Jump to content

Recommended Posts

Posted

image.jpeg 

კრიპტო ბირჟBitfinex-ის ანალიტიკოსების უახლესი ანგარიშის თანახმად 2024 წლის ბოლოსთვის Bitcoin-ის ფასმა შესაძლოა 80 000 აშშ დოლარს გადააჭარბოს. ამაზე მიუთითებს ზრდის სიგნალები დერივატივების ბაზრებზე და ფლაგმანურკრიპტოვალუტის მფლობელთა მომგებიანობა. ოფციონების ბაზრებიც აფიქსირებს ზრდის პოტენციალს აშშ-ს არჩევნების შემდეგ. 

ოფციონების ბაზრის პოზიციონირება მიუთითებს, რომ ინტერესი წლის ბოლოს ოფციონების მიმართ მნიშვნელოვნად გაიზარდა ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში. 27 დეკემბერს დაფარვის თარიღის მქონე ოფციონები და 80.000 აშშ დოლარის ფასიანი call-ოფციონები ყველაზე დიდ აღფრთოვანებას იწვევს, ნათქვამია მოხსენებაში. 

გარდა ამისა, CryptoQuant-ის თანახმად, Bitcoin-ის ყველა მფლობელის 97.6%-ზე მეტმა ახლა მიიღო მოგება ინვესტიციიდან. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც წამყვანმა კრიპტოვალუტამ 28 ოქტომბერს 10 ივნისის შემდეგ პირველად გადალახა ფსიქოლოგიურად მნიშვნელოვანი ზღვარი 70 000 აშშ დოლარი. ამავდროულად, BTC-ის ფასი კვლავ 3.77%-ით დაბალია ყველა დროის მაქსიმალურ 73.800 აშშ დოლართან შედარებით. 

კრიპტ ინვესტორები ელოდებიან შემდეგ მთავარ სიგნალს, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს Bitcoin-ის ისტორიული აღმასვლა აპრილის განახევრების შემდეგ. ექსპერტების აზრით, ეს შეიძლება მოხდეს 2024 წლის 5 ნოემბერს დაგეგმილი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებიდან ერთი კვირის შემდეგ. 

Posted

ნუ 49200$ (ამჯერათ მინიმუმი მაგდენზე იყო აგვისტოს პირველ ნახევარში ჩამოსული) კი ავიდნენ უკვე 73000$, მაგრამ მერე ისევ დატორმუზდა ზრდის პროცესი, ნუ ფორმალურათ ზრდა 1 თვიანი ციკლით რომ შემოვიფარგლოთ 59200$-ან დაიწყო და ავიდნენ არც თუ ისე რთულათ 73000$ წინა კვირას, მაგრამ ეხლა გარკვეული კორექციაა თვის ბოლოს 69000-70000$ ფარგლებში უფრო და რაღაცას ისევ ელოდებიან, ისე ლაიტკოინი მაგალითად ბევრათ მეტზე არც გაზრდილა, 74$ ავიდა უფრო 63$-ან, მანამდე კი უფრო 60$-ან 70$ აწიეს მაგ კოინის კურსი, ანუ პიკური კურსის სხვაობა არც ისეთი დიდი იყო წინა თვის ზრდა ამ თვის ზრდას რომ შევადაროთ, მაგ მხრივ ბიტკოინი უფრო სერიოზულათ გაიზარდა მაინც, 80000$ შეიძლება მართლა გაცდეს, თუმცა იყო 100000$ პროგნოზებში ამ წლისთვის უკვე, ვითომ დეკემბრის ბოლოს მაქამდე ავაო, თეორიულათ შეიძლება ავიდეს ჯერ კიდევ, არის მაგის შანსები, 5-6 რიცხვისთვის ალბათ რამეს ავიღებ, მაშინ უნდა დაწიონ მცირე პერიოდით სანამ ახალ პრეზიდენტს აირჩევდენ შტატებში კურსი და მერე შეიძლება 10000$+ ზრდებიც კი წავიდეს უკვე 20 ნოემბრისთვის თუნდაც, ანუ რამის აღება მემგონი უფრო 6-7 რიცხვამდე ჯობია, მერე ალბათ აღარ, თუმცა არავინ არ იცის რამხენალაზე გაიზრდება კურსი 70000$-ან, აპრილამდე შეიძლება ლამის 120000-130000$ ავიდეს ბიტკოინი უკვე, თუმცა ეგ ზრდა რამდენიმე ეტაპათ გაიყოფა, ეგრევე არ წავა თუნდაც თებერვლისთვის უკვე 120000$+ ბიტკოინი, თეორიულათ შეუძლია წავიდეს, მაგრამ მაგ შემთხევაში პიკი 180000$ იქნება უკვე ალბათ გაზაფხულის ბოლოსთვის, რახან მერე უფრო იცის ხოლმე გაძლიერება ბიტკოინმა ასე მარტ-მაისამდე სადღაც

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.