Jump to content

Recommended Posts

Posted

Nvidia-მ პირველად Apple-ს კაპიტალიზაციით მიმდინარე წლის ივნისში გაუსწრო, ასევე ოქტომბრის ბოლოს მან მოახერხა ტექნიკურად გაემეორებინა ეს ხრიკი, თუმცა მხოლოდ რამდენიმე საათის განმავლობაში ბირჟაზე ვაჭრობის მიმდინარეობისას. ამჟამად Nvidia-ს უპირატესობა უფრო გრძელვადიანი იყო, რადგან მისი კაპიტალიზაცია Apple-თან შედარებით უფრო მაღალი აღმოჩნდა ვაჭრობის დასრულებისას აშშ-ში. ამავდროულად, ორივე კომპანია ჩამორჩა ოქტომბრის მაქსიმალურ მაჩვენებლებ. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Nvidia 

გასული ვაჭრობის შედეგების მიხედვით Nvidia-ს კაპიტალიზაციამ 3.43 ტრლნ აშშ დოლარი შეადგინა, Apple-ის შემთხვევაში კი ეს ღირებულება 3.37 ტრლნ აშშ დოლარამდე დაეცა მას შემდეგ რაც კომპანიის აქციების ფასი 0.7%-ით შემცირდა. ამ შემთხვევაში Nvidia-ს აქციების ღირებულება 2.8%-ით გაიზარდა და 139.91 აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო ძირითადი სესიის დახურვის შემდეგ აქციების ფასმა კვლავ განაგრძო ზრდა და გადალახ 140.17 აშშ დოლარიანი  ზღვარი. 

Nvidia-ს აქციების ფასი გასული წლის განმავლობაში სამჯერ გაიზარდა და უკვე ახლოსაა ამ შედეგის გამეორებასთან წელს. იგივე არ შეიძლება ითქვას Apple-ის აქციებზე, მათი ფასი გაიზარდა წლის დასაწყისიდან დაახლოებით 17%-ით და ზოგადად კომპანია ახლა იწყებს განვითარებას ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიების მასობრივი აღქმით. Microsoft რჩება მესამე ადგილზე მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული საჯარო კომპანიების სიაში 3.1 ტრლნ აშშ დოლარი კაპიტალიზაციით. ის არის OpenAI-ის უმსხვილესი ინვესტორი და Nvidia-ს მნიშვნელოვანი მომხმარებელი, ამიტომ იგი ასევე მჭიდროდ არის დაკავშირებული ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიების ბაზართან. გასულ კვირას Apple-მა გამოაქვეყნა პროგნოზი მიმდინარე კვარტლის შესახებ, რამაც ინვესტორები იმედგაცრუება გამოიწვია, შედეგად კი პირობები შექმნა კაპიტალიზაციის შემცირებისთვის. Nvidia-ს ჯერ არ გამოუქვეყნებია კვარტალური ანგარიში, მაგრამ ამას გააკეთებს მიმდინარე თვეში და შესაბამისი მოლოდინები უკვე ზრდის მოთხოვნას მის აქციებზე. 

 

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.