Jump to content

Recommended Posts

Posted

Samsung მუშაობს სმარტ-სათვალე Ray-Ban Meta-ს კონკურენტის შექმნაზე Google Gemini AI-ით, წერს რესურსი The Information. ამის შესახებ გადაწყვეტილება მიმდინარე წლის დასაწყისში მიიღეს Google-ისა და Samsung-ის აღმასრულებლების დისკუსიის შემდეგ, თუ რომელი ვარიანტი იყო უკეთესი - გამოეშვათ სრულფასოვანი შერეული რეალობის სათვალე თუ შეემუშავებინა უფრო მარტივი ჭკვიანი სათვალე, როგორიცაა Ray-Ban Meta. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Ray-Ban 

შედეგად Google-ისა და Samsung-ის აღმასრულებლები მივიდნენ დასკვნამდე, რომ საჭირო იყო Ray-Ban Meta-ს იაფი კონკურენტის შექმნა ფუნქციების ძირითადი ნაკრებით და Google Gemini AI- მხარდაჭერით. 

როგორც The Information-მა აღნიშნა, Samsung-სა და Google- შესაძლოა გაუჭირდეთ სმარტ სათვალ გაყიდვა Meta-ს პარტნიორ EssilorLuxottica-თან თანამშრომლობის გარეშე, რომელმაც პრაქტიკულად მოახდინა სათვალეების გლობალური ბაზრის მონოპოლიზება. EssilorLuxottica- კუთვნილი Ray-Ban და Oakley პლანეტის ყველაზე ცნობადი ბრენდები. 

მიმდინარე წლის ივლისში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ Google ცდილობდა ჩართულიყო EssilorLuxottica-სა და Meta-ს შორის პარტნიორობაში, რაც გაუადვილებდა მას სმარტ სათვალეების ბაზარზე შესვლას, მაგრამ ეს წამოწყება მრავალი მიზეზის გამო წარუმატებლად დასრულდა. გასულ თვეში Meta-მ და EssilorLuxottica-მ გამოაცხადეს ახალი კონტრაქტის შესახებ, რომლიც მიხედვით პარტნიორობა გაგრძელდება „მომდევნო ათწლეულის განმავლობაში“ „მრავალ თაობის სმარტ სათვალეის“ შესაქმნელად. 

The Information-ის თანახმად Google და Samsung ასევე მუშაობენ ერთობლივ პროექტზე, რათა შექმნან მაღალი დონის შერეული რეალობის ჰედსეტი, რომელიც კონკურენციას გაუწევს Apple-ის Vision Pro-ს. Google-ს ევალება პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება, ხოლო Samsung-ი ამუშავებს აპარატურულ უზრუნველყოფას Qualcomm XR2+ Gen 2 ჩიპსეტით. ბოლო ინფორმაციით ამ ჰედსეტის გამოშვება გადაიდო 2025 წლამდე. 

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.