Magdalena Posted September 30, 2024 Posted September 30, 2024 გართობის სფეროზე ორიენტირებულმა ბლოკჩეინ-პროექტ XProtocol-მა დააანონსა „მსოფლიოში პირველი DePIN სმარტფონი კონტროლის ნოუდით“, წერს CoinDesk. გუნდის თქმით, ახალი Android მოწყობილობა მუშაობს როგორც სრულფასოვანი ბლოკჩეინ-ნოუდი. მომხმარებლებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ DePIN ქსელში უშუალოდ სმარტფონიდან, მიიღონ ჯილდოები და Airdrop-ები. „XForge წარმოადგენს მოწყობილობების მორიგ ევოლუციას, რომელიც აერთიანებს ბლოკჩეინის სიმძლავრეს სმარტფონის მოხერხებულობასთან“, - აღნიშნეს დეველოპერებმა. სმარტფონი 299 აშშ დოლარი ეღირება. ამ თანხის სანაცვლოდ იგი უზრუნველყოფს: 256 გბ მეხსიერებას; 12 გბ ოპერატიულ მეხსიერებას; Snapdragon 8 Gen 2 პროცესორს. XProtocol არის მესამე დონის გადაწყვეტილება (L3), რომელიც აგებულია მეორე დონის (L2) გადაწყვეტილებაზე Ethereum Base-ისთვის. ჯერჯერობით ამოქმედდა საცდელი ქსელი, მთავარი ქსელი სავარაუდოდ მეოთხე კვარტალში გაეშვება. XForge თავდაპირველად იმუშავებს L3 ბლოკჩეინზე, მაგრამ საბოლოოდ გადავა პირველ დონეზე, რათა „მიაღწიოს უფრო მეტ ავტონომიას და მასშტაირებადობას“. შეგახსენებთ, რომ სექტემბერში Solana-მ წარადგინა კრიპტო სმარტფონი Seeker, რომლის წინასწარი შეკვეთების რაოდენობამ 140 ათასს გადააჭარბა. https://tinyurl.com/yravvca9 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.