Jump to content

Recommended Posts

Posted

ტაივანური კომპანია კვლავ ჩიპების უმსხვილეს საკონტრაქტო მწარმოებელია მსოფლიოში, მისი უნარი - რიტმულად დაეუფლოს მოწინავე ლითოგრაფიულ სტანდარტებს და აწარმოოს ჩიპების საჭირო რაოდენობა მათი გამოყენებით, ბევრ დამკვეთს იზიდავს. ზოგიერთი შეფასებით იგი 2-ნანომეტრიანი ჩიპებისთვის ორჯერ მეტ თანხას მოითხოვს 4- და 5-ნანომეტრიან ჩიპებთან შედარებით. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: TSMC 

ყოველ შემთხვევაში, ასეთ გათვლებს აზიარებს Commercial Times, რომელიც ამავე დროს ხაზს უსვამს, რომ ლითოგრაფიის ახალი ეტაპები მნიშვნელოვნად ზრდის მწარმოებლების ხარჯებს და, შესაბამისად, ფასის ზრდა გარდაუვალია. კერძოდ, თუ 16-ნმ ტექნოლოგიის დაუფლებისას საკმარისი იყო 100 მლნ აშშ დოლარი კვლევისა და განვითარების ხარჯებისთვის, 3-ნმ ტექნოლოგიის შემთხვევაში ეს თანხა უკვე მოიცავს 4-დან 5 მლრდ აშშ დოლარს. ახალი ტექნოპროცესებისთვის, როგორც წესი, საჭიროა მოწინაე აღჭურვილობის მქონე ახალი საწარმო, რომლის ღირებულება 15-დან 20 მლრდ აშშ დოლარამდე. ეს ყველაფერი იწვევს იმ ფაქტს, რომ სილიკონის ფირფიტა 2-ნმ ჩიპებით შეიძლება დაუჯდეს მომხმარებელს მინიმუმ 30.000 აშშ დოლარი. უფრო მეტიც, თავად TSMC იძულებული გახდება მეტი გადაიხადოს იმავე ენერგორესურსებში, მისი მოწინავე საწარმოების ტაივანში კონცენტრაციის გამო. 

გარდა ამისა, TSMC დიდად არ განიცდის კონკურენციას ამ სეგმენტში, რადგან Samsung-ს მუდმივად უჭირს მომხმარებლების პოვნა თავისი მოწინავე ლითოგრაფიისთვის, ხოლო Intel, თუმცა ჰპირდება პოტენციურ კლიენტებს 18A ტექნოლოგიით წარმოებული ჩიპებით უზრუნველყოფას, ახლა კომპანიის ისტორიაში ყველაზე ძლიერ კრიზისში იმყოფება. შესაბამისად, აშკარა კონკურენტების არარსებობა TSMC-ს საშუალებას აძლევს დააწესოს ისეთი ფასი 2-ნანომეტრიანი პროდუქციის წარმოებისთვის, როგორსაც საჭიროდ მიიჩნევს. ახალი მომგებიანი ტექნოპროცესით სარგებლობენ TSMC-ის პარტნიორები, რომლებიც მას სახარჯო მასალებით და ინსტრუმენტებით ამარგებენ. 

 

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.