Jump to content

Recommended Posts

Posted

image.jpeg  

ბოლოდროინდელი ბაზრის კლების ფონზე, ყოველდღიურმა ვაჭრობის მოცულობამ აშშ-ის სპოტ Ethereum ETF-ებში მიაღწია რეკორდულ 1.5 მლრდ აშშ დოლარს. 

image.png 

Ethereum ETF ვაჭრობის მოცულობა. წყარო: The Block. 

წინა მაქსიმუმი 19 დეკემბერს დაფიქსირდა - 1.22 მლრდ აშშ დოლარი. 

ბრუნვის თვალსაზრისით ლიდერი იყო BlackRock-ის ETHA 736 მლნ აშშ დოლარით. მეორე ადგილი დაიკავა Grayscale-ის ETHE-მ 415 მლნ აშშ დოლარით, ხოლო Fidelity-ის FETH-ზე მოდოდა 155 მლნ აშშ დოლარი. 

წმინდა შემოდინებამ აშშ-ს ETH ETF-ებში 3 თებერვალს შეადგინა 83.54 მლნ აშშ დოლარი, რაც ყველაზე მაღალია 16 იანვრის შემდეგ. პირველ ადგილზეა FETH 49.75 მილიონით; მეორე ადგილზე - ETHE15.85 მლნ აშშ დოლარით, ETH-ში შევიდა 12.75 მილიონი, ხოლო CETH-მა მიიღო 5.19 მლნ აშშ დოლარი. 

image.png 

თანხის ჯამური შემოდინება აშშ-სპოტ Ethereum ETF-ებში. წყარო: SoSoValue. 

იმავე დღეს დაფიქსირდა 234.54 მლნ აშშ დოლარის გადინება ამერიკულ სპოტ Bitcoin ფონდებიდან, საიდანაც 177 მლნ აშშ დოლარი მოდიოდა Fidelity-ს კუთვნილ FBTC-ზე. 

CME-ს ანგარიშის მიხედვით, იანვარში კრიპტო ფიუჩერსების საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობა იყო 198000, რაც 180%-ით მეტია 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ბირჟის სპეციალისტების თქმით ძირითადი წვლილი შეიტანა მიკროკონტრაქტებმა BTC-სა და ETH-ზე, რომლებმაც დააფიქსირეს ბრუნვის ზრდა, 255% და 223%-ით, შესაბამისად. 

შეგახსენებთ, რომ თებერვალში, Bitwise-ის მთავარმა საინვესტიციო დირექტორმა მე უგანმა ივარაუდა, რომ პირველი კრიპტოვალუტაზე დაფუძნებული Spot ETF გამოიმუშავებ 50 მლრდ აშშ დოლარის შემოდინებას 2025 წელს. 

Posted

ძალიან გაუჭირდა მაგ კოინს დიდზე გაზრდა იმის შემდეგ რაც დაასრულეს ვიდეოკარტებით მაინინგი 2022 წლის სექტემბერში და გადავიდნენ ვითომ და ეკო რეჟიმზე, თუმცა 6000$ გაზრდისთვის მაინც ან მინიმუმ 5000$ გაცდენის რაც ძალზე სკრომნი პამპი იქნება წინა 4800$ ფონზე მაგ კოინს ჯერ კიდევ აქვს წელს დრო, ან თუნდაც მაისისთვის თუ ვერ გაზარდეს ძალზე მაღალზე კურსი ნოემბრისთვის შეიძლება მაინც დაგაზოს მოგვიანებით 5000-6000$ ფარგლებში უკვე, ისე კი მაგ კოინზე ყველაზე დიდი ფულის შოვნა შეიძლებოდა 2018-ან რომ დაგეწყო მაინინგი და ყველაფერი შეგენახა ეთერეუმში, პარალერულათ გევაჭრა ბიტკოინ-ეთერეუმში კურსის სხვაობაზე კიდე, მაგის შემდეგ არნახული მოგება გერგებოდა ასე 2021 წლის მაისისთვის უკვე, რავიცი აი 5000$ რომ ჩაგედო ალბათ 40000$ მინიმუმ აარტყამდი მგონი, ოღონდ არაფერი არ უნდა გაგეყოდა მარტო გეგროვებინა და ძალიან სერიოზული გაზრდები უფრო თებერვლისთვის დაიწყო, მანამდე უბრალოთ პლიუსში გაგიყვანდა და დიდი მოგება ძალზე მერე დაჯდა უკვე, ეხლა რა და როგორ იქნება მაინინგის გარეშე უკვე არ ჩანს ნამდვილათ, ან შეიძლება მაქსიმალურათ წელავდენ მაგ 5000-6000$ ან უფრო დიდი გაზრდებს მაგ კოინზე წელს, მასეთი დიდი მოგების შანსიც არაა ეხლა მაინინგის გარეშე რა თქმა უნდა, მაგრამ ასე 2000$ თუ აიღე მაგალითათ და 6000$ ავიდა მაინც სამმაგს დატოვებს მოგებას უკვე დაახლოებით, რაც ძალიან კარგი მოგებაა ყველაფრიდან გამომდინარე მაინც

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.