Jump to content

Recommended Posts

Posted

image.jpeg 

Samsung (KS:005930) Pay-მ გააფორმა პარტნიორობის ხელშეკრულება კრიპტო გადახდების პროვაიდერ Alchemy Pay-სთან, რომლის წყალობითაც სერვისის მომხმარებლებს ხელი მიუწვდებათ გადახდის სხვადასხვა მეთოდზე. 

Alchemy Pay-ს ვირტუალური ბარათის მობილური გადახდის სერვისში ინტეგრაცია მომხმარებლებს შესაძლებლობას მისცემს გადაიხადონ კრიპტოვალუტით, როგორც ოფლაინ მაღაზიებში, რომლებიც მხარს უჭერენ ამ ფუნქციას, ასევე ონლაინ პლატფორმებზე. ასეთებია მაგალითად, ChatGPT Plus, Apple (NASDAQ:AAPL) Store, Midjourney, Amazon (NASDAQ:AMZN), Netflix (NASDAQ:NFLX), Facebook (NASDAQ:META), eBay (NASDAQ:EBAY) და სხვა. 

Alchemy Pay-ს წარმომადგენლის თქმით ახალი პარტნიორობა სერვისში ახალი მომხმარებლების მოზიდვას გამოიწვევს.  

ჩვენ უკვე გვყავს პლატფორმაზე მილიონი რეგისტრირებული მომხმარებელი და კიდევ 500 000 ვირტუალური ბარათის მფლობელი. ვინაიდან ბევრი ბიზნესპარტნიორი გვყავს, კიდევ უფრო მეტი პოტენციური მომხმარებელი გვეყოლება, რომლებიც ჩვენ პროდუქტინტეგრაციის გზით გაეცნობიან“, - განაცხადა Alchemy Pay-მ. 

სექტემბერში Alchemy Pay-მ მსგავსი პარტნიორობა წამოიწყო Google (NASDAQ:GOOGL) Pay-თან. 

ეს ასევე არ არის პირველი ინტეგრაცია კრიპტოვალუტის გადახდის პროვაიდერთან Samsung Pay-სთვის. მაგალითად, 2020 წელს სერვისი უკვე თანამშრომლობდა Swipe gateway-თან, რათა პლატფორმის მომხმარებლებს საშუალება მისცემოდათ გადაეხადათ ციფრული აქტივებით Swipe Visa (NYSE:V) ბარათის მეშვეობით. 

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.