Magdalena Posted January 27, 2025 Posted January 27, 2025 Nvidia-ს GeForce RTX 5000 სერიის ვიდეო ბარათები, რომელთა წარდგენა მიმდინარე თვის დასაწყისში შედგა, გაყიდვაში გამოვა 30 იანვარს, მაგრამ არსებობს მზარდი მტკიცებულება, რომ ბარათების პირველი პარტია იქნება ძალიან მცირე, დეფიციტი კი თვეების განმავლობაში გაგრძელდება. ფოტოს წყარო: Nvidia შეგახსენებთ, რომ 30 იანვარს გამოვა GeForce RTX 5090 1999 აშშ დოლარად და GeForce RTX 5080 - 999 აშშ დოლარად, ხოლო უფრო ხელმისაწვდომი, 749 აშშ დოლარი ღირებულების GeForce RTX 5070 Ti თებერვალში უნდა გამოჩნდეს ბაზარზე. VideoCardz-მა შეაჯამა ღია წყაროებში არსებული ინფორმაცია ბაზარზე ამ ვიდეო ბარათების გამოშვების მომზადების შესახებ და აცხადებს, რომ ამ სერიის ვიდეო ბარათების დეფიციტი შეიძლება გაგრძელდეს სამი თვის განმავლობაში. ყოველ შემთხვევაში, ფლაგმანურ GeForce RTX 5090-თან დაკავშირებით ამ ვითარებისთვსი მომზადებას ითხოვს სისტემური ინტეგრატორი PowerGPU, რომელიც სპეციალიზებულია სათამაშო გადაწყვეტილებებში. ის უწოდებს GeForce RTX 5090-ის გამოშვებას Nvidia-ს ისტორიაში ყველაზე ცუდს ვიდეო ბარათის ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით. Nvidia-ს სამხრეთკორეული პარტნიორები Zotac-ის ადგილობრივი ოფისის სახით, აღნიშნავენ, რომ სერიის უფროსი ვიდეო ბარათები ადგილობრივ ბაზარზე გამოჩნდება არა უადრეს თებერვლისა, ხოლო GeForce RTX 5080-ის ხელმისაწვდომობაზე საუბარი ნაადრევია. ცნობილ რესურს BenchLife-ის მიხედვით მიწოდების შეფერხების ერთ-ერთი მიზეზი იყო ბაზარზე ახალი პროდუქტების გამოშვების ოპტიმალური დრო. ეს პერიოდი დაემთხვა ჩინურ მთვარის საახალწლო დღესასწაულს და Nvidia-ს ყველა ურთიერთქმედება მის აზიელ პარტნიორებთან, სავარაუდოდ, ამის შედეგად შენელდა. რაც შეეხება GeForce RTX 5070 Ti-ს, პოტენციურ მყიდველებს აქვთ მოლოდინი, რომ ეს ვიდეო ბარათი გაყიდვაში გამოვა არა უადრეს თებერვლის მეორე ნახევრისა. ბაზრის მონაწილეები ცდილობენ მიიღონ ზომები ვიდეო ბარათების სიმცირესთა დაკავშირებული სპეკულაციის თავიდან ასაცილებლად. დაწესდება შეზღუდვები შეძენილი ვიდეო ბარათების რაოდენობაზე არა მხოლოდ საცალო, არამედ საბითუმო დონეზეც. https://tinyurl.com/5n874bnx Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.