Magdalena Posted November 29, 2024 Posted November 29, 2024 ETNews-ის თანახმად Samsung ავითარებს მსოფლიოში პირველ 27-დუიმიან OLED მონიტორს 1440p გაფართოებით და 500 ჰერცი კადრის განახლების სიხშირით. მოწყობილობის მიზანია OLED მონიტორების მუშაობის ახალი სტანდარტის დაწესება. დღემდე, ყველაზე სწრაფი OLED მონიტორებია LG UltraGear 27GX790A-B და Asus ROG Swift PG27AQDP, რომლებსაც 480 ჰერცი კადრის განახლების სიხშირე აქვთ. ფოტოს წყარო: Samsung მიუხედავად იმისა, რომ Samsung-ის მონიტორის ტექნიკური მახასიათებლები უცნობია, ინდუსტრიის წყაროები ვარაუდობენ, რომ ახალ პროდუქტში გამოყენებული იქება Samsung-ის მოწინავე QD-OLED მატრიცა. Quantum Dot ტექნოლოგიით გაუმჯობესებული პანელი უზრუნველყოფს ფერების შესანიშნავ გადმოცემას, უფრო ღრმა კონტრასტს და გაუმჯობესებულ წარმადობას ტრადიციულ LCD პანელებთან შედარებით. სამხრეთკორეული ETNews-ის თანახმად Samsung-ის OLED მონიტორი 500 ჰერცი კადრის განახლების სიხშირით განვითარების ბოლო სტადიაშია. კომპანია ასევე აწარმოებს მოლაპარაკებებს მონიტორების სხვა წამყვან მწარმოებლებთან მათ პროდუქტებში ახალი OLED პანელის გამოყენების შესაძლებლობის შესახებ. პირველი 500-ჰერციანი OLED მონიტორები სავარაუდოდ მომავალ წელს გამოჩნდება. თუმცა, მწარმოებლებს შორის კონკურენცია არ შემოიფარგლება მხოლოდ სიჩქარის მხრივ. მომავალ წელს ასევე მოსალოდნელია გამოვიდეს 27-დუიმიანი QD-OLED მონიტორები 4K გაფართოებით, 240 ჰერცი კადრის განახლების სიხშირით და 1000 cd/m2 მაქსიმალური სიკაშკაშით, ასევე უფრო დიდი 45-დუიმიანი WOLED მონიტორები 5120 x 2160 პიქსელამდე გაფართოებით (ამჟამადამ ზომის ეკრანისთვის მაქსიმუმია 3440 × 1440 პიქსელი). ასეთი მონიტორის მინიმუმ ერთი მოდელი, LG 45GX950A, ახლახანს აღმოაჩინეს სამხრეთ კორეის მარეგულირებელი ორგანოს მონაცემთა ბაზაში, წერს Tom's Hardware. https://tinyurl.com/z8hw9uuy Quote
George Posted November 29, 2024 Posted November 29, 2024 ეგეთი არა მაგრამ ამ შაშობაო სეილებზე შეიძლება 240 გერციანი QD-OLED მოდელი ლამის 600$ კი იყიდო ამაზონზე, რაც საკმაოთ იშვიათი მოვლენაა, უფრო ძვირიანებიც 800-850$ იქნება უკვე, ეგ მართლა ძალზე სწრაფი მატრიცით იქნება, თუმცა უკვე 240 გერციანიც კი სისწრაფით ჯობიაო ლამის 360 გერციან იპს Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.