Jump to content

Recommended Posts

Posted

Intel-მა დაადასტურა, რომ Arrow Lake პროცესორის გამოშვების გეგმები რჩება "უცვლელი" და დაიწყებს მიწოდებას "ამ წლის ბოლოს". ღონისძიება Intel Innovation, რომელიც დაგეგმილია 2024 წლის 24 სექტემბერს, გადაინაცვლებს 2025 წელს, რათა დაზოგოს ფული 2024 წლის მეორე კვარტალში კომპანიის ზარალის გამო. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: overclock3d.net 

მას შემდეგ, რაც გაჩნდა ინფორმაცია Intel Innovation 2024-ის გადადების შესახებ, ბევრი ენთუზიასტი და ანალიტიკოსი ვარაუდობდა Arrow Lake პროცესორების გამოშვების შესაძლო შეფერხებას. ეს ვარაუდი ეფუძნებოდა Intel-ის გეგმებს Innovation 2024-ზე ახალი ჩიპის წარდგენასთან დაკავშირებით, ხოლო Intel-ის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ეს ხმები სიმართლეს არ შეესაბამება. 

პროდუქტების გაშვების გეგმები, დრო ან პროდუქტის მზადყოფნა არ შეცვლილა. ჩვენ აღფრთოვანებული ვართ ახალი პროდუქტის ანონსით და იმპულსით, რაც გვაქვს, მათ შორის მთავარი ანონსები ამა წლის შემოდგომისთვის. მიმდინარე წლის ბოლოს ჩვენ გაგიზიარებთ დამატებით დეტალებს შემდეგი თაობის დესკტოპ პროცესორების შესახებ, კოდური სახელწოდებით Arrow Lake“, - განაცხადეს Intel-ში. 

image.jpeg 

Intel-მა პირობა დადო, რომ "ძირითადი ანონსებს" შემოდგომაზე უნდა ველოდოთ. Lunar Lake  პროცესორები, სავარაუდოდ, მომავალი თვის დასაწყისში გერმანიაში IFA 2024-ზე გამოჩნდება. არსებობს ცნობები Battlemage თაობის დესკტოპ GPU-ების შესაძლო ანონსის შესახებ. 

Arrow Lake სერიაში დესკტოპ სეგმენტის გადაწყვეტილებები ასევე განსაკუთრებით დამაინტრიგებელია, რადგან მათ ექნება სრულიად ახალ არქიტექტურა, ნაკლებ ენერგომოხმარება ამჟამინდელ ჩიპებთან შედარებით და წარმადობის მნიშვნელოვან ზრდა. 

  • 1 month later...
Posted

პორტალ Benchlife-მა გამოაქვეყნა მომავალი Intel Core Ultra 2 (Arrow Lake-S) დესკტოპ პროცესორების საბოლოო მახასიათებლები. ერთადერთი, უცნობი დარჩა ინტეგრირებული Xe LPG გრაფიკის მახასიათებლები (Alchemist), რომლითაც ეს ჩიპები იქნება წარმოდგენილი. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: VideoCardz 

Arrow Lake-S-ის ანონსი 10 ოქტომბერს არის მოსალოდნელი, თუმცა ბოლო არაოფიციალური ინფორმაციით, პროცესორების გამოშვება 24 ოქტომბერს მოხდება. თავდაპირველად გაყიდვების დაწყებას 17 ოქტომბერს ელოდნენ. პროცესორებთან ერთად გამოვა Intel Z890 ჩიპსეტზე დაფუძნებული ახალი დედა დაფები. ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ Intel დედა დაფებიმწარმოებლებს ავალდებულებს გამოიყენონ "სტანდარტული პარამეტრები" პროცესორის მუშაობისთვის ნაგულისხმევად. თუმცა, მოდელიდან გამომდინარე, დაფებზე ასევე მხარდაჭერილი იქნებაექსტრემალური პარამეტრების პროფილები“, მაგრამ საჭიროა მათი ხელით ჩართვა. 

ოქტომბერში Intel გამოუშვებს მხოლოდ აჩქარებული პროცესორის მოდელებს „K“ სუფიქსით. ჩიპები „K“ სუფიქსის გარეშე, ასევე დედა დაფების უფრო ხელმისაწვდომი მოდელები, რომლებიც დაფუძნებულია 800 სერიის ჩიპსეტებზე, მოგვიანებით იქნება წარმოდგენილი. სავარაუდოდ, მათი ანონსი მომავალი წლის იანვრის დასაწყისში ელექტრონიკის გამოფენა CES 2025-ზე მოხდება. 

ოქტომბერში მოსალოდნელია Arrow Lake-S პროცესორის ხუთი მოდელის ანონსი და გამოშვება. ფლაგმანი Core Ultra 9 285K მოდელ არ ექნება "KF" ვერსია ინტეგრირებული გრაფიკის გარეშე. პროცესორგამოყენებული იქნება რვა მაღალი წარმადობის Lion Cove ბირთვისა და 16 ენერგოეფექტური Skymont ბირთვის კომბინაცია. ჩიპს ექნება 36 მბ L3 ქეში და 40 მბ L2 ქეშ-მეხსიერება. პროცესორის მაქსიმალური სიხშირე 5.7 გჰც-ს შეადგენს. 

image.jpeg 

საშუალო დონის მოდელ Core Ultra 7 265K-ში (და მის "ინტეგრირებული" 265KF-ის არმქონე ვერსიაში) წარმოდგენილი იქნება რვა მაღალი წარმადობის და 12 ენერგოეფექტურ ბირთვ, ასევე 30 მბ L3 ქეშ და 36 მბ L2 ქეშ. პროცესორ შეძლებს ავტომატურად აჩქარდეს 5.5 გჰც-მდე. Core Ultra 5 245K და 245KF მოდელებში მოცემული იქნება კონფიგურაცია ექვსი P- და რვა E-ბირთვით და შეძლებენ ავტომატურად 5.2 გჰც-მდე აჩქარებას. ჩიპის L3 და L2 ქეშის მოცულობა იქნება, შესაბამისად, 24 და 20 მბ. ყველა მოსალოდნელი პროცესორი უზრუნველყოფს ნომინალურ 125 ვატ TDP-ს. Core Ultra 9 და Core Ultra 7 მოდელების მაქსიმალური ენერგმოხმარება იქნება 250 ვატი, ხოლო Core Ultra 5 მოდელების შემთხვევაში - 159 ვატი. 

ყველა Core Ultra 200K პროცესორი მიიღებს Thermal Velocity Boost ავტომატური გადატვირთვის ტექნოლოგიის მხარდაჭერას. ეს ფუნქცია ამჟამად ხელმისაწვდომია მხოლოდ Core Ultra 9 (ყოფილი Core i9) მოდელებში. 

  • 4 weeks later...
Posted

Intel-მა დაამატა Intel Application Optimization (APO) ტექნოლოგიის მხარდაჭერა უახლეს Core Ultra 200S პროცესორებში, რაც დანერგილია დრაივერის დონეზე და ავტომატურად განსაზღვრავს პროგრამულ უზრუნველყოფას და მის საჭიროებებს, და ანაწილებს CPU-ის რესურსებს რეალურ დროში აპლიკაციის მუშაობის ოპტიმიზაციისთვის. თამაშებში იგი უზრუნველყოფს წარმადობის 31%-მდე გაუმჯობესებას. მხარდაჭერა ვრცელდება Intel-ის მინიმუმ ექვსი P-ბირთვის მქონე პროცესორების ოთხ თაობაზე, მე-12 თაობიდან დაწყებული. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Intel 

ახლახან გამოშვებულ Core Ultra 200S პროცესორებს შორის APO-თან თავსებადი ჩიპების სიაში შედის Intel Core Ultra 9 285K, Intel Core Ultra 7 265K და Intel Core Ultra 7 265KF. მიუხედავად იმისა, რომ უმცროსი Intel Core Ultra 5 245K და 245KF პროცესორები არ იყო სიაში ჩამოთვლილი, მათ მფლობელებს მაინც შეუძლიათ გამოიყენონ APO გაფართოებულ რეჟიმში და ისარგებლონ თამაშებში კადრების მაღალი სიჩქარით. 

Arrow Lake პროცესორების გამოშვებით Intel-მა გააფართოვა თამაშების სია, რომლებსაც შეუძლიათ ისარგებლონ APO-თი. თავდაპირველად მხარდაჭერილი იყო მხოლოდ ორი თამაში - Metro Exodus და Tom Clancy's Rainbow Six Siege. 2024 წლის მარტში სიას დაემატა 12 ახალი თამაში - Dirt 5, Dreams Three Kingdoms 2, F1 22, Final Fantasy XIV, Guardians of the Galaxy, Red Dead Redemption 2, Serious Sam 4, Strange Brigade, Watch Dogs: Legion, World of Tanks, World of Warcraft და World War Z, რის შედეგად APO-ს მიერ მხარდაჭერილი თამაშების საერთო რაოდენობა 14-დან 26-მდე გაიზარდა. 

image.jpeg 

უახლესი თამაშები, რომლებმაც APO-ს მხარდაჭერა მიიღეს, არის Company of Heroes 3, Counter-Strike 2, Cyberpunk 2077, Dota 2, Fortnite, Naraka: Bladepoint, Riftbreaker, Shadow of the Tomb Raider, Tiny Tina's Wonderlands, Total War: PHARAOH, Total War: THREE KINGDOMS და Total War: WARHAMMER 3. 

ზოგიერთი თამაში აღარ არის ახალი, მაგრამ ისინი კვლავ პოპულარულია და წარმადობის ტესტირებისთვის გამოიყენება. მაგალითად, Counter-Strike 2, Cyberpunk 2077 და Shadow of the Tomb Raider მთავარი თამაშები გეიმინგ ბენჩმარკებისთვის, რადგან ისინი საშუალებას იძლევა პროცესორების შესაძლებლობები რეალურ პირობებში შეფასდეს. 

  • Power_VANO changed the title to Intel Arrow Lake პროცესორები
Posted

გამოქვეყნდა Intel Arrow Lake-S პროცესორის თითოეული კრისტალის დეტალური ფოტოები 

HardwareLuxx-ის მიმომხილველმა ანდრეას შილინგმა (Andreas Schilling) გამოაქვეყნა Intel Arrow Lake-S დესკტოპ პროცესორის ჩიპლეტების სურათები განმარტებებით, რომლებიც გვიჩვენებს გამოთვლითი ბლოკის შიდა განლაგებას ამ პროცესორების ბირთვებით, ასევე დამხმარე ჩიპლეტებით. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Intel 

პირველ სურათზე ნაჩვენებია Core Ultra 200S დესკტოპ პროცესორების მთლიანი ჩიპლეტი ზედა მარცხენა კუთხეში განთავსებული დიდი გამომთვლელი ჩიპლეტით, ქვედა კუთხეში განთავსებულია I/O ჩიპლეტი, ხოლო მარჯვნივ - SoC და ინტეგრირებული გრაფიკის (iGPU) ჩიპლეტები. ქვედა მარცხენა და ზედა მარჯვენა კუთხეებში არის იმიტირებული, ცარიელი ჩიპლეტები, რომლებიც უზრუნველყოფენ პროცესორის კრისტალის სტრუქტურულ მთლიანობას. 

image.jpeg 

გამოთვლითი ბირთვების მქონე ჩიპლეტი დამზადებულია TSMC-ის N3B (3-ნანომეტრიანი) ტექნოპროცესის გამოყენებით და აქვს 117.241 მმ² ფართობი. SoC და I/O Die ბლოკები იწარმოება უფრო მოძველებული TSMC N6 (6 ნმ) ტექნოპროცესის გამოყენებით. I/O Die ჩიპლეტის ფართობი 24.475 მმ²-ია, ხოლო SoC-ის - 86.648 მმ². ყველა ჩიპლეტი (ან ფილა, როგორც მათ Intel უწოდებს) განთავსებულია ფირფიტაზე, რომელიც დამზადებულია Intel-ის 22-ნანომეტრიანი FinFET ტექნოლოგიის გამოყენებით. Arrow Lake არის Intel-ის პირველი პროცესორი, რომელიც გამოყენებულია კონკურენტის საწარმოო ტექნოლოგია ძირითადი ფირფიტის გარდა. 

image.jpeg 

შემდეგ სურათზე გამოსახულია Arrow Lake-ის მეორეხარისხოვანი ჩიპლეტების ყველა დამატებითი კომპონენტი. I/O Die ჩიპი შეიცავს Thunderbolt 4 კონტროლერებს და დისპლეის PHY სქემებს, PCI Express-ის და TBT4 PHY ბუფერებს და ა.შ. SoC შეიცავს დისპლეის კონტროლერებს (Display Engine), მედია ძრავს, დამატებით PCIe PHY სქემებს, ბუფერებს და DDR5 მეხსიერების კონტროლერებს. iGPU ჩიპლეტი, რომელიც დამზადებულია TSMC-ის N5P (5 ნმ) ტექნოპროცესის გამოყენებით, შეიცავს ოთხ Xe ბირთვს და Xe LPG-ზე (Arc Alchemist) დაფუძნებულ რენდერინგის ბლოკს. 

ბოლო ფოტზე დეტალურადაა ნაჩვენები Arrow Lake-S პროცესორის ბირთვებით აღჭურვილი ჩიპლეტი, რომელიც Intel-ის სხვა პროცესორებისგან განსხვავდება დიდი და პატარა ბირთვების ჰიბრიდული არქიტექტურით. Arrow Lake-ის შემთხვევაში კომპანიამ გადაწყვიტა, ენერგოეფექტური E-ბირთვები მაღალი წარმადობის P-ბირთვებს შორის განეთავსებინა და არა ცალკე კლასტერში. Lion Cove-ის რვა P-ბირთვიდან ოთხი ჩიპლეტის კიდეებზეა განთავსებული, დანარჩენი ოთხი კი - ჩიპლეტის ცენტრში. Skymont-ის ოთხი E-ბირთვიანი კლასტერი (თითოეული ოთხი ბირთვით) „გარე“ და „შიდა“ P-ბირთვებს შორისაა მოქცეული. ეს კონფიგურაცია შექმნილია P-ბირთვების მაღალი დატვირთვის დროს (მაგალითად, თამაშების დროს) თერმული დატვირთვის შესამცირებლად. 

image.jpeg 

სურათებზე ასევე ნაჩვენებია Arrow Lake-S პროცესორების ქეშის განლაგება. თითოეულ P-ბირთვს აქვს 3 მბ L3 ქეში (სულ 36 მბ), ხოლო თითოეულ E-ბირთვიან კლასტერს აქვს 2 მბ L2 ქეში. ორივე ტიპის ბირთვს ასევე აქვს 1.5 მბ ქეშის საერთო მეხსიერება. E-ბირთვების თითოეული კლასტერი რგოლისებრი სალტედან და P-ბირთვიდან მცირე დაშორებით მდებარეობს. თავად რგოლის სალტე, ასევე P და E ბირთვებსაზიარო 36 მბ L3 ქეში (Arrow Lake-ის ერთ-ერთი მთავარი ინოვაცია), ჩიპლეტის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს. 

Arrow Lake Intel-ის ერთ-ერთი ყველაზე რთული პროცესორის არქიტექტურაა დღემდე და კომპანიის პირველი ჩიპლეტების არქიტექტურა, რომელიც დესკტოპ კომპიუტერების ბაზარზე გამოჩნდა. თუმცა, პირველი პროდუქტი წარუმატებელი აღმოჩნდა: Arrow Lake-S პროცესორები იმედგაცრუებას იწვევდა სალტეს მუშაობის შეფერხებების გამო, რომელიც პასუხისმგებელია ყველა ჩიპლეტის დაკავშირებაზე. Intel ცდილობს ამ პრობლემის გამოსწორებას firmware-ის განახლებებით. თუმცა, ამჟამინდელი სახით დესკტოპის Core Ultra 200S ვერ კონკურენციას უწევს AMD Ryzen 9000 პროცესორებს (განსაკუთრებით კი Ryzen 7 9800X3D-ს) და გეიმინგ წარმადობით კიდევ უფრო ჩამორჩება თავის წინამორბედებს (კერძოდ, Core i9-14900K-ს). 

Posted

Intel-მა Core Ultra 7 265K და 265KF პროცესორების ფასები 100 აშშ დოლარით შეამცირა - ახლა ისინი Ryzen 7 9700X-ზე უფრო იაფია და აქვთ 2.5-ჯერ მეტ ბირთვ 

Intel-მა ოფიციალურად გამოაცხადა Core Ultra 7 265K და Core Ultra 7 265KF პროცესორების ფასის 100 აშს დოლარით შემცირების შესახებ რაც მათ მნიშვნელოვნად კონკურენტუნარიანს გახდის. ახლა ეს პროცესორები უფრო იაფია AMD Ryzen 7 9700X-თან შედარებით, რომელსაც მხოლოდ რვა ბირთვი აქვს, ხოლო Intel-ის პროცესორებს - 20. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Intel 

ფასების შემცირებით Intel მიზნად ისახავს ჩიპების გაყიდვების გაზრდას, რაც მოლოდინებს ჩამორჩება. ამჟამად მომხმარებლის მიერ დამოუკიდებლად ასაწყობი კომპიუტერების ბაზარზე AMD-ის პროცესორები დომინირებენ, განსაკუთრებით კი გეიმინგ კომპიუტერების სეგმენტში. ამ სეგმენტში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მოდელია Ryzen 7 9800X3D. თუმცა, Intel Core Ultra 200 სერიის პროცესორებს შეუძლიათ ღირსეული კონკურენცია გაუწიონ სამუშაო (არაგეიმინგ) ამოცანებში, ძირითადად ბირთვების უფრო დიდი რაოდენობის გამო. 

Core Ultra 7 265K-ს სარეკომენდაციო საცალო ფასი ამჟამად 299 აშშ დოლარია ( დრომდე იყო 399 აშშ დოლარი). Core Ultra 7 265KF-ს ფასი ახლა 284 აშშ დოლარია (ადრე 384 აშშ დოლარი). შედარებისთვის, Ryzen 7 9700X-ის სარეკომენდაციო საცალო ფასი 359 აშშ დოლარია, თუმცა აშშ-ში მისი შეძენა დაახლოებით 300 აშშ დოლარად არის შესაძლებელი. 

ფასის შემცირებასთან ერთად Intel-მა Core Ultra 200 პროცესორების შეძენისას საჩუქრად ორი თამაშის შეთავაზება დაიწყო: Dying Light: The Beast და Civilization VII. 

 

  • 1 month later...
Posted

Intel ამზადებს Arrow Lake Refresh სერიის დესკტოპ პროცესორებს გაზრდილი სიხშირით და აჩქარებული NPU-ით 

Intel-ი 2025 წლის მეორე ნახევარში Arrow Lake Refresh პროცესორების განახლებული ხაზის დანერგვას გეგმავს. ახალი პროდუქტები გაზრდილ საბაზისო და დინამიურ ტაქტის სიხშირეებს, ასევე განახლებულ მეოთხე თაობის NPU-ს (ნეიროპროცესორი) მიიღებენ, რაც გააუმჯობესებს წარმადობას როგორც თამაშებში, ასევე ხელოვნური ინტელექტის აპლიკაციებთან მუშაობისას. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Intel, techpowerup.com 

ZDNet Korea- ცნობით ჩიპების შესახებ დამატებითი დეტალები შესაძლოა მომდევნო კვირებში გახდეს ცნობილი, თუმცა ჩიპების ოფიციალური ანონსის დრო ჯერ არ არის დაზუსტებული. ამ ეტაპზე წყარო იუწყება, რომ ახალი პროცესორები ორიგინალი Arrow Lake-ისგან განსხვავდებიან ოდნავ უფრო მაღალი საბაზო და Turbo სიხშირეებით, ასევე განახლებული ნეიროპროცესორით ხელოვნური ინტელექტის ამოცანებზე მუშაობის დასაჩქარებლად. LGA 1851 სოკეტის შენარჩუნება შესაძლებელს გახდის მიმდინარე პლატფორმების გამოყენებას განახლებების მინიმუმ კიდევ ერთ ციკლზე - Nova Lake-S-ის გამოჩენამდე. 

Arrow Lake Refresh-ს შესაძლოა ჰქონდეს IPO (Intel Performance Optimizations), რომელიც ამჟამად მხოლოდ ჩინეთში გაყიდულ Arrow Lake-ის წინასწარ აწყობილ გეიმინგ კომპიუტერებზეა ხელმისაწვდომი. IPO საშუალებას იძლევა მოხდეს ბირთვის სიხშირეების, ენერგომოხმარების პარამეტრების და ოპერატიული მეხსიერების დროის ავტომატური რეგულირება ქარხნულ XMP/EXPO პროფილების მიღმა. თუ Intel ასეთ ოპტიმიზაციას ახალ პროცესორებში დანერგავს, ეს გარკვეულწილად ჩვეულებრივი Arrow Lake-ით გამოწვეული იმედგაცრუების კომპენსირებას მოახდენს. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: zdnet.co.kr 

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება იქნება NPU4-ზე გადასვლა, რომელიც უზრუნველყოფს მინიმუმ 40 TOPS გამოთვლით სიმძლავრეს. ეს საშუალებას მისცემს მას დააკმაყოფილოს Microsoft-ის მოთხოვნები Copilot+PC კლასის კომპიუტერებისთვის. აღსანიშნავია, რომ ეს ზღვარი ადრე არ იყო მიღწეული NPU3-ს მქონე ჩვეულებრივ Arrow Lake პროცესორებში. ამრიგად, ახალი Intel პროცესორები ოფიციალურად შეძლებენ პოზიციონირებას, როგორც ინტეგრირებული ხელოვნური ინტელექტის მქონე კომპიუტერულ გადაწყვეტილებებ. 

Intel ასევე მუშაობს დესკტოპ პროცესორების შემდეგი თაობის, Nova Lake-S-ის, შექმნაზე. მისი გამოშვება 2026 წლის მეორე ნახევარშია დაგეგმილი. ახალი სერია, სავარაუდოდ, გამოიყენებს ახალ LGA 1954 სოკეტს და წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა ტიპის 52-მდე P, E და LPE ბირთვი. თუმცა, კონკრეტული დეტალები ჯერ არ არსებობს და მათ გამოჩენას რამდენიმე თვეში უნდა ველოდოთ. 

  • 4 weeks later...
Posted

Intel-მა გამოუშვა მე-5 თაობის სამი ახალი Arrow Lake Core Ultra პროცესორი 

Intel-მა Core Ultra 5 პროცესორების ხაზი გააფართოვა Arrow Lake სერიის სამი ახალი საბაზისო დონის მოდელით, ესენია დესკტოპ ვერსიის Core Ultra 5 235A და Core Ultra 5 235TA, ასევე მობილური Core Ultra 5 235UA. პირველი ორი ძალიან ჰგავს ერთმანეთს: ორივეს აქვს 14 ბირთვი (6P + 8E) 14 ვირტუალური ნაკადის მხარდაჭერით. 

image.png 

ფოტოს წყარო: Intel 

Core Ultra 5 235A და Core Ultra 5 235TA პროცესორების მაღალი წარმადობის ბირთვების მაქსიმალური Turbo სიხშირე 5 გჰც-ია. ენერგოეფექტური ბირთვები მუშაობენ 4.4 გჰც-მდე სიხშირეზე. ამ პროცესორებს შორის მთავარი განსხვავებაა ენერგომოხმარების დონე და საბაზის სიხშირეები. Core Ultra 5 235A მოდელს აქვს 65 ვატი TDP და 3.4 გჰც საბაზის სიხშირე. Core Ultra 5 235TA- ენერგომოხმარება მხოლოდ 35 ვატია, ხოლო საბაზო სიხშირე - 2.2 გჰც. ორივე ჩიპი დამზადებულია TSMC N3B ტექნოპროცესი და აქვთ 24 მბ Smart ქეში. 

image.png 

Core Ultra 5 235UA მოდელს აქვს 10 ბირთვი: ორი მაღალი წარმადობის P-ბირთვი და რვა ენერგოეფექტური E-ბირთვი. P-ბირთვების საბაზისო სიხშირეა 2.0 გჰც, მაქსიმალური - 4.9 გჰც. E-ბირთვების სიხშირეებია 1.6 და 4.1 გჰც ნორმალურ რეჟიმში, ხოლო 700 მჰც და 2.4 გჰც - ენერგოეფექტურ რეჟიმში. ნომინალური TDP 15 ვატი, მაქსიმალური - 57 ვატი. დანარჩენი ორი პროცესორისგან განსხვავებით Core Ultra 5 235UA დამზადებულია Intel-ის საფირმო 3-ნანომეტრიანი ტექნოპროცესის გამოყენებით და არა TSMC-ის. მისი Smart Cache მეხსიერების მოცულობა 12 მბ-ია. 

სამივე ჩიპზე მხარდაჭერილია DDR5 ოპერატიულ მეხსიერება და აქვთ ინტეგრირებული გრაფიკ, რომლის წარმადობა მოდელის მიხედვით განსხვავდება. პროცესორების გაყიდვაში გამოსვლა, სავარაუდოდ, მიმდინარე წლის მესამე კვარტალში დაიწყება. დესკტოპ მოდელები Core Ultra 5 235A და Core Ultra 5 235TA უკვე გამოჩნდა Intel-ის ვებ-გვერდზე რეკომენდებულ 269 აშშ დოლარად. 

  • 1 month later...
Posted

Intel-მა განაახლა APO ფუნქცია თამაშებში FPS-ის გასაზრდელად - გაზრდილი წარმადობა და მხარდაჭერა ახალი თამაშებისთვის 

Intel აგრძელებს საკუთარი გეიმინგ წარმადობის ოპტიმიზაციის ინსტრუმენტის, Application Performance Optimizer-ის (APO) განვითარებას, რომელიც მხარდაჭერილია Core Ultra 200-ში, მე-14 თაობის Core პროცესორებსა და წინა თაობებში. ამჯერად კომპანიამ გამოაცხადა APO-ს მხარდაჭერის გაფართოება 15 ახალ თამაშზე, ასევე ზოგიერთ თამაშში წარმადობის გაზრდის შესახებ. 

image.png 

ფოტოს წყარო: Intel 

APO-ს მიერ მხარდაჭერილი თამაშების სიას დაემატა შემდეგი პროექტები: 7 Days to Die, Assetto Corsa, Cities: Skylines, Delta Force: Black Hawk Down, Deus Ex: Mankind Divided, Dyson Sphere Program, EA Sports FC 24, God of War, Kerbal Space Program 2, Like a Dragon: Infinite Wealth, Metro Exodus Enhanced Edition, The Callisto Protocol, Wolfenstein Youngblood, World of Warships და Shushan: The First Chapter. 

Intel-ის მონაცემებით, აღნიშნული თამაშებისთვის მომზადებული პროფილები ფლაგმანურ Core Ultra 9 285K პროცესორ შემთხვევაში 14%-მდე ზრდის წარმადობას. Metro Exodus Enhanced Edition-ში წარმადობა APO-ს გარეშე არსებულ მაჩვენებელთან შედარებით 14%-ით არის გაზრდილი. ანალოგიურად, წარმადობა გაზრდილია Dyson Sphere Program-ში 11%-ით, Cities: Skylines-ში 9%-ით, The Callisto Protocol-ში 4%-ით, Wolfenstein Youngblood-ში 4%-ით, Shushan: The First Chapter-ში 4%-ით, World of Warships-ში 3%-ით. 

image.png 

შეგახსენებთ, რომ APO ფუნქცია მოიცავს ინსტრუმენტების ნაკრებს კონკრეტული თამაშებისთვის სისტემის ოპტიმიზაციის შესასრულებლად. ოპტიმიზებული პარამეტრები გამოიყენება თითოეულ კონკრეტულ თამაშსა და პროცესორზე. პროგრამული უზრუნველყოფა დამოუკიდებლად განსაზღვრავს, რომელი ბირთვები უნდა იქნას გამოყენებული სხვადასხვა დავალების შესასრულებლად. ზოგადად, APO-ს შეუძლია მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს გეიმინგ წარმადობაზე, მაგრამ Intel-ს მოეთხოვება ხელით შეცვალოს პარამეტრები თითოეული ინდივიდუალური თამაშისთვის. APO-ს 2023 წელს დანერგვის შემდეგ ამ ფუნქციის მხარდაჭერა გამოჩნდა მე-12 და მე-13 თაობის Core პროცესორებზე, ხოლო მოგვიანებით - მე-14 თაობის Core და Core Ultra 200 პროცესორებზე. 

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.