Magdalena Posted September 24, 2024 Posted September 24, 2024 ლეპტოპმა Lenovo Yoga Slim 7i Aura Edition, რომელიც აგებულია უახლეს Lunar Lake სერიის Core Ultra 7 258V პროცესორზე, მნიშვნელოვნად გადააჭარბა M სერიის პროცესორის მქონე MacBook Air-ს ავტონომიურობის თვალსაზრისით. ამით დასტურდება Intel-ის მტკიცებები მის უახლეს Lunar Lake ჩიპებზე დამყარებული კომპიუტერების ბატარეის შესანიშნავი წარმადობის შესახებ. ფოტოს წყარო: Lenovo Intel წლების განმავლობაში ჩამორჩებოდა კონკურენტებს, მაგალითად Apple-ს, ლეპტოპის ჩიპების ენერგოეფექტურობით. თუმცა, თუ ადრეული მიმოხილვებით განვსჯით, Lunar Lake პროცესორების უახლესი ხაზი დაეხმარება Intel-ს დაკარგული პოზიციის დაბრუნებაში. Core Ultra 200-ზე დაფუძნებული ლეპტოპები მალე გამოვა ბაზარზე და მათი ბატარეის ხანგრძლივობა შთამბეჭდავია. Lenovo PC-ის YouTube-არხმა უახლეს Core Ultra 7 258V პროცესორზე დამყარებული Yoga Slim 7i Aura Edition ლეპტოპის ავტონომია შეადარა ლეპტოპებთან, რომლებიც აგებულია Apple M2 და M3 პროცესორებზე. ტესტი მოიცავდა ვიდეოს ყურებას 1080p გაფართოებით 24 კადრი წამში, ეკრანის სიკაშკაშე იყო 150 კდ/მ2, ხოლო Wi-Fi - გამორთული. M2 MacBook Air ლეპტოპი ამ პირობებში მუშაობდა 18 საათი და 19 წუთი. Apple M3-ზე მოდელი ცოტა მეტხანს - 18 საათი და 32 წუთი, ხოლო Lenovo Yoga Slim 7i Aura Edition-ის ბატარეა დაჯდა 23 საათისა და 54 წუთის შემდეგ. სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ Yoga Slim 7i წარმოდგენილია ოდნავ უფრო დიდი, 70 ვტ/სთ მოცულობის ბატარეით, MacBook-ებს კი აქვთ 66.5 ვტ/სთ მოცულობის ბატარეები. და მაინც, Lenovo-ს ლეპტოპმა შეძლო კონკურენტებთან შედარებით თითქმის მესამედით მეტი დროს განმავლობაში ემუშავა, მიუხედავად ბატარეის მხრივ მცირე უპირატესობისა. რა თქმა უნდა, ვიდეოების ყურება ლეპტოპის გამოყენების მხოლოდ ერთი სცენარია. გამძლეობის რეალური გამოცდა იქნება მოწყობილობების ტესტირება ინტენსიური დატვირთვის პირობებში. ლეპტოპის ბატარეის მუშაობისთვის ბრძოლაში გამარჯვება არ არის მხოლოდ ვიდეოს ყურების დროის გაზრდა, არამედ წარმადობისა და ავტონომიურობის იდეალური ბალანსის მიღწევაც. Lenovo-ს ტესტი მხოლოდ ერთი მაგალითია იმისა, რასაც გვპირდებოდნენ Lunar Lake-ზე აგებული ლეპტოპების მწარმოებლები. მაგალითად, Acer აცხადებს, რომ ზოგიერთი მისი უახლესი ლეპტოპები ამ ჩიპებით იმუშავებს 29 საათამდე 65 ვტ/სთ მოცულობის ბატარეებით. Asus აკეთებს მსგავს განცხადებებს თავის უახლეს ExpertBooks სერიის მოდელებთან დაკავშირებით. რაც შეეხება Lenovo Yoga Slim 7i-ს, მასში გამოყენებულ რვაბირთვიან Core Ultra 7 258V აქვს 4.8 გჰც-მდე სიხშირე. ლეპტოპში წარმოდგენილია 32 გბ LPDDR5X-8533 ოპერატიული მეხსიერება და მუშაობს Windows 11 24H2-ზე. მოწყობილობას აქვს 15.3-დუიმიანი 1800p 120ჰც ეკრანი, 1TB PCIe 4.0 NVMe მეხსიერება და Wi-Fi 7-ის მხარდაჭერა. მისი საწყისი ფასია 1.279.99 აშშ დოლარი. ლეპტოპის გაყიდვების დაწყება უახლოეს კვირებშია მოსალოდნელი. https://tinyurl.com/y5bn55xt Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.