Jump to content

Recommended Posts

Posted

ილონ მასკი ხელმძღვანელობდა ინვესტორთა ჯგუფს, რომელთან ერთად მან გააჟღერა 97.4 მლრდ აშშ დოლარად OpenAI-ის არაკომერციული ფილიალის შეენის სურვილი, წერს The Wall Street Journal. მედიამ უკვე უწოდა შეთანხმებას "დრამატული ესკალაცია სილიკონის ველის ყველაზე მძაფრ AI-მეტოქეობაში". წინადადება OpenAI-ის დირექტორთა საბჭოს წარუდგინეს ორშაბათს დილით. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: OpenAI 

OpenAI-ს შეძენის წინადადება მოდის მასკის მიერ მხარდაჭერილი ინვესტორების ძლიერი კოალიციისგან, მათ შორისაა მისი საკუთარი ხელოვნური ინტელექტის კომპანია xAI და მსხვილი ვენჩურული კაპიტალისტები, როგორიცაა Valor Equity Partners, ჰოლივუდის მაგნატი არი ემანუელი და 8VC - კომპანია, რომელიც დააარსა Palantir-ის თანადამფუძნებელმა ჯო ლონსდეილმა. 

წინადადება OpenAI-სთვის გარდამტეხ მომენტში იქნა წარმოდგენილი. გარკვეული პერიოდის წინ კომპანიის ხელმძღვანელმა სემ ოლტმენმა დაიწყო კომპანიის კომერციულ სტრუქტურად გარდაქმნის პროცესი. ახლახან გამოცხადდა, რომ OpenAI აპირებს 40 მლრდ აშშ დოლარის მოზიდვას, ხოლო იანვრის ბოლოს დაანონსდა ამერიკული AI მეგაპროექტი Stargate, რომლის ღირებულებაც 500 მილიარდია, და OpenAI მის მთავარ ნაწილს შეადგენს. 

მასკისთვის ეს წინადადება მისი ყველაზე თამამი ნაბიჯია OpenAI-ის კომერციულ სუბიექტად გადაქცევის წინააღმდეგ ბრძოლაში. მას სჯერა, რომ კომპანიამ უღალატა თავის თავდაპირველ მისიას უსაფრთხო და ღია ხელოვნური ინტელექტის განვითარების შესახებ და ამჟამად უჩივის OpenAI-ს ამ საკითხთან დაკავშირებით. შეგახსენებთ, რომ მასკმა სემ ოლტმენთან ერთად OpenAI 2015 წელს დააარსა, თუმცა 2019 წელს Tesla-ს ხელმძღვანელმა კომპანია დატოვა. 

„დროა OpenAI დაუბრუნდეს ღია კოდის მქონე, უსაფრთხოებაზე ორიენტირებულ ძალას, როგორც ადრე იყო“, - განაცხადა მასკმა Wall Street Journal-თან - "ჩვენ ვიზრუნებთ იმაზე, რომ ეს მოხდეს." 

შეთავაზება ასევე მნიშვნელოვნად ართულებს OpenAI-ის დაგეგმილ ტრანსფორმაციას კომერციულ კომპანიად, რადგან მასკის გუნდმა პირობა დადო, რომ შეესაბამებოდა ან გადააჭარბებდა ნებისმიერ უფრო მაღალ შეთავაზებას. ეს რთულ ვითარებას უქმნის ოლტმენს, რომელიც უკვე მოლაპარაკებებს აწარმოებს. 

მას შემდეგ, რაც გარიგების შესახებ მედიაში დაიწერა, სემ ოლტმენმა გამოაქვეყნა შემდეგი განცხადება X-ზე: „არა გმადლობთ, მაგრამ ჩვენ ვიყიდით Twitter-ს 9.74 მლრდ აშშ დოლარად, თუ გინდათ“. OpenAI-მ მიუთითა ოლტმენის პოსტზე, როდესაც კომენტარი სთხოვეს. მასკის წარმომადგენლებს გარიგებაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ. 

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.