Magdalena Posted February 1, 2025 Posted February 1, 2025 ერთ-ერთმა უმსხვილესმა ამერიკულმა საცალო სავაჭრო პლატფორა BestBuy-მ გამოავლინა მომავალი GeForce RTX 5080 ვიდეო ბარათების ფასები, რომელთა გაყიდვები მიმდინარე დღეებში დაიწყება. მაღაზიის ასორტიმენტი ჯერჯერობით მხოლოდ Gigabyte-ის ვერსიებს მოიცავს. მათი საწყისი ფასია 999.99 აშშ დოლარი, თუმცა მოდელების უმეტესობა გაცილებით მეტი ღირს. ფოტოს წყარო: VideoCardz BestBuy არის ერთადერთი საცალო სავაჭრო პლატფორმა აშშ-ში, რომელიც უფლებამოსილია გაყიდოს Nvidia-ს ეტალონური Founders Edition ვიდეო ბარათები, რომლებიიც შემოთავაზებულია საცალო ფასად 999.99 აშშ დოლარი. სხვა მწარმოებლებიც გამოუშვებენ ვიდეო ბარათებს ამ ფასად. როგორც ჩანს, Gigabyte-ს ასორტიმენტში ექნება მხოლოდ ერთი ასეთი ბარათი - GeForce RTX 5080 WindForce OC SFF. Gaming, Aero და Aorus ვარიანტები მინიმუმ 200 აშშ დოლარით მეტი ეღირება. Gigabyte 1.199.99 აშშ დოლარად აფასებს GeForce RTX 5080 Gaming ვერსიას. GeForce RTX 5080 Aero მოდელის ფასი 1249.99 აშშ დოლარია, ხოლო GeForce RTX 5080 Aorus-ის ღირებულება 1299.99 აშშ დოლარიდან 1399.99 აშშ დოლარამდე მერყეობს. Gigabyte-ის GeForce RTX 5080-ის ყველაზე ძვირადღირებული ვერსიაა Xtreme WaterForce თხევადი გაგრილებით. Gigabyte-ის წარმოების GeForce RTX 5080 ვიდეო ბარათების ვერსიები და ფასები: Gigabyte RTX 5080 WindForce OC SFF 16G (GV-N5080WF3OC-16GD) — 999.99$; Gigabyte RTX 5080 Gaming OC 16G (GV-N5080GAMING OC-16GD) — 1199.99$; Gigabyte RTX 5080 Aero SFF OC 16G (GV-N5080AERO OC-16GD) — 1249.99$; Gigabyte RTX 5080 Aorus Master 16G (GV-N5080AORUS M-16GD) — 1299.99$; Gigabyte RTX 5080 Aorus Master Ice 16G (GV-N5080AORUSM ICE-16GD) — 1299.99$; Gigabyte RTX 5080 Xtreme WaterForce WB 16G (GV-N5080AORUSX WB-16GD) — 1349.99$; Gigabyte RTX 5080 Xtreme WaterForce 16G (GV-N5080AORUSX W-16GD) — 1399.99$. უნდა აღინიშნოს, რომ Nvidia-ს არცერთ პარტნიორს ოფიციალურად ჯერ არ გამოუცხადებია RTX 5080 ბარათის საკუთარი ვარიანტების ფასი, სავარაუდოდ, ეს ინფორმაცია გაყიდვების დაწყებისას გახდება ცნობილი. მალე გამოჩნდება RTX 5080 Founders Edition ეტალონური ვერსიის, ასევე 999.99 აშშ დოლარიანი მოდელების პირველი მიმოხილვები. https://tinyurl.com/b95wbpe9 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.