Jump to content

Recommended Posts

Posted

გამარჯობა 💁‍♂️ 

s1600_2020_Lapierre_Spicy_Fit_8.0.jpg?Ve

ყველა ადამიანს აქვს გარკვეული ოცნებების სია და მათ შორის ვარ მეც 😊 ყოველთვის მინდოდა მყოლოდა Enduro-ს ტიპის სამთო ველოსიპედი მაღალი კომპლექტაციის დეტალებით. სამწუხაროდ მსგავსი ველოსიპედები საკმაოდ ძვირი ღირს თუ ახალის ყიდვას გადაწყვეტთ (როგორც საზღვარგარეთ ასევე საქართველოში): 2020 Lapierre Spicy Fit 8.0 Bike 

რამოდენიმე წელია ეს იდეა თავში მიტრიალებდა და საკმაოდ ბევრ ვერსიას განვიხილავდი. სამწუხაროდ ზუსტად ისეთი ველოსიპედი არ გამოჩნდა, რომელიც კონკრეტულად მე მომწონდა და მჭირდებოდა. ძალიან მოკლედ გეტყვით პატარა ისტორიას და უკვე შემდეგ პოსტებში დავწერ დეტალურად რა შევცვალე ამ 2 წელიწადში და რა დევასერვისე.

ისტორია არც თუ ისე კარგად დაიწყო, როდესაც ჩემმა მეგობარმა (სხვათაშორის ამ ფორუმიდან გავიცანი) Facebook-ზე გამიმიგზავნა იმ ველოსიპედის სურათები (ლინკთან ერთად), რაც იმ პერიოდში ძალიან მომწონდა. საუბარია CUBE Stereo 150 C:62 SL 29 actionteam 2020 მოდელზე. 

355200_light.jpg&w=1920&q=100
დიახ ეს ზუსტად ის მოდელია, რომელიც მაშინ ყავდა საქართველოში ყველაზე ცნობილ იუთუბერს :)  მისი არხი თუ ვინმემ არ იცით - ZaaLand

რათქმაუნდა ეს არ იყო ზაალის ველოსიპედი, რადგან იმ პერიოდში თავის ველოსიპედს არ ყიდდა. ბევრი არ მიფიქრია ისე გადავწყვიტე სანახავად წასვლა. ვიშოვე თანხა და წავედი ველოსიპედის დასათვალიერებლად რუსთავში. სურათებში საკმაოდ კარგ მდგომარეობაში ჩანდა, მაგრამ რეალურად თითქმის ყველა დეტალი სასერვისო ქონდა. გავითვალისწინე, რომ წინ მარტივი დღეები არ მელოდა... მაინც დავთანხმდი და წამოვიყვანე. ინფომრაციის დასაზუსტებლად იგივე (ყიდვის დღეს) მივედი ჩემს მეგობრებთან სახელოსნოში და ვთხოვე კარგად შეემოწმებინათ ველოსიპედი, რადგან მე ორ ამორტიზატორიანი ველოსიპედი არასდროს მყოლია და არ ვიცოდი დამატებით რისთვის უნდა მიმექცია ყურადღება. შემოწმების დროს აღმოვაჩინეთ ბზარი ჩარჩოს უკანა მხარეს, რაც ადგილზე ვერ დავინახე, რადგან საბურავი ეფარებოდა. ამის შემდეგ ველოსიპედი უკან მივაბრუნე, რადგან პატარა თანხა არ მოქნდა გადახდილი და გაბზარული კარბონის ჩარჩოს უკანა ნაწილს ვერსად ვიშოვიდი. საოცრება, რომ მომხდარიყო და მეშოვა საზღვარგარეთ, საკმაოდ ძვირი დამიჯდებოდა. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ჩარჩოს გარდა სხვა ბევრი დეტალიც გამოსაცვლელი და დასასერვისებილი იყო.

ესე დამთავრდა CUBE-ის ყიდვის ისტორია და რამოდენიმე თვე ახალი არაფერი გამოჩენილა გასაყიდად. სიმართლე, რომ ვთქვა უკვე გული მქონდა აცრუებული და ალბათ, რომ არა ეს ვარიანტი საერთოდ გადავიფიქრებდი მეორად ველოსიპედის ყიდვას. 

იგივე მოგობარმა მომწერა, რომ მისი ძმაკაცი მიდიოდა საზღვარგარეთ (ამერიკაში) საცხოვრებლად და ყიდდა თავის ველოსიპედს. სურათები რამოდენიმე დღით ადრე შემხვდა Facebook-ზე, მაგრამ არ ვიცოდი მისი ნაცნობი თუ იყო, სანამ არ მომწერა. ფასი იმაზე მაღალი ქონდა, ვიდრე CUBE-ში გადავიხადე. მეგობრობით მცირედ ფასდაკლებაზე მოვილაპრაკეთ, მაგრამ მე მაინც შემოწმება მოვითხოვე ყიდვამდე. მეორე დღეს პირადპირ სახელოსნოში შევხვდით და იქ გავიარეთ ყველა დეტალი. რაზეც მენერვიულებოდა ეს ჩარჩო იყო და დეტალური შემოწმების შემდეგ აღმოჩნდა, რომ რამოდენიმე ნაკაწრის გარდა არაფერი ჭირდა.

რათქმაუნდა აქაც იყო არაერთი დეტალი დასასერვისებილი და გამოსაცვლელი. პირველ რიგში რასაც აღარ ეშველებოდა ეს დაკაწრული წინა ჩანგლის სტენშენები იყო შიდა მხარეს. უკანა შოკიდან ზეთი წვეთავდა და ჩარჩოს ასველებდა. ჯაჭვი დაგრძელებული და გადასაგდები იყო, უკანა კბილანა გაცვეთილი, წინა კბილანა დაღუნული, უკანა გადამრთველის სამაგრი (პერო) გასასწორებელი, სკამი ჭრიალდებდა, დროპერი იჭედებოდა, ჩარჩოს გადაბმის საკისრები დაჟანგებული იყო და მთლიანად ველოსიპედის ჩარჩოს უკანა მხარეს ვიბრაცია ქონდა მოძრაობისას. სამუხრუჭე სითხე გამოსაცვლელი ქონდა და უკანა მუხრუჭის მარჯვენა ლევერი ვარდებოდა.

ზემოთხსენებულის გათვალისწინებით მიღირდა ყიდვა და გადავწყვიტე, რომ იქამდე არ ვივლიდი სანამ ყველაფერს არ გამოვცვლიდი ან არ შევაკეთებდი (რათქმაუნდა რაც ამას ექვემოდებარებოდა). საბოლოოდ ვიყიდე სათაურში აღნიშული ველოსიპედი და დაახლოებით უკვე 2 წელი გავიდა რაც ვაწყობ დეტალურად. ჯერ-ჯერობით პროექტი არ დამთავრებულა და საბოლოო სურათებს არ ვდებ. იმედი მაქვს 2025 წელს რაც დამრჩა ყველაფერს ვიყიდი და დავაყენებ. 

დიდი მადლობა ყურადღებისთვის და ეტაპობრივად დავდებ რა სირთულეებს წავაწყდი ამ 2 წლის მანძილზე და რა როგორ გავაკეთე. კარგი იქნებოდა მაშინ დამედო ყველაფერი, როდესაც კონკრეტულ საკითხს ვაგვარებდი თუმცა არც ეხლაა გვიანი :) 
 

  • Like 2
  • Type-X changed the title to პროექტი (Dream Build) - Lapierre Spicy Fit 8.0 2020
Posted

თემა 1 - წინა კბილანა (Chain Ring)

ყიდვის შემდეგ აღმოვაჩინე, რომ კბილანა რომელიც ქარხნულად მოყვა ველოსიპედს იყო გაღუნული. სავარაუდოდ ქვაზე, კლდეზე ან უსწორმასწორო ადგილზე ძლიერი დარტყმის შედეგად. კბილანის გასწორებას რათქმაუნდა აზრი არ ქონდა და ამიტომ დავიწყე ინტერნეტში შემცვლელის ძებნა. ხანგრძლივი ძიების შედეგად აღმოვაჩინე კარგი კომპანია, რომელიც კონკრეტულად ამ საქმეზე მუშაობდა.

მოხსნილი კბილანა შენახული მაქვს და ქვემოთ დავდებ სურათებს. ალბათ ხედავთ, რა დღეშიც არის :( P. S. კიდევ, კარგი გაურეცხავის სურათები არ მაქვს :D 

vJDGkMV.jpeg

SeGH3Kf.jpeg

დავიწყოთ კბილანის დეტალური განხილვა 😊

პროდუქტის მახასიათებლები:

მწარმოებელი: Shimano
ჯგუფი: XT M8100
განკუთვლილია: 12 სიჩქარიანი Shimano-ს გადაცემისთვის
კბილების რაოდენობა: 32T
მოდელი: SM-CRM85
სამოტაჟო ზისტემა: Direct mount
დაახლოებითი წონა: 115 გრამი (32T)
წარმოებელი ქვეყანა: იაპონია

თავსებადობა:

FC-M8100-1
FC-M8120-1
FC-M8130-1

გრადაცია (კბილის რაოდენობა):

  • 28T
  • 30T
  • 32T
  • 34T
  • 36T

თუ კარგად დააკვირდებით ნახავთ, რომ კბილანა არ არის ერთი მთლიანი დეტალი. რეალურად ის შედგება 2 განცალკევებული ნაწილისგან. შიდა გული დამაგრებულია გარეთა (კბილანების მხარეს) ბოლტებით. სულ ოთხი სამაგრია გარე მხარეს და თითო სამაგრზე 2 ბოლტით მაგრდება შიდა მხარე. საერთო ჯამში ბოლტების რაოდენობა - 8 ცალი.

რაც შეეხება შიდა გულს - მასზე 20 ერთიდაიგივე დაშორების კბილია და შუაში ზედა მხარეს აქვს შედარებით დიდი ადგილი გამოყოფილი (ჭრილი). სწორედ ეს არის ამ კბილანის ჩასასმელი ადგილი და თუ ისეთს აარჩევთ, რომელსაც ეს ადგილი (შუა გულის დაშორება) აქვს განსხვავებული (მაგალითად SRAM-ის კბილანას) არ დაყენდება Shimano-ს BB-ზე. უკეთესი თვალსაჩინოებისთვის წითლად მონიშნულია ორივე ადგილი. ქვედა მონიშვნას დიდი ყურადღებას ნუ მიაქცევთ. მხოლოდ იმიტომ აღვნიშნე, რომ 20 კბილს შორის არის აბსოლიტურად ერთიდაიგივე დაშორება.

სურათზე მონიშნულია წითლად ზედა დიდი ჭრილი და ქვედა პატარა ჭრილი.

xrlEdcB.jpeg


ოფიციალურ ვებ-გვერდზე: DEORE XT CHAINRING 12s - SM-CRM85

ზემოთხსენებული გაყიდვაში გვხვდება მხოლოდ შავი ფერით და ჩამოთვლილი კბილების რაოდენობით: 28T, 30T, 32T, 34T, 36T. კბილანების რაოდენობა შეგიძლიათ გაარკვიოთ, როგორც წინა მხარეს აღნიშნული მარკირებიდან (თუ რათქმაუნდა ჩანს), ასევე სათითაო დათვლით. მონიშნეთ 1 კბილი და სათითაოდ გადათვალეთ კბილების რაოდენობა.

tiMRVeP.jpeg

12S ნიშნავს, რომ კბილანა მხოლოდ 12 სიჩქარიანი სისტემისთვის არის განკუთვნილი. 

საკმაოდ ძვირი ღირს ახალი კბილანა და რეალრად, რომ ვთქვა არც მომწონდა: ფერი, ვიზუალი და კონსტრუქცია. ვფიქრობდი ფერადი და ერთი მთლიანი ბევრად უფრო მოუხდებოდა ველოსიპედს. არც შევმცდარვარ 🥰 უღრმესი მადლობა ALUGEAR-ს იმისთვის, რომ არსებობენ და თავის საქმეს იდეალურად აკეთებენ. დავამატებ იმას, რომ საკმაოდ მალე გცემენ პასუხს კითხვებზე თუ მეილზე მიწერთ.

Alugear-Chainring-Direct-Mount-Rund-Oval

ჩემს პირად მაგალითზე გეტყვით, რომ შემთხვევით ყიდვის დროს ოვალური და მრგვალი კბილანა მქონდა ბრაზუერში გახსნილი ერთმანეთის გვერდიგვერდ. ყიდვის დროს შეცდომით ავირჩიე ოვალური და ის გამოვიწერე. მალევე მივწერე მეილზე და ვთხოვე, რომ თუ შეეძლოთ მრგვალი დაემზადებინათ ჩემთვის. ავუხსენი სიტუაცია და გაგებით მოეკიდნენ საკითხს. რამოდენიმე წუთში პასუხი დამიბრუნეს სადაც ეწერა, რომ გადააკეთეს შესყიდვის ორდერი ოვალურიდან მრგვალზე და იმ დეტალს დამიმზადებდნენ, რაც რეალურად მჭირდებოდა 🥰 

აქვე ავხსნი სხვაობას ოვალურ კბილანას და მრგვალს შორის. საკმაოდ ბევრი ვიდეო შედარება დევს youtube-ზე და თუ დაგაინტერესებთ გადახედეთ. ეს თვალსაჩინოებისთვის ორვე.

მრგვალი კბილანა
ოვალური ბილანა

+ კბილანების დიაპაზონი საკმაოდ მრავალფეროვანია და ნებისმიერი მსურველი შეძლებს საკუთარი მართვის სტილიდან გამომდინარე სასურველის არჩევას. კბილანების ზომების სრული ჩამონათვალის დიაპაზონი: 26T, 28T, 30T, 32T, 34T, 36T, 38T, 40T, 42T, 44T. 

საბოლოოდ ეს დიზაინი შევარჩიე: Round Boost for Shimano DM 12sp MTB იგივე კბილების რაოდენობით: 32T. გამოცვლის ინსტრუქცა ქვემოთ დადებულ ვიდეოებშია ნაჩვენები.
 

 

შენიშვნა: აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ კბილანის რეკომენდირებულე მეტად გაზრდის ან დაკლების შემთხვევაში შესაბამისად დაგჭირდებათ ჯაჭვის დაგრძელება ან დამოკლება. წინააღმდეგ შემთხვევაში სიჩქარეებში ვეღარ გადართავთ + ამას დაგრძლებასთან ან დამოკლებასთან ერთად საჭირო გახდება თვითონ სიჩქარეების რეგულირებაც :) დეტალურად ქვემოთ მოცემულ ვიდეოში არის ეს ინფორმაცია ახსნილი.

კბილანის მოსახსნელი ინსტრუმეტები, რაც დაგჭირდებათ შეცვლისთვის :) 

სხვა მწარმოებლებსაც აქვთ მსგავსი პროდუქცია. მაგ: Uniteco

 

  • 3 weeks later...
Posted

ჩარჩოს საკისრები (Frame Bearing)

ყიდვის შემდეგ აღმოვაჩინე, რომ ჩარჩოს გადაბმის ადგილზე საკისრები იყო დასასერვისებელი. კონკრეტულად სკამის სამკუთხედში :( უკანა შოკის ყოველი ჩასვლის დროს ისმოდა შემაწუხებელი ვიბრაცია და ჭრიალის ხმა. ტრადიცულად დავიწყე ინფორმაციის ინტერნერში მოძიება :) 

კარგი იქნება დასაწყისშივე ამ ვიდეოს ნახვა, რადგან კარგად არის განმარტებული ყველა 2 ამორტიზატორიანი სამთო ველოსიპედის ტექნიკური ტერმინები.

 

 

 

 

 

გავწევრიანდი ლაპიერის ჯგუფებში Facebook-ზე, მაგრამ ვერ ვნახე ჩარჩოს საკისრებზე ზუსტი ინფორმაცია. ამიტომ მომიწია მეთვითონ ველოსიპედის დაშლა. შემდეგ გადაბმების ადგილის გასუფთავება და საკისარზე დაწერილი ინფრომაციის მიხედვით ზუსტი ზომების გარკვევა.

elfve33.jpeg

დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ამ ვებ-გვერდს და მის თანამშრომელს დახმარებისთვის.

LAPIERRE SPICY FIT 8.0 2020 FRAME BEARING KIT


მათ საიტზე სრულიად შემთხვევით მივაგენი ძველი მოდელის ჩარჩოს საკისრების სრულ კომპლექტს. რათქმაუნდა ეს კიტი ჩემს მოდელზე არ მიდიოდა (განსხვავებული ზომების გამო), ამიტომ საიტიდანვე მივწერე საფორთს. ჩამოვწერე საკისრების ზუსტი რაოდენობა, დასახელება და გავზომე შტანგელით: გარე დიამეტრი, შიდა დიამეტრი და სისქე. ყველა საკისარს ჩარჩოშივე გადავუღე სურათები და ეს ინფორმაციაც გადავუგზავნე. ეს ყველაფერი იმიტომ გავაკეთე, რომ ადვილად მიმხვდარიყო სად რომელი ზომა საკისარი ყენდებოდა. მალევე გამომეხმაურა მეილზე და შემპირდა, რომ კონკრეტულად ჩემთვის შეკრებდა ყველა ამ ზომას ერთად და შექმნიდა ანალოგიურ საკისრების ნაკრებს 2020 წლის მოდელისთვის :) 

სამწუხაროდ შემეშალა და 8 საკისარი ვიპოვე მხოლოდ. 2 ცალი გამომრჩა და ვერ ვიფიქრე, რომ უკანა მხარესაც ექნებოდა... გაკრვეული პერიოდის გასვლის შემდეგ მომწერა, რომ მზად ქონდა რვავე საკისარი და ანალოგიურად დადებდა ლინკს საიტზე გასაყიდად.

Lapierre Spicy Fit 8.0 2020 - ჩარჩოს საკისრების ზომები:

(შიდა დიამეტრი X გარე დიამეტრი X სისქე)

  • 6900VRS - 10 X 22 X 6 მმ
  • 6901VRS - 12 X 24 X 6 მმ
  • 6801VRS - 12 X 21 X 5 მმ
  • 6902VRS - 15 X 28 X 7 მმ

ამ პერიოდისთვის ადგილზეც დავიწყე იგივე ზომების მოძიება. გავარკვიე, რომ აქ NSK-ს მაღაზიაში ქონდათ საკისრები. თუმცა ჩამოთვლილიდან 1 ზომა არ იყო საერთოდ გაყიდვაში - 6900VRS. დანარჩენი ყველა ზომა ქონდათ და ერთი ცალი 24 ლარი ღირდა. სამთო ველოსიპედების საკისრები განსხვავდება ინდუსტიული საკისრებისგან, ამიტომ გადავიწყვიტე მაინც საზღვარგარეთიდან გამომეწერა ზემოთხსენებული ნაკრები :) ვიდეოები სადაც ნაჩვენებია ძირითადი სხვაობები.

 

 

იმ ადამიანმა მცირედი ფასდაკლებაც გამიკეთა იმისთვის, რომ  ინფორმაცია მივაწოდე. თუ გაინტერესებთ რას ნიშნავს საკისრების კოდები ამ სტატიას გადახედეთ:

What do those codes on a bearing mean ?

3 კვირიანი ლოდნის შემდეგ ჩამოვიდა ადგილზე საკისრები. მხოლოდ შეცვლის დროს ვნახეთ, რომ ამ 8 ცალის გარდა 2 საკისარი კიდევ ქონდა ჩარჩოში შესაცვლელი. აღარ გამომიცვლია, რადგან გადამოწმების შემდეგ გამოჩნდა, რომ ორივე ახლებივით იყო. გავასუფთავეთ და თავიდან შევპოხეთ. 

სახლში როდესაც მოვედი მაინც მივწერე საიტზე იგივე პიროვნებას, რომ 2 ცალი საკისარი დაემატებინა კომპლექტისთვის. რათქმაუნდა ჩაასწორა და ამით მთლიანი ნაკრები შეიქმნა 2020 წლის მოდელისთვის.

ვიდეოები:

 

მოხსნისთვის საჭირო ინსტრუმენტები:

 

 

 

Posted

სუპერის გადამრთველები (Jockey Wheels)

ზემოთ დავწერე, რომ წინა კბილანა alugear-ის კომპანიას შევუკვეთე. უკანა სუპერის გადამრთველებიც იგივე კომპანიას დავამზადებინე სტაფილოსფერ ფერში 😊  2 ვერსია უდევთ საიტზე განსხვავებული დიზაინით.

UbB7yvg.jpeg

Pulleys 13T-13T Spider for Shimano 12sp MTB (მე ეს კონკრეტული დავაყენე)
Pulleys 13T-13T AERO for Shimano 12sp MTB

უკანა გადამრთველი (Rear Derailleur)

ოდნავ მოგვიანებით გამოვლინდა ახალი პრობლემა. თვითონ უკანა სუპერსაც ჭირდებოდა მთლიანად გამოცვლა 🫣 მიზეზი დაზიანებული გადაბმულობის (ქლაჩის) ჩამრთველ გამომრთველი გატეხილი პლასმასი და მექანიზმის პერიოდულად გაჭედვა იყო. მექანიზმი მანამდე შევაპოხინე და გადაბმულობის სიხისტეც ოდნავ შევამცირეთ (დავარეგულირეთ) თუმცა შედეგი არ ქონდა.

 

ამ ყველაფერს ემატებოდა თავისუფალი სვლაც, რაც სიჩქარეებში გადართვას უშლიდა ხელს :( ვიარე ცოტახანი სანამ გადართვების დროს დაგვიანებები არ დაიწყო... ბევრი, რომ აღარ გავარგძელო ჩემმა დამ ზაფხულში დაბადებისდღეზე მაჩუქა სრულიად ახალი უკანა გადამრთველი, რომელიც სახლში მედო 3 თვეზე მეტი. სამსახურის და გარკვეული სხვა საქმეების გამო 2 კვირის წინ დავაყენებინე სახელოსნოში ☺️ სტაფილოსფერი გორგოლაჭები კი ძველი გადამრთველიდან გადმოვიტანინე ახალზე.

88CGOAR.jpeg

SHIMANO XT RD-M8100-SGS RD-M8120-SGS 12-Speed Rear Derailleur, Long Cage, Black

 

Posted

 

ლისის ქედებზე 🙂

Posted

შემდეგი რაზეც უნდა ვისაუბრო არის - უკანა ჰაბის მექანიზმის განახლება, საჭის სახელურები, შატუნების დამცავი რეზინები და საჭის სტემის სამაგრი :) 

NlIkZcQ.jpeg

DT Swiss 54T Ratchet Kit - ჰაბის Ratchet-ის განახლება

 

 

 

ქარხნულად ველოსიპეს უყენია DT Swiss 350 უკანა და წინა ჰაბი. უკანა ჰაბს მოყვება 18 კბილიანი Ratchet მექანიზმი, რასაც საკმაოდ დიდი თავისუფალი სვლა და დაბალი ხმა აქვს. ძალიან ბევრი ინფორმაცია ვეძებე ინტერნეტში რა უნდა გამეკეთებინა ჰაბის შეუცვლელად, რომ ხმა მომეტებინა. ამასთან ერთად აღმართებში რაც შეიძლება ნაკლები თავისუფალი სვლა ქონოდა ჰაბს. ზემოთ დევს ვიდეო ახსნები, სადაც კარგად არის განმარტებული ძირითადი სხვაობები 18 კბილიან და 54 კბილიან მექანიზმებს შორის. ამიტომ გირჩევთ დაკვირებით გაეცნოთ 🙂

ერთ-ერთი მომხმარებლის მიერ დაწერილი ახსნა ცნობილ საიტზე: DT Swiss 54T Ratchet Upgrade [Rider Review]

შენიშვნა: გასათვალისწინებელია, რომ შეიძინოთ მხოლოდ ორიგინალი DT Swiss-ის ფირმის განახლების კიტი და არა სხვა რომელიმე ბრენდის მიერ დამზადებული (მაგ. ZTTO - Star Ratchet). ძალიან ბევრია ჩინური ანალოგები... როგორც 54T ასევე 60T და იშვიათ შემთხვევაში უფრო მეტი კბილით. არ გირჩევთ, რადგან დამზადების ხარისხი დაბალია, მეტალი არ ვარგა და ძალიან მალე კბილები მოცვდება. 

 

ოფიციალურად სულ არსებობს 3 ზომის კბილანა:

  • 18T
  • 24T (იშვიათად გვხვდება)
  • 36T
  • 54T

DT_Ratchet_System_480x480.jpg?v=16233773

არაოფიცუალურად არის 60T და 64T, მაგრამ მათი ყიდვა დიდი რისკია...

მე პირადად აქედან გამოვიწერე: DT Swiss Star Ratchet DT Superlight 54 Engagement Points (2 pcs.) - HWTXXX00NSK54S 

როგორც მანქანებში ვინ კოდით ვგებულობთ რომელიმე დეტალის ორიგინალ კოდს ასევე თანამედროვე ველოსიპედებშიც შეგვიძლია გამოვიყენოთ ეს მეთოდი. რათქმაუნდა თუ ეს გათვალისწინებული აქვს ამა თუ იმ დეტალის და ბრენდის მწარმოებელ კომპანიას. ამ ეტაპზე გვაინტერესებს DT Swiss ჰაბის ან მთლიანად ვილსეტის შესახებ ინფორმაციის გაგება, ამიტომ ქვემოთ დავდებ ვიდეოებს სადაც ნაჩვენებია სად აწერია დეტალებს iD კოდები.

 

კოდით გადამოწმება შესაძლებელია ოფიციალურ ვებ-გვერდზე: DT Swiss ID სურათებიც დართულია და ნაჩვენებია, როგორ გამოიყურება კოდი, ასევე ყველა იმ ადგილის სურათია ნაჩვენები სადაც შეიძლება კოდი ნახოთ :) 

იდენტიფიცირება ხდება შემდეგნაირად: IDENTIFY YOUR PRODUCT BEFORE YOU START

ჩემსას არ აწერია არაფერი როგორც წინა ასევე უკანა ჰაბზე. მიზეზი: 2020 წლის შემდეგ ყველა DT Swiss-ის ვილსეტს ვინ კოდი აწერია:

  • გარედან დისკზე გარედენ სპიცებს შორის
  • დისკის შიდა მხარეს ლენტზე
  • დისკის შიდა მხარეს ლენტის შიგნით თვითონ დისკზე

წარწერის ყველაზე მარტივად მიგნება შეიძლება გარედან დისკზე (სპიცებს შორის). DT Swiss iD და შვიდი ციფრი ეწერება ქვემოთ.

QR_Code_white.svg

ამოიწერეთ ეს შვიდი ციფრი და შეიყვანეთ ოფიციალურ გვერდზე: DT Swiss ID 

შენიშვნა: თუ არ ეძებს ბაზაში ინფორმაციას ეს ნიშნავს იმას, რომ თქვენი ვილსეტი არის 2020 წლამდე დამზადებული და ინფორმაცია ბაზაში არ არის.

ჩემს შემთხვევაში მიუხედავად იმისა, რომ ველოსიპედი არის 2020 წლის მოდელი და ორივე ვილსეტზე ინფორმაცია უნდა მოიძებნოს ოფიციალურ საიტზე, თუმცა ესე არ ხდება. წინა ვილსეტის კოდის ჩაწერის შემდეგ ეძებს ინფორმაციას წინა სეტზე, უკანაზე დატანილი iD კოდის ჩაწერის შემთხვევაში ვერა. თავიდან ვერ მივხვდი რით იყო ეს განპირობებული, თუმცა დაკვირვების შემდეგ აღმოვაჩინე, რომ ამ მოდელს და კონკრეტულად ამ კომპლექტაციას უყენია წინ და უკან E 1700 SPLINE 29 ვილსეტი. ჩემსას კი მხოლოდ წინ აქვს ამ ნუმერაციის რკალი :D უკან უყენია E 1900 (რკალის უფრო დაბალი კომპლექტაცია). შესაბამიმსად გამოდის, რომ მეპატრონემ დააზიანა ორიგინალი უკანა რკალი ისე, რომ მთლიანად გადააწყეს უფრო დაბალი კომპლექტაციის რკალზე. ეს გადაწყობილი რკალი კი დიდი ალბათობით არის 2020 წელზე ძველი, ამიტომ ინფორმაცია საერთოდ ვერ იძებნება საიტზე. შესაძლებელია თვითონ რკალი აღებული იყოს ძველი ვილსეტიდან ან მხოლოდ ცალკე ნაყიდი და ამიტომ საიტის ბაზაში არ არის შეტანლი. 

ვისაც მსგავსი პრობლემა გაქვთ და იცით, რომ წინ 350 ჰაბი აყენია არ ინერვიულოთ, მაინც შეძლებთ ვინ კოდის გარეშე ოფიციალურ საიტზე ინფორმაციის მოძიებას :) შედიხართ Product filter-ში და Product type ირჩევთ შემდეგ Wheels MTB. მარვნივ გამოვა ახალი გრაფა Model და არიჩევთ E 1700-ს. შემდეგ გამოვა დამატებით რამოდენიმე გრაფა ქვემოთ. იმათაც მონიშნავთ და გადაგიყვანთ ვილსეტზე. ამ გზით შეძლებთ ინფორმაციის მოპოვებას :) 

 

საჭის სახელურები - Grips 

Oury-V2-Grips_1-2000x1333.jpg

როდესაც ვიყიდე ველოსიპედი ზუსტად ამ ფირმის შავი ფერის სახელურები მოყვა. ორივე გახეული იყო გვერდებზე და გამოყენების კვალიც ეტყობოდა. გავწმინდე, მაგრამ არ ეშველა. ძებნის შედეგად ვნახე, რომ შავის გარდა სხვა ფერებიც ქონდათ გაყიდვაში. გამიმართლა და ბოლო დარჩენილი სტაფილოსფერი შევიძინე საიტზე.

Oury V2 

  • გამოიყენება: MTB
  • მასალა: რეზინი
  • სიგრძე: 135 მმ
  • შიდა დიამეტრი: 22.25 მმ
  • გარე დიამეტრი: 33 მმ
  • ბოლტები: 3 მმ 
  • დამზადება: ამერიკა
  • წონა: დაახლ. 122 გრამი
  • ოფიციალური ვებ-გვერდი: Oury Grips - Handlebar Grips

7nb6NZW.png

თუ ოფიციალურ საიტზე შეიძენთ შეგეძლებათ შავ რკინის რგოლს შეუცვალოთ ფერი და მასზე წარწერა მიაწეროთ ლოგოსთან ერთად. რათქმაუნდა გრავირებით :) 

 

 

 

 

 

ვებ-გვერდი სადაც შეძენას შეძლებთ: Oury V2 Single-Clamp Lock-On Bar Grips - 135/33.0mm - blaze orange

შატუნების დამცავი - AMS Crank Defenders

GobO6yo.jpeg

ვიდეოები:

 

 

 

ოფიციალური ვებ-გვერდი: AMS Crank Defender. ORANGE

ხელმისაწვდომია მხოლოდ ქვემოთ ნაჩვენები 4 ფერი.

811ittpW8VL._AC_SL1500_.jpg

სანამ შეიძენთ აუცილებლად გაეცანეთ შატუნების ჩამონათვალს და დარწმუნდით, რომ ის შატუნები რაც თქვენ ველოსიპედზე აყენია თავსებადია ამ დამცავებთან: AMS Crank Defender Compatibility List 

s-l1200.jpg
მე Shimano XT-ისთვის შევიძინე სტაფილოსფერები. ეწერა რათქმაუნდა ჩამონათვალ სიაში თუმცა დაყენების დროს მეორე ნაწილი ოდნავ დიდი აღმოჩნდა და საიზოლაციო ლენტი დავახვიეთ შატუნის გარშემო, რადგან მჭიდროდ ჩამჯდარიყო და არ ემოძრავა :) 

სტემის თავსახური

ZsX7yiO.jpeg

შეგიძლიათ აქ შეიძინოთ: Tune Ahead Cap

Posted

წინა ამორტიზატორი - FOX 36 Fork

ძირითადი სხვაობები FOX - 32, 34, 36, 38, 40 & 49 შორის. FOX-ის წარწერის შემდეგ ჩანგალზე დაწერილი ციფრი (მაგ: 36) აღნიშნავს სამაგრის (stanchion) დიამეტრს.

სტენშენის დიამეტრი იზრდება ჩანგლის სვლასთან ერთად. მაგ: თუ 36-იანი დიამეტრის წინა ჩანგალი აქვს თქვენ ველოსიპედს მისი სვლა 150-160 მმ მერყეობს. რაც უფრო მეტია წინა ამორტიზატორის სვლა მით უფრო დიდია სამაგრის დიამეტრი.

მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ არსებობს 4 ტიპის კარტრიჯი.

  • GRIP2
  • FIT4
  • RC2
  • GRIP

დემფერებს შორის სხვაობები.

FIT4 კარტრიჯი უყენია ჩემს მოდელს. ძირითადი სხვაობები ქვემოთ მოცემულ ვიდეოშია ახსნილი :) 

FIT4-ის მუშაობის პრინციპი.

GRIP2-ის მუშაობის პრინციპი.

GRIP2 უფრო ახალი კარტრიჯია ვიდრე FIT4 და უფრო მეტ რეგულირების შესაძლებლობას იძლევა. GRIP2-თან შედარებით FIT4 პატარა პლიუსებიც აქვს - კონკრეტულად ეს არის 3 ფუნქცია:

  • ჩანგლის გახსნა
  • მედიუმ სეთინგი
  • ჩაკეტვის ფუნქცია

FIT4 კარტრიჯი ბევრად უფრო მარტივი დასარეგულრებელია ვიდრე GRIP2. GRIP2 კარტრიჯს საერთოდ არ აქვს ჩაკეტვის ფუნქცია. შესაბამისად თუ დამწყები რაიდერი ხართ FIT4 კარგი არჩევანია. ქვემოთ მოცემულ ვიდეოში ნაჩვენებია გადართვის 3 რეჟიმი, რაც ზემოთ ვახსენე.

FOX-ის წინა ჩანგლის სერვისისათვის საჭიროა გაარკივოთ თქვენი ჩანგლის წლოვანება, კარტრიჯის ტიპი და სასერვისო ნაკრების კოდები. ამისათვის საჭიროა წინა ჩანგალს დახედოთ და ამოიწეროთ მასზე დატანილი სერიული ნომერი ან 4 ციფრიანი კოდი.

IW7rTRC.jpeg

გადახვიდეთ ოფიციალურ საიტზე: SEARCH FOR PRODUCT INFORMATION 

ჩაწერეთ 4 ციფრიანი კოდი და გაიხსნება მანუალი. აქ შეძლებთ ჩობალის ნაკრების ორიგინალი კოდების პოვნას.

Posted

პედლები - Pedals

2022_Range_Pedal_Feature_1_Right-v164995

ოფიციალური ვებ-გვერდი: Range Composite Pedals

PNW-range-pedal-details-2-Large.jpeg,

ფერები:

  • შავი
  • ნაცრისფერი
  • ლურჯი
  • იასამნისფერი
  • წითელი
  • ნარინჯისფერი
  • ცისფერი

პროდუქტის დეტალები:

წონა: 390 გრამი (წყვილი)
კორპუსის მასალა:  ბოჭკოვანი მინის არმირებული ნეილონის კომპოზიტი
ღერძი: ქრომოლის ფოლადი
პლატფორმის ზომა: 115 მმ (სიგრძე) x 108 მმ (სიგანე)
პინების რაოდენობა: 22 ფოლადის მოსახსნელი თავი თითო პედალზე
სერვისი: სრულად სერვისებადი და აღდგენადი

ვიდეოები:

 

დროპერის სახელური - Dropper Post Lever

pnw-loam-lever-v2-colors-1.jpg

ოფიციალური ვებ-გვერდი: THE LOAM LEVER GEN 2

ვიდეო განხილვები: 

 

 

 

 

  • 4 weeks later...
Posted

ზემოთ პოსტში მქონდა საკისრის ზომებზე საუბარი.

Quote

 

Lapierre Spicy Fit 8.0 2020 - ჩარჩოს საკისრების ზომები:

(შიდა დიამეტრი X გარე დიამეტრი X სისქე)

  • 6900VRS - 10 X 22 X 6 მმ
  • 6901VRS - 12 X 24 X 6 მმ
  • 6801VRS - 12 X 21 X 5 მმ
  • 6902VRS - 15 X 28 X 7 მმ

დღეს სახლს ვალაგებდი და ველოსიპედიდან მოხსნილი საკისრები შემხვდა :) ყველა საკისარს ზომის ზემოთ აწერია ბრენდის სახელი BOLU. დავსერჩე ინტერნეტში და ვნახე, რომ აღნიშული კომპანია 1989 წლიდან საკისრების კეთებით არის დაკავებული. როგორც გავარკვიე წარმოება ტაივანშია.

ოფიციალური ვებ-გვერდი: Frame link / Rocker Arm


ჩაჟანგებული და გაუბედურებული საკისრები :( ბოლო სურათზე რაც ჩანს საერთოდ სხვადასხვა დაბოლოებითაა. ერთი ცალი 6801VRS-ია ხოლო მეორე 6801VRD. + ამას ველოსიპედს ვინ კოდის მიხედვით ეს საკისარი საერთოდ არ უყენია.

q9YYlyr.jpeg

5e4j2c1.jpeg

VJCrtSW.jpeg

BeqkyfC.jpeg

poGzJPQ.jpeg

ვინ კოდის მიხედვით 3 სხვადასხვა ზომის საკისარი აყენია.

jg1A61J.png

 

ნომერი 17 არის საკისრები და განმარტებაში უწერიათ სფეისერები. თვითონ ვინ კოდში აქვთ შეცდომა დაშვებული.

EkqoFsj.png


სხვა რაკურსი 

5HsHIeD.png

დიაგრამის მიხედვით Lapierre Spicy Fit 8.0 2020 - ჩარჩოს საკისრების ზომები:

(შიდა დიამეტრი X გარე დიამეტრი X სისქე)

  • 6900VRS - 10 X 22 X 6 მმ - (2 ცალი)
  • 6901VRS - 12 X 24 X 6 მმ - (6 ცალი)
  • 6902VRS - 15 X 28 X 7 მმ - (2 ცალი)

ბოლოს ჩარჩოს დიაგრამაც ვიპოვე სადაც აღნიშნულია, რომელი ბოლტი რა ძალით (ნიუტონმეტრით) უნდა დაეჭიროს :) 

7zOM7N6.jpeg

  • 3 weeks later...
Posted

საკისრების სისწორეზე ერთ-ერთ კომპანიას მივწერე  და რაც პირველად მქონდა დაწერილი ის სია გამომიგზავნეს. გამოდის, რომ სწორად მაქვს ყველა საკისარი ჩაპრესილი. შეცდომა არის თვითონ Lapierre-ის სქემაში დაშვებული.

ბმული: Lapierre Spicy | Pivot Bearing Kit | Blueseal MAX Full Complement™

Blueseal Bike MAX Bearings მოყვება ამ კიტს. Lapierre Spicy Fit 8.0 2020 - ჩარჩოს საკისრების ზომები და რაოდენობა:

 

kitgeneric4_026e79ed-9266-4312-b45b-a202

ზომები - (შიდა დიამეტრი X გარე დიამეტრი X სისქე):

  • 6801 x 12 X 21 X 5 მმ - 2 ცალი 
  • 6900 x 10 X 22 X 6 მმ - 2 ცალი 
  • 6902 x 15 X 28 X 7 მმ - 2 ცალი 
  • 6901 x 12 X 24 X 6 მმ - 4 ცალი 

დეტალურად, სად რომელი ზომის საკისარი აყენია :) 

nO7gJu7.jpeg

ახლოდან 🙂

AxjGi3x.png

სამკუთხედი 🫠

PI6dz9F.jpeg

ახლოდან 🤗

bsCC4Il.png

  • 3 months later...
Posted

ჩამოვწერე უკვე სია, რაც მაქვს საყიდელი და ნელ-ნელა მივყვები გეგმას :) ესეც პატარა ვიდეო ეხლა რა ეტაპზეა ველოსიპედი 😊 გეგმას მივყვები ეტაპობრივად, დანარჩენი ფინანსების საკითხია 😀

 

 

  • 2 months later...
Posted

ახალი ნაწილები, რაც ამ თვეებში ჩამომივიდა და ზოგიერთი უკვე დავაყენე 😊 ქვემოთ დავდებ ბმულებს რომელი საიდან გამოვიწერე, რომ ინტერნეტში ძებნა აღარ დაგჭირდეთ 🧐

KIT.jpg
DT Swiss Upgrade Kit Superlight 36T for Star Ratchet Hubs

Monarch-grips-mushroom-hero-gum.webp?v=1

Peaty's Monarch Grips - Mushroom


Shimano_XT-BL-M8100-Bremshebel-Set_800x8



Shimano XT BL-M8100 Brake Lever Set

Brake-Adapter-23-Orange-Rainbow-Bolts.pn

 

Mountain Bike Post Mount Disc Brake Adapter +23

vKA15Wd.jpeg

 

Create your own TWIST bottle ! 

შენიშვნა: ბმულზე გადასვლის დროს მე რაც შევიძინე ზუსტად იგივეს გაჩვენებთ. შეცვლა თუ მოგინდებათ საკუთარი გემოვნებით შეგიძლიათ აარჩიოთ: ბოთლის ზომა, სამაგრების ფერები და ხუფის ფერი.

Fox-Top-Cap-Air-Brown-36.jpg?v=170024634

Fox Fork Top Cap

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.