Magdalena Posted July 19, 2024 Posted July 19, 2024 გასულ კვირას Xiaomi-ის აღმასრულებელმა დირექტორმა Lei Jun-მა განაცხადა, რომ დასაკეცი სმარტფონები Mix Fold 4 და Mix Flip მიმდინარე თვეში გამოვა. ასევე გამოცხადდა პირველი მათგანის პრეზენტაციის თარიღი. Mix Fold 4 სმარტფონი 19 ივლისს ჩინეთში გამართულ ღონისძიებაზე იქნება წარმოდგენილი. ახალი პროდუქტის პრეზენტაცია ადგილობრივი დროით 19:00 საათზე შედგება. ამ დროისთვის ცოტა რამ არის ცნობილი Xiaomi Mix Fold 4-ის შესახებ. კომპანიის განცხადებით ახალი თაობის დასაკეცი სმარტფონი იწონის 226 გრამს, დაკეცილი კორპუსის სისქეა 9.47 მმ. Mix Fold 4 ასევე არის IPX8 სტანდარტის მიხედვით წყალგამძლე და მხარდაჭერილია 50-ვატიანი უსადენო სწრაფი დამუხტვა, ასევე ორმხრივი თანამგზავრული კომუნიკაცია. Mix Fold 4-ის მახასიათებლები ასევე მოიცავს ოთხ კამერას Leica-ს ოპტიკით, მათ შორის ორია ტელეფოტო ობიექტივი, რომელთაგან ერთი არის პერისკოპული 5x ზუმით. Mix Fold 4-ის გარდა ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება უსადენო ყურსასმენი Smart Band 9 და სმარტფონი Redmi K70 Ultra, რომელთა ზოგიერთი მახასიათებელი კომპანიამ გასულ კვირას გამოავლინა. Redmi K70 Ultra-ში წარმოგენილია 4-ნანომეტრიანი MediaTek Dimensity 9300+ ჩიპი სიხშირით 3.4 გჰც. მოწყობილობა იყენებს გაგრილების ახალ ტექნოლოგიას, რომელსაც შეუძლია ჩიპის ტემპერატურა 3 °C-ით შეამციროს. ასევე ცნობილია, რომ Redmi K70 Ultra არის პირველი სმარტფონი, რომელსაც აქვს 1.5K C8+ დისპლეი, რომელიც ერთობლივად შემუშავდა Redmi-სა და TCL-ის მიერ, აქვს 144 ჰერცი კადრის განახლების სიხშირე და 3840 ჰერცი განათების შემცირების შესაძლებლობა. ასევე ცნობილია, რომ წარმოდგენილია 50-მეგაპიქსელიანი კამერა Sony IMX906 სენსორით ოპტიკური სტაბილიზაციით, ასევე 5500 მა/სთ მოცულობის ბატარეა სწრაფი 120-ვატიანი დამუხტვის მხარდაჭერით. https://tinyurl.com/m3rcm9s6 Quote
Magdalena Posted July 24, 2024 Author Posted July 24, 2024 Xiaomi-მ ჩინეთში გამართა ღონისძიება, რომლის დროსაც ფართო საზოგადოების წინაშე წარდგა ორი ფლაგმანური სმარტფონი დასაკეცი დისპლეით. საუბარია წიგნის ტიპის სმარტფონ Mix Fold 4-სა და კომპანიის პირველ დასაკეც სმარტფონ Mix Flip-ზე. ორივე ახალი პროდუქტი კონკურენციას გაუწევს სხვა მწარმოებლების დასაკეც მოწყობილობებს, როგორებიცაა Samsung Galaxy Fold6 და Flip6. ფოტოს წყარო: GSM Arena Mix Flip-ს აქვს მთავარი 6.86-დუიმიანი OLED დისპლეი 1.5K გაფართოებით და განახლების სიხშირით 120 ჰერცი. გამოყენებულია პანელი 460 PPI პიქსელების სიმჭიდროვით და მაქსიმალური სიკაშკაშით 3000 კდ/მ². ახალი პროდუქტის ერთ-ერთი მახასიათებელია მასიური 4.01-დუიმიანი გარე დისპლეი, რომელზეც მხარდაჭერილია 1.5K გაფართოება, 120 ჰერცი კადრის განახლების სიჩქარე და მაქსიმალური სიკაშკაშე 3000 კდ/მ². Dragon Crystal Glass იცავს გარე ეკრანს მექანიკური დაზიანებისგან. უკანა მხარეს ზედა ნაწილში მოცემულია დამატებითი დინამიკი და მიკროფონი, ასე რომ შესაძლებელია დარეკვა სმარტფონის გახსნის გარეშე. მოწყობილობის კორპუსი დამზადებულია ლითონისგან და დაცულია ტენიანობისა და მტვრისგან IPX8 სტანდარტის მიხედვით. თითის ანაბეჭდის სკანერი ინტეგრირებულია კვების ღილაკში, რომელიც მდებარეობს კორპუსის გვერდით ნაწილში. ორი მთავარი მთავარი კამერა განთავსებულია დამატებითი ეკრანის არეში და აღჭურვილია Leica Summilux ოპტიკით. მთავარ 50-მეგაპიქსელიან სენსორს (f/1.7) ოპტიკური სტაბილიზაციის მხარდაჭერით ავსებს 50-მეგაპიქსელიანი ტელეფოტო ობიექტივი (f/2.0) 2x ოპტიკური ზუმით. უზრუნველყოფილია LED განათება დაბალი განათების პირობებში მაღალი ხარისხის სურათების ფორმირებისთვის. მხარდაჭერილია 4K ვიდეოს გადაღება 60 კადრი წამში სიჩქარით. მიუხედავად იმისა, რომ Xiaomi-მ საკმაოდ დიდი სენსორები გამოიყენა, დამატებით ეკრანზე მაინც ბევრი ადგილია, მისი გამოყენება შესაძლებელია საათის, ემოციების სიცილაკების, სრული ზომის კლავიატურის ჩვენებისთვის და ა.შ. სელფი კამერა განთავსებულია მთავარი ეკრანის ზედა ნაწილში არსებულ ჭრილში და აგებულია 32-მეგაპიქსელიანი სენსორის საფუძველზე. Mix Flip-ის აპარატული საფუძველია მძლავრი რვაბირთვიანი Qualcomm Snapdragon 8 Gen 3 პროცესორი, რომელიც დამზადებულია 4-ნანომეტრიანი ტექნოპროცესის გამოყენებით. გრაფიკული დამუშავებისთვის გათვალისწინებულია ამაჩქარებელი Adreno 750. ავტონომიურ მუშაობას უზრუნველყოფს 4780 მა/სთ მოცულობის ბატარეა 67 ვატამდე სწრაფი დამუხტვის მხარდაჭერით. დამტენის დასაკავშირებლად წარმოდგენილია USB Type-C ინტერფეისი. უსადენო კავშირი უზრუნველყოფილია Wi-Fi 802.11 a/b/g/n/ac/6/7 და Bluetooth 5.4 მოდულებით. გაშლილ მდგომარეობაში Mix Flip-ის ზომებია 167.5 × 74 × 7.6 მმ, ხოლო დაკეცვისას - 74 × 74 × 16 მმ. მოწყობილობის წონაა 190 გ. სმარტფონი მუშაობს საფრმო HyperOS ინტერფეისით Android 14-თან ერთად და ხელმისაწვდომი იქნება შავ, თეთრ და იისფერ ფერებში. რაც შეეხება Mix Flip-ის ფასს, მისი საცალო ფასი 820 აშშ დოლარიდან იწყება - ამ ფასად იქნება ხელმისაწვდომი 12 გბ ოპერატიული და 256 გბ შიდა მეხსიერების მქონე ვერსია. https://tinyurl.com/28jazxk8 Quote
Magdalena Posted July 25, 2024 Author Posted July 25, 2024 კომპანია Xiaomi-მ დააანოსა სმარტფონი Redmi K70 Extreme Edition, რომელიც, თუ ვიმსჯელებთ მახასიათებლების მიხედვით, მოხვდება Android-ზე მომუშავე ყველაზე მძლავრ სმარტფონებს შორის, თუმცა ამასთან - მეტად ხელმისაწვდომ ფასად. ფოტოს წყარო: GSM Arena მოწყობილობას აქვს 6.67-დუიმიანი OLED დისპლეი 1.5K გაფართოების მხარდაჭერით. გამოყენებულია პანელი კადრის განახლების სიხშირით 144 ჰერცი, შეხების შერჩევის სიხშირით 480 ჰერცი და მაქსიმალური სიკაშკაშით 4000 კდ/მ². ეკრანზე მხარდაჭერილია PWM განათების სიკაშკაშის რეგულირება 3840 ჰც სიხშირით. ეკრანი დაზიანებისგან დაცულია Dragon Crystal Glass-ით. ეკრანის ზედა ნაწილში არსებულ ჭრილში განთავსებულია 20-მეგაპიქსელიანი ფრონტალური კამერა. სამი მოდულისგან შემდგარი მთავარი კამერა აგებულია 1/1.56-დუიმიანი, 50-მეგაპიქსელი Sony IMX906 სენსორის (f/1.7) ბაზაზე და აქვს ოპტიკური გამოსახულების სტაბილიზაციის მხარდაჭერა. იგი მუშაობს 8-მეგაპიქსელიანი ფართო კუთხის მოდულსა (ხედვის კუთხით 119º) და 2-მეგაპიქსელიან მაკრო სენსორთან ერთად. მხარდაჭერილია 8K ვიდეოს გადაღება 30 კადრი წამში, 4K ვიდეო - 60 კადრი წამში, 1080p - 960 კადრი წამში სიჩქარით. სმარტფონის კორპუსი დაცულია მტვრისა და ტენისგან IP68 სტანდარტის მიხედვით. Redmi K70 Extreme Edition-ის მუშაობაზე პასუხისმგებელია ფლაგმანური პროცესორი MediaTek Dimensity 9300+. იგი მუშაობს Xiaomi Pengpai T1 ჩიპთან ერთად, რომელიც შექმნილია საკომუნიკაციო სიგნალების გასაძლიერებლად (Wi-Fi 12%, GPS 20%, 5G 58%). დეველოპერებმა ასევე აღჭურვეს ახალი პროდუქტი Surge P2 ჩიპებით სწრაფი დამუხტვისთვის, G1 ენერგიის მართვისთვის, D1 თამაშებში კადრების სიჩქარის გაუმჯობესებისა და გრაფიკული ქვესისტემის სიმძლავრის გაზრდისთვის დიდი რესურსის მქონე აპლიკაციებთან მუშაობისას. ენერგიის წყაროა 5500 მა/სთ მოცულობის ბატარეა 120 ვატამდე სწრაფი დამუხტვის მხარდაჭერით. Redmi K70 Extreme Edition-ს ზომაა 160.38 × 75.14 × 8.39 მმ და იწონის 211 გრამს. წარმოდგენილია წყვილი სტერეო დინამიკი, თითის ანაბეჭდის ინტეგრირებული სკანერი ეკრანის არეში, NFC ჩიპი და ორი SIM ბარათის მხარდაჭერა. მოწყობილობა მუშაობს Android 14-ზე საფირმო HyperOS ინტერფეისთან ერთად. სმარტფონი ხელმისაწვდომი იქნება შავი, თეთრი და იისფერი ფერების ვარიანტებში. ახალი პროდუქტის ღირებულება დამოკიდებული იქნება არჩეულ კონფიგურაციაზე: 12/256 გბ - 360 აშშ დოლარი; 16/256 გბ - 400 აშშ დოლარი; 16/512 გბ - 440 აშშ დოლარი; 16გბ/1 ტბ - 495 აშშ დოლარი. გარდა ამისა, ბაზარზე ხელმისაწვდომი იქნება Redmi K70 Extreme Edition Champion Edition, რომელიც შეიქმნა Lamborghini-სთან თანამშრომლობით. ეს მოდელი აღჭურვილია 24 გბ ოპერატიული და 1 ტბ შიდა მეხსიერებით და ხელმისაწვდომია მწვანე და ნარინჯისფერ ფერებში. სხვა მხრიივ მისი მახასიათებლები სრულად შეესაბამება სტანდარტულ ვერსიას. Redmi K70 Extreme Edition Champion Edition-ის შეძენა შესაძლებელია 550 აშშ დოლარად. https://tinyurl.com/3dr48nmd Quote
Magdalena Posted September 23, 2024 Author Posted September 23, 2024 2021 წლის შემდეგ Xiaomi-მ პირველად გადააჭარბა Apple-ს სმარტფონების გაყიდვების მხრივ აგვისტოში და გახდა მსოფლიოში მეორე მწარმოებელი. ეს მოხდა პროდუქტის გაყიდვების სტაბილური მოცულობის და ამავე დროს Apple-ის გაყიდვების აგვისტოს სეზონური კლების ფონზე. Counterpoint კვლევის თანახმად Xiaomi 2024 წელს სმარტფონების ბრენდებს შორის ზრდის ერთ-ერთ ყველაზე სწრაფ ტემპს აფიქსირებს, რაც ხელს შეუწყობს გლობალური ბაზრის აღდგენას. ფოტოს წყარო: He Junhui/Unsplash ცნობილია, რომ Xiaomi-მ აანაზღაურა ძირითად ბაზრებზე გაყიდვების სეზონური ვარდნა ლათინურ ამერიკაში აქციებით გამოწვეული ზრდით. 2022 წელს მიწოდების პრობლემების შემდეგ Xiaomi, ისევე როგორც დანარჩენი სმარტფონების ინდუსტრია, 2023 წელს რთული მაკროეკონომიკური და გეოპოლიტიკური გარემოს წინაშე იდგა. თუმცა სუსტი 2022 წლის შემდეგ Xiaomi-მ წარმატებით შეცვალა გაყიდვების სტრატეგია, რამაც გამოიწვია გაყიდვების მნიშვნელოვანი ზრდა გასული წლის განმავლობაში. „წელს Xiaomi-მ მიიღო პროდუქტების უფრო მოქნილი სტრატეგია, რომელიც ფოკუსირებულია კონკრეტული ფლაგმანური მოდელის შექმნაზე თითოეულ საფასო სეგმენტში, ვიდრე რამდენიმე მოწყობილობის გამოშვება ერთსა და იმავე სეგმენტში“, - განაცხადა Xiaomi-ის კვლევების დირექტორმა Tarun Pathak-მა. გარდა ამისა, კომპანიამ გააძლიერა გაყიდვებისა და მარკეტინგული მცდელობები, განაგრძო გაფართოება ახალ ბაზრებზე და გააძლიერა პოზიციები არსებულ ბაზრებზე. მიუხედავად იმისა, რომ საწყისი და საშუალო დონის მოწყობილობები კვლავ აფიქსირებენ გაყიდვების მკვეთრ ზრდას, კომპანიამ პრემიუმ სეგმენტშიც შეაღწია დასაკეცი და Ultra სერიის მოწყობილობებით. მთლიანობაში, Xiaomi-ს ძირითადი ბაზრების უმეტესობამ გაჯანსაღება აჩვენა ბოლო რამდენიმე კვარტალში, რაშიც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა მოთხოვნის გაზრდამ დაბალფასიან მოდელებზე, განსაკუთრებით 200$-მდე ფასის დიაპაზონის მოდელებზე, როგორებიცაა Redmi 13 და Note 13. 5G მოწყობილობები დაეხმარა Xiaomi-ს პოზიციის განმტკიცებაში ყველა ძირითად ბაზარზე, მათ შორის ინდოეთში, ლათინურ ამერიკაში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაში. მიუხედავად იმისა, რომ Xiaomi-ის მეორე ადგილზე ასვლა აგვისტოში დიდწილად განპირობებული იყო მისი აგრესიული ზრდის გამო ბოლო კვარტლებში, Apple-ის გაყიდვების სეზონურმა კლებამაც ითამაშა როლი. ვინაიდან ახალი თაობის iPhone, როგორც წესი, გამოდის სექტემბერში, აგვისტო ჩვეულებრივ Apple-ის ყველაზე სუსტ თვედ ითვლება. თუმცა, iPhone 16-ის გამოშვება, სავარაუდოდ, საშუალებას მისცემს კომპანიას პოზიცია უახლოეს თვეებში დაიბრუნოს. რამდენადაც მოწყობილობები უფრო ემსგავსება ერთმანეთს როგორც ფასით, ისე შესაძლებლობებით, კონკურენცია წამყვან ბრენდებს შორის უპრეცედენტო დონეებს აღწევს. ახალი ფორმ-ფაქტორები, როგორიცაა დასაკეცი მოწყობილობები და ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობები, ეხმარება ბრენდებს შემდეგ ეტაპზე გადავიდნენ. თუმცა მოწყობილობების ეკოსისტემა, პროდუქტის დიზაინი და მარკეტინგული სტრატეგია აღმოჩნდა ბიზნესის უმნიშვნელოვანეს კომპონენტებად, რაც Xiaomi-ს ბოლო წარმატებამ დაადასტურა. https://tinyurl.com/wzfbwnna Quote
Magdalena Posted November 30, 2024 Author Posted November 30, 2024 კომპანია Xiaomi გეგმავს ერთკრისტალიანი პლატფორმის (SoC) გამოშვებას საკუთარი სმარტფონებისთვის, წერენ ტაივანური ახალი ამბების გამოცემები UDN და DigiTimes. ინტერნეტ წყაროები მსგავს განზრახვას AMD-საც მიაწერენ. ფოტოს წყარო: Notebookcheck / Leonardo.ai ცნობილია, რომ კონკურენცია მობილური პროცესორების ბაზარზე უფრო ინტენსიური გახდება 2025-2026 წლებში, რადგან მობილური SoC-ების უმსხვილეს მომწოდებლებს, როგორებიცაა Qualcomm, MediaTek, Apple და Samsung, მოუწევთ კონკურენცია გაუწიონ ახალ მოთამაშეებს. არაოფიციალური ცნობებით Xiaomi აპირებს აწარმოოს ჩიპები საკუთარი სმარტფონებისა და შესაძლოა მისი Redmi და Poco ბრენდების ზოგიერთი მოდელისთვის. ჩინური მედია ოქტომბერში ამტკიცებდა, რომ კომპანიამ დაასრულა თავისი პირველი, 3-ნანომეტრიან ტექნოპროცესზე დაფუძნებული პროცესორის ციფრული პროექტი. ჩიპი მასობრივი წარმოებისთვის მზად უნდა იყოს 2025 წლის დასაწყისში. ჯერჯეობით უცნობია, აპირებს თუ არა Xiaomi მის გამოყენებას ფლაგმანური სმარტფონების მომავალ სერიაში. Xiaomi-სთვის სიახლე არ არის სმარტფონებისთვის SoC-ების შემუშავება. The Wall Street Journal-ის თანახმად კომპანიარამდენიმე წლის წინ ავითარებდა მობილურ SoC-ს კოდური სახელით Pinecone. ჩიპი დაფუძნებული იყო Arm არქიტექტურაზე და შედგებოდა ოთხი Cortex-A73 და ოთხი Cortex-A53 ბირთვისაგან. უფრო მეტიც, Xiaomi-მ არაერთხელ გამოიყენა საკუთარი დიზაინის თანაპროცესორები თავის სმარტფონებში, რომლებიც მოქმედებდნენ, როგორც Qualcomm-ის ჩიპების შემავსებლები. შესაძლოა, ამჯერადაც კვლავ ვიხილოთ მხოლოდ დამხმარე და არა მთავარი ჩიპი. რაც შეეხება AMD-ს, არაოფიციალური ცნობებით მისი სტრატეგია მობილური SoC-ების ბაზარზე გარკვეულწილად გაიმეორებს სტრატეგიას PC სეგმენტში. კომპანია ამ სფეროშიც შეეცდება წარმოადგინოს გადაწყვეტილებები, რომლებიც წარმადობით იქნება კონკურენტების გადაწყვეტილებების (MediaTek და Qualcomm) მსგავსი, მაგრამ უფრო მიმზიდველი -ღირებულებით. ამ დროისთვის ერთადერთი მტკიცებულება, რომელიც მიუთითებს AMD-ის სმარტფონების პროცესორების ბაზარზე შესვლის სურვილზე, არის ხმები იმის შესახებ, რომ კომპანია სავარაუდოდ ავითარებს Arm-ზე დაფუძნებულ ახალ პლატფორმას, კოდური სახელწოდებით Sound Wave. თუმცა, შესაძლებელია საუბარი ეხებოდეს Windows-ისთვის და არა Android-ისთვის განკუთვნილ Arm პროცესორს. https://tinyurl.com/3xp4havh Quote
Magdalena Posted September 30, 2025 Author Posted September 30, 2025 Xiaomi-მ წარადგინა ფლაგმანური 17 Pro და Pro Max - iPhone 17 Pro-ს სტილში, თუმცა დიდი გარე ეკრანით Xiaomiმ ოფიციალურად წარმოადგინა ახალი ფლაგმანური სმარტფონები Xiaomi 17 Pro და Xiaomi 17 Pro Max, რომლებსაც უკანა მხარეს დამატებითი გარე დისპლეი აქვთ. ეს ფუნქცია მომხმარებლებს საშუალებას აძლევს სელფები გადაიღონ მთავარი კამერით, მოქნილი დისპლეის მქონე სმარტფონების მსგავსად. თუმცა, გარე დისპლეების გამოყენება ამით არ მთავრდება. ორივე მოწყობილობას ასევე აქვს Qualcomm-ის ფლაგმანური პროცესორები, განახლებული კამერები და სხვა გაუმჯობესებები. ფოტოს წყარო: Xiaomi Xiaomi 17 Pro Xiaomi 17 Pro-ს აქვს 6.3-დუიმიანი LTPO AMOLED მთავარი დისპლეი 2656 × 1220 პიქსელი გაფართოებით და ცვლადი განახლების სიხშირით 1-დან 120 ჰერცამდე. პანელს აქვს 3500 კდ/მ² მაქსიმალური სიკაშკაშე და PWM განათების სიკაშკაშის კონტროლი 2160 ჰერცზე. Xiaomi Dragon Crystal Glass იცავს ეკრანს დაზიანებისგან. დისპლეიში ინტეგრირებულია თითის ანაბეჭდის სკანერი. უკანა პანელზე განთავსებულია 2.7-დუიმიანი LTPO AMOLED დისპლეი 904 x 572 პიქსელი გაფართოებით. ორივე ეკრანზე მხარდაჭერილი Dolby Vision, HDR Vivid და HDR10+. დამატებითი დისპლეის გამოყენება შესაძლებელია არა მხოლოდ სელფის გადასაღებად, არამედ მუსიკალური ფლეიერის სამართავად, ტაიმერების დასაყენებლად, შემომავალი შეტყობინებებისა და ზარების სანახავად, შეტყობინებების სანახავად და სხვა. ის თამაშებისთვისაც კი გამოდგება. სმარტფონი წარმოდგენილია 50-მეგაპიქსელიანი წინა კამერით (f/2.2) ფაზური ავტოფოკუსით, რომელიც მხარს უჭერს 4K ვიდეოს ჩაწერას წამში 60 კადრი სიჩქარით. კორპუსის უკანა მხარეს განთავსებულია სამი მთავარი კამერა. ეს მოდული აერთიანებს მთავარ 1/1.28-დუიმიან 50-მეგაპიქსელიან სენსორს (f/1.7) Light Fusion 950L-ს 16.5 საფეხურიანი დინამიური დიაპაზონით, ფაზურ ავტოფოკუსს (PDAF) და ოპტიკური გამოსახულების სტაბილიზაციას (OIS), 50-მეგაპიქსელიან პერისკოპულ ტელეფოტო მოდულთან (f/3.0) 5x ოპტიკური ზუმით და 1/2.76-დუიმიან 50-მეგაპიქსელიან ულტრაფართოკუთხის სენსორთან (f/2.4) 102° ხედვის კუთხით. მთავარ კამერას შეუძლია 8K ვიდეოს გადაღება 30 კადრი/წმ-მდე, 4K-ს 120 კადრი/წმ-მდე და 1080p-ს 960 კადრი/წმ-მდე სიჩქარით. Xiaomi 17 Pro აღჭურვილია ახლახანს წარმოდგენილი რვაბირთვიანი Qualcomm Snapdragon 8 Elite Gen 5 პროცესორით, რომელიც დამზადებულია 3-ნანომეტრიანი ტექნოპროცესის გამოყენებით და მუშაობს 4.6 გჰც-მდე სიხშირით. მომხმარებლებს შეეძლებათ აირჩიონ 12 ან 16 გბ ოპერატიული და 256 გბ, 512 გბ ან 1 ტბ შიდა მეხსიერება. სმარტფონს აქვს 6300 მა/სთ მოცულობის ბატარეა, რომელიც მხარს უჭერს სწრაფ სადენიან დამუხტვას 100 ვატამდე, უსადენო დამუხტვას 50 ვატამდე და უკუ დამუხტვას - 22.5 ვატამდე სიმძლავრეზე. ენერგიის მართვის ჩიპი Surge G2 უზრუნველყოფს, რომ ბატარეა ინარჩუნებს მინიმუმ 80%-იან მუხტს 2000 დატენვის ციკლის შემდეგაც კი. სმარტფონის შიდა გაგრილების სისტემა მოიცავს 4.637 მმ² ამაორთქლებელ კამერას. Xiaomi 17 Pro Max უფრო დიდ Xiaomi 17 Pro Max-ს აქვს 6.9-დუიმიანი LTPO AMOLED დისპლეი 2608 x 1200 პიქსელი გაფართოებით და 1-დან 120 ჰერცამდე ცვლადი განახლების სიხშირით. პანელს აქვს 3500 კდ/მ² მაქსიმალური სიკაშკაშე და PWM განათების სიკაშკაშის კონტროლი 2160 ჰერცზე. Xiaomi Dragon Crystal Glass 3 იცავს ეკრანს დაზიანებისგან. მიუხედავად იმისა, რომ სმარტფონი Pro მოდელთან შედარებით მნიშვნელოვნად დიდი ზომისაა, მას თითქმის იდენტური გარე დისპლეი აქვს. წარმოდგენილია 2.9-დუიმიანი LTPO AMOLED დისპლეი 976 x 596 პიქსელი გაფართოებით. ორივე დისპლეიზე მხარდაჭერილია Dolby Vision, HDR Vivid და HDR10+. Xiaomi 17 Pro Max-ს აქვს Xiaomi 17 Pro-ს მსგავსი ფრონტალური კამერა. მთავარი კამერა აგებულია იმავე 1/1.28-დუიმიანი 50-მეგაპიქსელიანი (f/1.7) Light Fusion 950L სენსორის ბაზაზე 16.5-საფეხურიანი დინამიური დიაპაზონით, ფაზური ავტოფოკუსით (PDAF) და ოპტიკური გამოსახულების სტაბილიზაციით (OIS). გარდა ამისა, მოცემულია 1/2.0-დუიმიანი 50-მეგაპიქსელიანი მოდული პერისკოპული ლინზით (f/2.6) PDAF-ით, OIS-ით და 5x ოპტიკური ზუმით, ასევე ფართოკუთხოვანი 1/2.76-დუიმიანი 50-მეგაპიქსელიანი მოდული (f/2.4) 102° ხედვის არეთი. ვიდეოს ჩაწერა მხარდაჭერილია 8K-ში 30 კადრი/წმ-მდე, 4K-ში 120 კადრი/წმ-მდე და 1080p-ში 960 კადრი/წმ-მდე სიჩქარით. წარმადობას უზრუნველყოფს იგივე Snapdragon 8 Elite Gen 5 ჩიპი, 12 ან 16 გბ LPDDR5X ოპერატიული მეხსიერებით და 512 GგბB ან 1 ტბ UFS 4.1 მეხსიერებით. ბატარეის მუშაობისხანგრძლივობას უზრუნველყოფს 7500 მა/სთ მოცულობის ბატარეა, რომელიც მხარს უჭერს სადენიან დამუხტვას 100 ვატამდე, უსადენო დამუხტვას 50 ვატამდე და უკუ დამუხტვას (როგორც სადენიან, ასევე უსადენო) 22.5 ვატამდე სიმძლავრეზე. მოწყობილობა აღჭურვილია უფრო დიდი ამაორთქლებელი კამერით, რომლის ფართობია 5533 მმ². ორივე სმარტფონს აქვს IP68 სტანდარტის დაცვა მტვრისა და ტენიანობის მიმართ მდგრადობისთვის. მოწყობილობები მუშაობენ HyperOS 3-ზე, Android 16-ის ბაზაზე. ისინი ხელმისაწვდომია სხვადასხვა ფერში. წინასწარი შეკვეთა ჩინეთში უკვე შესაძლებელია, ხოლო სხვა ბაზრებზე მოგვიანებით გახდება ხელმისაწვდომი. Xiaomi 17 Pro-ს საბაზისო კონფიგურაცია 12 გბ ოპერატიული და 256 გბ შიდა მეხსიერებით 700 აშშ დოლარი ღირს. 12/512 გბ ვერსიის ფასი 745 აშშ დოლარია, 16/512 გბ ვერსიის - 785 აშშ დოლარი, ხოლო 16 გბ/1 ტბ ვერსიი საცალო ფასი 840 აშშ დოლარია. უფრო დიდი ფლაგმანი Xiaomi 17 Pro Max საბაზისო კონფიგურაციაში 12 გბ ოპერატიული და 512 გბ შიდა მეხსიერებით 840 აშშ დოლარად გაიყიდება, 16/512 გბ ვერსია - 885 აშშ დოლარად, ხოლო 16 გბ/1 ტბ ვერსია - 980 აშშ დოლარად. ყველა ხსენებული ფასი სმარტფონის ჩინური ვერსიისაა, რადგან ახალი მოდელები ჯერჯერობით მხოლოდ ჩინეთში გამოვიდა, გლობალური გამოშვება კი მოგვიანებით არის მოსალოდნელი. https://tinyurl.com/42uh9yp5 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.