Jump to content

Recommended Posts

Posted

Amazon-მა წარმოადგინა ელექტრონული წიგნების წამკითხველ Kindle-ის ოთხი ახალი მოწყობილობა. მათ შორისაა Kindle Colorsoft Signature Edition, პირველი ფერადი Kindle, რომელიც აერთიანებს e-reader-ისა და Kindle Scribe-ის ფუნქციებს, სერიის ყველაზე სწრაფი - Kindle Paperwhite, აგრეთვე განახლებული საბაზისო დონის Kindle. ანონსი ესპანურ ენაზე გაკეთდა და Amazon-მა მალევე წაშალა, ამიტომ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ სიახლე ნაადრევად შემხვევით გამოქვეყნდა. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Amazon 

Kindle Colorsoft Signature Edition "შემუშავებული იმისათვის, რომ გადმოგცეთ მდიდარი, ქაღალდზე ნაბეჭდის მსგავსი ფერები" ფერადი გარეკანების და მონიშნული ტექსტისთვის. სურათების გაფართოება შესაძლებელია "პიქსელაციაზე ღელვის გარეშე" როგორც სტანდარტული, ასევე ცოცხალი ფერის სტილის გამოყენებით. 

image.jpeg 

მოწყობილობის კორპუსი წყალგაუმტარია, მხარდაჭერილია გვერდის სწრაფი გადაფურცვლა და უსადენო დამუხტვის ტექნოლოგია. ელექტრონულ წამკითხველს შეუძლია 8 კვირამდე იმუშაოს დამუხტვის გარეშე და მისი საცალო ფასი 279.99 აშშ დოლარი იქნება. გაყიდვები დაიწყება 30 ოქტომბერს. 

ახალი Kindle Scribe გამოიყენება არა მხოლოდ კითხვის, არამედ ჩანაწერების გასაკეთებლად. 300 პიქსელი გაფართოების მქონე ეკრანი მოგაგონებთ ქაღალდს, როდესაც ურთიერთქმედებთ სტილუს Amazon Premium-ის გამოყენებით, რომელსაც საშლელი და რბილი დაბოლოება აქვს. 

image.jpeg 

Active Canvas ფუნქცია საშუალებას გაძლევთ დაამატოთ შენიშვნები უშუალოდ წიგნის გვერდებზე. შენიშვნების გაკეთება ასევე შესაძლებელია გვერდით ზოლში, რომელიც შეიძლება ადვილად დაიმალოს საჭიროების შემთხვევაში. განხორციელდა AI ფუნქციების მხარდაჭერა ტექსტების შეჯამებისთვის. Kindle Scribe-ის ფასი იქნე399.99 აშშ დოლარი და გაყიდვაში გამოვა 4 დეკემბერს. 

Kindle Paperwhite არის "ყველაზე სწრაფი Kindle" Amazon-ის განცხადებით. კომპანიის ყველაზე გაყიდვადი ელექტრონული მკითხველის განახლებულ ვერსიას, როგორც ამბობენ, აქვს უფრო დიდი, 7-დუიმიანი ეკრანი, შედეგად იგი წინა თაობის მოდელთან შედარებით უფრო თხელია. მოწყობილობას შეუძლია ავტონომიურად იმუშაოს სამ თვემდე. 

image.jpeg 

წარმოდგენილია წყალგაუმტარი კორპუსი და 16 გბ მეხსიერება. Kindle Paperwhite გაიყიდება 159.99 აშშ დოლარად. გარდა ამისა, მომხმარებელს შეეძლება შეიძინოს Kindle Paperwhite Signature Edition 199.99 აშშ დოლარად და მიიღოს მოწყობილობა 32 გბ მეხსიერებით, უსადენო დამუხტვის მხარდაჭერით და განათების ავტომატური კონტროლით. 

image.jpeg 

განახლებული საბაზისო დონის Kindle ღირს 109.99 აშშ დოლარი და ხელმისაწვდომია სხვადასხვა ფერში. მოწყობილობა წარმოდგენილია არეკვლის საწინააღმდეგო ეკრანით, რომლის გაფართოებაა 300 პიქსელი დუიმზე. მხარდაჭერილია გვერდის სწრაფი გადაფურცვლა, მონაცემების შესანახად განკუთვნილია 16 გბ სანახი სივრცე. სავარაუდოა, რომ ახალი Kindles-ის შესახებ მეტი დეტალი გამოჩნდება მას შემდეგ, რაც Amazon ოფიციალურად დააანონსებს მოწყობილობებს. 

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.