Magdalena Posted September 18, 2024 Posted September 18, 2024 AMD-ის უფროსმა ვიცე-პრეზიდენტმა და გამომთვლელიი და გრაფიკული გადაწყვეტილებების ჯგუფის გენერალურმა მენეჯერმა ჯეკ ჰუინმა განუცხადა Tom's Hardware-ს, რომ AMD უკვე ავითარებს გამოსახულების მასშტაბირების ტექნოლოგია FidelityFX Super Resolution 4.0-ს, რომელიც განსხვავდება აქტუალური FSR 3.0 ვერსიისგან. ბერლინში ელექტრონიკის გამოფენა IFA 2024-ზე ფართო ინტერვიუში Tom's Hardware-მა ჰკითხა AMD-ის აღმასრულებელს კომპანიის უახლოესი სამომავლო გეგმების შესახებ. ამ საუბრიდან, მაგალითად, ცნობილი გახდა, რომ AMD-ს სურს გააერთიანოს თამაშებისთვის განკუთვნილი RDNA და AI-ამაჩქარებლებისთვის განკუთვნილი CDNA ერთ გრაფიკულ არქიტექტურა UDNA-ში, გადაიტანოს ყურადღება ფლაგმანური ვიდეო ბარათების შეზღუდული სეგმენტიდან ენთუზიასტებზე და გაზარდოს წილი მასობრივი GPU-ების სეგმენტში, ასევე გამოუშვას პროცესორები Kraken Copilot+ PC ლეპტოპებისთვის 799 აშშ დოლარამდე ღირებულებით. განხილვის კიდევ ერთი თემა იყო ახალი მასშტაბირების ტექნოლოგია FidelityFX Super Resolution 4.0, რომელსაც ჰუინი შეეხო პორტატულ კონსოლებზე საუბრისას. მისი თქმით, AMD დაახლოებით ერთი წელია ავითარებს FSR 4.0-ს. ახალი ტექნოლოგია მთლიანად დაეყრდნობა ხელოვნური ინტელექტის ალგორითმებს და მისი ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა დაკავშირებულია GPU-ების ენერგოეფექტურობის გაზრდასთან, რომლებიც პორტატულ გეიმინგ კონსოლებში გამოიყენება. „როცა საქმე პორტატულ მოწყობილობებს ეხება, ჩემი მთავარი პრიორიტეტი ბატარეის მუშაობის ხანგრძლივობაა. თუ გადახედავთ Asus ROG Ally-ს ან Lenovo Legion Go-ს, ბატარეის ხანგრძლივობა პრაქტიკულად არ არის. მე რამდენიმე საათი მჭირდება. მინდა Wukong-ის თამაში სამი საათის განმავლობაში შევძლო და არა 60 წუთის განმავლობაში. სწორედ აქ შემოდის კადრების გენერაცია და ინტერპოლაცია, რის გამოც ჩვენ ვმუშაობთ FSR 4-ზე. FSR2 და FSR3 ტექნოლოგიები დაფუძნებულია ანალიტიკურ გენერაციაზე. ისინი დაფუძნებული იყო ფილტრებზე. ჩვენ ეს გავაკეთეთ, რადგან გვინდოდა ამ გადაწყვეტილებით ბაზარზე სწრაფად გასვლა. მაგრამ შემდეგ გუნდს ვუთხარი: ”ბიჭებო, ეს არ არის ის, სადაც მომავალი მიდის”. ასე რომ, მთლიანად შევცვალეთ ჩვენი მიდგომა დაახლოებით 9-12 თვის წინ, რათა გადავიდეთ ხელოვნურ ინტელექტზე“, - განაცხადა ჰუინმა. „ახლა ჩვენ გადავდივართ ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ კადრების გენერაციაზე, კადრების ინტერპოლაციაზე. იდეა არის ეფექტურობის გაზრდა ბატარეის მაქსიმალური მუშაობისთვის. და ასთ შემთხვევაში შეგვიძლია დავაფიქსიროთ წამში კადრების რაოდენობა, შესაძლოა, 30 ან 35-ზე. ჩემი მთავარი მიზანი ახლა არის ბატარეის მუშაობის ხანგრძლივობის მაქსიმალური გაზრდა. ვფიქრობ, ეს [მომხმარებლების] ყველაზე დიდი საჩივარია“, - აღნიშნა ჰუინმა. AMD-ის წარმომადგენელს არაფერი უთქვამს FSR 4.0-ის სხვა მოწყობილობებთან, მაგალითად ლეპტოპებში გამოყენებასთან დაკავშირებით. დაეყრდნობა თუ არა მასშტაბირების ახალი ტექნოლოგია ამ შემთხვევაში AI-ამაჩქარებლებს (NPU) Strix Point პროცესორების ნაწილის სახით? ამ კითხვაზე პასუხი ჯერ არ არის. AMD ჯერ არ არის მზად სასაუბროდ, როდის შედგება ოფიციალურად მასშტაბირების ახალი ტექნოლოგიის პრეზენტაცია. თუ FSR 4.0 უკვე 9-12 თვეა მუშავდება, მაშინ ის შეიძლება თითქმის მზად იყოს გამოსაშვებად. თუმცა, როგორც აჩვენა წარსული მასშტაბირების გადაწყვეტილებებმა, მათ შორის DLSS-მა და XeS-მა FSR 1/2/3-თან ერთად, API-ის გამოშვება მხოლოდ პირველი ნაბიჯია. ახალი API-სთვის თამაშის მხარდაჭერის განხორციელებას გაცილებით მეტი დრო სჭირდება. https://tinyurl.com/mv96aby8 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.