Jump to content

Recommended Posts

Posted

image.jpeg 

კრიპტოვალუტების საინვესტიციო ფონდებიდან 1-დან 7 სექტემბრის ჩათვლით გატანილმა თანხამ 726 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ერთი კვირით ადრე ეს მაჩვენებელი 305 მლნ აშშ დოლარ შეადგენდა. ასეი მონაცემებ CoinShares აზიარებს. 

image.png 

წყარო: CoinShares. 

ანალიტიკოსები ნეგატიური დინამიკის არსებობას უკავშირებენ შეერთებული შტატების მაკროეკონომიკურ მონაცემებს, რამაც გაზარდა ფედერალური სარეზერვო სისტემის მიერ საპროცენტო განაკვეთის 25 პროცენტული პუნქტით შემცირების ალბათობა. ტემპი შესუსტდა კვირის ბოლოს, რადგან დასაქმების მონაცემებმა გაყო ბაზრის შეხედულებები ფედერალური სარეზერვო სისტემის შემდგომი ნაბიჯების შესახებ, აღნიშნეს მათ. 

უარყოფითი განწყობა ციფრული ოქროდან Ethereum-ზეც გავრცელდა. აქტივებზე დამყარებული ფონდებიდან გადინება 5.7 მილიონიდან 98.1 მლნ აშშ დოლარამდე გაიზარდა. 

მომხმარებლებმა Bitcoin-თან დაკავშირებული ინსტრუმენტებიდან 643 მლნ აშშ დოლარი გაიტანეს, ერთი კვირის წინ მოხდა 319 მლნ აშშ დოლარის გადინება. 

ინვესტორებმა დაუმატეს 3.9 მლნ აშშ დოლარი სტრუქტურებს, რომლებიც მათ საშუალებას აძლევს გახსნან მოკლევადიანი პოზიციები ციფრულ ოქროზე, წინა საანგარიშო პერიოდში ეს მაჩვენებელი 4.4 მლნ აშშ დოლარი იყო. 

Solana-ზე დამყარებულ პროდუქტებში შევიდა 6.2 მლნ აშშ დოლარი (ერთი კვირით ადრე - 7.6 მლნ აშშ დოლარი). 

image.png 

წყარო: CoinShares. 

შეგახსენებთ, რომ Bianco Research-ის აღმასრულებელ დირექტორ ჯიმ ბიანკოს თქმით კრიპტო ETF-ების გავრცელებას მეტი დრო დასჭირდება. მან კატალიზატორებად დაასახელა განახევრება 2028 წელს და Onchain-ინსტრუმენტების მნიშვნელოვანი განვითარება. 

მაისში BlackRock-ის ციფრული აქტივების ხელმძღვანელმა რობერტ მიჩნიკმა განაცხადა, რომ ინსტიტუციური მონაწილეობის წყალობით პროდუქტებში თანხების ახალი ტალღის შემოდინებას მოელის. 

Posted

იძახიან სერიოზულათ იმოქმედაო კრიპტობაზარზე პირველმა ბირჟების მელტაუნმა აგვისტოში რაც დაფიქსირდა, მაშინ ვისაც ახსოვს 70000$ ძალიან სწრაფათ წამოვიდა ბიტკოინი 49200$, თუმცა გააჩერეს უფრო სერიოზული ვარდნები ამ ეტაპზე ჯერ, უკვე ავიდა 58000$ ამ ეტაპზე კურსი, თუმცა მეორეჯერაც დაეცა 64500$-ან 52000$-მდე თითქმის, შეიძლება კიდე განმეორდესო რამდენჯერმე ეგეთი ტიპის ვარდნები, მაგიტომ არ მიდიან ძალზე სწრაფათ ზევით, მანამდე ვერ გააჩერებდი ისეთი აბაროტები ქონდათ აკრეფილი, ეხლა რაღაცის ეშინიათ უკვე დიდ ინვესტორებს, დროებითი პრობლემები მგონია, ბირჟები უფრო გამოცოცხლდა ისე იმის შემდეგ რაც დაეცა დოუს ინდექსი 38500, ეხლაც 41000 დგას დოუ, მაგრამ ბიტკოინზე რაღაცა უჭირს ისევე, შეიძლება ისევ დოუს დაგდების ეშინიათ ინვესტორებს, არაა გამორიცხული მინიმუმ ერთხელ კიდე შეანჭყრიოს ბაზარი და მერე შეუნთებენ მგონია, თუ აპირებენ შენთებას წლის ბოლოსთვის და შემდეგი წლის პირველ ნახევარში უკვე

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.