Jump to content

Recommended Posts

Posted (edited)

MSI-Kid-Pad_11.jpg

ლას-ვეგასში გამოფენაზე CES 2011 დაანონსებულ პლანშეტებს შორის ბავშვებისთვის განკუთვნილი პორტატული მოწყობილობისთვისაც მოიძებნა ადგილი. MSI Kid Pad პროტოტიპის სტადიაზე იმყოფება, ამიტომ მის საბოლოო ტექნიკურ მახასიათებლებზე საუბარი ჯერჯერობით ადრეა, ისევე, როგორც ოპერაციულ სისტემაზე.

ამ დროისათვის პროტოტიპი აღჭურვილია 10” ეკრანით, აქვს ოპერაციული სისტემა Windows (ვერსია უცნობია) და მუშაობს პროცესორზე Atom Z540, რომელიც სავარაუდოდ ფინალურ ვერსიაში აღარ იქნება. კორპუსის ზედა ნაწილში ჩანს ორი USB პორტი და 3,5-მმ აუდიოსარჭი. MSI ამტკიცებს, რომ Kid Pad-ს 8 საათის განმავლობაში დატენვის გარეშე შეუძლია მუშაობა.

პორტატული კომპიუტერის წონა ბავშვისთვის ცოტა ბევრია — დაახლოებით 900 გრამი.

პლანშეტის კორპუსი ოვალური ფორმისაა და დარტყმებისა და დავარდნისგანაა დაცული. Kid Pad-ის სატარებლად დიზაინრებმა სპეციალური ფუტლიარ-სახელური მოიფიქრეს, რომელიც კორპუსის მიმართ 120 გრადუსით ტრიალდება.

Edited by iliko1990

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.