Jump to content

Recommended Posts

Posted

AMD-მ გააზიარა ფლაგმურ Ryzen AI Max+ 395 მობილური პროცესორის და მისი ინტეგრირებული Radeon 8060S გრაფიკის ტესტრირების ახალი შედეგები სხვადასხვა თამაშში. ჩიპი წარმოდგენილი იქნა CES 2025-ზე, როგორც მობილური ჩიპების ახალი Strix Halo სერიის ნაწილი, რომელიც ძლიერი ინტეგრირებული გრაფიკითაა წარმოდგენილი. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: AMD 

AMD Strix Halo სერიის პროცესორებ გამოყენებულია Zen 5 გამოთვლითი ბირთვები და RDNA 3.5 გრაფიკული არქიტექტურის კომბინაცია. პროცესორები შედგება სამი ჩიპლეტისგან: ორი CCD ბლოკი გამოთვლითი ბირთვით და IOD ჩიპლეტი -ინტეგრირებული გრაფიკით. კრისტალები დაკავშირებულია ახალი თაობის Infinity Fabric სალტეთი. Strix Halo-ს აქვს მეხსიერების ახალ კონტროლერ 256 გბ/წმ-მდე სიჩქარით. გარდა ამისა, ჩიპები წარმოდგენილია ახალი ნეიროპროცესორით, რომელიც დაფუძნებულია XDNA 2 არქიტექტურაზე და უზრუნველყოფს 50 TOPS დონის  (ტრილიონი ოპერაცია წამში) AI წარმადობას. 

image.png 

Ryzen AI Max+ 395-ს, რომელსაც AMD შედარებითი გეიმინგ ტესტებისთვის იყენებდა, აქვს 16 ბირთვი 32 ვირტუალური ნაკადის მხარდაჭერით. ჩიპი მუშაობს 3.0-დან 5.1 გჰც-მდე სიხშირის დიაპაზონში, აქვს 16 მბ L2 ქეში, 64 მბ L3 ქეში და კონფიგურირებადი TDP 42-დან 120 ვატამდე. ინტეგრირებული გრაფიკული პროცესორი Radeon 8060S  შეიცავს RDNA 3.5 არქიტექტურის 40 ერთეულს და მუშაობს 2900 მჰც-მდე სიხშირეზე. 

AMD-მ გააზიარა Ryzen AI Max+ 395-ის რამდენიმე ბენჩმარკი CES 2025-ზე, მაგრამ ახალ მარკეტინგულ მასალებში კომპანია ადარებს პროცესორის წარმადობას და მის ინტეგრირებულ გრაფიკას დისკრეტულ მობილურ GeForce RTX 4070 ვიდეო ბარათს. ეს უკანასკნელი გაიტესტა Asus ROG Flow Z13 გეიმინგ პლანშეტის შემადგენლობაში, რომელიც დაფუძნებული იყო Intel Core i9-13900H-ზე. თამაშები გაშვებული იყო ორიგინალი 1080p გაფართოებით, მაღალ პარამეტრებზე. ტესტებში არ იყო გამოყენებული მასშტაბირების ტექნოლოგიები ან კადრუს გენერატორები. AMD-ის ჩიპი მუშაობდა ფიქსირებულ 55 ვატ TDP-ზე. 

image.png 

17 სათამაშო ტესტში Ryzen AI Max+ 395 აღემატებოდა Core i9-13900H-ს და GeForce RTX 4070-ს. გამოქვეყნებული დიაგრამა აჩვენებს, რომ Ryzen AI Max+ 395 და მისი ინტეგრირებული Radeon 8060 უზრუნველყოფდა 50%-ით მეტ წარმადობას ზოგიერთ ტესტში. Borderlands 3-ში კი განსხვავება იყო უზარმაზარი - 68% AMD-ის სისტემის სასარგებლოდ. 

image.png 

საშუალოდ, Radeon 8060 აღმოჩნდა 23.2%-ით უფრო სწრაფი დისკრეტულ RTX 4070-თან შედარებით. ეს შთამბეჭდავია და ასევე აჩვენებს, რომ AMD-ის ინტეგრირებულმა გრაფიკამ მიაღწია ისეთ წარმადობას, რომელსაც შეუძლია კონკურენცია  გაუწიოს კონკურენტების დისკრეტულ მობილურ გრაფიკას. 

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.