Magdalena Posted October 7, 2024 Posted October 7, 2024 კრიპტო ბირჟა Binance-ის დამფუძნებელი Changpeng Zhao ცოტა ხნის წინ პატიმრობიდან გაათავისუფლეს შეერთებულ შტატებში, სადაც ის ოთხთვიან სასჯელს იხდიდა მსუბუქი რეჟიმის გამოსასწორებელ დაწესებულებაში. ფოტოს წყარო: x.com/cz_binance Zhao-ს პატიმრობა მიესაჯა ფედერალური გამოძიების შემდეგ, რომელმაც დაადგინა, რომ მსოფლიოს უდიდესმა კრიპტო ბირჟა Binance-მა ვერ შეძლო პლატფორმაზე ფართომასშტაბიანი კრიმინალური აქტივობის შეკავება. Binance-ის ხელმძღვანელმა თავი დამნაშავედ ცნო იუსტიციის სამინისტროს მიერ წარდგენილ ბრალდებებში, გადაიხადა 50 მლნ აშშ დოლარის ოდენობის ჯარიმა და პირობა დადო, რომ აღარასოდეს დაიკავებს ხელმძღვანელ თანამდებობას Binance-ში. თავად კრიპტო ბირჟა იძულებული გახდა აშშ-ის ხელისუფლებისთვის გადაეხადა კომპენსაცია 4.3 მლრდაშშ დოლარის ოდენობით - ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი კორპორატიული ჯარიმა ქვეყნის ისტორიაში. ამავდროულად, Changpeng Zhao კვლავ ფლობს Binance-ის აქციების 90%-ს და 25-ე ადგილს იკავებს მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში, ფლობს 61 მლრდ აშშ დოლარს, ამასთან სასჯელის გამოტანამდე ცოტა ხნით ადრე ბიზნესმენმა ისაუბრა თავის ახალ პროექტზე. ეს არის საგანმანათლებლო პლატფორმა Giggle Academy, რომელიც არ არის გამიზნული შემოსავლის გამომუშავებისთვის. ახლა იგი შეძლებს ახალ კომპანიაში მუშაობას, რომელიც აქტიურად აგროვებს თანამშრომლებს. https://tinyurl.com/ywhuhvks Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.