Magdalena Posted October 10, 2024 Posted October 10, 2024 ოქტომბრის ბოლოსთვის SK Hynix და Samsung Electronics გამოაცხადებენ თავიანთ შედეგებს მესამე კვარტლის შესახებ და მოსალოდნელია, რომ SK Hynix-მა შესაძლოა გადააჭარბოს Samsung Electronics-ს ნახევრადგამტარი კომპონენტების წარმოებიდან მიღებული საოპერაციო მოგების მხრივ, წერს KoreaTimes. ფოტოს წყარო: SK Hynix ანალიტიკოსების კონსენსუს-პროგნოზის თანახმად SK Hynix-ის საოპერაციო მოგება მესამე კვარტალში გაიზრდება 6.76 ტრილიონ ვონამდე (დაახლოებით 5 მლრდ აშშ დოლარი), ხოლო შემოსავალი იქნება დაახლოებით 17.99 ტრილიონი ვონი (დაახლოებით 13.3 მლრდ აშშ დოლარი). თუ პროგნოზები გამართლდება, კომპანიამ შესაძლოა მიაღწიოს კვარტალური საოპერაციო მოგების რეკორდულ დონეს მიუხედავად მეხსიერების ჩიპების გლობალური ბაზრის უარყოფითი პერსპექტივისა. ანალიტიკოსების ვარაუდით Samsung Electronics-ის საოპერაციო მოგება მესამე კვარტალში იქნება 10.77 ტრილიონი ვონი (7.96 მლრდ აშშ დოლარი), ხოლო მის განყოფილება Device Solutions-ის (DS) საოპერაციო მოგება - 5.2 - 6.3 ტრილიონ ვონამდე (3.85 – 4.66 მლრდ აშშ დოლარი) შემცირდება. Samsung Electronics არ ამხელს თითოეული ბიზნეს ერთეულის დეტალებს თავის პროგნოზში. ექსპერტების შეფასებით DS სამხრეთ კორეის ტექნიკური გიგანტის მთლიანი საოპერაციო მოგების 50%-ზე მეტს უზრუნველყოფს. ეს ნიშნავს, რომ SK hynix-მა შესაძლოა გადაუსწროს Samsung Electronics-ს ჩიპების მოგების მხრივ 400 მილიარდი ვონით 1.5 ტრილიონ ვონამდე, რაც დარტყმა იქნება Samsung-ის, როგორც მეხსიერების ჩიპების მსოფლიოში უმსხვილესი მწარმოებელი კომპანიის რეპუტაციისთვის. ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ SK hynix წლიური საოპერაციო მოგების მხრივაც გადააჭარბებს Samsung-ს. SK hynix-ის მოგების ზრდა ასოცირდება HBM-ჩიპების წარმოების ზრდასთან, რომელსაც იგი აწვდის NVIDIA-ს - იგი მისთვის უმსხვილეს მომწოდებელია. SK Securities-ის ანალიტიკოსმა Han Dong-hee-მ აღნიშნა, რომ რვაფენიანი HBM3e-ის მზარდი წარმოება გამოიწვევს SK Hynix-ის მეხსიერების ჩიპების საშუალო გასაყიდი ფასის მნიშვნელოვან ზრდას. მისი პროგნოზით HBM-ის გაყიდვების წილი კომპანიის DRAM-ის წარმოებიდან მიღებულ შემოსავალს 30%-ით გადააჭარბებს. HBM დაახლოებით 3-დან 5-ჯერ უფრო ძვირია, ვიდრე ჩვეულებრივი DRAM პროდუქტები, რაც SK hynix-ისთვის უფრო მაღალ მოგებას განაპირობებს. ცოტა ხნის წინ SK hynix-მა დაიწყო 12-შრიანი HBM3e ჩიპების მასობრივი წარმოება. მეორე კვარტლის ანგარიშში ივლისში SK hynix-მა განაცხადა, რომ „წელს ელის თავისი HBM-ბიზნესის 300 პროცენტით ან უფრო მაღალ ზრდას“. Samsung Electronics-ც აწარმოებს HBM3e ჩიპებს, მაგრამ NVIDIA ჯერ კიდევ ტესტავს მის პროდუქტებს. TrendForce-ის თანახმად SK hynix ლიდერობდა HBM-ის გლობალურ ბაზარზე 53%-იანი წილით 2023 წელს, მას მოყვებოდა Samsung 38%-იანი მაჩვენებლით. https://tinyurl.com/2kavkzpk Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.