iliko1990 Posted April 28, 2011 Posted April 28, 2011 (edited) გამძლეობით რობოტები ნამდვილად სჯობნიან ადამიანებს – რობოტი არასოდეს იღლება სიარულით, დგომით ან წინ გაწეული ხელის დიდი ხნით გაჩერებით. კაილ ფოგტმა (Kyle Vogt) ეს ფაქტი გაითვალისწინა მანქანის შექმნისას, რომელსაც სეიფის გახსნა მხოლოდ და მხოლოდ ძალის გმოყენებით შეუძლია. ქვემოთ მოყვანილ ვიდეორგოლზე რობოტის მიერ S&G 8400-ის გახსნის მცდელობას იხილავთ – სეიფის შემქმნელების თქმით, ადამიანს ამისთვის 20 საათის განმავლობაში უწყვეტი მანიპულაციების ჩატარება დასჭირდება. ამოცანა ნამდვილად არ არის მარტივი, რადგანაც ზემოთ აღნიშნული სეიფი დამსახურებულად ითვლება ერთ-ერთ ყველაზე რთულ და საიმედო მექანიკურ საკეტად – კომბინაციების რაოდენობა 1 მლნ-ს აღემატება. აშშ-ს ხელისუფლება 30 წელზე მეტია იყენებს ამ კონსტრუქციებს საიდუმლო დოკუმენტების შესანახად. კაილი დარწმუნებული, რომ მის მიერ შექმნილი რობოტი გატეხვის ამოცანას სულ რაღაც 8 საათში გაუმკლავდება, თუმცა გასაგები მიზეზის გამო, ქსელში ალბათ ვერ ვნახავთ სრულ ვიდეოკლიპს. რობოტის კონსტრუქცია ძალიან მყარად და კარგად აწყობილად გამოიყურება. განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ, რომ რობოტი – ერთი ადამიანის მიერაა შექმნილი. წყარო:ubergizmo.com Edited April 28, 2011 by iliko1990 4 Quote
NEIRON Posted November 21, 2011 Posted November 21, 2011 რა უმუშავია მასტს,საღოლ! მაგას უკვე მაყუთით დააპურებდნენ და ისე დახვეწდნენ ტექნოს,რომ ეგ 8 საათი მონაგონი იქნება. Quote
lomsa Posted November 21, 2011 Posted November 21, 2011 რა უმუშავია მასტს,საღოლ! მაგას უკვე მაყუთით დააპურებდნენ და ისე დახვეწდნენ ტექნოს,რომ ეგ 8 საათი მონაგონი იქნება. +1 :wow: Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.