Magdalena Posted September 13, 2024 Posted September 13, 2024 AMD-მ ღონისძიება Advancing AI 2024 დაგეგმა 10 ოქტომბერს. კომპანია ამ ღონისძიებაზე წარადგენს მეხუთე თაობის სასერვერო EPYC პროცესორებს, კოდური სახელწოდებით Turin, ასევე, როგორც მოსალოდნელია, Instinct MI325X გამოთვლით ამაჩქარებლებს. ფოტოს წყარო: AMD „AMD აანონსებს „Advancing AI 2024-ს“, პირდაპირი ტრანსლაციის ღონისძიებას 10 ოქტომბერს. „მის ფარგლებში წარმოდგენილი იქნეა შემდეგი თაობის AMD Instinct ამაჩქარებლები და მე-5 თაობის AMD EPYC პროცესორები, ასევე ახალი პროდუქტები ქსელური ტექნოლოგიების სფეროდან და ხელოვნური ინტელექტის მქონე კომპიუტერები“, - ნათქვამია AMD-ის განცხადებაში. აღნიშნულია, რომ AMD-ის აღმასრულებელ დირექტორ ლიზა სუსთან ერთად ღონისძიებას AMD-ის აღმასრულებლები, AI ეკოსისტემის პარტნიორები, მომხმარებლები და დეველოპერები დაესწრებიან. საზოგადოებას ეცნობება, თუ როგორ ცვლის AMD-ის პროდუქტები და პროგრამული უზრუნველყოფა „ხელოვნური ინტელექტის და მაღალი წარმადობის გამოთვლის ლანდშაფტს“. ღონისძიების პირდაპირი ტრანსლაცია AMD YouTube არხზე იქნება წარმოდგენილი. კომპანიის განცხადებაში ხელოვნური ინტელექტის მქონე კომპიუტერების მოხსენიება შეიძლება მიუთითებდეს, რომ Strix Point პროცესორების Pro ვერსიები შესაძლოა წარმოდგენილი იყოს Advancing AI 2024 ღონისძიებაზე. თუმცა AMD-ს ეს ინფორმაცია არ დაუდასტურებია. https://tinyurl.com/ytrx2wf7 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.