Jump to content

Recommended Posts

Posted

ოქტომბრის ბოლოსთვის SK Hynix და Samsung Electronics გამოაცხადებენ თავიანთ შედეგებს მესამე კვარტლის შესახებ და მოსალოდნელია, რომ SK Hynix-მა შესაძლოა გადააჭარბოს Samsung Electronics-ს ნახევრადგამტარი კომპონენტების წარმოებიდან მიღებული საოპერაციო მოგების მხრივ, წერს KoreaTimes. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: SK Hynix 

ანალიტიკოსების კონსენსუს-პროგნოზის თანახმად SK Hynix-ის საოპერაციო მოგება მესამე კვარტალში გაიზრდება 6.76 ტრილიონ ვონამდე (დაახლოებით 5 ლრდ აშშ დოლარი), ხოლო შემოსავალი იქნება დაახლოებით 17.99 ტრილიონი ვონი (დაახლოებით 13.3 ლრდ აშშ დოლარი). თუ პროგნოზები გამართლდება, კომპანია შესაძლოა მიაღწიოს კვარტალური საოპერაციო მოგების რეკორდულ დონეს მიუხედავად მეხსიერების ჩიპების გლობალური ბაზრის უარყოფითი პერსპექტივისა. 

ანალიტიკოსების ვარაუდით Samsung Electronics-ის საოპერაციო მოგება მესამე კვარტალში იქნება 10.77 ტრილიონი ვონი (7.96 მლრდ აშშ დოლარი), ხოლო მის განყოფილება Device Solutions-ის (DS) საოპერაციო მოგება - 5.2 - 6.3 ტრილიონ ვონამდე (3.85 4.66 მლრდ აშშ დოლარი) შემცირდება. Samsung Electronics არ ამხელს თითოეული ბიზნეს ერთეულის დეტალებს თავის პროგნოზში. ექსპერტების შეფასებით DS სამხრეთ კორეის ტექნიკური გიგანტის მთლიანი საოპერაციო მოგების 50%-ზე მეტს უზრუნველყოფს. 

ეს ნიშნავს, რომ SK hynix-მა შესაძლოა გადაუსწროს Samsung Electronics-ს ჩიპების მოგების მხრივ 400 მილიარდი ვონით 1.5 ტრილიონ ვონამდე, რაც დარტყმა იქნება Samsung-ის, როგორც მეხსიერების ჩიპების მსოფლიოში უმსხვილესი მწარმოებელი კომპანიის რეპუტაციისთვის. ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ SK hynix წლიური საოპერაციო მოგების მხრივაც გადააჭარბებს Samsung-ს. 

SK hynix-ის მოგების ზრდა ასოცირდება HBM-ჩიპების წარმოების ზრდასთან, რომელსაც იგი აწვდის NVIDIA-ს - იგი მისთვის უმსხვილეს მმწოდებელია. 

SK Securities-ის ანალიტიკოსმა Han Dong-hee-მ აღნიშნა, რომ რვაფენიანი HBM3e-ის მზარდი წარმოება გამოიწვევს SK Hynix-ის მეხსიერების ჩიპების საშუალო გასაყიდი ფასის მნიშვნელოვან ზრდას. მისი პროგნოზით HBM-ის გაყიდვების წილი კომპანიის DRAM-ის წარმოებიდან მიღებულ შემოსავალს 30%-ით გადააჭარბებს. HBM დაახლოებით 3-დან 5-ჯერ უფრო ძვირი, ვიდრე ჩვეულებრივი DRAM პროდუქტები, რაც SK hynix-ისთვის უფრო მაღალ მოგებას განაპირობებს. 

ცოტა ხნის წინ SK hynix-მა დაიწყო 12-შრიანი HBM3e ჩიპების მასობრივი წარმოება. მეორე კვარტლის ანგარიშში ივლისში SK hynix-მა განაცხადა, რომ „წელს ელის თავისი HBM-ბიზნესის 300 პროცენტით ან უფრო მაღალ ზრდა“. 

Samsung Electronics-ც აწარმოებს HBM3e ჩიპებს, მაგრამ NVIDIA ჯერ კიდევ ტესტავს მის პროდუქტებს. TrendForce-ის თანახმად SK hynix ლიდერობდა HBM-ის გლობალურ ბაზარზე 53%-იანი წილით 2023 წელს, მას მოყვებოდა Samsung 38%-იანი მაჩვენებლით. 

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.