოდ კარგი გამოდგა ზუსტად ეგ მოდელია, არაფერი არ გაუხურია , იაფი მაქვს მიცემული რამოდენიმე წლის წინ.

https://defender.ru/catalog/surge-protectors-1/es-1-8-1-8m-black-5-outlets

PC Shop ში შემხვდა ესენი კი , მადლობა!

Posted

პს შოპში ესეთია კიდე უფრო ძვირიანებიდან https://pcshop.ge/product/apc-essential-surgearrest-5-outlet/ ეს ბრენდი არ ვიცი რა ჰილია მაგრამ მაჩვენებლები კი აქვს ხოშიანი https://pcshop.ge/product/yamatik-nova-105u-5x2m-white/ არ ჩანს ხლამი ერთი შეხედვით https://www.yamaticpower.com/ ბრენდს ვგულისხმობ, აი ეს აიღე საერთოდ მაგარ ფასში აქვთ მაგ მაღაზიაში 35 ლარათ მარტო https://yversy.com/e-store/detail.php?ELEMENT_ID=122225 გეყოფა მაგ სისტემისთვის თავისუფლათ და დიდი ზაპასიც დარჩება

  • Like 1
Posted

ძალიან დიდი მადლობა ყურადღებისთვის!

ეხლა პროსტა რო არ გავვარდე ვიყიდო პირდაპირ შტეფცელში რო შევაერთო ხო უნდა იმუშაოს? აქამდე ანუ მუშაობდა მეც ეგ მიკვირს, კაბელსაც გამოვუცვლი კვების

ეს APC მომწონს მეც რავიცი ბრენდიცაა

Posted
11 minutes ago, koSTARica said:

ძალიან დიდი მადლობა ყურადღებისთვის!

ეხლა პროსტა რო არ გავვარდე ვიყიდო პირდაპირ შტეფცელში რო შევაერთო ხო უნდა იმუშაოს? აქამდე ანუ მუშაობდა მეც ეგ მიკვირს, კაბელსაც გამოვუცვლი კვების

ეს APC მომწონს მეც რავიცი ბრენდიცაა

კი კაცო უნდა იმუშაოს.ეგ პროსტა მაღალი დენი რო მოვარდეს მაგ შემთხვევაში იცავს.მუშაობაში არაფერ როლს არ ასრულებს

  • Upvote 1
Posted

კი იმუშავებს თვითონ შტეფსელი თუ მუშაა და მანდ არ ახურებს რამე კიდე, დენის ფილტრი უბრალოთ იცავს დიდი დენისგან ნაწილობრივ მაინც, შეიძლება ავტომატურათაც გათიშოს დენი თუ რამეა, აქვს ზოგიერთ მოდელებზე გასათიშიც

  • Upvote 1
Posted

აა მივხვდი გასაგებია :) მაშინ არ გავვარდები მაგის საყიდლად. ანუ სტაბილიზაციას და რამეს ეგ არ აკეთებს ესეიგი.

 

მადლობა მადლობა

Posted

ეგეც და ანაწილებს თავისი ძალებით დიდ ნაგრუზკას, შტეფსელში ხომ ვერ მიაერთებ 3-4 რაღაცის ჩართვა როცა გჭირდება, მაგისთვის იდეალურია დენის ფილტრი უკვე, თუ კიდე რაღაცისგან დაიცვა სისტემა ეგეც პლიუსია

  • Upvote 1
Posted

ესეთი რამე მქონდა სახლში 20 წთ ია ჩართული მაქვს იუთუბი რავი არ არესტარტებს, 

ესაა ტემუდან გამოწერილი ვითომ 120 ლარიან და ფასდაკლებული))) ამხელა მოწყოფილობაა დავიჯერო არ აქვს ამას ფილტრი?

ჯერჯერობით გაყინულია ხელს რო ვადებ საერთოდ არაფერი. ის რაშიც მქონდა არი თურქული კარფურის დამაგრძელებელი

მინდა PC პირაპირ შეერთებაც მაგრამ 1 შტეფცელია მერე მონიტორს ვეღარსად ვაერთებ :))) სანამა ამას ვწერ კიდე გავიდა 5 წთ არ ვიცი ჯანდაბა ამას , იმედია გაამართლებს.

უშუალოდ არაფეს შევხებივარ Hard ს არ დამირაზგინებია არც ბიოსში შემიცვლია რა უნდა დამართნოდა

Screenshot_20250221-191106.png

Posted

გავიდა ნახევარი სააათი კარგადაა ყველაფერი, ეხლა თუ დაარესტარტა რას დავაბრალო? ეგაა საქმე))

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.