Jump to content

Recommended Posts

Posted

Data Center Dynamics-ის ცნობით Bitcoin-ის მაინერებს მხოლოდ ცხრა თვე აქვთ იმისათვის, რომ ხელი მოაწერონ კონტრაქტს ჰიპერსკეილერებსა და ხელოვნური ინტელექტის კომპანიებთან, მიიჩნევენ ანალიტიკურ კომპანია JPMorgan-ის წარმომადგენლები. JPMorgan-ის ანალიტიკოსების აზრით ახლა არის შესაფერისი დრო მაინერებისთვის, გააფართოვონ თავიანთი საქმიანობის სფერო, რადგან ტრადიციული მონაცემთა ცენტრები კვლავ იბრძვიან სიმძლავრის, ქსელის კავშირებისა და მასშტაბირების მოძიებისთვის. 

„ჩვენ ვთვლით, რომ რჩეულ მაინერებს აქვთ დაახლოებით ცხრა თვე მომგებიანი გარიგების გასაფორმებლად რამდენიმე კარგად დაფინანსებულ AI სტარტაპსა და ჰიპერსკეილერებთან, ხოლო [დანარჩენი] მონაცემთა ცენტრები გაურკვევლობაში რჩება და ელოდება დამტკიცებას და/ან ქსელთან დაკავშირებას“, - განაცხდეს ანალიტიკოსებმა Reginald L. Smith-მა და Charles Pearce-მა The Block-ის მიერ პირველად გამოქვეყნებულ მოხსენებაში. მათ ასევე აღნიშნეს, რომ აშშ-ში რეგისტრირებულ Bitcoin-ის მაინერებს აქვთ წვდომა 5 გიგავატზე მეტ ელექტროენერგიაზე, ხოლო კიდევ 6 გიგავატი ათვისების სხვადასხვა ეტაპზე. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Kanchanara / Unsplash 

JPMorgan-ის შეფასებით 12 გიგავატზე მეტი მონაცემთა ცენტრის სიმძლავრეა შეკვეთილი, მაგრამ ჯერ არ რეალიზებულა და მის დამტკიცებას და აგებას შესაძლოა ექვს წლამდე დრო დასჭირდეს. აგვისტოში აშშ-ინვესტიციების მართვის კომპანია VanEck-მა განაცხადა, რომ Bitcoin-ის მაინერებს შეუძლიათ წელიწადში დამატებით 13.9 მლრდ აშშ დოლარის გამომუშავება ხელოვნური ინტელექტის კომპანიებთან პარტნიორობით. 

კრიპტო მაინერების გარკვეული რაოდენობა დროულად გადავიდა ხელოვნური ინტელექტის სერვისზე. CoreWeave მთლიანად გადავიდა AI/HPC ამოცანების მხარდაჭერაზე. კომპანიამ ასევე გააფორმა 12-წლიანი კონტრაქტი მაინინგ-კომპანია Core Scientific-თან, რომლის მიხედვითაც ეს უკანასკნელი აფართოებს შესაძლებლობებს CoreWeave-ის ხელოვნური ინტელექტის გამოთვლითი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. Core Scientific-ის თანახმად გარიგება მას 8.6 მლრდ აშშ დოლარს მოუტანს 12 წლის განმავლობაში. მაინინგის ბაზრის კიდევ ერთი მოთამაშე, Crusoe Energy, ააშენებს და იჯარით გადასცემს Oracle-ს მონაცემთა ცენტრს. Oracle განათავსებს იქ AI კლასტერებს და იჯარით გადასცემს მათ Microsoft-ს OpenAI-ის სასარგებლოდ. Hive Digital Technologies, Northern Data, Applied Digital, Iris Energy და სხვა მაინერები ახლა ასევე სულ უფრო მეტად ამახვილებენ ყურადღებას HPC/AI-ზე კრიპტო ბიზნესთან ერთად. 

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.