Jump to content

Windows-ის თამაშები შესაძლოა მალე გამოჩნდეს Arm მოწყობილობებზე Linux-ით - Valve ტესტავს შესაბამის პროგრამულ უზრუნველყოფას


Recommended Posts

Posted

Proton არის პროგრამა, რომელიც საშუალებას იძლევა გაეშვას Microsoft Windows თამაშები და პროგრამები Linux ოპერაციულ სისტემებზე. Tom's Hardware-მა შეიტყო, რომ Valve ავითარებს Proton-ის თავსებადობის ვერსიას ARM64 არქიტექტურის მქონე მოწყობილობებისთვის (proton-arm64ec-4). რესურსის მიხედვით Proton-ის ახალი ვერსია უკვე გამოცდილია მრავალ თამაშში, მათ შორის ისეთ პოპულარულ თამაშებში, როგორიცაა Left 4 Dead 2 და Shadows of Mordor. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Warner Bros Interactive 

ასევე, SteamDB ვებ-გვერდზე ამჟამად ჩამოთვლილია Valve- მიერ გატესტილი თამაშების დიდი რაოდენობა, რომლებიც მხარს უჭერენ Windows on Arm- (WoA). მიუხედავად იმისა, რომ Valve- ჯერ არ გაუკეთებია ოფიციალური განცხადება SteamOS-ზე ან Proton-ზე ARM64-ის მხარდაჭერის შესახებ, ამან შეიძლება დაადასტუროს მისი განზრახვა - განავითაროს Linux თამაშები ზოგადად. 

წყაროს თანახმად, Valve-ს სურს გააფართოვოს თავისი გეიმინგ აუდიტორია Linux მოწყობილობებით, გასცდეს x86 აპარატურას და უზრუნველყოს Windows on Arm (WoA) თამაშების მხარდაჭერა. ასევე ნახსენებია აპლიკაცია Waydroid. ეს ნიშნავს, რომ Arm-ზე Android მოწყობილობებაც კი შეიძლება მიიღონ Proton-ის მხარდაჭერა, რაც უდავოდ მნიშვნელოვნად გააფართოვებს Valve-ს აუდიტორიას. 

ასევე გავრცელდა ვარაუდი, რომ Valve შესაძლოა ავითარებდეს საკუთარ Arm მოწყობილობებს, როგორც Steam Deck-ის პორტატული გეიმინგ კონსოლის უფრო იაფ ალტერნატივას, თუმცა ეს ნაკლებად სავარაუდოა Steam Deck-ის ისედაც დაბალი საწყისი ფასის გათვალისწინებით. 

Archived

This topic is now archived and is closed to further replies.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.