Magdalena Posted January 31, 2025 Posted January 31, 2025 AMD-მ გააზიარა ფლაგმანური Ryzen AI Max+ 395 მობილური პროცესორის და მისი ინტეგრირებული Radeon 8060S გრაფიკის ტესტრირების ახალი შედეგები სხვადასხვა თამაშში. ჩიპი წარმოდგენილი იქნა CES 2025-ზე, როგორც მობილური ჩიპების ახალი Strix Halo სერიის ნაწილი, რომელიც ძლიერი ინტეგრირებული გრაფიკითაა წარმოდგენილი. ფოტოს წყარო: AMD AMD Strix Halo სერიის პროცესორებში გამოყენებულია Zen 5 გამოთვლითი ბირთვები და RDNA 3.5 გრაფიკული არქიტექტურის კომბინაცია. პროცესორები შედგება სამი ჩიპლეტისგან: ორი CCD ბლოკი გამოთვლითი ბირთვით და IOD ჩიპლეტი -ინტეგრირებული გრაფიკით. კრისტალები დაკავშირებულია ახალი თაობის Infinity Fabric სალტეთი. Strix Halo-ს აქვს მეხსიერების ახალი კონტროლერი 256 გბ/წმ-მდე სიჩქარით. გარდა ამისა, ჩიპები წარმოდგენილია ახალი ნეიროპროცესორით, რომელიც დაფუძნებულია XDNA 2 არქიტექტურაზე და უზრუნველყოფს 50 TOPS დონის (ტრილიონი ოპერაცია წამში) AI წარმადობას. Ryzen AI Max+ 395-ს, რომელსაც AMD შედარებითი გეიმინგ ტესტებისთვის იყენებდა, აქვს 16 ბირთვი 32 ვირტუალური ნაკადის მხარდაჭერით. ჩიპი მუშაობს 3.0-დან 5.1 გჰც-მდე სიხშირის დიაპაზონში, აქვს 16 მბ L2 ქეში, 64 მბ L3 ქეში და კონფიგურირებადი TDP 42-დან 120 ვატამდე. ინტეგრირებული გრაფიკული პროცესორი Radeon 8060S შეიცავს RDNA 3.5 არქიტექტურის 40 ერთეულს და მუშაობს 2900 მჰც-მდე სიხშირეზე. AMD-მ გააზიარა Ryzen AI Max+ 395-ის რამდენიმე ბენჩმარკი CES 2025-ზე, მაგრამ ახალ მარკეტინგულ მასალებში კომპანია ადარებს პროცესორის წარმადობას და მის ინტეგრირებულ გრაფიკას დისკრეტულ მობილურ GeForce RTX 4070 ვიდეო ბარათს. ეს უკანასკნელი გაიტესტა Asus ROG Flow Z13 გეიმინგ პლანშეტის შემადგენლობაში, რომელიც დაფუძნებული იყო Intel Core i9-13900H-ზე. თამაშები გაშვებული იყო ორიგინალი 1080p გაფართოებით, მაღალ პარამეტრებზე. ტესტებში არ იყო გამოყენებული მასშტაბირების ტექნოლოგიები ან კადრუს გენერატორები. AMD-ის ჩიპი მუშაობდა ფიქსირებულ 55 ვატ TDP-ზე. 17 სათამაშო ტესტში Ryzen AI Max+ 395 აღემატებოდა Core i9-13900H-ს და GeForce RTX 4070-ს. გამოქვეყნებული დიაგრამა აჩვენებს, რომ Ryzen AI Max+ 395 და მისი ინტეგრირებული Radeon 8060 უზრუნველყოფდა 50%-ით მეტ წარმადობას ზოგიერთ ტესტში. Borderlands 3-ში კი განსხვავება იყო უზარმაზარი - 68% AMD-ის სისტემის სასარგებლოდ. საშუალოდ, Radeon 8060 აღმოჩნდა 23.2%-ით უფრო სწრაფი დისკრეტულ RTX 4070-თან შედარებით. ეს შთამბეჭდავია და ასევე აჩვენებს, რომ AMD-ის ინტეგრირებულმა გრაფიკამ მიაღწია ისეთ წარმადობას, რომელსაც შეუძლია კონკურენცია გაუწიოს კონკურენტების დისკრეტულ მობილურ გრაფიკას. https://tinyurl.com/c9ytumes Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.