Jump to content

Recommended Posts

Posted (edited)

Panasonic-მა გადაფარა ყველა აქამდე გამოშვებული ვიდეო კამერა იმის უზრუნველყოფით, რომ მოახდინა ყოველგვარი საშინაო ნიშისა და დეტალის შევსება, კერძოდ, ჩვენ გვაქვს 5 ახალი მოდელი:

HM-TA20: ეს არის Flip-style ტიპის კამერა, ვერტიკალური დიზაინით, ერთ მხარეზე აქვს ობიექტივი, ხოლო მეორე მხარეს LCD ეკრანი მის ქვემოთ მდებარე დიდი წითელი ღილაკით. გვთავაზობს 3 მეტრ სიღრმეზე წყალგამძლე და მტვერ-შეუღწევად კორპუსს. გამოსახულებას იღებს Full HD (1080p) რეზოლუციით. არ აქვს ოპტიკური ზუმი, თუმცაღა აქვს ღამის რეჟიმი. მას ასევე შეუძლია შეითავსოს ვებკამერის ფუნქცია;

5c0f79269dfd.jpg

HM-TA2: ძირითადად წარმოადგენს TA20-ის მსგავს მოდელს. მოყვება ტრიპოდი პორტრეტული გადაღებისათვის და მშვენიერია თქვენი ახალი პროფილის სურათის გადასაღებად.

9f543794e303.jpg

HX-WA10: ასევე მყარი, 3 მეტრ სიღრმეზე წყალგამძლე და მტვერ-შეუღწევადი კორპუსით, იტანს დავარდნას და დარტყმას. იღებს 16 მეგაპიქსელი ხარისხის ფოტოებს და Full HD (1080p) გაფართოების ხანგრძლივ ვიდეოებს. წარმოდგენილია პისტოლეტის სტილის ხელმოსაჭიდი კორპუსით და მოძრავი სენსორული ეკრანით.

HX-DC10: ფაქტობრივად წარმოადგენს WA10 ტიპის მოდელს, რომელიც ვერ უძლებს წყალს, მტვერს და მირტყმას ან ძირს დაგდებას;

71553c8149a1.jpg

HX-DC1: კიდევ ერთი საფეხურით დაბლა მყოფი მოდელი, 14 მეგაპიქსელით, ზოგიერთი მაღალტექნოლოგიური ხრიკების გარეშე, 3” ინჩიანი არასენსორული LCD ეკრანით;

ინფორმაცია რელიზისა და ფასის შესახებ ჯერ-ჯერობით არ განუცხადებია Panasonic-ს, თუმცა, როგორც კი შევიტყობთ რაიმე სიახლეს, რა თქმა უნდა მაშინვე მოგახსენებთ : )

:dwarf:

Edited by Nikki
  • Upvote 8
Posted

კარგი იქნებოდა, 14 მეგაპიქსელიანი ვიდეოს ჩაწერა რომ შეეძლოს :crazy:

Posted

რა კარგი კამერებია, მე მგონი იდეალურია ოჯახისთვის :)

Posted

კი საოჯახოდ კაია

ბურბუშელას და ტარს მიუმაგრებ

ცოცხად გამოდგება

Posted

კი საოჯახოდ კაია

ბურბუშელას და ტარს მიუმაგრებ

ცოცხად გამოდგება

:rofl:

Nikki +1 :miyvarxar:

მადლობა ინფოსთვის : )

Posted (edited)

არ მწამს ესეთი სათამაშოების

Edited by Vako™

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.