Jump to content

Recommended Posts

Posted

image.jpeg 

გამოფენა CES 2025-ზე Canaan Inc-მა წარმოადგინა კრიპტოვალუტის მაინინგის ორი ახალი მოწყობილობა, Avalon Mini 3 და Avalon Nano 3S, რომელთა გამოყენება შესაძლებელია სახლის პირობებში. 

კერძოდ, Avalon Mini 3-ის ჰეშრეი მაჩვენებელია 37.5 TH/s და მომხმარებლებს სთავაზობს ორმაგი გამოყენების გადაწყვეტილებას. მოწყობილობას შეუძლია არა მხოლოდ Bitcoin-ების მოპოვება, არამედ საცხოვრებელი ფართის გათბობა. მაინერის კონტროლი ხელმისაწვდომია მობილური აპლიკაციის საშუალებით. 

კომპანიის წარმომადგენლების თქმით, ეს გამოსავალი ამცირებს ენერგიის ხარჯებს და ხელს უწყობს ემისიების ეკოლოგიურ გარემოზე ზემოქმედების მინიმუმამდე შემცირებას. 

რაც შეეხება Avalon Nano 3S მაინერს, ს არის Nano 3-ის განახლებული ვერსია და უზრუნველყოფს 6 TH/s ჰეშრეითს. მწარმოებლის თქმით, მოწყობილობის მთავარი უპირატესობა მისი კომპაქტური ზომა და ხელმისაწვდომი ღირებულებაა. მოწყობილობა მიმართულია ენერგიის დაბალ მოხმარებაზე, რაც მას იდეალურ არჩევანად აქცევს Bitcoin-ის დამწყებ მაინერებისთვის. 

მაინერების ზემოხსენებული მოდელები, სავარაუდოდ, ერთ თვეში გამოვა ბაზარზე და გაიყიდება 899 და 249 აშშ დოლარად, შესაბამისად. 

შეგახსენებთ, რომ Canaan არის ტექნოლოგიური კომპანია, რომელიც ქმნის ASIC ჩიპებს და აწარმოებს აღჭურვილობას ბლოკჩეინის ინდუსტრიისთვის. 

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.