iliko1990 Posted April 28, 2011 Posted April 28, 2011 (edited) ლას-ვეგასში გამოფენაზე CES 2011 დაანონსებულ პლანშეტებს შორის ბავშვებისთვის განკუთვნილი პორტატული მოწყობილობისთვისაც მოიძებნა ადგილი. MSI Kid Pad პროტოტიპის სტადიაზე იმყოფება, ამიტომ მის საბოლოო ტექნიკურ მახასიათებლებზე საუბარი ჯერჯერობით ადრეა, ისევე, როგორც ოპერაციულ სისტემაზე. ამ დროისათვის პროტოტიპი აღჭურვილია 10” ეკრანით, აქვს ოპერაციული სისტემა Windows (ვერსია უცნობია) და მუშაობს პროცესორზე Atom Z540, რომელიც სავარაუდოდ ფინალურ ვერსიაში აღარ იქნება. კორპუსის ზედა ნაწილში ჩანს ორი USB პორტი და 3,5-მმ აუდიოსარჭი. MSI ამტკიცებს, რომ Kid Pad-ს 8 საათის განმავლობაში დატენვის გარეშე შეუძლია მუშაობა. პორტატული კომპიუტერის წონა ბავშვისთვის ცოტა ბევრია — დაახლოებით 900 გრამი. პლანშეტის კორპუსი ოვალური ფორმისაა და დარტყმებისა და დავარდნისგანაა დაცული. Kid Pad-ის სატარებლად დიზაინრებმა სპეციალური ფუტლიარ-სახელური მოიფიქრეს, რომელიც კორპუსის მიმართ 120 გრადუსით ტრიალდება. Edited May 6, 2011 by iliko1990 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.