Magdalena Posted November 9, 2024 Posted November 9, 2024 დღწ-ღამის განმავლობაში BTC-ის კაპიტალიზაცია გაიზარდა 6.5%-ით და მიაღწია 1.46 ტრლნ აშშ დოლარს. ღირებულების ზრდა განპირობებულია აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებით, სადაც რესპუბლიკელების კანდიდატმა დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა. ოთხი საათის შემდეგ, რაც Bitcoin-მა მიაღწია რეკორდულ 75.407 აშშ დოლარიან მაჩვენებელს უმსხვილეს კრიპტო ბირჟა Binance-ზე, ლიკვიდირებული მოკლევადიანი პოზიციების მოცულობამ 212 მილიონს გადააჭარბა. აქტივის წინა მაქსიმალური ფასი 73.777 აშშ დოლარი დაფიქსირდა 13 მარტს. 5 ნოემბრიდან 6 ნოემბრის ჩათვლით კრიპტოვალუტის ბაზარზე პოზიციების ლიკვიდაციების მთლიანმა მოცულობამ 499 მლნ აშშ დოლარს მიაღწია, 370 მლნ აშშ დოლარი კი მოკლევადიან პოზიციებზე მოდის. ყველაზე მეტად დაზარალდნენ Bitcoin-ის ტრეიდერები, რომელთა ზარალი 220 მლნ აშშ დოლარად შეფასდა. ტრეიდერები იმედოვნებენ, რომ გაზრდილი ცვალებადობა გაგრძელდება ყოველდღიური 4-5%-იანი რყევებით. Bitcoin-მა ბოლოს გადააჭარბა Meta-ს (NASDAQ:META) საბაზრო კაპიტალიზაციით იანვარში, სპოტ Bitcoin ETF-ებით ვაჭრობის დაწყების შემდეგ. ბლოკჩეინის დამკვირვებელ CloverPool-ის თანახმად Bitcoin-ის მაინინგის სირთულემ ისტორიაში პირველად გადააჭარბა 100 T ნიშნულს 868.896 ბლოკზე. წინა რეკორდი 95.7 T დაფიქსირდა ორი კვირის წინ. https://tinyurl.com/mr4cx3td Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.