Magdalena Posted October 29, 2024 Posted October 29, 2024 Data Center Dynamics-ის ცნობით Bitcoin-ის მაინერებს მხოლოდ ცხრა თვე აქვთ იმისათვის, რომ ხელი მოაწერონ კონტრაქტს ჰიპერსკეილერებსა და ხელოვნური ინტელექტის კომპანიებთან, მიიჩნევენ ანალიტიკურ კომპანია JPMorgan-ის წარმომადგენლები. JPMorgan-ის ანალიტიკოსების აზრით ახლა არის შესაფერისი დრო მაინერებისთვის, გააფართოვონ თავიანთი საქმიანობის სფერო, რადგან ტრადიციული მონაცემთა ცენტრები კვლავ იბრძვიან სიმძლავრის, ქსელის კავშირებისა და მასშტაბირების მოძიებისთვის. „ჩვენ ვთვლით, რომ რჩეულ მაინერებს აქვთ დაახლოებით ცხრა თვე მომგებიანი გარიგების გასაფორმებლად რამდენიმე კარგად დაფინანსებულ AI სტარტაპსა და ჰიპერსკეილერებთან, ხოლო [დანარჩენი] მონაცემთა ცენტრები გაურკვევლობაში რჩება და ელოდება დამტკიცებას და/ან ქსელთან დაკავშირებას“, - განაცხდეს ანალიტიკოსებმა Reginald L. Smith-მა და Charles Pearce-მა The Block-ის მიერ პირველად გამოქვეყნებულ მოხსენებაში. მათ ასევე აღნიშნეს, რომ აშშ-ში რეგისტრირებულ Bitcoin-ის მაინერებს აქვთ წვდომა 5 გიგავატზე მეტ ელექტროენერგიაზე, ხოლო კიდევ 6 გიგავატი ათვისების სხვადასხვა ეტაპზე. ფოტოს წყარო: Kanchanara / Unsplash JPMorgan-ის შეფასებით 12 გიგავატზე მეტი მონაცემთა ცენტრის სიმძლავრეა შეკვეთილი, მაგრამ ჯერ არ რეალიზებულა და მის დამტკიცებას და აგებას შესაძლოა ექვს წლამდე დრო დასჭირდეს. აგვისტოში აშშ-ის ინვესტიციების მართვის კომპანია VanEck-მა განაცხადა, რომ Bitcoin-ის მაინერებს შეუძლიათ წელიწადში დამატებით 13.9 მლრდ აშშ დოლარის გამომუშავება ხელოვნური ინტელექტის კომპანიებთან პარტნიორობით. კრიპტო მაინერების გარკვეული რაოდენობა დროულად გადავიდა ხელოვნური ინტელექტის სერვისზე. CoreWeave მთლიანად გადავიდა AI/HPC ამოცანების მხარდაჭერაზე. კომპანიამ ასევე გააფორმა 12-წლიანი კონტრაქტი მაინინგ-კომპანია Core Scientific-თან, რომლის მიხედვითაც ეს უკანასკნელი აფართოებს შესაძლებლობებს CoreWeave-ის ხელოვნური ინტელექტის გამოთვლითი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. Core Scientific-ის თანახმად გარიგება მას 8.6 მლრდ აშშ დოლარს მოუტანს 12 წლის განმავლობაში. მაინინგის ბაზრის კიდევ ერთი მოთამაშე, Crusoe Energy, ააშენებს და იჯარით გადასცემს Oracle-ს მონაცემთა ცენტრს. Oracle განათავსებს იქ AI კლასტერებს და იჯარით გადასცემს მათ Microsoft-ს OpenAI-ის სასარგებლოდ. Hive Digital Technologies, Northern Data, Applied Digital, Iris Energy და სხვა მაინერები ახლა ასევე სულ უფრო მეტად ამახვილებენ ყურადღებას HPC/AI-ზე კრიპტო ბიზნესთან ერთად. https://tinyurl.com/2jkcssxs Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.