Jump to content

Recommended Posts

Posted

Apple-მა დაიწყო iPhone 16 სერიის სმარტფონების წინასწარი შეკვეთების მიღება, რომელთა გაყიდვები 20 სექტემბერს დაიწყება. როგორც TF Securities-ის ანალიტიკოსმა Ming-Chi Kuo-აღნიშნა, ახალი სერიების საერთო მოთხოვნა მოლოდინზე დაბალი აღმოჩნდა. მისი თქმით, მისი დასკვნები ეფუძნება "მომარაგების ჯაჭვის კვლევას" და Apple-ის ონლაინ მაღაზიაში მითითებული მიწოდების დროების შეფასებებს. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Apple 

Kuo- გამოთვლებით iPhone 16-ის ოთხივე მოდელის გაყიდვებმა მიაღწია დაახლოებით 37 მილიონ ერთეულს წინასწარი შეკვეთების დაწყებიდან პირველ შაბათ-კვირას, რაც თითქმის 13%-ით ნაკლებია iPhone 15 სერიის გაყიდვებთან შედარებით გასული წლის ანალოგიურ პერიოდში. ანალიტიკოსმა აღნიშნა, რომ შემცირების მთავარი მიზეზი Pro მოდელებზე დაბალი მოთხოვნა იყო. iPhone 16 Pro და iPhone 16 Pro Max-ის პირველ შაბათ-კვირას დაფიქსირებული გაყიდვები გასული წლის iPhone 15 Pro და iPhone 15 Pro Max-ის გაყიდვებთან შემცირდა 27%-ით და 16%-ით, შესაბამისად. 

მიუხედავად იმისა, რომ iPhone 16 და iPhone 16 Plus მოდელებზე უფრო მაღალი მოთხოვნა იყო, ვიდრე iPhone 15 და iPhone 15 Plus-ზე მათი წინასწარი შეკვეთების დაწყების შაბათ-კვირას, ეს საკმარისი არ აღმოჩნდა iPhone 16 Pro მოდელებზე დაბალი მოთხოვნის ანაზარურებისთის, აღნიშნა Kuo-მ. 

ანალიტიკოსის აზრით, iPhone 16 Pro და Pro Max მოდელებზე მოსალოდნელზე ნაკლები მოთხოვნის მიზეზი არის Apple Intelligence AI ფუნქციების ნაკლებობა გაყიდვების დაწყებისას. მოგეხსენებათ, Apple Intelligence-ის ხელოვნური ინტელექტის გარკვეული ფუნქციების მხარდაჭერა ახალ პროდუქტებში გამოჩნდება iOS 18.1-ის გამოშვებასთან ერთად ოქტომბერში, თანაც მხოლოდ აშშ-ში, ხოლო სხვა ქვეყნებში - გაცილებით მოგვიანებით. გარდა ამისა, Kuo-მ აღნიშნა მკაცრი კონკურენციის გავლენა ჩინეთში ადგილობრივი მოვაჭრეების მხრიდან iPhone-ებზე მოთხოვნაზე. 

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.