Magdalena Posted November 5, 2024 Posted November 5, 2024 AMD-მ გამოაცხადა, რომ მისი სპეციალიზებული ჩიპები Versal გამოყენებული იქნება Starlink-ის უახლეს თანამგზავრებში ფართოზოლოვანი თანამგზავრული კომუნიკაციების უზრუნველსაყოფად. ეს ინფორმაცია AMD-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ლიზა სუმ კვარტალური ანგარიშისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე დაადასტურა. ფოტოს წყარო: Copilot მიუხედავად იმისა, რომ AMD-ს არ გაუზიარებია დამატებითი დეტალები, ცნობილია, რომ Versal AI Core ჩიპები არის ჰიბრიდული FPGA და მათი მორგება შესაძლებელია მომხმარებლის მოთხოვნილებების შესაბამისად. ჩიპი უზრუნველყოფს უსადენო კავშირს და მაღალ წარმადობას აპლიკაციებში ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით. PCMag-ის თანახმად ეს ჩიპები „შესაფერისია აპლიკაციებისთვის, რომლებიც საჭიროებენ დაბალ შეყოვნებას და რეალურ დროში პროცესის კონტროლს“. აღნიშნულია, რომ საჰაერო კოსმოსური კომპანიების გარდა AMD ყიდის Versal AI Core ჩიპებს სატელეკომუნიკაციო კომპანიებზე 5G ქსელებში გამოსაყენებლად. AMD-ის ხელმძღვანელმა ასევე გამოაცხადა Versal ჩიპების ახალი თაობის განვითარების დასრულების შესახებ. მისივე თქმით კომპანიამ ცოტა ხნის წინ დაასრულა ჩიპის დაპროექტება კოდური დასახელებით Telluride, რომელიც მეორე თაობის Versal-ის სერიის ნაწილი გახდება. ამ ჩიპებმა უნდა უზრუნველყოს 10-ჯერ მეტი გამოთვლითი ძალა და ააჩქაროს AI აპლიკაციების მუშაობა, რაც კომპანიის აზრით, სავარაუდოდ მოიზიდავს ახალ მომხმარებლებს, მათ შორის SpaceX-ს. თავად SpaceX-ს ჯერ არ გაუკეთებია კომენტარი AMD-ის ჩიპების გამოყენებასთან დაკავშირებით. ამასთან, კომპანიის ვებ-გვერდზე მოცემულია ვაკანსიები Starlink-ის თანამგზავრების პროცესორების შემუშავების სპეციალისტებისთვის, რაც, როგორც ჩანს, იმას ნიშნავს, რომ SpaceX ასევე ქმნის საკუთარ ჩიპებს თანამგზავრული კომუნიკაციების საჭიროებისთვის. https://tinyurl.com/2dxxanmz Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.