George Posted March 6, 2025 Posted March 6, 2025 სხვათაშორის პირველი გუნდი ამ წლის ნბა სეზონში ვინც შეძლო ფლეიოფის ადგილის განაღდება Cleveland Cavaliers, მანდ გასაოცარი არაფერია, სასწავლი სტარტი ქონდა მაგ კლუბს, ალბათ საუკეთესოც კი თავის ისტორიაში წელს, 20-1 თუ რაღაცა ეგეთი სტატისტიკა ქონდათ სეზონის დასაწყისში და არცაა გასაკვირი რომ შეინარჩუნეს დღემდე პირველი პოზიცია, თუმცა უკვე 10 წაგება დაუგროვდათ, რაც მაინც ძალიან ცოტაა, აგრეთვე მინიმუმ play-in საგზურები მოუპოვებია Oklahoma City Thunder და Boston Celtics, მაგასთან მინიმუმ კიდე რამდენიმე გუნდია უკვე ახლოს, თუმცა ეგ გუნდები რეალურათ play-in კი არა და მინიმუმ 6-ში გავლენ მგონია და შეძლებენ პლეიოფში თამაშს უეჭველი უკვე, play-in ყოველთვის ვერ ხვდები ფლეოფში და მაგიტომ, 4-ან ორი გუნდი გადის მარტო 7-10 ადგილებიდან და თან ორივე 1-2 ადგილებზე მიდიან პირველ რაუნდში, ანუ მანდ ფაქტიურათ სენსაცია უნდა მოხდეს ეგენი რომ მეორე რაუნდში მოხვდენ უკვე, ხანდახან ხდება ხოლმე ეგეთი რაღაცა, გააჩნია რომელი გუნდებია, ისე ფაქტია რომ ლეიკერსებს ეგეთი კარგი რეგულარული სეზიონი ძალიან დიდი ხანია აღარ ქონიათ, რავიცი შეიძლება დაჟე ლებრონას პერიოდში არც ყოფილა ეგ გუნდი მეორეზე ვესტ დივიზიონში, კი მოუგეს ერთხელ ნბა-ის ფლეიოფიც და მგონი ერთხელ კიდე ფინალში დამარცხდენ მაგრამ რეგულარულ სეზონში ბოლოს მეორეზე დაუსრულებიათ მინიმუმ ჩემპიონატი 2020 წელს, მაშინ საერთოდ პირველზე დაასრულეს ეგ სეზონი კლიპერს 4 მოგებით აჯობეს, თუმცა მილოუკი მაინც წინ იყო რეგულარულ სეზონში, ნბა ჩემპიონი კი კაკრაზ ლეიკერსები იყო მაგ წელს: https://en.wikipedia.org/wiki/List_of_NBA_champions მაგის შემდეგ ფინალამდე ვეღარ მივიდა ეგ გუნდი ლებრონას მეთაურობით, ეხლა თან დონჩიციც გადავიდა და მაგრა უბერავენ, მარტო ტრამვების გამო თუ ჩააფლავებენ ალბათ ფლეიოფსაც, არ იქნება ადვილი მაგ გუნდის მინიმუმ ლოს ანჟელესში დამარცხება, ეგ კი დიდი უპირატესობაა ფლეიოფში თავის მოედანზე რომ არ მარცხდები თითქმის, ისე ეურო 2025 კენჭისყრა ჯერ არ ყოფილა, ერთადერთი მარტო ცნობილია ის რომ ჩვენ ფინეთში აღარ ვითამაშებთ, რჩება პოლონეთი,ლატვია და კიპროსი, მაგ სამი ქვეყნიდან ერთ-ერთში მოხვდებით და რომელიმე მასპინძელს შევხდებით ალბათ, მანდ 6 გუნდიანი ჯგუფებია, 6-ან 4 გადის მეორე რაუნდში, და მერე გათამაშდება ფლეიოფის ადგილებიც უკვე, ბითაძე,მამუკელაშვილი,შენგელია და ამერიკელი ლეგიონერი თუ გვეყოლება ჩემი აზრით გვაქვს შანსები ფლეიოფის საგზურებზეც კი ვიბრძოლოთ სულ მცირე, ანუ მეორე რაუნდში მაინც გავიდეთ და მანდ უკვე უფრო ძლიერ გუნდებს როგორ ვეთამაშებით მაგაზე იქნება ფლეიოფის ადგილებიც დამოკიდებული Quote
George Posted March 19, 2025 Posted March 19, 2025 ისე მაგარი ბოი მიდის ნბა რეგულარულ სეზონში ფლეიოფის ადგილების მოსაპოვებლათ, ლეიკერსები წელს საკმაოთ კარგათ თამაშობენ და დონჩიჩმაც გააძლიერა გუნდი, თუმცა ბოლოს ლებრონა და დონჩიჩი ორივე ტრამვირებული იყო, მაგას კიდე ჰაჩიმურას ტრამვაც დაემატა და 4 თამაში წააგო პადრიათ მაგ გუნდმა, თუმცა ბოლო შეხვედრაში სან ანტონიო დაამარცხეს და მაინც მეოთხეზე მიდიან და მინიმალური ჩამორჩენა აქვთ მეორე ადგილთანაც კი, ბითაძეს ორლანდომაც მოულოდნელათ კლივლენდი დაამარცხა ვიეზდზე, თუმცა ალბათ მარტო 7-8 ადგილებისთვის იბრძოლებენ,რაც საშვალებას მიცემთ play-in თამაშის, მანდ კი კიდე ორი კლუბი გავა ასნავნოი ფლეიოფში https://www.nba.com/standings Quote
George Posted March 20, 2025 Posted March 20, 2025 სხვათაშორის ჩვენ ამერიკელ ლეგიონერს ნაკრებში რომ გვყავს კამარ ბოლდვინს ტრამვა მიუღია და ოპერაცია ჭირდებაო ხელზე, იმედია მოიშუშებს ტრამვას აგვისტოს ბოლომდე როცა უკვე ევრო უნდა დაიწყოს წელს, აი ბითაზე ტრამვის შემდეგ ისევ ათამაშდა, ბოლო შეხვედრა დათმო ორლანდომ მაგრამ კარგი 19 ქულა მოუგროვებია ჩვენ ბასკეტბოლისტს, სხვათაშორის მამუკელაშვილმა NYK შეხვედრაში იმენა სასწავლები აკეთა მოედანზე ლოლ 7 სამ ქულიანი ჩაუგდია და 34 ქულა მოაგროვა რაც საოცარი რეზულტატია 20 წუთში, ასნავნოი იგროკიც არ იყო მაგ შეხვედრაში მაგრამ ყველას აჯობა დაგროვილი ქულებით რასაც ქვია და მოიგო სან ანტონიომ ეგ შეხვედრა, ეგ მემგონი რეკორდია მაგის კარიერაში, მაგდენი ქულა აქამდე არასდროს მოუგროვებია, თუ არ ვცდები დეჟე 25 ქულაც არ ქონდა აქამდე აღებული ერთ შეხვედრაში ნბა-ში: https://www.nba.com/game/nyk-vs-sas-0022401003/box-score ნუ მცირე შანსები რჩება მაგ კლუბს play-in-ში მოხვედრის წელს, თუმცა 2 წაგებით მეტი აქვს ფენიქსზე და გაუჭირდებათ მაგათი გადასწრება სხვა გუნდები კი ბევრათ წინ არიან უკვე + ვემბანიამაც ტრამვირებული ყავთ და მაგის გარეშე მეეჭვება რამე ქნან წელს, მაგრამ კარგია ეგეთ დონეზე რომ ითამაშა მამუკელაშვილმა, იქნება ევროზეც კარგათ შეუნთოს სექტემბერში, ოღონდ ჯერ კენჭისყრა არ შემდგარა, ანუ რომელ გრუპაში ვითამაშებთ არაა გარკვეული ჯერ, აი orlando magic კი მოხვდება play-in-ში ალბათ უფრო 7-8 ადგილიდანაც კი, ანუ აქვს მაგ გუნდს მინიმუმ პლეიოფის პირველ რაუნდში გამოსვლის შანსდები ამ სეზონში, ეხლა ორივე ჩვენ ბასკეტბოლისტს საკმარისი იგრავოი პრაქტიკა ეძლევა ამ ეტაპზე ორივე კლუბში, ნუ სან ანტონიოში ნახევარი სასტავი ლაზარეტშია და მაგიტომ მამუკელაშვილი რეგულარულათ თამაშობს უკვე სკამეიკიდან, 2-3 წუთს აღარ აძლევენ აშკარათ სათამაშოთ, ბევრათ მეტი აქვს იგრავოი დრო უკვე, მამუკელაშვილის 34 ქულა 19+ წუთში რაც მოაგროვა ეგ თურმე ნბა რეკორდი ყოფილა ლოლ, ანუ მაგდენი ქულა ეგრე მალე დაჟე ლებრონასაც არ აუღია თურმე თავის კარიერაში Quote
George Posted March 27, 2025 Posted March 27, 2025 სერიოზული ბრძოლა მიდის ეხლა NBA რეგულარულ სეზონში ფლეიოფის ადგილებისთვის, განსაკუთრებით ვესტ დივიზიონში მიდის ძალზე სერიოზული კონკურენცია პირდაპირ ფლეიოფში მოსახვედრათ, გუშინ ინდიანა დაუმარცხებია ლეიკერსებს 120-119 ლოლ ვიეზდზე, ისევ ლებრონას ჩაუგდია ბოლო წამებზე გადამწყვეტი ბურთი: https://www.nba.com/standings ისე შედგა ევრობასკეტის კენჭისყრაც, ჩვენ ძალიან რთულ ჯგუფში მოვხდით, თუმცა კვიპროსში ვითამაშებთ და მგონი ეგ უფრო გვაწყობდა, კიპრი და ბოსნია გვეყოლება მინიმუმ დასამარცხებელი, კიდე ესპანეთი,საბერძნეთი და იტალია შეგხვდა, ანუ სამივე ჩვენზე ძლიერია, მეორე რაუნდში კი 6 გუნდიდან ოთხი გადის Quote
George Posted April 1, 2025 Posted April 1, 2025 გრძელდება სერიოზული ბრძოლა NBA რეგულარუს სეზონში ფლეიოფის ადგილებისთვის, განსაკუთრებით დაძაბული სიტუაციაა ვესტ დივიზიონში წელს სადაც 10 ადგილზე მინიმუმ ალბათ 11 გუნდი აგრძელებს ბრძოლას ძალზე აქტიურათ და იგივე სიტუაცაა ექსველში მოხვედრაზეც, მანდ სულ მცირე 8 კლუბი იბრძვის ამ მომენტისთვის პირდაპირი ფლეიოფის საგზურისთვის, რახან 7-10 ადგილზე გასვლის შემდეგ არა მარტო 1-2 სიდზე მიდიხარ პირველივე რაუნში, რაც კარგს არაფერს არ მოასწავებს, მანდ უბრალოთ კიდე ორი გუნდი გუნდა გამოაგდო სანამ გახვალ ფლეიოფში და მთლათ მარტივი არაა ლუბოი გუნდისთვის მაგის გაკეთება მძიმე სეზონის შემდეგ, ლეიკერსებს დღეს დილით დაუმარცხებია ჰიუსტონი საინტერესო შეხვედრაში, მანდ ამჯერათ დონჩიჩმა და ლებრონამ ვერ გამოიჩინეს ისე ძალიან თავი, რახან ფინიან სმიტს ქონდა კარგი თამაში და გეიბ ვინსენტს, რომელმაც დონჩიჩთან ერთად ორივე 20 ქულა მოაგროვა, მანდ ჯერ ლეიკერსები უფრო 3-6 ადგილისთვის იბრძვიან აქტიურათ და საკმაოთ სერიოზული რასპინაია აქვს ლოს ანჟელეს ამ ეტაპზე, თუმცა დაბრუნდენ დროულათ ტრამპის შემდეგ ბლომათ იგროკები, მათ შორის ლებრონა და დონჩიჩიც https://www.nba.com/standings ნუ ლეიკერსები ფაქტიურათ მესამე ადგილზე მიდიან წელს ისე კარგათ თამაშობენ ლოს ანჟელესში, მანდ მარტო 1 ადგილზე მყოფი ორი გუნდია ოდნავ წინ მოგება-წაგების სტატისტიკით წელს, მესამეზე კი ლეკეირსები მიდის, თუნდაც მაგიტომ იმსახურებს ეგ გუნდი ოთხეულში მოხვედრას ალბათ, თუმცა საშინელი სტატისტიკა აქვთ ვიეზდნოი შეხვედრებში, მანდ ლამის ყველა 30 გუნდიდა წელს მარტო 13 გუნდს თუ უსწრებენ, ანუ მინიმუმ გუნდების ნახევარი წინაა ლეიკერსებზე ვიეზდნოი შეხვედრების მოგება-წაგების სერიით, თუმცა ეგ სტატისტიკა შეიძლება გაუმჯობესდეს ფლეიოფში + უპირატესობა ექნება ლეიკერსებს თავიანთი ტრიბუნის მაინც პირველ რაუნდებში ალბათ ოთხელში თუ მოხვდებიან, მემგონი დაჟე 4 სიდი უფრო კარგი ვარიანტი იყოს შეიძლება ვიდრე 3 წელს, თუმცა ეგ უფრო სეზონის ბოლო შეხვედრებში გახდება ცნობილი ვინ სად ჯდება Quote
George Posted April 7, 2025 Posted April 7, 2025 ნელ-ნელა სრულდება უკვე ამ წლის გრძელი ნბა რეგულარული სეზონი, უბედური ბრძოლა მიდის ვესტ დივიზიონში 6 საგზურზე, ნუ უფრო ალბათ მაინც 3-8 პოზიციებზე მაინც, მაგრამ განსაკუთრებით 4-8 ადგილებისთვის მიდის ძალზე დაძაბული ბრძოლა ბოლო დარჩენილ შეხვედრებში, მანდ ფაქტიურათ ყოველი დღის შემდეგ იცვლება ხოლმე გუნდების ადგილები, რახან მიზერული სხვაობაა წაგება-მოგებაში 4-8 გუნდებს შორის, ფაქტიურათ ხშირათ 1 თამაშიც არაა განსხვავება ან ერთი მოგება მარტო, ეხლაც ეგეთივე სიტუაციაა რამდენიმე შეხვედრა რომ დარჩათ ჩასატარებელი, ნუ ბევრი გუნდები უკვე გამოვარდა კიდეც, ესტ დივიზიონში აშკარათ არაა ეგეთი ბრძოლამ, მანდ კაკრაზ თითქმის ყველაფერი გადაწყდა უკვე ვინ სად გადის, მათ შორის play-in კი ალბათ https://www.nba.com/standings მიახლოვებითი ტაბლიცაც უწერიათ რომელი კლუბი რომელს შეხვდება ეგრე თუ დაასრულეს ეგ სეზონი, მაგრმა ჯერ-ჯერობით ვესტ დივიზონში მაგას ვერც დაადგენ მინიმუმ კიდე რამდენიმე თამაშს სანამ არ ჩაატარებენ ალბათ, აი ოკლაჰომა სიტი ფაქტიურათ მოიგო მინიმუმ ვესტ დივიზიონი, შეიძლება რეგულალური სეზონიც მოიგონ, თუმცა მანდ გრძელდება ჯერ ბრძოლა კლივლენდთან, რომელმაც ეგ სეზონი საოცრათ დაიწყო და მერე ნელ-ნელა დაიწყო წაგებაც, ამიტომ ფაქტიურათ თანაფარდობაა ეხლა ოკლაჰომასთან ამ ეტაპზე, ორი წაგებაა განსხავება მაგ ორ გუნდს შორის, ორივე მოშებულია ეხლა და ისეთი დიდი მოტივაცია მემგონი აღარა აქვთ რეგულარული სეზონის მოსაგებათ, ისვენებენ მემგონი ფაქტიურათ ძალზე მძიმე სეზონის შემდეგ და ემზადებიან ფლეიოფისთვის, რახან ეგ უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ცალკე რეგულარული სეზონის მოგება, იმის გათვალისწინებით რომ ვესტ და ისტ დივიზიონები უკვე მოგებული აქვს ორივე კლუბს მასეთი ატრივით, ბოსტონს რჩება მარტო თეორიული შანსები კლივლენდის გადასასწრებათ, მაგრამ არა მგონია რამე გამოუვიდეთ უკვე, ისე ლოს ანჟელესი ძალიან რთული გამოსაგდები იქნება, ერთადერთი თუ შეუშლით ხელს ისევ ლებრონას და სხვა იგროკების ტრამვები, მათ შორის დონჩიჩის, ეგ ორი თუ ფორმაში იქნება მარტო რამდენიმე გუნდს თუ შეუძლია მაგათი მძიმე ბრძოლაში გამოგდება ფლეიოფის ფინალამდე, განსაკუთრებით ლოს ანჟელესშია რთული მაგ გუნდის დამარცხება წელს, მაგის ხარჯზე მიდიან უფრო 3 პოზიციაზე, კლივლენდის და ოკლაჰომას შემდეგ საუკეთესო რეზულტატი ქონიათ ამ ეტაპზე თავის მოედანზე წაგება-მოგება სერიაში Quote
George Posted April 9, 2025 Posted April 9, 2025 ისეთი პირი უჩანს რომ ფენიქსი ლამის ღველაზე მაღალი ბიუჯეტით ამ სეზონში ვერანაირ ფლეიოფში ვერ მოხვდება წელს და სულ ახლოსაა გამოვარდნასთან უკვე https://hoopshype.com/salaries/ თუმცა მაგ ჩარტში მეორეზე მინესოტა მოდის და ეგ გუნდიც ჯერ-ჯერობით მარტო თუ გადის play-in-ში, თუმცა ჯერ აქვს შანსები ექვსეულში მოხვედრის მაინც, არც თუ ისე ცუდი თან, ლეიკერსებმა მეორე პადრიათ შეხვედრა ნომერ პირველ სიდთან წელს დათმენს ამჯერათ დიდი ანგარიშით, თუმცა მაინც ინარჩუნებენ 3 პოზიციას, მაგრამ ძალიან ახლოს არიან დაჟე 7-8 ადგილზე მყოფი გუნდებიც კი და ჯერ გრძელდება ბრძოლა ექვსეულისთვის, მანდ ფაქტიურათ 3-4 ჩასატარებელი შეხვედრა დარჩა უმრავლესობა გუნდს რეგულარული სეზონის დასრულებამდე, თუმცა ლეიკერსებს მთლათ ადვილი შეხვედრები არა აქვს დარჩენილი, ფაქტიურათ სამივე თამაში იქნება მანდ მნიშვნელოვანი, მინიმუმ LA-ის მაინც https://www.nba.com/team/1610612747/lakers ალბათ მაგ 3 დარჩენილი შეხვედრიდან 3 ადგილი რომ შეინარჩუნონ მინიმუმ ორის მოგება ჭირდებათ, ეგეც გარანტირებული არ ექნებათ 3 ადგილი მაინც ალბათ, ისეთი დაძაბული ბრძოლა მიდის, არაა გამორიცხული 3-7 ადგილზე მყოფ გუნდებს ფაქტიურათ ერთნაირი მოგება-წაგება ქონდეთ 82 ჩატარებული შეხვედრის შემდეგ, რაც ტარდება წელს რეგულარულ სეზონში play-in-მდე და სანამ დაიწყება ფლეიოფი უკვე, მანდ ეხლა ყველა გუნდი სხვადასხვა ფორმაში იმყოფება, მაგრამ დაჟე ბოლო 10 ჩატარებული შეხვედრაც არაფერზე არ მეტყველებს, თვითონ ფლეიოფი სულ სხვა დონის ტურნირია და მანდ იგროკების ეხლანდელი და შემდგომი ფორმა + ვინ იქნება ლაზარეტში ვის შეეძლება თამაში ეგეც იმოქმედებს ძალიან ვინ სად ამოყოფს წელს თავს ფლეიოფში უკვე ცალკე Quote
George Posted April 14, 2025 Posted April 14, 2025 მოკლეთ დღეს დილისკენ დასრულდა ნბა რეგულარული სეზონი, ბოლო ტურამდე მიდიოდა ბრძოლა ფლეიოფის ადგილებისთვის ვესტ დივიზიონში სადაც 6 ადგილზე ბრძოლობდა სრაზუ 8 გუნდი, მანდ ბანალურათ ლეიკერსებს აღარ მოუკლია პორტლანდთან თავი და მთლათ მეორე სასტავი გამოუყვანიათ და უმწარესათ წააგეს ვიეზდზე, თუმცა წელს კაკრაზ ვიეზდნოი შეხვედრების მოგება ძალიჯან უჭირს მაგ გუნდს, ზატო თავის მოედანზე მესამე რეზულტატი დააფიქსირეს ყველა გუნდებს შორის, ბოსტონსაც კი აჯობეს და მარტო ოკლაჰომა და კლიპერსი იყო წელს ლეიკერსებზე წინ home სერიაში, მანდ საოცარი თამაში იყო კლიპერსებს და გოლდენ სტეიტს შორის სადაც ოვერტაიმში კპილერსმა გამოაგდო გოლდენ სტეიტი და თვითონ დაუეფლა ფლეიოფის ადგილს, კარის გუნდი კი ითამაშებს play in-ში, თუმცა 7 პოზიციაზე არიან და მანდ ორი შანსი გაქვს გახვიდე პლეიოფში, პირველი შეხვედრა თუ მოიგე მიდიხან მეორე სიდზე, ანუ ჰიუსტონზე, მეორე პაპიტკით თუ გავლენ მაშინ უკვე უფრო ძლიერი ოკლაჰომას უნდა შეხვდენ, არაა გამორიცხული ორივე კლუბთან დამარცხდენ, რახან ეგენი წელს ადვილი გამოსაგდები არ იქნება და ეგ მინიმუმ ალბათ, ყველაფერი ასნავნოი იგროკების ფორმაზე და ტრამვებზე იქნება როგორც ყოველთვის დამოკიდებული, ნაგეტმსაც ადვილათ დაამარცხდა ჰოუსტონი, რომელსაც აგრეთვე აღარაფერი აღარ ჭირდებოდა და მეორეზე იყო ისედაც გასული, მინესოტამ კი ბოლო მომენტში მოახერხა ექვსეულში შესვლა გოლდენ სტეიტის რამდენიმე წაგების შემდეგ ბოლო შეხვედრებში, თორე იყო მომენტი გოლდენ სტეიტს რომ შეეძლო მესამეზეც გასვლა და მერე დაატორმუზეს ისევე და დათმეს რამდენიმე შეხვედრა, წელს საინტერესო ფლეიოფი გველოდება, თუმცა მანამდე play in 2 რაუნდიანი ტურნირია საკმაოთ საინტერესო, მანდ ბითაძეს ორლანდოც 7 სიდია და აქვს კარგი შანსები ბოსტონზე ან კლივლენდზე გასვლის, თუმცა მაგ კლუბებთან ფავორიტი ნამდვილათ არ იქნება რომც შეძლონ მაგის გაკეთება, თუმცა ფლეიოფში თამაში მაინც პრესტიჟულია ლუბოი კლუბისთვის https://www.nba.com/standings La იწყებს კაკრაზ მინესოტასთან პირველ რაუნდს, საინტერესო პარა უნდა იყოს კლიპერსი და ნაგეტსი, კლიპერსიც ბოლო ტურებში ათამაშდა მოშნათ და დაჟე გოლდენ სტეიტსზე სტაბილურათ იგებდენ და დაიმსახურეს მაგათმაც ექვსეულში ადგილი, თორე ერთი პერიოდი ლამის დალასთან ერთად მიდიოდენ 7-8 პოზიციებზე, ისე საოცარი სეზონი ქონდა ჰოუსტონსაც, დიდი ხანია მაგ კლუბს ეგრე კარგათ არ უთამაშია მგონი რეგულარულ სეზონში, ნუ წინა სეზონში ალბათ ახსოვს ბევრს 11 გავიდნენ, ანუ play in ვერ მიაღწიეს, როგორც წელს მობუქსავე კარგათ დაკომპლექტებულმა ფენიქსმა, ჰიოსტონი საერთოდ 2020 წელს ყოფილა ბოლოს ოთხეულში ეხლა რომ ვნახე, ანუ დიდი ხანია მეორეზე ეგ კლუბი არ გასულა რეგულარულ სეზონში, აღარც შემიმოწმებია ბოლოს როდის იყვნენ მაგ პოზიციაზე Quote
George Posted April 17, 2025 Posted April 17, 2025 ისე დაიწყო უკვე NBA play in ტურნირიც და დაფიქსირდა რამდენიმე ცოტა მოულოდნელი რეზულტატიც პირველი 4 შეხვედრის შემდეგ: https://www.nba.com/games?date=2025-04-15 ნუ გოლდენ სტეიტი და ბითაძეს ორლანდო მეჯიკი გავიდა 7 სიდით ამ წლის ფლეიოფის პირველ რაუნდში უკვე, თუმცა გოლდენ სტეიტს ცოტა გაუჭირდა მაინც უპორნი მემფისის დამარცხება თავის მოედანზეც კი, მანდ ძალიან მაგარი თამაში აჩვენა ჯიმი ბატლერმა, რომელიც თებერვალში გადავიდა კარის გუნდში, კარიმაც ბლომათ ქულები მოაგროვა, თუმცა ჩემი აზრით მემფისი იმსახურებს 8 სიდს მაინც ამ ფლეიოფში, დაჟე 3 მიდიოდა ეგ გუნდი მახსოვს და მაგარი ჩავარდნა ქონდა და მარტო ბოლო შეხვედრაში გამოვარდენ ექვსეულიდან, სხვათაშორის 9 სიდით ვინც გამოდიოდა ორივე გუნდი უშანსოთ დამარცხდა თავის მოედანზე, საკრამენტომ წააგო დალასთან, ჩიკაგომ კი მაიმისთან, თან ყოველგვარი ზაცეპკის გარეშე, რაც ცოტა უცნაურიცაა მემგონი, მაგრამ ნბა-ში ხდება ეგეთებიც ხანდახან, არა მარტო რეგულარულ სეზონში, ხვალე გათამაშდება 8 სიდის ვინაობაც ორივე დივიზიონში, მანდ ფენიქსი ხვდება დალას და მემგონი მეტი შანსები აქვს ფლეიოფში გასვლის მაინც თავის მოედანზე უკვე, ატლანტა კი მაიამის, მანდაც მგონია ატლანტაა მაინც ფავორიტი, მაგრამ აქვს მაიამისაც შანსები კარგათ დაასრულოს ეს სეზონი და მაინც გაძვრეს ფლეიოფში მინიმუმ პირველ რაუნდში მაინც, ისე გოლდენ სტეიტს აქვს შანსები დაჟე მეორე სიდის ჰიუსტონის გამოგდების, ვერ ვიტყოდი რომ მთლათ აუტსაიდერი იქნება მაგ პარაში, მძიმე ბრძოლაში მაინც შეუძლია 4-3 ან 4-2 გამოგდება ჰიუსტონის, თუმცა ბევრი რამე კარის და ბატლერის ფორმაზე იქნება დამოკიდებული და ჰიუსტონის დაცვაზეც ალბათ Quote
George Posted April 19, 2025 Posted April 19, 2025 მოკლეთ გუშინ გახდა ცნობილი ბოლო ორი ფლეოფის მონაწილეც play-in ტურნირიდან, ნუ მანდ მაიამი მოულოდნელათ გაძვრა 10 პოზიციიდან პლეიოფში, ძველი წესებით საერთოდ ვერ გამოვიდოდა play-in სანამ დაწესდა სადაც 7-8 ადგილზე გასულები პირდაპირ აღარ ხვდებოდენ უკვე ფლეიოფში და მარტო 9-10 ადგილზე გასული გუნდების დამარცხების შემდეგ გადიოდენ ფლეიოფში, თუმცა მემფისი მაინც მოხვდა 8 პოზიციიდან ფლეიოფში, ადვილათ შეძლეს მობუქსავე დალასის დამარცხება, ეგ კლუბი რაც დონჩიჩი გადავიდა ლეიკერსებში, სადაც ძველი სასტავიც არ თამაშობდა ცუდათ მანამდე და მაგის გადასვლის შემდეგ მთლათ გაძლიერდა LA, ვეღარ თამაშობს დამაჯერებლათ, ნუ ენტონი დევისი კი ყავდათ, მაგრამ მემფისთან უშანსოთ დათმეს ეგ შეხვედრა გუშინ https://www.nba.com/standings შეუნთებენ ხვალე უკვე პირველ კრუგში, ვნახოთ აბა წელს ვინ ითამაშებს ბოლო სტადიებზე, ვინც არ უნდა გავიდეს მეეჭვება ადვილათ შეძლონ მაგის გაკეთება, მინიმუმ ალბათ კლუბების ნაწილმა მაინც, რახან ხანდახან ფლეიოფში არის ერთი გამორჩეული კლუბი რომელიც ყველას უგებს და ადვილათ გადის ფინალამდე და ხანდახან ფინალსაც იგებს ხოლმე, თუმცა ყოველთვის ეგრე არ ხდება და ხანდახან სერიოზული ბრძოლებია დაჟე ფინალში გასასვლელათაც კი Quote
George Posted April 21, 2025 Posted April 21, 2025 მოკლეთ დაიწყო ნბა ამ წლის ფლეიოფიც, საკმაოთ საინტერესოთ დაიწყო პირველი რაუნდი: https://www.nba.com/games?date=2025-04-19 გუშინ მწარეთ გაუსხია ლოს ანჟელესში ლეიკერსებს, მანდ დონჩიჩის გარდა ყველამ ჩააგდო ეგ შეხვედრა, თუმცა ლებრონამ კი მოაგროვა 19 ქულა მაინც, მინესოტამ ძალიან კარგი შეხვედრა ჩაატარა და უშანსოთ გაიმარჯვა, დამარცხდა დღეს ჰიუსტონიც გოლდენ სტეიტსთან 10 ქულით თან თავის მოედანზე https://www.nba.com/games?date=2025-04-20 დანარჩენ შეხვედრებში დიდათ მოულოდნელი რეზულტატები მემგონი არ ყოფილა მაინც, ვნახოთ აბა შემდეგ შეხვედრებში რანაირათ განვითარდება მოვლენები, 1-2 სენსაცია შეიძლება პირველივე რაუნდში დაფიქსირდეს, თუმცა ალბათ 6 სიდმა თუ 3 გამოაგდო ეგ სენსაცია აღარაა დიდათ მაინც, უფრო შეიძლება 2 თუ დამარცხდა 7 ან 1 8 სიდთან ეგ იყოს სენსაცია უკვე Quote
George Posted May 2, 2025 Posted May 2, 2025 საინტერესოთ ვნითარდება მოვლენები ნბა პირველ რაუნდში, მოკლეთ გამოვარდა უშანსოთ არა მაგრამ საკმაოთ საშვალო დონის თამაშით განსაკუთრებით დაცვაში რაც ქონდა ლეიკერსები, ძლიერმა მინესოტამ დაამარცხა 4-1, მანდ მინიმუმ 2 წაგებულ შეხვედრაში ქონდა ალბათ შანსები გამარჯვების ლეიკერსებს, მაგრამ მეოთხე პერიოდი ჩააგდეს მაგ შეხვედრებში და დამარცხდენ ერთში 3 ქულით და ბოლო შეხვედრაში 7 უკვე, ეგ არაა ნამდვილათ დიდი ჩამორჩენა, ბანალურათ არ გაუმართლათ ალბათ კარგ ფორმაში მყოფ მინესოტას რომ შეხვდენ პირველივე რაუნდში, ფაქტიურათ ეგეთ ჩამოკიდებულ ვიდშია მეორე სიდიც, ჰიუსტონიც 3-1 აგებდა გოლდენ სტეიტთან და მოიგეს ბოლო შეხვედრა, თუმცა ეხლა კარის მოედანზე თამაშობენ და მანდ შეიძლება დახუროს ეგ სერია კარიმ და კამპანიამ, ბატლერიც დაბრუნდა კანტუზიის შემდეგ და დაეხმარება ალბათ ძლიერი ჰიუსტონის გამოგდებაში, მერე კაკრაზ მინესოტაზე მიდიან მეორე რაუნდში https://www.nba.com/standings პრინციპში 3 გუნდის ვინაობა დარჩა გასარკვევი კიდე, ზოგ პარებში ცოტა მოულოდნელი რეზულტატი დაფიქსირდა, იმდენათ შეიძლება გამოვარდნით არა როგორც ანგარიშით ალბათ, ანუ შეიძლებოდა უფრო სერიოზული ბრძოლაც ყოფილიყო მაგ პარებშიც, პირველ რიგში LA გარდა თავისი სერია ჩააგდო ალბათ მილოუკიმ, თან იანისა კი თამაშობდა, მანდ ალბათ სხვა იგროკებმა აჩვენეს ცუდი დონე, იგივე მოხდა ლეიკერსებშიც, ალბათ დონჩიჩს და ლებრონას ცუდათ სულაც არ უთამაშიათ, თუ ჩააგდეს მაქსიმუმ 1 თამაში ორივემ, სხვა იგროკებმა აჩვენეს ცუდი დონე და მაგიტომ წააგო უფრო ლეიკერსებმა, იგივე ჰაჩიმურა და რივსი იდეალურ ფორმაში აღარ ყოფილა, დონჩიჩმა ერთი შეხვედრა ჩააგდო ავათ რომ იყო, 40+ ქულიან თამაშებს კიდე ფლეიოფში ვერავის ვერ მოსთხოვ მემგონი, 30+ ქულას კი ხშირათ აგროვებდა პირველ რაუნდშიც დონჩიჩი მაინც, როგორც ლებრონა 20+ მაინც, მასეთი ასაკისთვის მშვენივრათ თამაშობდა ლებრონა ამ წელს მაინც, 4-1 წაგების მიზეზი ჩემი აზრით საერთო ფორმაა სხვა ბასკეტბოლისტების, ვნახე ორი თამაში მაგ 5-ან ისე Quote
George Posted May 3, 2025 Posted May 3, 2025 პირველ რაუნდში სრაზუ ორ პარაში დაჭირდა 7 შეხვედრის ჩატარება, როგორც მოსალოდნელი იყო ორივე პარა ვესტ დივიზიონიდანაა, ნუ გოლდენ სტეიტი თითქოს საკმაოთ დამაჯერებლათ ამარცხებდა ჰიუსტონს თავიდან 3-1, ნუ ეგეთივე ანგარიში იყო როგორც LA-wolves პარაში, თუმცა ბოლო მომენტში გამოხტა ამ რეგულარული სეზონის პრობლემები გოლდენ სტეიტს რაც ქონდა მანამდე და შეძლო მეორე სიდმა მაგ დაპირისპირებაში ანგარიშის გათანაბრება და ეხლა ჰიუსტონს აქვს უკვე ალბათ უპირატესობა 7 შეხვედრას რახან თავის მოედანზე ატარებენ, დღეს ტარდება კიდე ბოლო 7 შეხვედრა დენვერის და კლივლენდის პარაში, ნუ მანდ ყველაზე პროგნოზირებადი იყო შეიძლება 3-3 რახან 4-5 სიდი ხვდება მაინც ერთმანეთს და დიდი სხვაობა არაა მაგ ორს შორის ალბათ კლასში წელს Quote
George Posted May 5, 2025 Posted May 5, 2025 ლოლ საინტერესო და ცოტა მოულოდნელი პარა შეიკრა ვესტ დივიზონის ნახევარფინალში, გოლდენ სტეიტსმა ამჯერათ საკმაოთ ადვილათ დაამარცხა ვიეზდზე ჰიუსტონი, თუმცა მანამდე ლამის უშანსოთ აგებდა ბოლო 3 თამასში პადრიათ, ამიტომ მინისეტა-გოლდენ სტეიტსი ითამაშებს ნახევარფინალში, რომლებსაც უფრო მძიმე რეგულარული სეზონი ქონდა წელს და მარტო ბოლო მომენტში მოხვდენ ფაქტიურათ ფლეიოფში, მოკლეთ 6-7 სიდი იშვიათათ ნბა ნახევარფინალში რომ თამაშობდეს, რომ გადახედო ისტორიულ სტატისტიკას რედკათ ნახავ ეგეთ პარას ალბათ წინა წლებში, ათწლეულებში თუ არა https://www.nba.com/standings გუშინ ისე მეორე რაუნდის პირველი შეხვედრაც ჩატარდა და ინდიანამ მოულოდნელათ დაამარცხა ნომერ პირველი გუნდი ამ წლის რეგულარული სეზონიდან კლივლენდი, რომელიც მანამდე უშანსოთ უგებდა მაიამის წინა რაუნდში, მაგრამ მანდ კარგ ფორმაში მყოფ ინდიანასთან დამარცხდენ თავის მოედანზე თან, ინდიანას აქვს მემგონი კარგი შანსები ამ წლის ისტ დივიზიონის ფინალშიც ითამაშონ, მაგარ ფორმაშია ეგ კლუბი და რეგულარულ სეზონზე სერიოზულ ბასკეტბოლს აჩვენებს ფლეიოფში წელს, თუმცა რეგულარულ სეზონშიც ქონდათ კარგი სერია საკმაოთ წელს და მეოთხე სიდია ბოლო-ბოლო, ანუ სუსტი გუნდი ნამდვილათ არაა, მაგრამ ქონდათ წაგებები წელს არც თუ ისე იშვიათათ, მაგიტომ მარტო მეოთხე ადგილიდან გავიდნენ ფლეიოფში, რაც მაინც არაა ცუდი რეზულტატი მაგ გუნდისთვის ალბათ Quote
George Posted May 5, 2025 Posted May 5, 2025 ასე 10-12 დღის იკან სადღაც ვნახე ნბა ფლეიოფის პირველი რაოუნდის ორი შეხვედრა Web-dl 1080P 50-60fps-ში, ნუ ორივე თამაში La-wolves პარიდან ამოვარჩიე მაინც, ჯერ მეორე შეხვედრას ვუყურე მაგ პარიდან, სეტანტას ტრანსლიაციაც დაიდო, თუმცა მოგვიანებით VK ტრანსლიაციაც დადეს კარგი რუსული კომენტარით https://rutracker.org/forum/viewtopic.php?t=6682412 ეგ ჯობდა თან ვიდეოტრანსფერით, არ ლაგავდა და სკაისპორტის ტრანსფერი იყო თან ნორმა დეტალიზაციით, თვითონ თამაში საკმაოთ უპორნი გამოვიდა, როგორც ალბათ ფაქტიურათ ყველა მაგ სერიის შეხვედრები, ძალზე დიდი ანგარიშით არცერთ გუნდს არცერთ შეხვედრაში არ გაუმარჯვია, ნუ პირველის გარდა სადაც მინესოტას ქონდა მოულოდნელათ 22 ქულიანი უპორატესობა, არ ვიცი საერთოდ თუ შეიძლება მინესოტას ადვილათ განადგურება მაგ ფლეიოფში, სხვერხმძიმე დასამარცხებელი კლუბი ჩანს მემგონი ძალიან კარგი დაცვით და ძლიერი ატაკით, ამიტომ ლოს ანჟელესი მოულოდნელათ დამარცდა პირველ შეხვედრაში და მეორეში აუცილებლათ უნდა გაემარჯვა, მაგის გაკეთება გამოუვიდა, ისე დაცვამ ითამაშა ამჯერათ საკმაოთ კარგათ და უფრო მაგის ხარჯზე გაიმარჯვეს, თან ჩააგდო ეგ შეხვედრა მინისოტას ზაპასმა აშკარათ, მარტო გამოვყოფდი ენტონი ედვარდს 25 ქულით და ჯულიუს რენდლს 27 ქულით, ლოს ანჟელესიდან გამოვარჩევდი ლუკა დონჩიჩს, რომელიც ავათ იყო უკვე მესამე შეხვედრაში და ცუდი თამაში ქონდა, მანდ კი 31 ქულა მოაგროვა, ლებრონამ კი 21 ქულა მარტო, ისე ვერ აჩვენა მაქსიმუმი რივსმა მაგ სერიაში, არ იყო ეტყობა ფორმაში, ზამენამაც ცუდათ ითამაშა და უფრო მაგის გამო დამარცხდა ლოს ალჟელესი, ლებრონას აღარ შეუძლია მარტოკა გამარჯვება უკვე მაგ ასაკში, დონჩიჩიც ხან თამაშობდა კარგათ ხან არა, დაცვაში ქონდათ კიდე პრობლემები, თუმცა ეგ შეხვედრა კი მოიგეს 95-84, ვნახე მესამე თამაშიც, ეგ უკვე ინგლისური კომენტარით ვნახე Web-dl 1080P 60ფპს, მანდ უკვე მინესოტას ქონდა უპირატესობა, განსაკუთრებით ცუდათ ითამაშა LA მესამე და მეოთხე პერიოდი საკმაოთ კარგი მეორე პერიოდის შემდეგ სადაც 5 ქულიანი სხვაობა კი ქონდათ თავიდან, დონციჩი იყო ავათ მაგ თამასში თან, ანუ ნაწილობრივ ბოლო პერიოდში ჩავარდნა მაგიტომაც ქონდათ ატაკაში განსაკუთრებით, თან ენტონი ედვარდსმა ითამაშა ძალიან კარგათ ატაკაში და 29 ქულა მოაგროვა,თუმცა საუკეთესო ალბათ ჯეიდენ მაკდანიელსი იყო, რომელმაც 30 ქულა მოაგროვა, ჯულიოს რენდლიც კარგათ გამოვიდა და 22 ქულის მოგროვება შეძლო, ნუ ლეიკერსებიდან ლებრონამ 38 ქულა მოაგროვა, თუმცა მაინც უშანსოთ დამარცხდენ მაგ შეხვედრაში, რივს ქონდა ალბათ საუკეთესო შეხვედრა მაგ სერიაში და 20 ქულა მოაგროვა, დონჩიჩმა კი 17, რომელიც მგონი გრიპით თამაშობდა ლამის მაგ შეხვედრაში, 116-104 დამარცდენ და ეგ შეიძლება გადამწყვეტი წაგებაც კი იყო მაგ სერიაში, ნუ მინიმუმ გარდატეხა მაგის შემდეგ მოხდა და შემდეგი ორი შეხვედრაც წააგო LA, თუმცა უფრო პატარა ანგარიშით, ალბათ 4 შეხვედრაში ქონდათ ყველაზე კარგი შანსები ანგარიშის გათანაბრების და 3 ქულით წააგეს მარტო, მეხუთეში კი ისე კარგათ ვეღარ გამოიყურებოდნენ და 7 ქულიანი სხვაობით დამარცხდენ ლოს ანჟელესში, თან მანდ მარტო მესამე პერიოდის ბოლოს შეძლეს 2 ქულით წინ გაჭრა, ეგრე გაუჭირდათ მინისოტას წინააღმდეგ თამაში, მეოთხე შეხედრაში იყვნენ წინ დაჟე 12 ქულითაც კი და ეგ თამაში უნდა მოეგოთ თუ უნდოდათ შემდეგ რაუნდში გასვლა, ალბათ ეგ იყო უფრო გადამწყვეტი წაგება მაგ სერიაში, თუმცა ალბათ გაუჭირდებოდათ მინისოტას 4-3 გამოგდება მაინც, რომც გაგრძელებულიყო უფრო დიდხანს ეგ სერია, ისე დენვერსაც გაუჭირდებათ ადვილათ მაგ კლუბის გამოგდება, შეიძლება ისევ 7 შეხვედრის ჩატარება დაჭირდეთ მეორე რაუნდშიც Quote
George Posted May 11, 2025 Posted May 11, 2025 მაგარი ბოი მიდის ყველა პარებში კონფერენციის ფინალში გასასვლელათ, შანსები ჯერ არცერთ კლუბს არ დაუკარგია, თუმცა საკმაოთ სტრანი რეზულტატები დაფიქსირდა რამდენიმე პარაში მაინც https://www.nba.com/standings Quote
George Posted May 16, 2025 Posted May 16, 2025 საკმაოთ საინტერესოთ ვნითარდება ნბა ფლეიოფის მეორე რაუნდის დაპირისპირებები, უკვე 4 კონფერენციის ფინალიდან ორი პარაა ცნობილი: https://www.nba.com/standings მინესოტამ გოლდენ სტეიტსიც გამოაგდო 4-1 ანგარიშით, როგორც მანამდე კიდე უფრო ძლიერი ლოს ანჟელესი, ნუ გოლდენ სტეიტსმა რაც კარი დაემტვრა უშანსოთ დათმო შემდეგი 3 შეხვედრა უკვე, ლეიკერსების გამოგდება მაინც 4-1 ანგარიშით უფრო გაუჭირდა მინესოტას, მაგრამ მემგონი მანდ ენტონი ედვარდსზე მოშნათ მაგ სერიაში ჯულიუს რენდლი თამაშობს, მაგ გუნდს თან დაცვაც საკმაოთ კარგი აქვს და ადვილი გამოსაგდები არაა აშკარათ, თუ დამარცხდენ მგონია 4-2 ან 4-3 ანგარიშით შემდეგ რაუნდებში, ინდიანაა საოცარ ფორმაში კიდე, გამოაგდო კლივნლენდი 4-1 მაგ კლუბმა, თუმცა ფავორიტი მაგ პარაში კლივლენდი უფორ ითვლებოდა ალბათ, ცუდ დღეშია წინა წლის ჩემპიონი ბოსტონიც, თუმცა 3-1 შემდეგ ერთი შეხვედრა მოიგეს და ეხლა 3-2 ნიუ იორკი ეცდება მაგ სერიის დახურვას, თან ტატუმმა მძიმე ტრამვა მიიღო და ეგ ვეღარ დაეხმარებათ უკვე შემდეგ შეხვედრებში, დნევერ ნაგეტსი კი არ ნებდება და ისევ 7 შეხვედრა იქნება მეორე რაუნდშიც, მანამდე კლიპერსი გამოეგდეს ეგეთივე ანგარიში რომ იყო, ეხლაც 3-3, თუმცა ალბათ ოკლაჰომაა მაგ პარაში ფავორიტი მაინც Quote
George Posted May 19, 2025 Posted May 19, 2025 მოკლეთ შეიკრა უკვე ამ წლის ნბა ფლეიოფის კონფერენციის ფინალის კვარტეტიც, ამ სეზონში საკმაოთ უცნაური პარები გავიდნენ მაინც ფინალში: https://www.nba.com/standings დენვერი ამჯერათ განდგურდა ძალიან მაგარ ფორმაში მყოფ ოკლაჰომა სიტი თუნდერთან, რომელიც საუკეთესო გუნდი იყო რეგულარულ სეზონში, მაგრამ დენვერის გამოგდება მაქსიმალურათ გაუჭირდათ მაინც, ჩემი აზრით მაინც ასე თუ ისე აქვს ლოგიკა მასეთი პარები რომ გავიდნენ ფინალში, სხვა კლუბებმა ვერ აჩვენა ბევრმა თავისი მაქსიმუმი, ზოგი ვედუში იგროკები დაღლილი იყო უკვე მძიმე სეზონის შემდეგ, ზოგი კი ტრამვირებული და მაგის გამო ეგეთი კლუბები გავიდნენ ფინალში, ბევრი მათგანი სერიოზულ ბასკეტბოლს აჩვენებდა მაინც, მინიმუმ პერიოდულათ მაინც ყოველ შეხვედრაში თუ არა Quote
George Posted June 1, 2025 Posted June 1, 2025 მოკლეთ დღეს მოვიცალე და ვნახე ინდიანა-ნიუ იორკის მეხუთე შეხვედრაც, სადაც ინდიანას ქონდა შანსები მაგ სერიის დახურვის, მაგრამ ფაქტიურათ უშანსოთ დამარცხდენ, ცოტა გაცვეთილი სეტანტას ტრანსლიაცია იყო 1080i-ში რუსული კომენტარით, თუმცა ლაგები არ ქონია და ისეთი ცუდი დეტალიზაციაც არ ქონია რომ ვერ გეყურებინა თამაშისთვის პოლნი ეკრანზე ჩემ 27 ინჩიან მონიკზე, ისე ისეთ ფორმაში იყო მანამდე ინდიანა რომ მეგონა მაგ შეხვედრას მოიგებდენ, მაგრამ რეალურთ მგონი ყველაზე ცუდი შეხვედრა ჩაატარეს მაგ კონფერენციის ფინალში, განსაკუთრებით ალბათ მესამე პერიოდის ბოლოს გახდა ცნობილი რომ უკვე ინდიანას აღარაფერი უშველიდა და წააგეს ეგ შეხვედრა, მაქსიმალური სხვაობა 22 ქულა იყო, საბოლოო ჯამში კი ნიკსმა მოიგო ეგ თამაში 111-94, ინდიანა კი მაგ სერიაში პირველათ ვერ გაცდა 100 ქულიან რუბეჟს, ინდიანადან მაგ შეხვედრაში ალბათ მარტო მატურინს გამოვყოფდი 23 ქულით, სიაკიმმა ვერ აჩვენა კარგი თამაში და 15 ქულა მოაგროვა, ჰალიბარტონმა კი ვაბშე ჩააფლავა ეგ შეხვედრა და მარტო 8 ქულის მოგროვება შეძლო, ნიკერბოკერში ჯალენ ბრონსონი იყო საუკეთესო მაინც 32 ქულით, კიდე გამოირჩეოდა კარლ ენტონი ტაუნსი, რომელმაც 24 ქულის მოგროვება შეძლო, სხვათაშორის ეხლა სრულდება მეექვსე შეხვედრა მაგ სერიაში, მეორე ვესტ კონფერენციის სერია კი მალევე დასრულდა, მანდ თითქმის უშანსოთ დაამარცხა ოკლაჰომამ მებრძოლე მინესოტა, ედვარდსმა ვერ აჩვენა კარგი თამაში მაინც მაგ სერიაში, ალბათ ოკლაჰომა ვინც არ უნდა გავიდეს ფინალში ფავორიტი იქნება მაინც, გაუჭირდება ინდიანას ან მითუმეტეს ნიუ იორკს მაგ გუნდთან ჭიდილი, დღევანდელ შეხვედრასაც ვნახავ ალბათ ხვალე სანამ როლან გაროსის მეოთხედფინალებს ჩავუჯდები მიდვიკიდან უკვე, ინდიანას დღესაც შეუძლია გავიდეს ფინალში, რახან თუ ისევ წააგეს ალბათ ფავორიტი ბოლო თამასში უკვე ნიკსი იქნება მაინც, მითუმეტეს იმათ მოედანზე იქნება მეშვიდე თამაში უკვე Quote
George Posted June 2, 2025 Posted June 2, 2025 ვუყურე დღეს მეექვსე და როგორც აღმოჩნდა ბოლო დაპირისპირებას ინდიანა-ნიუ იორკის პარაში, ამჯერათ დაიდო IPTV 1080P 50fps tnt კანალის ტრანსფერი, რაზეც სეტანტას რუსული კომენტარი ქონდა დამატებული, ეხლა უკვე ნიქსკებმა ჩააგდეს ეგ თამაში, პირველ რიგში ალბათ მაინც დაცვაში უფრო, თუმცა ისეთი კარგი შეხვედრა უკვე აღარ ქონია ატაკას მაგ თამასში და თვითონ ინდიანას სკამეიკა თამაშობდა ძალიან კარგათ თან და ლიდერებმაც გააძლიერეს თამაშის დონე მაგ შეხვედრაში უკვე, ნუ მანდ სადღაც მესამე პერიოდამდე საკმაოთ როვნი თამაში მიდიოდა მაქსიმუმ 4-5 ქულიანი ინდიანას ატრივით, რომელსაც ადვილათ ქვითავდა თავიდან ნიუ იორკი, თუმცა მესამეში ჩავარდნა ქონდა ნიქსებს და ინდიანამ 15+ ქულიანი ატრივი გააკეთა უკვე, საბოლოო ჯამში კი საკმაოთ ადვილათ დახურეს ეგ თამაში 125-108 და 4-2 ანგარიშით მოიგეს east კონფერენციის ფინალი, ნიუ იორკიდან ჯალენ ბრონსონს უფრო ცუდი შეხვედრა ქონდა და 19 ქულის მოგროვება შეძლო მარტო, საუკეთესო ანუნობი იყო მაგ შეხვედრაში 24 ქულით და კარლ ენტონი ტაუნსმა 22 ქულა მოაგროვა, ინდიანადან ისევ სიაკიმს ქონდა ძალიან კარგი თამაში ატაკაში და 31 ქულა აიღო მაგ კამერუნელმა ბასკეტბოლისტმა, ადრე რომ ტორონტოში თამაშობდა, ჰალიბარტონიც ბევრათ კარგათ გამოიყურებოდა მაგ შეხვედრაში და შეძლო 21 ქულის მოგროვება, კიდე გამოვყოფდი ობი ტოპინს მაინც 18 ქულით, ალბათ ეგ ქულები აღმოჩნდა გადამწყვეტი უკვე მაგ შეხვედრაში, ანუ სკამეიკამ მოაგროვა საკმარისზე ბევრი მაინც, ფინალი ჩვენი დროით პარასკევს დილით იწყება, თუმცა არ ვიცი ინდიანა შეძლებს თუ არა სერიოზულათ ძალზე მაგარ ფორმაში მყოფი ოკლაჰომა ტუნდერის შევიწროვებას, რავიცი მანდ ისევ დაცვა თუ უშველით და კარგი თამაში ატაკაში, სადღაც უნდა გაუმართლოს ინდიანას თან და 1-2 მძიმე თამაშიც მოიგოს 1-2ქულიანი სხვაობით, ეგეთი კი ქონდა მაგ გუნდს უკვე რამდენჯერმე ამ ფლეიოფში, მათ შორის ნიქსებთან Quote
George Posted June 15, 2025 Posted June 15, 2025 გუშინ და დღეს დაგვიანებით პირველ ორ შეხვედრას ვუყურე NBA ფინალიდან, ამჯერათ სკაისპორტის ტრანსლიაციები დაიდო მგონი სეტანტას რუსული კომენტარით HDTV 1080P 50fops-ში, რახან თვითონ სეტანტას ტრანსფერზე ცუდი ტრანსფერი იყო პიქსელაციით, პირველ თამასში სასწავლები ქნა ისევე ინდიანამ, ნუ 15 ქულით აგებდენ და ბოლო წამებზე შეძლეს ფაქტიურათ პირველათ დაწინაურება მაგ თამასში და 1 ქულით გამარჯვება 110-111, ჰალიბარტონმა ჩააგდო ბოლო 2 ქულიანი შორიდან წამები რომ რჩებოდა მარტო და მოიგო ინდიანამ პირველი შეხვედრა, თუმცა ქონდა დიდი ანგარიშით გამარჯვების შანსებიც ოკლაჰომას მაგ თამასში და მესამე პერიოდში ცოტათი მოდუნდენ, შეი ალექსანდერმა 38 ქულა მოაგროვა მაგ შეხვედრაში, ჯალენ ვილიამსმა კი მარტო 17 რაც არ იყო საკმარისი ინდიანას დასამარცხებლათ მაგ თამასში, თვითონ ინდიანამ უფრო გუნდური ბასკეტბოლი ითამაშა, სიაკიმმა მოაგროვა 19 ქულა მარტო, ობი ტოპინმა 17 და ჰალიბარტონმა 14 და კიდე რამდენიმე ბასკეტბოლისტს ქონდა 10 ქულაზე მეტი მაგ თამასში, 3 ქულიანებმა უშველა ინდიანას მეოთხე პერიოდში განსაკუთრებით, ყველაფერს აგდებდენ თითქმის რაც გაისროლეს, ვნახე დღეს მეორე შეხვედრაც ისევ საკმაო დაგვიანებით, ნუ 8 ივნისს ჩატარდა ეგ შეხვედრა უკვე, მაქვს ისე შემდეგი ორი თამაშიც გადმოწერილი და ხვალე მესამე შეხვედრასაც ვნახავ, ნუ მეორეში უკვე რომ დაწინაურდა ოკლაჰომა პირველი თამაშის შეცდომა აღარ დაუშვია რომ მოდუნდენ და გაფლანგეს საკმაოთ სოლიდური უპირატესობა, მანდ საკმაოთ კარგათ აკონტროლებდენ ანგარიშს და არ მიუშვია ახლოს ინდიანა ბოლო პერიოდში განსაკუთრებით, შეი-გილგუს ალექსანდერმა ისევ კარგი 34 ქულა მოაგროვა, თუმცა მაგ თამასში ალექს კარუსომაც კარგათ ითამაშა და 20 ქულის მოგროვება შეძლო, ჯალენ ვილიამსმა კი 19 ქულა მოაგროვა, ინდიანადან საუკეთესო ჰალიბარტონი იყო 17 ქულით და ჩააგდეს ეგ თამაში ალბათ უფრო მაინც დაცვაში, ქონდა ოკლაჰომას 23 ქულიანი უპირატესობაც უკვე და გარკვეული მონაკვეთი გადახვევით ვუყურე მესამე და მეოთხე პერიოდში როცა 20 ქულაზე მეტი იყო უკვე სხვაობა, ისე კი 16 ქულიანი სხვაობით გაიმარჯვეს მეორე თამასში 123-107, უფრო მაინც კარგი ატაკის ხარჯზე, ეხლა სერია ინდიანას მოედანზე გადადის და საინტერესოა და მანდ ვნახოთ გაზრდის თუ ვერა ინდიანა უპირატესობას თავისი მოედნის ხარჯზე, ფავორიტათ კი მაგ პარაში მაინც ოკლაჰომა ითვლებოდა Quote
George Posted June 23, 2025 Posted June 23, 2025 მოკლეთ ჩამოვუარე ასე 16 ივნისიდან დღემდე და ვნახე 3-6 შეხვედრებიც ნბა ფინალური დაპირისპირების, ნუ ისევ რუტრაკერიდან გადმოვიწერე რუსული კომენტარით ეგ შეხვედრები, მგონი ერთის გარდა ყველაზე სეტანტას კომენტარი ქონდა, 3 შეხვედრა მგონი სკაისპორტის ტრანსლიაციები იყო და ერთი ტნტ HDTV 1080P 50fps-ში, ნუ სეტანტაზე გაცილებით უკეთესი დეტალიზაცია აქვს მაგ ტრანსლიაციებზე და რასინქრონი ნამდვილათ არ ქონია არცერთზე, თან ზედმეტი რეკლამებიც და პაუზები ამოჭრილი იყო და უფრო კარგი საყურებელია ეგრე დაუსრულებელი პაუზების გარეშე, საკმაოთ სერიოზული დაპირისპირება გამოვიდა რომელიც დღეს სრულდება უეჭველი უკვე, ნუ მაგ მეშვიდე შეხვედრასაც გადმოვწერ მოგვიანებით და ვნახავ ხვალე მაგასაც უკვე, ალბათ ორივე გუნდს ქონდა მაგ სერიის მოგების შანსები მეექვსე შეხვედრისთვის, რახან ხან ერთი გადიოდა წინ, ხან მეორე, თუმცა ბოლო შეხვედრებში ქონდა გარკვეული უპირატესობა ოკლაჰომას უკვე, მარტო ბოლო მეექვსე თამაში ჩააგდეს ისევე, მანდ მართლა ძალიან ცუდათ ითამაშეს ატაკაში, ნუ მესამე თამასში ისევ ინდიანა ბრწყინავდა მაინც, მაგ შეხვედრაში ბრწყინავდა ინდიანას სკამეიკა, პირველ რიგში გამოვყოფდი ბენედიქტ მატურინს, მაგ ბასკეტბოლისტმა ლამის კარიერაში ყველაზე ბევრი ქულები მოაგროვა, 27 ქულის მოგროვება შეძლო, რაც საუკეთესო რეზულტატი იყო მაგ შეხვედრაში, ჰალიბარტონიც კარგათ თამაშობდა ძალიან და 22 ქულა მოაგროვა, ბასკალ სიაკიმმა კი 21 ქულით დაასრულა ეგ შეხვედრა, ნუ დაცვაში პრობლემები ქონდა მაგ თამასში ოკლაჰომას, თუმცა არც ატაკა ბრწყინავდა მაინც, საუკეთესო მაგ შეხვედრაში ჯალენ უილიამსი იყო 26 ქულით, ჯეი გილგუს ალექსანდერმა კი 24 ქულა მოაგროვა, რაც მაგ ბასკეტბოლისტისთვის ცოტაა მაინც, საბოლო ჯამში 116-107 გაიმარჯვა ინდიანამ, მაგ შეხვედრაში მეოთხე პერიოდი მთლიანათ ჩააგდო ოკლაჰომამ და საბოლოო ჯამში 116-107 დამარცხდენ, თუმცა შემდეგ ორ შეხვედრაში უკვე ოკლაჰომას ქონდა უპირატესობა, თუმცა ისეთი არა რომ შანსიც არ ქონია ინდიანას გასამარჯვებლათ, ნუ გადამწყვეტი იქნება თუ არა ჯერ არ ვიცი, მაგრამ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თამაში იყო მეოთხე შეხვედრა ერთი 3-4 დღის წინ რაც ვნახე, მანდ რომ მოეგო ინდიანას თავის მოედანზე ალბათ გაიმარჯვებდენ უკვე 4-2 მაინც, მანდ სხვათაშორის პირველ სამ პერიოდში ინდიანა იყო წინ, მაგრამ ისეთი ატრივი არ ქონიათ რომ მოეგოთ ადვილათ, თან მაგარი ჩააგდეს ბოლო პერიოდი და საბოლოო ჯამში 111-104 გაიმარჯვა ოკლაჰომამ მაგ ძალიან მნიშვნელოვან შეხვედრაში, ინდიანას არ უთამაშია ცუდათ, მაგრამ მეოთხე პერიოდში ქონდათ ჩავარდნა და უფრო მაგის გამო დამარცხდენ, ნუ საუკეთესო პასკალ სიაკიმი იყო მაგ შეხვედრაში 20 ქულით, 18 ქულა აიღო ჰალიბარტონმა და 17 ობი ტოპინმა კიდე, ოკლაჰომას შემადგენლობაში ისევ მოშნი შეხვედრა ჩაატარა კანადელმა შეი გილგუს ალექსანდერმა, 35 ქულა მოაგროვა მაგ შეხვედრაში უკვე, 27 ქულა კი ჯალენ უილიამსმა, ისე ალექს კარუზოსაც კარგი შეხვედრა ქონდა და 20 ქულა ინდიანას მოედანზე ეგ იდეალური რეზულტატია მაგ დონის ბასკეტბოლისტისთვის მაინც, გუშინ ვუყურე მეხუთე შეხვედრასაც, მაგ თამასში უკვე უფრო დიდი უპირატესობა ქონდა ოკლაჰომას, დაჟე იგებდენ ერთი პერიოდი 18 ქულითაც, თუმცა მაგაზე დიდზე არ გაუშვია წინ მაინც ინდიანას, ინდიანას გაუჭირდა უფრო პირველ პერიოდში და ბევრი ძალები დაახარჯეს მესამე პერიოდში ანგარიშის შესამცირებლათ, თუმცა საბოლოო ჯამში მაინც დამარცხდენ 120-109, ანუ მაგ შეხვედრაში ორივე გუნდი კარგათ თამაშობდა საკმაოთ ატაკაში, სიაკიმმა 28 ქულის მოგროვება შეძლო, ტჯ მაკონელმა კი 18, ზატო ჰალიბარტონმა მთლიანათ ჩააგდო ეგ შეხვედრა უკვე და 4 ქულა მოაგროვა მარტო, ნუ მანდ ტრამვაც ქონდა თან მიღებული უკვე და ვერ აჩვენა მაქსიმუმი, ოკლაჰომაში ამჯერათ საუკეთესო ჯალენ უილიამსი იყო სერიოზული 40 ქულით, რაც საკმაოთ იშვიათი მოვლენაა მაგ ბასკეტბოლისტისთვის, შეი გილგუს ალექსანდერმა კი 31 ქულა მოაგროვა, რაც აგრეთვე კარგი რეზულტატია, ზოგადათ მაგ გუნდში ეგ ორი იგროკი ძალზე დიდ როლს თამაშობდა ამ სეზონში და იგებს თუ არა ეგ გუნდი მაგ ორ ბასკეტბოლისზეა საკმაოთ მაინც დამოკიდებული, როცა ორივე კარგათ თამაშობს ძალიან რთულია წელს მაგ გუნდის შეჩერება, ვნახე დღეს მეექვსე თამაშიც, რომელიც არ აღმოჩნდა ფინალური, რახან ინდიანამ ისევ ისახელა თავი და დიდი ანგარიშით დაამარცხა ოკლაჰომა, ეგ შედარებით ახალი ჩატარებული შეხვედრა იყო უკვე, ნუ 4 დღის უკან ჩატარდა დაახლოებით, რაღაც ძალიან ცუდათ ითამაშა ოკლაჰომას ატაკამ მაგ თამასში, შეიძლება ეგ უფრო ინდიანას კარგი დაცვის დამსახურებაც იყო მაინც, შეი გილგუს ალექსანდერმა სკრომნი 21 ქულა მოაგროვა მარტო, ჯალენ ვილიამსმა კი 16, ინდიანადან გამოვყოფდი ობი ტოპის 20 ქულით, ენდრიუ ნეიბჰარდმაც კარგი 17 ქულა მოაგროვა, რაც არაა ხშირი მოვლენა ფლეოფში მაგ იგროკისთვის, სიაკიმმა ამჯერათ 16 ქულა მოაგროვა, ტერის ჰალიბარტონმა მცირე ტრამვით კი 14, ცუდათ ნამდვილათ არ უთამაშია, მანდ ინდიანა დაჟე 31 ქულიან სხვაობით ლიდერობდა მესამე პერიოდში, მაგრამ მერე 108-91 დასრულდა ეგ შეხვედრა აბაროტებს რომ უკლეს და დაასვენეს თან ლიდერები, რახან ბოლო შეხვედრაში უნდა გადაწყვეტილიყო მაინც მაგ ფინალის ბედი, კაკრაზ ეხლახან დასრულდა მგონი ფინალი და გადმოვწერ მალე მაგასაც, მანდ არცერთი თამაში არ გავდა წინას, ამიტომ ვერ გაიგებ ვის ქონდა უპირატესობა თამაშის დაწყებამდე, უფრო შეიძლება ოკლაჰომას რახან თავის მოედანზე თამაშობდა, ეგეთი ცუდი ბოლო თამაში რომ არა ინდიანას მოედანზე Quote
George Posted June 26, 2025 Posted June 26, 2025 ვუყურე გუშინწინ ნბა ფინალის ბოლო შეხვედრასაც, ამჯერათ ტნტ ტრანსლიაცია დაიდო სეტანტას კომენტარით hdtv 1080P 50fps-ში, ეგ უფრო კარგი დეტალიზაციითაა აშკარათ, თვითონ თამაში ძალზე დაძაბული არ გამოვიდა, ნუ იყო ბრძოლა ალბათ უფრო მესამე პერიოდის შვალედამდე, მერე მაგარი გაუჭირდა უკვე ინდიანას, თან ჰალიბარტონი საბოლოოთ დაემტვრათ თამაშის დასაწყისში, თუმცა საკმაოთ მალე მოახერხა სტარტზე 9 ქულის მოგროვება ინდიანას შემადგენლობაში, მაგის გარეშე კი დიდხანს არ აძლევდა ინდიანა ატრივი გაეკეთებინა მაინც ოკლაჰომას, ნუ ოკლაჰომას მაგ შეხვედრაში სასწავლების კეთება არ დაჭირდა, არ უჩვენებიათ აშკარათ დაჟე ფინალურ სერიაში საუკეთესო თამაში, მაგრამ ეგეც საკმარისი არმოჩნდა გასამარჯვებლათ და პირველათ მაგ კლუბის ისტორიაში მოიგეს ნბა ფლეიოფის ფინალი, ისე ვერც სიაკიმმა აჩვენა კარგი ბასკეტბოლი, გადაღლილი ჩანდა უკვე მაგ შეხვედრაში, საუკეთესო ინდიანას შემადგენლობაში იყო ბენედიქტ მატურინი, კანადელმა 24 ქულა მოაგროვა, მაკონელმა და სიაკიმა კი ორივემ 16, რაც ცოტა იყო გასამაჯვებლათ, ოკლაჰომაში ისევ შეი გილგუს ალექსანდერი იყო საუკეთესო, თუმცა ამჯერათ მარტო 29 ქულის მოგროვება დაჭირდა, ჯალენ უილიამსმა 20 ქულა მოაგროვა, ჩედ ჰოლმგრენმა კი 18, საბოლოო ჯამში 103-91 გაიმარჯვა ოკლაჰომამ კომფორტული ატრივით, თუმცა იგებდენ მეოთხე პერიოდში 22 ქულიანი სხვაობითაც, თვითონ ინდიანას ქონდა ერთი მომენტი როცა 5 ქულით იყვნენ მაქსიმუმ წინ, რაც რა თქმა უნდა მინიმალური სხვაობა იყო და ვერ შეძლეს ატრივის გაკეთება, ალბათ მაინც ოკლაჰომამ სრულიათ დამსახურებულათ გაიმარჯვა წელს, თუმცა ინდიანასგან არავინ ელოდებოდა ფლეიოფის სტარტზე მასე კარგათ თუ ითამაშებდა ეგ კლუბი და ფაქტიურათ მარტო მეშვიდე თამასში წააგებდენ ფლეიოფის ფინალში, თან უკვე დამტვრეული ჰალიბარტონით, ნუ რეგულარულ სეზონს მე არც ვუყურებ ხოლმე, რახან მაგ პერიოდში ბლომათ ფეღბურთებია და მაგაზე დრო აღარც მრჩება, თუმცა ეხლა ოქტომბრამდე პერერივი იქნება ნბა-ში ახალი სეზონის დაწყებამდე, შედგა ნბა დრაფტიც უკვე https://www.nba.com/draft/2025 აგვისტოში ევროპის ჩემპიონატი იწყება კიდე, ჩვენი გუნდი კიპროსში ითამაშებს გრუპავოი სტადიის 5 შეხვედრას, ნუ 1/8 ფინალში გასასვლელათ გვჭირდება მაგ 6 გუნდია ჯგუფში სულ მცირე 4 პოზიციაზე გასვლა მაინც მინიმუმ, ანუ ჩვენი კონკურენტები ალბათ კვიპროსი იქნება და უფრო წესით ბოსნია https://en.wikipedia.org/wiki/EuroBasket_2025 ნუ დანარჩენი 3 გუნდის დამარცხება მაგარი გაგვიჭირდება მაგ ჯგუფში ალბათ, ამიტომ შეიძლება ბოსნიასთან თამაში გადამწყვეტიც კი აღმოჩნდეს ჩვენთვის, სუსტი სასტავი არ უნდა გვყავდეს ყველას თუ შეეძლება თამაში, ნუ ბითაძე და მამუკელაშვილი წესით ჩამოვლენ შტატებიდან, შენგელიაც იქნება და სხვა ლეგიონერებიც წესით ევროპიდან, თუმცა 5-6 ბასკეტბოლისტი ალბათ საქართველოს ჩემპიონატიდანაც იქნება სულ მცირე,აკანჩატელნი ზაიავკა უფრო მოგვიანებით გახდება ცნობილი, მემგონი აგვისტოში მარტო Quote
George Posted July 3, 2025 Posted July 3, 2025 ისე ევროპის ჩემპიონატამდე უკვე გადავიდა შენგელია ბარსაში რამდენიმე თვის უკან, ბითაძეც დარჩა ატლანტაში შემდეგ სეზონში, აი მამუკელაშვილს გაუთავდა კონტრაქტი სან ანტოიოსთან, მაგრამ ეხლა გახდა ცნობილი (თუმცა ოფიციალურათ არ გამოქვეყნებია ჯერ კლუბს) რომ ჩვენი კალათბურთელი გადადის კანადაში ტორონტო რაპტორში, ჩემპიონობის შემდეგ მაგ გუნდს უჭირდა შემდეგ სეზონებში, მათ შორის წინა სეზონიც არ ქონია კარგი, მგონი არაა მაინც ცუდი ვარიანტი, თუ რა თქმა უნდა ექნება უფრო მეტი იგრავოი პრაქტიკა, თუმცა წინა სეზონში უფრო მეტს თამაშობდა მაინც ვიდრე მანამდე სან ანტოინოში, მაგრამ ფლეიოფში გასვლის შანსები მაგ კლუბს დიდათ არ ქონია, ალბათ ეგ სამი ბასკეტბოლისტი ტრამვა თუ არ ექნებათ ითამაშებს ევროპის ჩემპიონატზე,როგოროც ამერიკელი კამარ ბოლდვინი ბასკონიაში ვინც თამაშობდა წინა სეზონში ესპანეთში, მაგ კლუბში კიდე ერთი ჩვენი ბასკეტბოლისტი მათე ხატიაშვილი თამაშობს, ანუ უკვე ბლომათ იგროკები გვყავს ამ მომენტისთვის ესპანეთის ჩემპიონატიდან, თუმცა შერმადინი უკვე ასრულებს მაგ ევროს შემდეგ კარიერას ნაკრებში https://en.wikipedia.org/wiki/Georgia_men's_national_basketball_team ისე ევროზე ვინ ითამაშებს უფრო ასე მინიმუმ 1 თვის შემდეგ გახდება ალბათ ცნობილი, რახან თვითონ ევროზე პირველი შეხვედრა 28 აგვისტოს გვაქვს მარტო ჩასატარებელი და ზაივკა ასე 10 დღით ადრე თუ გახდა ცნობილი ევრომდე ალბათ, ან შეიძლება ცოტა უფრო ადრეც, საკმაოთ სერიოზულ გრუპაში მოვხდით, მაგრამ 1/8 ფინალში გასვლის შანსები გვაქვს, რახან 4 გუნდი გადის 6-ან მაგ გრუპიდან ფლეიოფში, მარტო ბოლო ორი ვარდება, ჩვენი კონკურენტი უფრო ბოსნია იქნება ალბათ წესით მაგ გრუპაში მეოთხე ადგილისთვის, ფურცელზე ჯერ-ჯერობით მასე ჯდება და რეალურათ ვნახოთ რა და როგორ იქნება Quote
George Posted July 6, 2025 Posted July 6, 2025 NBA players who could play in FIBA EuroBasket 2025 https://www.fiba.basketball/en/events/fiba-eurobasket-2025/news/who-are-the-nba-players-that-could-play-in-fiba-eurobasket-2025 ისე ესპანელებს და იტალიელებს საკმაოთ შეთხელებული აქვთ ამ მომენტისთვის ნბა წარმომადგენლები, იგივე სიტუაციაა საბერძნეთშიც, თუმცა მაგათ კი ყავთ იანისა მილოუკიდან მაინც, ბოსნიელებსაც ორი კაცი ყოლიათ ნბა-ან, ყველაზე ბლომათ იგროკები მაინც ფრანგებს ყავთ, შეიძლება ფაქტიურათ მთლიანი ნაკრების შეკრება, უბრალოთ ალბათ ყველაზე მაქედან არ ჩამოვა ევროზე სათამაშოთ, გერმანელებს და სერბებსაც არ ყავს პატარა რაოდენობის იგროკები ნბა-ან Tracker: Preparation games for FIBA EuroBasket 2025 https://www.fiba.basketball/en/events/fiba-eurobasket-2025/news/tracker-preparation-games-for-fiba-eurobasket-2025 აგვისტოს დასაწყისში ჩვენი ნაკრები კიდე სამ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს პრიბალტიკაში, ჯერ ლატვიაში ვხდებით იზრაელის და ესტონეთის ნაკრებს და მესამე შეხვედრა ლიტვასთან გვქონია იმათ მოედანზე, ეგაა მაინც ეხლა მაგ სამიდან ყველაზე ძლიერი გუნდი მაინც, ჩვენ თან არ ვიცი ამხანაგურში შეიძლება მეორე სასტავიც გვყავდეს ან პოლუასნავნოი, თუმცა ლიდერებსაც ათამაშებს ჩვენი სერბი ტრენერი რომ ნახოს ალბათ ვინ როგორ ფორმაშია, მაგრამ ძალიან არა მგონია დაგრუზოს შენგელია და ჩვენი ნბა ლეგიონერები, თუმცა ბითაძე და მამუკელაშვილი მეეჭვება ძალზე გადაღლილი იყოს, რახან სეზონი უკვე რამდენიმე თვეა რაც დასრულდა და ფლეიოფში მარტო ბითაძეს გუნდი გამოდიოდა პირველ რაუნდში ეგეც თან, ისედაც ძალზე დიდი ნაგრუზკა არცერთს არ ქონია და მარტო პერიოდულათ ხვდებოდენ ასნავნოი შემადგნელობაში თავიანთ კლუბებში, ისე ზუსტათ აგვისტოს შვა რიცხვებისთვის გახდება ალბათ ცნობილი აკანჩატელნი ზაიავკაც ვინ გაემგზავრება კვიპროსში ევროზე, მანდ კი უკვე 6 გუნდიდან ჩვენ ჯგუფში (ანუ ჩვენ 5 შეხვედრა გვაქვს მინიმუმ ჩასატარებელი მაგ ევროზე) 4 გავა 1/8 ფინალში უკვე, ანუ მინიმუმ 2 მოგება სულ მცირე გვჭირდება ალბათ ფლეიოფში მოსახვედრათ 5-ან, 1 აშკარათ ეგ ყვეყოფა, ყველაზე რთული დასამარცხებელი ალბათ მაინც ბოსნიის ნაკრები იქნება, კვიპროს არ ვიცი ვაბშე ყავს თუ არა ვინმე ეხლა ნორმალური დონის, თუმცა თავის მოედანზე დიდი მხარდაჭერა ექნებათ, როგორც ალბათ ბერძნებს ისე ბასკეტბოლს არ ეხება მაგრამ ბარემ დავწერ რომ ჭიდაობაში უნიორებში მშვენვირათ გამოვსულვართ ევროპის ჩემპიონატზე, ნუ მგონი დღეს სრულდება ეგ ტურნირი თავისუფალ ჭიდაობაში, მაგრამ გრეკო რომაულში სადაც აშკარა ჩავარდნა გვქონდა მაინც ბოლო წლებში დიდებში პირველ ადგილზე დაგვისრულებია 2 ოქროს მედლით და ერთი ვერცხლით, თან დიდი ჩამორჩენა ქონდა აზერბაიჯანს მაინც: https://uww.org/event/u20-european-championships-0/team-rankings მართალია მაგ რანკინგში რუსეთის ფედერაცია არ შედის როგორც ძიუდოშია ნეიტრალური ფლაგით რანკინგში, მანდ კი რუსები გასულან მაინც პირველზე დიდი ატრივით თან 4 ოქროთი და ორი ვერცხლით, ერთ-ერთი რუსი ფინალში ჩვენმა დაამარცხდა, თუმცა ორ რუსმა გაიმარჯვა დამატებითი მაჩვენებლებით, ქულებით ვეღარ ფინალებში, მგონი მანდ ყველა რუსები იყვნენ, ბელორუსელები არა მგონია, თუმცა აღარ გადამიმოწმებია, რაც არ უნდა იყოს ოფიციალურათ ზაჩიოტში მაგათი რეზულტატები ჭიდაობის ტურნირებზე არ შედის ჯერ და არც ისტორიულათ ერგებათ ეგ ოქროები ობში ზაჩიოტში, პრინციპში ეგ ძიუდოშიც ეგრეა, ანუ რუსეთის ფედერაციას რუსი სპორცმენების მოგებული მედლები არ შესდის ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე რაც აიღეს, ისე ახლოს იდგებოდა ჩვენ გუნდთან ძიუდოში მსოფლიო ჩემპიონატებზე და ოლიმპიადებზე, ისე კი ჩვენ ვართ ჯერ წინ მაინც, სხვათაშორის ჩვენ თავისუფალშიც პირველზე მივდივართ მაგ ევროზე და თან მანდ მგონი ისეთი დიდი ჩამორჩენა რუსეთთან აღარ გვაქვს, მეორეზე კი ისევ აზერბაიჯანია დიდი ჩამორჩენით ჯერ, მართალია კიდე 5 წონაშია დღეს ფინალები ჩასატარებელი, 5 წონის ჯამში კი ჩვენ ვლიდერობთ მანდაც 2 ოქროთი და ერთი ვერცხლით, ანუ ვუსწრებთ ჯერ აშკარათ რუსებსაც https://uww.org/event/u20-european-championships-0/team-rankings ანუ ეხლა ჭიდაობაშიც მაქსიმალურათ კარგათ ვუბერავთ უნიორებში უკვე Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.