Magdalena Posted September 19, 2024 Posted September 19, 2024 MSI-მ გამოუშვა GeForce RTX 4070 Ventus ვიდეო ბარათის ოთხი ვარიანტი GDDR6 მეხსიერებით. ორიგინალი GeForce RTX 4070 მოდელებისგან GDDR6X მეხსიერების მქონე ახალი ბარათები გამოირჩევა დასახელებაში „E1“ მარკირებით. ფოტოს წყარო: VideoCardz GeForce RTX 4070 Ventus 3X წარმოდგენილია სამი ქულერის მქონე გაგრილების სისტემით, ხოლო GeForce RTX 4070 Ventus 2X-ს ორი ქულერი აქვს. თითოეული ბარათი ხელმისაწვდომია როგორც სტანდარტულ ვერსიაში, ასევე GPU-ის აჩქარების საშუალებით. პირველ შემთხვევაში გრაფიკული ჩიპის სიხშირე იქნება 2490 მჰც, ხოლო მეორეში - 2520 მჰც. ახალ ბარათებშ გამეორებულია ორიგინალი GeForce RTX 4070 Ventus 3X და Ventus 2X GDDR6X ბარათების მეხსიერება და გვთავაზობენ GPU-ების ანალოგიურ სიხშირეებს. ერთადერთი განსხვავებაა უფრო ნელი, 20 გბ/წმ GDDR6 მეხსიერების გამოყენება თითო პინზე GDDR6X-ის შემთხვევაში თითო კონტაქტზე 21 გბ/წმ-ის ნაცვლად. მრავალი სხვა ბრენდისგან განსხვავებით MSI არ მიუთითებს ვიდეო ბარათების ყუთებზე, რომ ახალ GeForce RTX 4070 ვარიანტებში GDDR6 მეხსიერებაა გამოყენებული. როგორც პირველმა გეიმინგ ტესტებმა აჩვენა, GDDR6 მეხსიერების მქონე GeForce RTX 4070 წარმადობით პრაქტიკულად არ ჩამორჩება GDDR6X მოდელს. GeForce RTX 4070 Ventus 2X E1 მოდელი უკვე გამოჩნდა გერმანიაში საცალო ვაჭრობაში 582 ევროდ, რაც დაახლოებით 46 ევროთი უფრო ძვირია GDDR6X მეხსიერების მქონე RTX 4070 ბარათის ყველაზე იაფ ვერსიასთან შედარებით. https://tinyurl.com/mvxm2twz Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.