Jump to content

Recommended Posts

Posted

AMD-მ გამოაცხადა, რომ მისი სპეციალიზებული ჩიპები Versal გამოყენებული იქნება Starlink-ის უახლეს თანამგზავრებში ფართოზოლოვანი თანამგზავრული კომუნიკაციების უზრუნველსაყოფად. ეს ინფორმაცია AMD-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ლიზა სუმ კვარტალური ანგარიშისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე დაადასტურა. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Copilot 

მიუხედავად იმისა, რომ AMD- არ გაუზიარებია დამატებითი დეტალები, ცნობილია, რომ Versal AI Core ჩიპები არის ჰიბრიდული FPGA და მათი მორგება შესაძლებელია მომხმარებლის მოთხოვნილებების შესაბამისად. ჩიპი უზრუნველყოფს უსადენო კავშირს და მაღალ წარმადობას აპლიკაციებში ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით. PCMag-ის თანახმად ეს ჩიპები „შესაფერისია აპლიკაციებისთვის, რომლებიც საჭიროებენ დაბალ შეყოვნებას და რეალურ დროში პროცესის კონტროლს“. აღნიშნულია, რომ საჰაერო კოსმოსური კომპანიების გარდა AMD ყიდის Versal AI Core ჩიპებს სატელეკომუნიკაციო კომპანიებზე 5G ქსელებში გამოსაყენებლად. 

AMD-ის ხელმძღვანელმა ასევე გამოაცხადა Versal ჩიპების ახალი თაობის განვითარების დასრულების შესახებ. მისივე თქმით კომპანიამ ცოტა ხნის წინ დაასრულა ჩიპის დაპროექტება კოდური დასახელებით Telluride, რომელიც მეორე თაობის Versal-ის სერიის ნაწილი გახდება. ამ ჩიპებმა უნდა უზრუნველყოს 10-ჯერ მეტი გამოთვლითი ძალა და ააჩქაროს AI აპლიკაციების მუშაობა, რაც კომპანიის აზრით, სავარაუდოდ მოიზიდავს ახალ მომხმარებლებს, მათ შორის SpaceX-ს. 

თავად SpaceX-ს ჯერ არ გაუკეთებია კომენტარი AMD-ის ჩიპების გამოყენებასთან დაკავშირებით. ამასთან, კომპანიის ვებ-გვერდზე მოცემულია  ვაკანსიები Starlink-ის თანამგზავრების პროცესორების შემუშავების სპეციალისტებისთვის, რაც, როგორც ჩანს, იმას ნიშნავს, რომ SpaceX ასევე ქმნის საკუთარ ჩიპებს თანამგზავრული კომუნიკაციების საჭიროებისთვის. 

 

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.