Jump to content

Recommended Posts

Posted

გამარჯობა. მოკლედ არაერთ თამაშზე გავტესტე უკვე ჩემი კომპიუტერი. მაქ GPU RTX4060 8GB  cpu i5 9400f RAM 16GB ddr4. ხოდა ყველა ძლიერი მოთხოვნების თამაშზე აქ ტექსტურების ჩატვირთვის პრობლემა. იმას არ ვგულისხმობ, რომ შეიძლება ტექსტურები ცოტა გვიან ჩაიტვირთოს რადგან HDD-მაქ, არამედ ის რომ ტექსტურები სრულად არ იტვირთება. დავტესტე Hellblade 2-ზე, მერე FAR CRY 6-ზე , cod black ops cold war-ზე (ამაზე საერთოდ საშინელება იყო), და ბოლოს red dead redemption 2-ზე. მოკლედ ყველგან ერთიდაიგივე პრობლემა აქ რასაც ვუკვირდები რა. ზოგგან უკეთესად იტვირთება ტექსტურები, მაგრამ ვატყობ, რომ მაინც არარი სრულყოფილი რა. მაქ FULL HD მონიტორი. ეს ვიდეო კარტა რაც მაქ ახალი შევიძინე სადღაც 2 თვის წინ.  რა გავუკეთო, როგორ ვუშველო ამ ყველაფერს? ვფიქრობ 8GB არ ყოფნისთქო VRAM, მარა დატვირთვით 5-6 GB ზე რო იტვირთება ეს VRAM მაინც იგივე სიტუაციას ვაწყდები. მოკლედ როგორ მოვიქცე?

Posted

დიდი ალბათობით მანდ რამე საერთო იქნება თვითონ ვინდოუსი თუ ფორმაშია, ანუ სსდ ჭირდება აუცილებლათ, პეიფჯაილზეც უჭირს უკვე ალბათ, ხანდახან შველის სხვა HDD როცა გაქვს პეიფჯაილი გადატანილი, 8გბ როგორც ჩანს არ ყოფნის ბოლომდე, თუმცა ტექსტურების ჩატვირთვის პრობლემა არ უნდა ქონოდა ეგეთ კარტაზე, მანდ სხვა რაღაცაშია უფრო საქმე, თუმცა ლონგ რანში VRAM გამო შეიძლება დაგისტუკოს თამაშის დროს, შენთან ეგრევე თუ უჭირს სსდ პრობლემას უფრო გავს, შეიძლება არც ოპერები ყოფნის ბოლომდე და ცდება 12გბ ცალკე თამასში რამის მოხმარება, მაგის შემდეგ HDD პეიფჯაილს ხმარობს უფრო სერიოზულათ და უკვე ჭედავს ყველაფერი, სსდ-ზე უფრო უკეთესი სიტუაცია გექნება და 32გბ ოპერებზე ალბათ

Posted

დღეს თამაშებს უბრალოდ სსდ კი არა nvme სჭირდება უკვე

Posted

ანუ ესეიგი შეიძლება რომ, HDD-რახან მაქ, ნელა კი არა საერთოდ არ ჩატვირთოს ტექსტურები არასდროს? და პეიფჯაილი ზოგადად რა არის? nvme ეს არ ედგმევა ჩემსას და ჩვეულებრივი SSD-ზე არის შანსი იგივე პრობლემა რომ მქონდეს, ანუ აუცილებელია გამოვცვალო პლატა? პირველ რიგში მაინც ჯობია ალბათ ოპერატიული დავუმატო ხო?

Posted
52 minutes ago, CRYPTO said:

პირველ რიგში მაინც ჯობია ალბათ ოპერატიული დავუმატო ხო?

კი ეგ ყველა ვარიანტში უნდა ქნა, თან საშენო კაპიკები ღირს

53 minutes ago, CRYPTO said:

და ჩვეულებრივი SSD-ზე არის შანსი იგივე პრობლემა რომ მქონდეს

არა საერთოდ რო არ ჩაიტვირთოს ეგრე არ იქნება

პროსტა ნორმალური იყიდე, ყველაზე იაფიანს ნაგავს ნუ აიღებს

Posted

გასაგებია მადლობა, ეგრე მივყვები მაშინ.

Posted
18 minutes ago, david_888 said:

 გაიხარე, უბრალოდ ეს პლატა მაქ Asus Prime H310M-K R2.0 და ამაზე კიდე არ მიდის, მსგავსი SSD-სლოტი არ გააჩნია. ოპერატიულებით დავიწყებ და მერე თანხას რო მოვიგდებ ჩვეულებრივ SSD-ს დავითრევ SATA კაბელიანს 500gb ან 1TB-იანს რა და მაგაზე მარტო თამაშებს ჩავწერ. იმედია დაიფიქსება ეგ ტექსტურების პრობლემა, თორე თამაშის მუღამს მაკარგინებს ისეთი საზიზღრობაა. 

Posted
12 minutes ago, CRYPTO said:

 გაიხარე, უბრალოდ ეს პლატა მაქ Asus Prime H310M-K R2.0 და ამაზე კიდე არ მიდის, მსგავსი SSD-სლოტი არ გააჩნია. ოპერატიულებით დავიწყებ და მერე თანხას რო მოვიგდებ ჩვეულებრივ SSD-ს დავითრევ SATA კაბელიანს 500gb ან 1TB-იანს რა და მაგაზე მარტო თამაშებს ჩავწერ. იმედია დაიფიქსება ეგ ტექსტურების პრობლემა, თორე თამაშის მუღამს მაკარგინებს ისეთი საზიზღრობაა. 

სხვა ვერსია გქონია მე ეს მეგონა https://www.asus.com/ru/motherboards-components/motherboards/prime/prime-h310m-e/

მაშინ ჩვეულებრივი იყიდე https://www.ebay.com/itm/405328886044?_skw=WD+500GB+WD+Blue+SA510&epid=2325739089&itmmeta=01JCV09Z6MKXQYNVKMDGXYN7RS&hash=item5e5f7bf91c:g:lzgAAOSwYoZnKeUr&itmprp=enc%3AAQAJAAAA8HoV3kP08IDx%2BKZ9MfhVJKkuCZM5o%2BRjBaokYhDs0CUVZzTZHtbF8UQBzXgVc16ZZ3lZtg6t1r%2BgZahZhhIcsJgH7EDNeojV7esuWAzi1lvfzEEgq2iGLeJt3hG6PbDGxL5mog2YYuPYBj7GvFSq%2FTDCO4L380s8YWqiijbvIbwZD2Hp6kHgNyVDnMlyJWoJOV%2Br%2B5ss%2Bi83P8EnnLRXLwwm0NrC9%2B%2FhvYZuU1DTxAzv1Xdwmu0dlfNOVxl9SM3XcphVtFyL%2BdLJNzqT7ArDCLlCHBWmJHLttDDIIGx00oHVpxVgDObRy7zni4O9f%2Fbn2Q%3D%3D|tkp%3ABk9SR7Tzp-DmZA

  • Upvote 1
Posted

ვნახოთ როგორ გავქაჩავ ჯერ რამებს დავითრევ.

Posted
8 minutes ago, CRYPTO said:

ვნახოთ როგორ გავქაჩავ ჯერ რამებს დავითრევ.

რამებს კაპიკები უნდა, 60 ლარად იყიდი 2X8

აა თუ შენ 2 სლოტი გაქ 2x16 გინდა, შენებს გაყიდი წაამატებ და 120 ლარში მოგივა

ნორმალური მაზერი რო გქონოდა 3200 მაინც დააყენებდი, H ხარახურები არ უნდა იყიდო ხოლმე

Posted

მოკლედ შევიძინე 1TB SSD Crucial -ის და corsair-ის 2x16gb RAM. ერთ ადგილას ფაქტობრივად არ იტვირთებოდა ტექსტურები 20%-ით ალბათ და რაც ვიყიდე ესენი აღარ ქონდა ეგ პრობლემა, უკეთესი იყო გაცილებით, მაგრამ ბევრ ადგილას მაინც ურევს. აი ფოტოები გადავუღე რამდენიმე მსგავს პრობლემურ ადგილს. მაინც რატო აქ ესეთი მომენტები? გრაფიკა ბოლომდე მაქვს აწეული თამაშზე.    https://ibb.co/zQC6nc1
https://ibb.co/S5BkMG4
https://ibb.co/cF1yjf2
https://ibb.co/7vSZFmN

Posted
27 minutes ago, CRYPTO said:

მოკლედ შევიძინე 1TB SSD Crucial -ის და corsair-ის 2x16gb RAM. ერთ ადგილას ფაქტობრივად არ იტვირთებოდა ტექსტურები 20%-ით ალბათ და რაც ვიყიდე ესენი აღარ ქონდა ეგ პრობლემა, უკეთესი იყო გაცილებით, მაგრამ ბევრ ადგილას მაინც ურევს. აი ფოტოები გადავუღე რამდენიმე მსგავს პრობლემურ ადგილს. მაინც რატო აქ ესეთი მომენტები? გრაფიკა ბოლომდე მაქვს აწეული თამაშზე.    https://ibb.co/zQC6nc1
https://ibb.co/S5BkMG4
https://ibb.co/cF1yjf2
https://ibb.co/7vSZFmN

ეტყობა მაგ თამაშში პროსტა ეგრეა გაკეთებული და ყველა დეტალი არაა მაღალ ხარისხში, რა თამაშია ვაფშე?

დრაივერიც განაახლე ბოლო თუ არ გიყენია, ოღონდ ddu-თი, პირდაპირ არ დააფდეითო

Posted

დრაივერი წავშალე DDU-თი safe mode-დან და ახალი დავაყენე ბოლო ვერსია. მაინც იგივენაირად არის. ამ თამაშს HD ტექსტურების გადმოსაწერი ფუნქციაც აქვს, უბრალოდ მე ნაყიდი არ მაქ და ვერ გადმოვიწერ,  შეიძლება ეგ ფიქსავდეს ამ ნიუანსებს. 

Posted

ისე VRAM  მაქსიმალურად იტვირთება. 90%-ის გამოყენების საშუალებას მაძლევს და 90-ივე მიაქ. როგორც ჩანს 2020 წლის თამაშისთვისაც 1080p გაფართოებაზეც კი, უკვე აღარ არის საკმარისი 8gb VRAM. 12 მინიმუმ გინდა რა. https://ibb.co/gFsGhCF

Posted
25 minutes ago, CRYPTO said:

2 მინიმუმ გინდა რა

კიი ეგრეა, ცოტა უნდა დაუწიო ხოლმე ტექსტურებს

Posted

კი 12გბ უნდა ნუ 10გბ მეტი როგორც წესი, კიდე ისიცაა გასათვალისწინებელი რომ ცალკე თამაში თუ 12გბ მოდელი გაქვს ვერ ტვირთავს მთლიანათ მაგ აბიომს, სადღაც 1გბ-მდე აკლებს, WDDM 3.2-ზე მგონი ვინდოუს 11-ში ყველაზე ნაკლებს იპარავს HAGS+REBAR კომბინაციაში, სადღაც იყო მაგის ტესტები მახსოვს რომელ ნასტროიკებზე რამდენი VRAM რჩებოდა თავისუფალი, რაც არ უნდა იყოს 32გბ ოპერები +სსდ დაჟე სატა3-ზეც კი მაინც მოგცემს კარგ შეღავათს VS 16გბ ოპერებთან და HDD, ეგ უკვე ოვერკილი გამოდის, განსაკუთრებით მეორე, მაგრამ იმის გათვალისწინებით რომ 12გბ ოპერები აღარაა საკმარისი და დანარჩენი როგორც წესი სხვა პროცესებს მიაქვს ეხლა ვინდოუსში, მაგის შემდეგ უკვე პეიჯფიალს მოიხმარს თამაში, ხოდა კიდე უფრო კვდება შენი HDD მაგ დროს უკვე, სსდ რამს რა თქმა უნდა ვერ შეგიცვლის მაგრამ მანდ შედარებით უკეთესათ უბერავს მაინც, თუმცა VRAM უფრო ცუდი სიტუაციაა, მანდ უკვე სლაიდშოუ იწყება 1გბ-ზე მეტი როცაა უკვე ლიმიტი და აშკარათ ვეღარ ყოფნის ის აბიომი რაც შენ კარტას აქვს, არ გამოგაგდოს შეიძლება თამაშიდან მაგრამ გაუჭირდეს მომენტებში საკმაოთ

  • Upvote 1
Posted

დღეს კარტას თუ ყიდულობ 16გბ-ზე ნაკლებიანისკენ არ უნდა გაიხედო

ახლებს რასაც ვთამაშობ +-10გბ მიაქ 1080-ში, frs dlss თუ იყენებ კიდე უფრო მეტს წაიღებს

შემდეგ წელს უკვე 12-ც აღარ იქნება საკმარისი ზოგ პროექტში

 

  • Upvote 1
Posted

ისე VRAM-ის პრობლემა თუ მაქ, ტექსტურებს როცა ვუწევ დაბლა, რატო უარესდება ტექსტურები გასწორების მაგივრად? მახსოვს ადრე კარტა მქონდა gtx 780 3gb და ჰაი ქუალითზე რო ვაყენებდი ტექსტურებს ერთ-ერთ call of duty-ს ნაწილში ითხაპნებოდა და იბლარებოდა ტექსტურები, მერე დავუკლებდი ქუალითის და სწორდებოდა. ამაზე პირიქითაა, ტექსტურებს რო ვუწევ მარტო ან კიდევ ტექსტურებთან ერთად სხვა სეთინგებსაც, ერთ შემთხვევაშიც და მეორე შემთხვევაშიც უარეს შედეგს ვიღებ. მნიშვნელობა არ აქ როგორ პარამეტრებზე დავაყენებ ტექსტურებს, რაც ნაკლებზე ვაყენებ, მით უფრო უარესდება. არადა VRAM-ის მოხმარება 5gb და ქვემოთაც ჩამოდის მაგ დროს. ასევე მე ვცადე ჩემი ძველი კარტა RX 580 8gb, იმაზეც ზუსტად ანალოგიურ პრობლემას წავაწყდი. თითონ კარტა რო ყოფილიყო დაზიანებული, ამ მეორე კარტაზე მაინც შეიცვლებოდა რამე. ვიდეოებში რო ვუყურებ, ზოგთან ცუდი მდგომარეობაა ტექსტურების მხრივ, ზოგთან კიდე იდეალური არაა მარა ბევრად უკეთესია. რამდენი პოსტი ვნახე მსგავს თემატიკაზე და ვერსად ვერ დაფიქსეს ეს პრობლემა. ზოგი წერდა თითქმის ყველა ნაწილი გამოვცვალე, ვიდეო კარტის ჩათვლითო და მაინც არაფერმა უშველაო. თუ თამაშის პრობლემაა, ზოგ ვიდეოში უკეთესი შედეგები რატო აქვთ. თუ VRAM-ის პრობლემაა, შედარებით დაბალ ქუალითიზე უნდა სწორდებოდეს. ვითომ გატეხილი ვერსია რომ მაქ თამაშის მაგისი ბრალია? ან იქნებ იმის ბრალია, რომ მე HD-ტექსტურებს ვერ ვიწერ ამ თამაშისთვის რადგან არ მაქ თამაში ნაყიდი, არადა თამაშის გრაფიკების მენიუში აქ სეთინგი და გეუბნება თუ გნებავთ გადმოწერეთ HD ტექსტურებიო. თქვენ რას ფიქრობთ რისი ბრალი უფრო იქნება?

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.