Jump to content

Mass Effect 2 (2010)

Recommended Posts

Posted

რა და მირანდა არის გენეტიკური ექსპერიმენტის შედეგი, გენეტიკური მასალის უმეტესი ნაწილი "მამისგან" მიიღო, დანარჩენი ნახევარი საუკეთესო გენები დაუმატეს, რომ "სრულყოფილი" ყოფილიყო და მამამისის (გალაქტიკაში უმდიდრესი ადამიანის) დინასტიის გამგრძელებელი ყოფილიყო,

მას კიდე არ უნოდა და ერთი მეგობრის დახმარებით გაექცა მამამისს და ცერბერუსს შეაფარა თავი, სადაც დააფასეს მისი თვისებები

მამაისს კიდევ ჰქონდა დარჩენილი გენეტიკური მასალა, საიდანაც მირანდა "გაჩნდა" და კიდევ გააკეთა ერთი გოგო,მირანდას გენეტიკური ტყუპი, მაგრამ არა ასაკით, მაგრამ მირანდამ მოპარა და ერთ კარგ ოჯახზე გააშვილა,

ხოდა ახლა მამაისმა მაგნო იმ ოჯახს და მირანდას დის არიანას წამოყვანა უნდა

ილიუმზე უნდა შეხვდეს აგენტს და თავის მეგობარს, რომ არიანას და მისი ოჯახის უსაფრთხო ახალ ადგილას გადაიყვანოს

  • Replies 1.4k
  • Created
  • Last Reply
Posted

კი გავაკეთე მისია მარა არ მომასმენინეს წესივრად :D

ჯეკის მისიაც გავაკეთე ეხლა და მირანდა აღარ არის ლოიალური ჩემს მიმართ გამებუტა :D

Posted

ხო მეც გაბუტული მყავს ჯეკის მხარე დავიჩირე, მაგას მერე დაებაზრები და ისევ ლოიალური გახდება ცოტა მოიმატე პარაგონი კიდე

Posted

მე ეგრევე შევარიგე :დ პარაგონი ბოლომდე მაქვს გავსებული.

უნდა გადავწერო და იმედია არ შემიშლის ხელს შერიგებაში, მესამე ნაწილში.

a197a659f35c.jpg

Posted

ჯეკი გაგიჟდა :D

32456182796547234011.jpg

07378118308758301877.jpg

რექსი რომ გადავარჩინე შეფი გამხდარა

Posted
34036843393031853060.jpg
Posted

ბოლო მისიაღა დამრჩა, ხვალ მივახურავ, მესამეს დავიწყებ როცა dlc გამოვა, სეივები მზათ მაქვს რაც მთავარია.

074b1cb76992.jpg

Posted

მესამეს DLC როდის გამოდის??

Posted

მესამეს DLC როდის გამოდის??

ყველა თემაში მაგას კითხულობდე შეიძლება? ოფიციალურად არ დაანონსებულა ჯერ არაფერი, "აპრილში გეტყვით დეტალურადო", ვინმემ რამე რომ გაიგოს შენ უკითხავადაც დაწერენ, დამიჯერე :)

რა და მირანდა არის გენეტიკური ექსპერიმენტის შედეგი, გენეტიკური მასალის უმეტესი ნაწილი "მამისგან" მიიღო, დანარჩენი ნახევარი საუკეთესო გენები დაუმატეს, რომ "სრულყოფილი" ყოფილიყო და მამამისის (გალაქტიკაში უმდიდრესი ადამიანის) დინასტიის გამგრძელებელი ყოფილიყო,

:D

4bbddd877e36b727488b36b94216c79e.jpg

Posted

34036843393031853060.jpg

რექსი მაგარი კაცია, მე დამებრიდა და ჩემთან სხვა გაიჩითა შეფი:)

Posted

ხო ვიცი მითხრა რო დავებაზრე ძმა იყოო

Posted

:chojinfc:

45baea8b2a68.jpg

113d79cfce78.jpg

Posted

ეკიპაჟის ნახევარი ამოწყდა და რატომ? არ უნდა დამეგვიანებინა წასვლა?

Posted

არ უნდა დამეგვიანებინა წასვლა?

რომელი ეკიპაჟის? "თიმის" თუ უბრალოდ ვინც იყო ხომალდზე?

Posted

ხომალდზე ვინც იყო, მორდინი რომ უნდა გააყოლო, მარტო ექიმი და ერთი კაცი გადარჩა.

Posted

ხომალდზე ვინც იყო, მორდინი რომ უნდა გააყოლო, მარტო ექიმი და ერთი კაცი გადარჩა.

ააა. დაგაგვიანდა. როგორც კი კოლექტორები შემოიჭრებიან შენ ხომალდზე, მაშინვე უნდა დაედევნო. და მაქსიმუმ გადაარჩენ ექიმ ქალს, მზარეულს, კელის და ორ ინჟინერს დაბლა რომ მუშაობენ.

Posted

მირანდას მისიაზე ხდება თავდასხმა, მაგის გამო საიდან უნდა დავიწყო :xelitavi:

რამე აზრი აქვს მესამეში?

ეხლა ვნახე ნებისმიერ მისიაზე მეხმიან თავს და როგორ წავიდე ეგრევე, ლოიალურები არ არიან ნახევარზე მეტი.

Posted

მირანდას მისიაზე ხდება თავდასხმა, მაგის გამო საიდან უნდა დავიწყო :xelitavi:

რამე აზრი აქვს მესამეში?

მესამეში რა აზრი აქვს, ჯერ-ჯერობით არ ვიცი, სურკეშს არ გავცდენივარ. კოლექტორების შემოჭრის "გადადებაა" თვითონ ძალიან ადვილი. რიპერზე რომ მიდიხარ, IFF რომ უნდა წამოიღო (მისია, სადაც ლეგიონს პოულობ), ეგ უნდა მოიტოვო სუულ ბოლოსთვის. ყველაფერი უნდა გააკეთო მაქამდე. მერე წახვიდე მაგ მისიაზე, წამოიღო ის IFF, წამოიღო ლეგიონი. ჩართო ლეგიონი, დაელპარაკო მის ლოიალობის მისიაზე, შეასრულო ის მისია. სწორედ მერე ხდება კოლექტორების შემოჭრა და რახან აღარაფერი გაქვს შესასრულებელი, პირდაპირ დაედევნები. მაგ ვარიანტში იდეალურად ხურავ თამაშს.

ეხლა ვნახე ნებისმიერ მისიაზე მეხმიან თავს და როგორ წავიდე ეგრევე, ლოიალურები არ არიან ნახევარზე მეტი.

რიპერის IFF-ის მისია უნდა მოგეტოვებინა ბოლოსთვის.

Posted

მადლობა მიშა, მქონია სეივი მაქედან, კაი ბლომათ მაქვს გასავლელი ისევ :xelitavi:

Posted

ხო, მაგ მისიას ბოლოსთვის ვიტოვებ რომ ყველაფერი მოვასწრო...

ლოიალური უნდა გყავდეს მინიმუმ:

მირანდა, ან გარუსი (ლიდერი)

ტალი ან ლეგიონი (ტექნკი)

ჯეკი ან სამარა (ბიოტიკი)

მორდინი (ესკორტი)

ტალი (ბოლო ბოსფაითზე რომ არ დაიბრიდოს)

არაერთხელ გვეწერა რომ IFF ბოლოსკენ უნდა შემოინახო

მესამეში თუკი გადარჩნენ, ჩითავენ გუნდის წევრები (ექიმი ჩაკვასი, კელი, ინჟინრები) და ცოტ-ცოტა War Asset-ებსაც გიმატებენ

Posted

IFF არ ვიცოდი რა იყო.

Posted

ხო მაგ IFF გამო მარტო ნახევარი ხომალდის წევრები გადავარჩინე, ისე ტიმის წევრები მებრიდებოდნენ

Posted

ყველა თემაში მაგას კითხულობდე შეიძლება? ოფიციალურად არ დაანონსებულა ჯერ არაფერი, "აპრილში გეტყვით დეტალურადო", ვინმემ რამე რომ გაიგოს შენ უკითხავადაც დაწერენ, დამიჯერე :)

და კითხვა არ შეიძ;ება თუ რა არი??? ეს ნაეზდი რა პონტია.

პირველ რიგში მინდა შენი ყურადღება იმაზე გავამახვილო, რომ პოსტის ბოლოს სმაილი მივაწერე და მასე მწვავედ არ უნდა მიგეღო.

მერე მეორეც, "ნაეზდები" და მსგავსი რამეები ჩვენს ფორუმს გარეთ რჩება...

მერე მესამეც, ME3-ის თემაში უკვე იკითხე და რამდენიმე ადამიანმა გაგცა პასუხი, რომ აპრილში იქნება დამატებითი დეტალებიო. ამ ფორუმზე ვართ რამდენიმე ადამიანი, ვისაც განსაკუთრებით უყვარს ეს თამაში და თუ რაიმე სიახლეს წავაწყდებით, სხვების კითხვას არ დაველოდებით, ისედაც დავპოსტავთ. ასე რომ ყოველკვირა სხვადასხვა თემებში ერთიდაიგივე კითხვის დასმის აუცილებლობას ვერ ვხედავ.

კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს, no offense! :)

Archived

This topic is now archived and is closed to further replies.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.